სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს
შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­მაშ­ვე­ლო მომ­ზა­დე­ბის და რე­ა­გი­რე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს მაშ­ვე­ლებ­მა , მწვერ­ვალ "უშ­ბას" მყინ­ვარ­ზე 1974 წელს და­კარ­გუ­ლი ხორ­ვა­ტუ­ლი ალ­პი­ნის­ტუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ერთ-ერთი წევ­რის ნეშტს მი­აკ­ვლი­ეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უწყე­ბი­დან აც­ნო­ბეს, დად­გე­ნი­ლია, რომ 1974 წელს ხორ­ვა­ტი ალ­პი­ნის­ტე­ბის ჯგუ­ფის ოთხი წევ­რი მწვერ­ვალ "უშ­ბა­ზე", ზღვის დო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 3000 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე ზვა­ვის ჩა­მო­წო­ლის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ.

"ორი გარ­დაც­ვლი­ლი ალ­პი­ნის­ტი მა­შინ­ვე იპოვ­ნეს. 2012 წელს კი ხორ­ვა­ტუ­ლი ალ­პი­ნის­ტუ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის წევ­რებ­მა მე­სა­მე გარ­დაც­ვლი­ლი ალ­პი­ნის­ტის ნეშტს მი­აკ­ვლი­ეს. მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა, ხორ­ვა­ტუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის მე­ო­თხე და­ღუ­პუ­ლი წევ­რის ნეშ­ტის სა­ვა­რა­უ­დო ად­გილმდე­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბა მი­ი­ღო.

მაშ­ვე­ლებ­მა სა­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს და რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ნეშტს მწვერ­ვალ "უშ­ბის" ერთ-ერთ მყინ­ვარ­ზე მი­აკ­ვლი­ეს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა შეძ­ლეს, ის ცნო­ბი­ლი ხორ­ვა­ტი ალ­პი­ნის­ტი ნე­ნად ჩუ­ლი­ჩია", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი ალ­პი­ნის­ტის ოჯა­ხის წევ­რებს ნეშ­ტის პოვ­ნის შე­სა­ხებ უკვე ეც­ნო­ბა. "ნეშ­ტი ამ დრო­ი­სათ­ვის მეს­ტი­ა­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

შსს-ს მაშველებმა 1974 წელს დაკარგული ხორვატი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადების და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა , მწვერვალ "უშბას" მყინვარზე 1974 წელს დაკარგული ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის ნეშტს მიაკვლიეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, დადგენილია, რომ 1974 წელს ხორვატი ალპინისტების ჯგუფის ოთხი წევრი მწვერვალ "უშბაზე", ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 მეტრის სიმაღლეზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპნენ.

"ორი გარდაცვლილი ალპინისტი მაშინვე იპოვნეს. 2012 წელს კი ხორვატული ალპინისტური ექსპედიციის წევრებმა მესამე გარდაცვლილი ალპინისტის ნეშტს მიაკვლიეს. მიმდინარე წლის აგვისტოში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტმა, ხორვატული ექსპედიციის მეოთხე დაღუპული წევრის ნეშტის სავარაუდო ადგილმდებარების შესახებ შეტყობინება მიიღო.

მაშველებმა საძიებო ღონისძიება შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს და რამდენიმე საათში ნეშტს მწვერვალ "უშბის" ერთ-ერთ მყინვარზე მიაკვლიეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად გარდაცვლილის ვინაობის დადგენა შეძლეს, ის ცნობილი ხორვატი ალპინისტი ნენად ჩულიჩია", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, გარდაცვლილი ალპინისტის ოჯახის წევრებს ნეშტის პოვნის შესახებ უკვე ეცნობა. "ნეშტი ამ დროისათვის მესტიაშია გადასვენებული", - აღნიშნავენ უწყებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია