სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"
"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და ბა­თუ­მის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რის, და­ვით რო­ბა­ქი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო, სა­დაც აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ავ­თან­დილ ბე­რი­ძის მან­ქა­ნა აკ­რძა­ლულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დგას. სამ­წუ­ხა­როდ ბა­ტონ ავ­თან­დილ­თან და­კავ­ში­რე­ბა გა­და­უ­ლა­ხავ დაბ­რკო­ლე­ბად იქცა, ამი­ტომ მის პრეს-სპი­კერს, ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნა კუპ­რე­იშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- და­ნამ­დვი­ლე­ბით ვერ გე­ტყვით, რამ გა­ნა­პი­რო­ბა ამ მან­ქა­ნის იქ ყოფ­ნა. ფაქ­ტია რომ იქ ნამ­დვი­ლად იყო მან­ქა­ნა და ამას არა­ვინ უარ­ყოფს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მან­ქა­ნა­ში სა­პა­ტიო სტუ­მა­რი იჯდა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბა­ტო­ნი ავ­თან­დი­ლი არის მა­ღა­ლი რან­გის სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ე.წ. VIP და მისი მან­ქა­ნაც არის VIP და აქვს ყველ­გან შეს­ვლის უფ­ლე­ბა.

- თუმ­ცა ბულ­ვა­რის დი­რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ სას­წრა­ფო, სა­ხან­ძრო და ნაგ­ვის მან­ქა­ნის გარ­და სხვა არ­ცერთ მან­ქანს არ შე­უძ­ლია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლა.

- რო­გორც ბულ­ვა­რის დი­რექ­ტო­რი ბა­ტო­ნი რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობს, დაც­ვის სამ­სა­ხურ­მა გახ­სნა ჯაჭ­ვი და გა­ა­ტა­რა, ანუ ამ მან­ქა­ნას ქონ­და უფ­ლე­ბა, რომ შე­სუ­ლი­ყო. თუ ეს უკა­ნო­ნოდ გა­ა­კე­თეს, მა­შინ დაც­ვის სამ­სა­ხურს მი­მარ­თეთ და გა­არ­კვი­ეთ, ვისი მი­თი­თე­ბით გა­ა­კე­თეს ეს. შე­საძ­ლოა, ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა ისა­კა­ძე იჯდა მან­ქა­ნა­ში და უბ­რა­ლოდ ქალ­ბა­ტონს სცა პა­ტი­ვი და მი­იყ­ვა­ნა თე­ატ­რამ­დე.

- და­ვით რო­ბა­ქი­ძე ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნი­დან არა­ვინ გად­მო­სუ­ლა.

- და­ვით რო­ბა­ქი­ძე არის ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის წევ­რი, გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი ექ­სტრა­ვა­გან­ტუ­ლო­ბით, უყ­ვარს ხმა­უ­რის ატეხ­ვა, მის ყვე­ლა გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რის კე­თე­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მეჩ­ვე­ნე­ბა. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ავ­თან­დილ ბე­რი­ძის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი არის VIP და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას მის­ვლის უფ­ლე­ბა აქვს. დარ­წმუ­ნე­ბით შე­მიძ­ლი­ათ გი­თხრათ, რომ ავ­თან­დილ ბე­რი­ძე, თავს არა­სო­დეს მის­ცემს უფ­ლე­ბას, ბა­თუ­მის ბულ­ვარ­ში მან­ქა­ნით ისე­ირ­ნოს. ბევ­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მას არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ აქვს ფე­ხით გა­და­ად­გილ­დეს, რად­გან მას ბა­თუმ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ და დიდ პა­ტივ­საც სცე­მენ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

იხი­ლეთ ასე­ვე: "აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ბულ­ვარ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლით სე­ირ­ნობს"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"

ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის მანქანა აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. სამწუხაროდ ბატონ ავთანდილთან დაკავშირება გადაულახავ დაბრკოლებად იქცა, ამიტომ მის პრეს-სპიკერს, ქალბატონ მარინა კუპრეიშვილს ვესაუბრეთ.

- დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ამ მანქანის იქ ყოფნა. ფაქტია რომ იქ ნამდვილად იყო მანქანა და ამას არავინ უარყოფს. არ გამოვრიცხავ, რომ მანქანაში საპატიო სტუმარი იჯდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი ავთანდილი არის მაღალი რანგის საჯარო მოხელე, ე.წ. VIP და მისი მანქანაც არის VIP და აქვს ყველგან შესვლის უფლება.

- თუმცა ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სასწრაფო, სახანძრო და ნაგვის მანქანის გარდა სხვა არცერთ მანქანს არ შეუძლია ამ ტერიტორიაზე შესვლა.

- როგორც ბულვარის დირექტორი ბატონი რობაქიძე ამბობს, დაცვის სამსახურმა გახსნა ჯაჭვი და გაატარა, ანუ ამ მანქანას ქონდა უფლება, რომ შესულიყო. თუ ეს უკანონოდ გააკეთეს, მაშინ დაცვის სამსახურს მიმართეთ და გაარკვიეთ, ვისი მითითებით გააკეთეს ეს. შესაძლოა, ქალბატონი ლიანა ისაკაძე იჯდა მანქანაში და უბრალოდ ქალბატონს სცა პატივი და მიიყვანა თეატრამდე.

- დავით რობაქიძე ამბობს, რომ მანქანიდან არავინ გადმოსულა.

- დავით რობაქიძე არის ლეიბორისტული პარტიის წევრი, განთქმულია თავისი ექსტრავაგანტულობით, უყვარს ხმაურის ატეხვა, მის ყველა განცხადებაზე კომენტარის კეთება არასერიოზულად მეჩვენება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ავთანდილ ბერიძე, თავს არასოდეს მისცემს უფლებას, ბათუმის ბულვარში მანქანით ისეირნოს. ბევრისგან განსხვავებით, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ფეხით გადაადგილდეს, რადგან მას ბათუმში კარგად იცნობენ და დიდ პატივსაც სცემენ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ასევე: "აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბულვარში ავტომობილით სეირნობს"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა