პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი"
"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი"

"კვი­რის პა­ლიტ­რის" მომ­დევ­ნო გვერ­დებ­ზე ვრცლად იხი­ლავთ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც გულ­გრილს ალ­ბათ, სტა­ლი­ნის დრო­ინ­დელ "ვერ­ტუ­ხა­ებ­საც" (ე.წ. "ლა­გე­რე­ბის" ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი) არ და­ტო­ვებ­და. კერ­ძოდ, კო­ლე­გებ­მა მი­თხრეს პა­ტი­მარს, ექი­მე­ბის დას­კვნით, ესა­ჭი­რო­ე­ბო­და ოპე­რა­ცია, ცი­ხი­დან წა­იყ­ვა­ნეს კი­დეც ქი­რურ­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში, მო­ამ­ზა­დეს ოპე­რა­ცი­ის­თვის, კა­თე­ტე­რე­ბი ჩა­უდ­გეს და... იმ მო­ტი­ვით, რომ ბად­რაგს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, მოჰ­გლი­ჯეს კა­თე­ტე­რე­ბი და შე­აბ­რუ­ნეს სა­კან­ში.

არ იფიქ­როთ, ახა­ლა­ი­ას ან კალ­მა­ხე­ლი­ძის მი­ნის­ტრო­ბის დრო­ინ­დელ ამ­ბავს ვყვე­ბი - ეს მოხ­და ახ­ლა­ხან, სო­ზარ სუ­ბა­რის მი­ნის­ტრო­ბი­სას, რაც ადას­ტუ­რებს, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი "ვერ­ტუ­ხა­ე­ბი" დღე­საც კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნო­ბენ თავს. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მძი­მე ავად­მყოფ პა­ტი­მარს ოპე­რა­ცი­ის გა­უ­კე­თებ­ლო­ბით დას­ჯი თუ პირ­და­პირ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში მი­ახ­ვრეტ. სო­ზარ სუ­ბარს და მის კო­ლე­გებს კი ვურ­ჩევთ, კარ­გად გა­ა­ა­ნა­ლი­ზონ, სა­ი­დან და­ი­წყო სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ცე­მა და რას შე­ე­წი­რა. ამას­ვე ურ­ჩევს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნისტრს ექ­სპერ­ტი ალექ­სან­დრე თვა­ლჭ­რე­ლი­ძე, რო­მე­ლიც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ ფაქტს აღ­მაშ­ფო­თებ­ლად მი­იჩ­ნევს.

- გა­სა­გე­ბია, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის და­ბალ რგო­ლებ­ში ძვე­ლი კად­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და ისი­ნი მენ­ტა­ლი­ტეტს ვერ შე­იც­ვლი­ან. მე სხვა რამ მაკ­ვირ­ვებს - არ­სე­ბობს ჰი­პოკ­რა­ტეს ფიცი და თუ პა­ტი­მა­რი სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო, რო­გორ გა­მო­უშ­ვეს ექი­მებ­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­დან?! მის­თვის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ოპე­რა­ცია და შემ­დეგ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, და­ე­მა­ტე­ბი­ნათ სას­ჯე­ლი. ასე ხდე­ბა იმ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, სა­დაც კა­ნო­ნი კა­ნო­ნობს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ ამ­ბავ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ზი­ცია მა­ო­ცებს, გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ზარ სუ­ბა­რის, რო­მე­ლიც ადრე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იყო. ალ­ბათ, მა­შინ ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ე­გო, ქვე­ყა­ნას შეს­ძრავ­და. რას ვი­ზამთ, ეტყო­ბა, ძა­ლა­უფ­ლე­ბა მა­ინც რყვნის ადა­მი­ანს. სუ­ბა­რი ღრმად უნდა და­ფიქ­რდეს იმ მი­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც აკის­რია.

- მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნი­სას სუ­ბარ­მა თა­ვი­სი მი­სია ასე ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მის გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბა. თუმ­ცა ამ სფე­როს გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბის არა­ფე­რი ეტყო­ბა - ხან ცე­მით კლა­ვენ პა­ტი­მარს და ხან დას­ჯის მიზ­ნით ოპე­რა­ცი­ას არ უკე­თე­ბენ. Mმეს­მის, რომ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბიც არ არი­ან ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზე­ბი...

- დიახ, ზოგ­ჯერ პა­ტიმ­რე­ბი არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვი­ან, მაგ­რამ ეს არ გაძ­ლევს უფ­ლე­ბას, მათ წი­ნა­აღ­მდეგ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მე­თო­დე­ბი გა­მო­ი­ყე­ნო. პირ­და­პირ ვი­ტყვი - თუ სო­ზარ სუ­ბა­რი თა­ვის მი­სი­ას ვერ არ­თმევს თავს, კე­თი­ლი ინე­ბოს და გა­დად­გეს.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" გა­ავ­რცე­ლეს სქე­მა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, კონ­კრე­ტულ ცი­ხეს რო­მე­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი აკონ­ტრო­ლებს. გა­სა­გე­ბია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნით გა­ა­კე­თეს. მაგ­რამ ისიც ფაქ­ტია, რომ ეს პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს და ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით იჩი­ნა თავი.

- უკვე სამი სა­უ­კუ­ნეა, ცი­ხე­ებს კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი მარ­თა­ვენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს ბრძო­ლა გა­მო­უ­ცხა­დეს, ცი­ხე­ებს ისი­ნი სწო­რედ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავ­დნენ. თუნ­დაც ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სქე­მას რო­გორ შე­ად­გენ­დნენ - მათ კარ­გად მო­ეხ­სე­ნე­ბო­დათ, ვინ რას წარ­მო­ად­გენ­და ცი­ხე­ში და რო­მელ სა­პყრო­ბი­ლეს აკონ­ტრო­ლებ­და. სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" შე­ი­მუ­შა­ვეს ეს სქე­მა და მისი მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავ­დნენ ცი­ხე­ებს.

- სუ­ბა­რის უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გაგა მკურ­ნა­ლი­ძის წე­რი­ლი, რო­მელ­შიც ის მი­ნისტრს პა­სუ­ხობს, - სუ­ბა­რი არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, თით­ქოს მე "ვნიშ­ნავ­დი" კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­სო. თუმ­ცა ამ წე­რილ­ში მთა­ვა­რია მკურ­ნა­ლი­ძის შემ­დე­გი ფრა­ზა, - პა­ტი­მარ­თა შო­რის ურ­თი­ერ­თზე­გავ­ლე­ნის მოს­პო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი­აო. შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი, მაგ­რამ რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ წე­რი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბით სუ­ბა­რის უწყე­ბა თა­ვის მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, - ჩვენ რას გვერ­ჩით, თვით მკურ­ნა­ლი­ძე, რო­მე­ლიც ში­შის ზარს სცემ­და პა­ტიმ­რებს, ვერ აგ­ვა­რებ­და ამ პრობ­ლე­მა­სო.

- არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი. კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა ნელ-ნელა, ხა­ვერ­დო­ვა­ნი გზით უნდა მოგ­ვარ­დეს. ოღონდ არა ერთი ხე­ლის დაკ­ვრით, რად­გან ამას შე­საძ­ლოა, სის­ხლის ღვრა მოჰ­ყვეს. ციხე იდე­ა­ლუ­რი არ­სად არის, არც ამე­რი­კა­ში და არც სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში. მთა­ვა­რია, ნე­გა­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი არ გახ­დეს სის­ტე­მის ნა­წი­ლი, სწრა­ფად მოხ­დეს რე­ა­გი­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, რე­ა­გი­რე­ბის მე­თო­დე­ბი სწო­რი იყოს. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხავ, ცი­ხე­ებ­ში ასე­თი პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო, ვი­ტყვი, რომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სის­ტე­მა სწორ გზა­ზე დგას.

- ცი­ხე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტით თუ ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ ქუ­ლე­ბის და­წე­რას.

- სა­ა­კაშ­ვილს პა­ტიმ­რე­ბის თე­მით სპე­კუ­ლი­რე­ბა და ქუ­ლე­ბის და­წე­რა არ გა­მო­უ­ვა. ქარ­თვე­ლი ერი ბეცი და ტლუ არ არის. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, რა ხდე­ბო­და ცი­ხე­ებ­ში მა­შინ და რა ხდე­ბა ახლა. დღეს ცალ­კე­ულ ფაქ­ტებ­სა და დარ­ღვე­ვებ­ზე ვსა­უბ­რობთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს კი ცი­ხე­ებ­ში არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა სის­ტე­მის ნა­წი­ლი იყო.

- იქ­ნებ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბე­ბი და­სავ­ლეთ­ზეა გათ­ვლი­ლი?

- არც და­სავ­ლეთ­ში არი­ან ბე­ცე­ბი. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის მარ­თლე­ბას ცდი­ლობს, რაც ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლე­ბუ­ლია.

- თქვით, არც და­სავ­ლეთ­ში არი­ან ბე­ცე­ბიო. თუმ­ცა გა­სულ კვი­რას "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის" ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გუ­ნარ ჰოკ­მარ­კმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა წე­რი­ლი, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის დე­მოკ­რა­ტო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობს და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ადა­ნა­შა­უ­ლებს პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნა-შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში.

- რას ვი­ზამთ, არ უნ­დათ "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ა­ში" სი­მარ­თლის გა­გე­ბა. ისი­ნი ისევ ცდი­ლო­ბენ, გა­და­არ­ჩი­ნონ ის ინ­ვეს­ტი­ცია, რო­მე­ლიც პი­რა­დულ თუ პარ­ტი­ულ დო­ნე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ში ჩა­დეს. მათი მცდე­ლო­ბა გან­წი­რუ­ლია და­მარ­ცხე­ბის­თვის, რად­გან იმას ჰგავს, ცუდი კარ­ტი რომ გქონ­დეს, არც ერთი კო­ზი­რი არ გე­ჭი­როს და მა­ინც ცდი­ლობ­დე პარ­ტი­ის მო­გე­ბას.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი"

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში დაკომპლექტდება ახალი მინისტრთა კაბინეტი"

"კვირის პალიტრის" მომდევნო გვერდებზე ვრცლად იხილავთ მასალას, რომელიც გულგრილს ალბათ, სტალინის დროინდელ "ვერტუხაებსაც" (ე.წ. "ლაგერების" ზედამხედველები) არ დატოვებდა. კერძოდ, კოლეგებმა მითხრეს პატიმარს, ექიმების დასკვნით, ესაჭიროებოდა ოპერაცია, ციხიდან წაიყვანეს კიდეც ქირურგიის ინსტიტუტში, მოამზადეს ოპერაციისთვის, კათეტერები ჩაუდგეს და... იმ მოტივით, რომ ბადრაგს შეურაცხყოფა მიაყენა, მოჰგლიჯეს კათეტერები და შეაბრუნეს საკანში.

არ იფიქროთ, ახალაიას ან კალმახელიძის მინისტრობის დროინდელ ამბავს ვყვები - ეს მოხდა ახლახან, სოზარ სუბარის მინისტრობისას, რაც ადასტურებს, რომ კოლექტიური "ვერტუხაები" დღესაც კომფორტულად გრძნობენ თავს. რა მნიშვნელობა აქვს, მძიმე ავადმყოფ პატიმარს ოპერაციის გაუკეთებლობით დასჯი თუ პირდაპირ საოპერაციოში მიახვრეტ. სოზარ სუბარს და მის კოლეგებს კი ვურჩევთ, კარგად გააანალიზონ, საიდან დაიწყო სააკაშვილის ხელისუფლების დაცემა და რას შეეწირა. ამასვე ურჩევს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე, რომელიც ზემოხსენებულ ფაქტს აღმაშფოთებლად მიიჩნევს.

- გასაგებია, რომ სასჯელაღსრულების სისტემის დაბალ რგოლებში ძველი კადრები მუშაობენ და ისინი მენტალიტეტს ვერ შეიცვლიან. მე სხვა რამ მაკვირვებს - არსებობს ჰიპოკრატეს ფიცი და თუ პატიმარი საოპერაციოდ გამზადებული იყო, როგორ გამოუშვეს ექიმებმა საავადმყოფოდან?! მისთვის აუცილებლად უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია და შემდეგ, თუ საჭირო იქნებოდა, დაემატებინათ სასჯელი. ასე ხდება იმ სახელმწიფოებში, სადაც კანონი კანონობს. სიმართლე გითხრათ, ამ ამბავში ყველაზე მეტად სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელობის პოზიცია მაოცებს, განსაკუთრებით სოზარ სუბარის, რომელიც ადრე სახალხო დამცველი იყო. ალბათ, მაშინ ეს ამბავი რომ გაეგო, ქვეყანას შესძრავდა. რას ვიზამთ, ეტყობა, ძალაუფლება მაინც რყვნის ადამიანს. სუბარი ღრმად უნდა დაფიქრდეს იმ მისიაზე, რომელიც აკისრია.

- მინისტრად დანიშვნისას სუბარმა თავისი მისია ასე ჩამოაყალიბა - სასჯელაღსრულების სისტემის გაადამიანურება. თუმცა ამ სფეროს გაადამიანურების არაფერი ეტყობა - ხან ცემით კლავენ პატიმარს და ხან დასჯის მიზნით ოპერაციას არ უკეთებენ. Mმესმის, რომ მსჯავრდადებულებიც არ არიან ფრთიანი ანგელოზები...

- დიახ, ზოგჯერ პატიმრები არაადეკვატურად იქცევიან, მაგრამ ეს არ გაძლევს უფლებას, მათ წინააღმდეგ არაადამიანური მეთოდები გამოიყენო. პირდაპირ ვიტყვი - თუ სოზარ სუბარი თავის მისიას ვერ ართმევს თავს, კეთილი ინებოს და გადადგეს.

- "ნაციონალებმა" გაავრცელეს სქემა, რომელშიც აღნიშნულია, კონკრეტულ ციხეს რომელი კრიმინალური ავტორიტეტი აკონტროლებს. გასაგებია, რომ სააკაშვილის თანაგუნდელებმა ეს პოლიტიკური მიზნით გააკეთეს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს პრობლემა არსებობს და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იჩინა თავი.

- უკვე სამი საუკუნეა, ციხეებს კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალებმა" ე.წ. კანონიერ ქურდებს ბრძოლა გამოუცხადეს, ციხეებს ისინი სწორედ კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით მართავდნენ. თუნდაც ზემოხსენებულ სქემას როგორ შეადგენდნენ - მათ კარგად მოეხსენებოდათ, ვინ რას წარმოადგენდა ციხეში და რომელ საპყრობილეს აკონტროლებდა. სწორედ "ნაციონალებმა" შეიმუშავეს ეს სქემა და მისი მეშვეობით მართავდნენ ციხეებს.

- სუბარის უწყებამ გაავრცელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის, გაგა მკურნალიძის წერილი, რომელშიც ის მინისტრს პასუხობს, - სუბარი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს მე "ვნიშნავდი" კრიმინალურ ავტორიტეტებსო. თუმცა ამ წერილში მთავარია მკურნალიძის შემდეგი ფრაზა, - პატიმართა შორის ურთიერთზეგავლენის მოსპობა შეუძლებელიაო. შეიძლება ვცდები, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ წერილის გამოქვეყნებით სუბარის უწყება თავის მართლებას ცდილობს, - ჩვენ რას გვერჩით, თვით მკურნალიძე, რომელიც შიშის ზარს სცემდა პატიმრებს, ვერ აგვარებდა ამ პრობლემასო.

- არ არის გამორიცხული. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული პრობლემა ნელ-ნელა, ხავერდოვანი გზით უნდა მოგვარდეს. ოღონდ არა ერთი ხელის დაკვრით, რადგან ამას შესაძლოა, სისხლის ღვრა მოჰყვეს. ციხე იდეალური არსად არის, არც ამერიკაში და არც სხვა განვითარებულ ქვეყნებში. მთავარია, ნეგატიური მოვლენები არ გახდეს სისტემის ნაწილი, სწრაფად მოხდეს რეაგირება და რაც მთავარია, რეაგირების მეთოდები სწორი იყოს. როდესაც დავინახავ, ციხეებში ასეთი პროცესები დაიწყო, ვიტყვი, რომ სასჯელაღსრულების სისტემა სწორ გზაზე დგას.

- ციხეებთან დაკავშირებული თითოეული ინციდენტით თუ ტრაგიკული შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალები" აქტიურად ცდილობენ ქულების დაწერას.

- სააკაშვილს პატიმრების თემით სპეკულირება და ქულების დაწერა არ გამოუვა. ქართველი ერი ბეცი და ტლუ არ არის. ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში მაშინ და რა ხდება ახლა. დღეს ცალკეულ ფაქტებსა და დარღვევებზე ვსაუბრობთ, სააკაშვილის დროს კი ციხეებში არაადამიანური მოპყრობა სისტემის ნაწილი იყო.

- იქნებ სააკაშვილის განცხადებები დასავლეთზეა გათვლილი?

- არც დასავლეთში არიან ბეცები. სააკაშვილი თავის მართლებას ცდილობს, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

- თქვით, არც დასავლეთში არიან ბეცებიო. თუმცა გასულ კვირას "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტმა გუნარ ჰოკმარკმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც სააკაშვილის დემოკრატობაზე ლაპარაკობს და "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს პოლიტიკური ოპონენტების დევნა-შევიწროებაში.

- რას ვიზამთ, არ უნდათ "ევროპის სახალხო პარტიაში" სიმართლის გაგება. ისინი ისევ ცდილობენ, გადაარჩინონ ის ინვესტიცია, რომელიც პირადულ თუ პარტიულ დონეზე მიხეილ სააკაშვილში ჩადეს. მათი მცდელობა განწირულია დამარცხებისთვის, რადგან იმას ჰგავს, ცუდი კარტი რომ გქონდეს, არც ერთი კოზირი არ გეჭიროს და მაინც ცდილობდე პარტიის მოგებას.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"