მაია ფანჯიკიძე - სირიაში მყოფი ქართველების დაბრუნების საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება

 მაია ფანჯიკიძე - სირიაში მყოფი ქართველების დაბრუნების საკითხი რამდენიმე დღეში მოგვარდება

სირიაში 20-22 ქართველია, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, ჩვენ ყველა მათგანთან გვაქვს კონტაქტი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სირიაში მყოფი ქართველი ქალბატონები ძირითადად ბიზენსსაქმიანობას ეწევიან.

"ჩვენ ყველასთან გვაქვს კონტაქტი, ვისაც აქვს ქვეყანაში დაბრუნების სურვილი, ჩვენ კატეგორიულად ვურჩევთ მათ საქართველოში დაბრუნებას, გვაქვს გამონახული დაბრუნების გზები. პირველ ეტაპზე, უნდა მოხდეს მათი ბეირუთში გადაყვანა, შემდეგ გადავიყანთ ეგვიპტეში. ჩვენ ეგვიპტიდან ვფარავთ სირიას, შემდეგ კი მათი ჩამოყვანის გზები დადგენილია, ასე, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში მოგვარდება", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა