სამართალი
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს
რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მა­მუ­კა ჩარ­კვი­ან­თან სახ­ლში მი­სუ­ლი კონ­ცერ­ტზე აღ­მოვ­ჩნდი, რად­გა­ნაც რეს­პონ­დენ­ტმა ინ­ტერ­ვიუ სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბის თან­ხლე­ბით მომ­ცა. ის სა­ვარ­ძელ­ში გი­ტა­რა­მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი იჯდა და თით­ქმის ყო­ვე­ლი პა­სუ­ხის შემ­დეგ მშვე­ნი­ერ ჰან­გებს აჟ­ღე­რებ­და...

24 აგ­ვის­ტოს 58 წელი შე­უს­რულ­და. იმის გამო, რომ მრგვა­ლი თა­რი­ღი არ იყო, და­ბა­დე­ბის დღე მხო­ლოდ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­ნიშ­ნა. სა­ერ­თოდ კი: "24-ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. დედა მიგ­ზავ­ნის ტორ­ტს, ჩემი ცო­ლიც აძ­ლევს ტორ­ტი­სა და ხა­ჭა­პუ­რის შეკ­ვე­თას. მერე მო­დი­ან ისი­ნი, ვი­საც ვახ­სო­ვარ. ვსვამთ ჩაის, ყა­ვას, კარგ სას­მელს, ვუს­მენთ მუ­სი­კას, ვმღე­რით და მშვე­ნი­ერ დროს ვა­ტა­რებთ".

- ბავ­შვო­ბა­შიც ასე იყო ხოლ­მე?

- აგ­ვის­ტო ისე­თი თვეა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში სულ ზღვა­ზე ვი­ყა­ვით. ამი­ტომ მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა არა­სო­დეს მი­წევ­და. მუდ­მი­ვად აფხა­ზეთ­ში (ლი­ძა­ვა, ბიჭ­ვინ­თა, გაგ­რა) ვის­ვე­ნებ­დით და ამ დღეს იქ აღ­ვნიშ­ნავ­დით ხოლ­მე... აფხა­ზეთს ახლა მხო­ლოდ სიზ­მარ­ში ვნა­ხუ­ლობ...

- 58 წელი არც ძა­ლი­ან ბევ­რია და არც - ძა­ლი­ან ცოტა. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე რას მიხ­ვდით?

- პა­ტა­რა აღარ ვარ... მი­ხა­რია, რომ ამ­ქვეყ­ნად ჩემი საქ­მე ვა­კე­თე და ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რა ის­ტო­რი­ას დარ­ჩე­ბა. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ის პლუ­სი, რომ ამ პლა­ნე­ტა­ზე ვი­ყა­ვი, უკვე დავ­სვი. ეს შეგ­რძნე­ბა ბოლო დროს და­მე­უფ­ლა, მაგ­რამ მა­ინც არ ვის­ვე­ნებ, ვმუ­შა­ობ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ სიმ­ღე­რას დავ­წერ!.. არ მე­რი­დე­ბა იმის თქმა, რომ მა­მა­ჩე­მის პო­ე­ზი­ი­დან ის "მუ­სი­კა" ამო­ვი­ღე, რო­მე­ლიც ჯან­სუღ ჩარ­კვი­ანს აქვს და ცალ­კე ამ­ბე­ბად ვაქ­ციე. ამას ვამ­ბობ არა რო­გორც მისი შვი­ლი, არა­მედ - რო­გორც მუ­სი­კო­სი, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე, ფი­ლო­ლო­გი, ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და მით უფრო, პო­ე­ზი­ა­ში კარ­გად გარ­კვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი... 15 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ერთი "მაგ­რამ" მა­ინც არის...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ცოტა ხნის წინ სიმ­ღე­რა - "მწყურ­ვა­ლი­სათ­ვის მი­მა­ტა­ნი­ნე წყა­ლი" ახ­ლე­ბუ­რად ჩავ­წე­რე, რო­მე­ლიც ჯგუფ­თან - "მუ­ხამ­ბა­ზი" ერ­თად წარ­ვად­გი­ნე. მინ­დო­და, ამ ნა­მუ­შევ­რით სო­ლისტსა და ჯგუფს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი მო­მეს­პო ანუ სო­ლის­ტის ლი­დე­რო­ბა გუნდთან გა­მე­თა­ნაბ­რე­ბი­ნა. ლექსში არის ფრა­ზა: "მათ­ქმე­ვი­ნე, ქვეყ­ნად სი­ცო­ცხლე ღირ­და". ჰოდა, სი­ტყვა "ღირ­და" შე­სუს­ტე­ბუ­ლი "რ"-თი და და­ბა­ლი ხმით ჩავ­წე­რეთ.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ რა­ღა­ცე­ბი რა­ღა­ცე­ბად არ ღირ­და. ამ­დე­ნი უბე­დუ­რე­ბა გა­მო­ვი­ა­რეთ და კი­დევ ვერ და­წყნარ­და ქვე­ყა­ნა; ადა­მი­ა­ნებ­მა ვერ გა­ი­თა­ვი­სეს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა... ახ­ლაც თუ არ და­ი­სა­ჯნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც უნდა და­ი­სა­ჯონ, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბა. მა­შინ მეც წა­ვალ, მი­ლი­ონს მო­ვი­პა­რავ და ვი­ტყვი: - მა­პა­ტი­ეთ-მეთ­ქი... იცით, რის­თვის ღირ­და ცხოვ­რე­ბა? იმის­თვის, რომ 17 წლის წინ ვაჟი, ჯაკო შე­მე­ძი­ნა! თა­ვის დრო­ზე ირი­ნო­ლა რომ გაჩ­ნდა, ესეც ნამ­დვი­ლად ღირ­და! სცე­ნა­ზე პირ­ვე­ლად 40 წლი­სა რომ დავ­დე­ქი - ღირ­და! ჩემი ირმა გი­გა­ნი (დის­შვი­ლი) რომ და­ი­ბა­და - ღირ­და! ჯან­სუ­ღის პო­ე­ზია რომ ავამ­ღე­რე - ეს ყვე­ლა­ფე­რი ღირ­და! "სულ ზე­ვით ზე­ვით, მაღ­ლა და მაღ­ლა" ჯან­სუ­ღის სამი ლექ­სის­გან არის შექ­მნი­ლი. ჟან­რობ­რი­ვად ერთ ტექ­სტად და ერთ სიმ­ღე­რად ვაქ­ციე და ეს ნა­მუ­შე­ვა­რი XX სა­უ­კუ­ნის სა­უ­კე­თე­სო სიმ­ღე­რა­თა ნუს­ხა­ში შე­ვი­და...

- თქვენ­მა სიმ­ღე­რებ­მა - "ჩა­მო­თო­ვა", "ირი­ნო­ლა" და კი­დევ ბევ­რის და­სა­ხე­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა, დროს გა­უძ­ლო. ისი­ნი უკვე ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის ის­ტო­რი­ა­ში მარ­თლაც შე­ვი­და...

- ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი 25 წელ­ზე მეტ­ხანს ით­ვლის... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი მიყ­ვარს? ვერ გე­ტყვით, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად საყ­ვა­რე­ლია. სა­ერ­თოდ, რო­დე­საც ახალ სიმ­ღე­რას ვწერ, იმას ერთი-ორი თვე ვმღე­რი. ახლა "გარ­სია ლორ­კა" და "მშვი­დო­ბით არა, ნახ­ვამ­დის" მაქვს ამო­ჩე­მე­ბუ­ლი.

იღებს გი­ტა­რას და მღე­რის: "ღრუ­ბელ-ღუ­ბელ და­ვალ მწუ­ხა­რე­ბის ცაში,/ ღმერ­თო, და­მაბ­რუ­ნე, და­მაბ­რუ­ნე სახ­ლში/. ჩემი აღა­რა მაქვს, ვზი­ვარ სხვი­სა ნავ­ში,/ შე­მი­წყა­ლე, ღმერ­თო, და­მაბ­რუ­ნე სახ­ლში"...

- მშვე­ნი­ე­რი სიმ­ღე­რაა. რა­ღაც ახა­ლია, ჯერ არ მო­მის­მე­ნია...

- ჰო, სულ ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია და მას "ჯა­რის­კა­ცის სიმ­ღე­რა" და­ვარ­ქვი... 8 აგ­ვის­ტოს გორ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა: პო­ე­ტე­ბის ლექ­სებს ახალ­გაზ­რდე­ბი კი­თხუ­ლობ­დნენ, მომ­ღერ­ლე­ბი­დან კი მე და აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე გახ­ლდით. კი­დევ, ერთი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფი და პო­ე­ტიც - ჯარ­ჯი შუ­ქი­ა­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გო­რი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ეს სიმ­ღე­რა დავ­წე­რე. მას ვუ­ძღვნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ჯა­რის­კაცს, რად­გა­ნაც ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი, სა­დაც უნდა იყოს (სამ­შობ­ლო­ში თუ მის­გან შორს), სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ფიქ­რობს.

- რას ფიქ­რობთ იმ ფაქ­ტზე, რომ დღეს ყვე­ლას პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა...

- იმ დღეს ტე­ლე­ვი­ზი­ით პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სია გა­მო­ა­ცხა­დეს. იქი­დან გვა­რი­თა და სა­ხე­ლით მხო­ლოდ ერთი მეც­ნო...

- ვინ?

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, მაგ­რამ არ გე­გო­ნოთ, თით­ქოს მას ახ­ლოს ვიც­ნობ. სა­ერ­თოდ, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის­გან არც ერთს არ ვიც­ნობ...

- არც ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს? ის ხომ თქვე­ნი ნა­თე­სა­ვია - მა­მათ­ქვე­ნის ნათ­ლუ­ლი.

- სა­ინ­ტე­რე­სოა, ნი­ნომ თუ იცის, რომ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვია? პო­ლი­ტი­კო­სებს ერ­ჩივ­ნოთ, ნაკ­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ და ეკო­ნო­მი­კას მი­ხე­დონ. ამ სფე­რო­ში დიდი ძვრე­ბი უნდა მოხ­დეს, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა უნდა აღორ­ძინ­დეს! არ შე­იძ­ლე­ბა, მუდ­მი­ვად თურ­ქე­თი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ჭამა. პა­ტარ-პა­ტა­რა სა­წარ­მო­ე­ბი უნდა აა­მუ­შა­ონ, ხალ­ხს გა­და­სა­ხა­დე­ბი შე­უმ­ცი­რონ; ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცია დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უნდა შე­იქ­მნას და გა­ი­ყი­დოს...

- მა­მუ­კა, თქვე­ნი სიმ­ღე­რით - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა ლომ­თა ხვედ­რია" სა­ქარ­თვე­ლო­ში 2003 წელს "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცია" მოხ­და, რო­მელ­მაც არ გა­ა­მარ­თლა. რას იტყვით ამა­ზე?

- 9 წლის წინ რომ მცოდ­ნო­და, პარ­ლა­მენ­ტში ჩემი სიმ­ღე­რის ფონ­ზე უნდა შე­სუ­ლიყ­ვნენ, მისი იქ გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბას არ მივ­ცემ­დი. მათ და­უ­კი­თხა­ვად აი­ღეს ეს სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ლო­მე­ბი ვერ აღ­მოჩ­ნდნენ.

- ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­დით: ატა­რებთ კონ­ცერ­ტებს, ახალ სიმ­ღე­რებ­საც ქნით. სა­ა­მი­სოდ სტი­მუ­ლი რამ მოგ­ცათ?

- ამ საქ­მის­თვის სტი­მუ­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. ჩემს საქ­მეს ცოტა ფული ხან მო­აქვს, ხან - ვერა. საკ­მა­ოდ მძი­მე ცხოვ­რე­ბა მაქვს. მში­ე­რი არ ვარ, მაგ­რამ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მი­ჭირს... უცხო­ეთ­ში რომ წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ასე არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში მინ­დო­და ყოფ­ნა. უფრო მე­ტიც, წლე­ბია, ქვეყ­ნი­დან არ გავ­სულ­ვარ, არ­სად და­მის­ვე­ნია. იცით, ამ ასაკ­ში ლექ­სი მო­მი­ძღვნეს, დამ­ხა­ტეს კი­დეც. ყვე­ლა შე­მოქ­მე­დი გა­მუდ­მე­ბით გი­ტა­რით წარ­მო­მა­ჩენს. ისე კი, პირ­ვე­ლად გი­ტა­რას­თან ჩემ­მა მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელ­მა - გოგი გო­გო­საშ­ვილ­მა გა­მა­ი­გი­ვა: "ეი, გი­ტა­რა, გა­მო­დი, გაკ­ვე­თი­ლი მო­ყე­ვიო"...

- რას გვე­ტყვით თქვენს ვაჟ­ზე? ისიც ხომ არ წერს რა­ი­მეს?

- ერთი მო­თხრო­ბა და­წე­რა. ვუ­თხა­რი: ბევ­რი უნდა წერო, რომ რა­ღა­ცე­ბი გა­მო­გი­ვი­დეს-მეთ­ქი. კარ­გი ბი­ჭია. 17 წლის ხდე­ბა და პირ­და­პირ, "მუშ­ჩი­ნაა", ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ჯიგ­რი­ა­ნი კა­ცია!

- წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს გი­წევთ ხოლ­მე?

- კი, ბრძო­ლა მი­დის თით­ქმის ყვე­ლა­ფერ­ზე. ჰგო­ნია, რომ ვე­ჩხუ­ბე­ბი, არა­და, ჯა­კოს­თან რა მაქვს სა­ჩხუ­ბა­რი? ჩემი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ეგ ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა. მე მამა ვარ, ის - შვი­ლი.

- რო­გორ იწყე­ბა თქვე­ნი დილა?

- 6 სა­ათ­ზე ვიღ­ვი­ძებ. 7-ის ნა­ხე­ვარ­ზე ფეხ­ზე ვარ. შხაპს ვი­ღებ. მერე ჩავ­რთავ მუ­სი­კას, ტე­ლე­ვი­ზორს, ყა­ვას მხო­ლოდ ჩემ­თვის ვხარ­შავ, რად­გა­ნაც ამ დროს ჩე­მებს ჯერ კი­დევ სძი­ნავთ, შემ­დეგ აუ­ცი­ლებ­ლად გავ­დი­ვარ ქუ­ჩა­ში, პე­კინს წრეს ვარ­ტყამ და შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ვი­წყებ მუ­შა­ო­ბას: ვუკ­რავ, ვკი­თხუ­ლობ და ამა­სო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა, რა­ი­მე ახა­ლი ბგე­რა და­ვი­ჭი­რო... ახლა ძილი არ მიყ­ვარს, ადრე კი ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იყო - ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დღის პირ­ველ სა­ა­თამ­დე მე­ძი­ნა და მუდ­მი­ვად მა­მას ხმა ჩა­მეს­მო­და: "აშენ­და ქვე­ყა­ნა. ყვე­ლა­ფე­რი და­ა­რი­გეს, რაც და­სა­რი­გე­ბე­ლი იყო და შენ კი­დევ გძი­ნავს!" ფხიზ­ლად ვცხოვ­რობ (იღი­მის).

- რო­გო­რი ტი­პია მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი?

- მა­მუ­კა კარ­გი ტი­პია (იღი­მის)! ბოლო დროს ახალ­გაზ­რდებ­თან, 30 წლამ­დე ადა­მი­ა­ნებ­თან ვძმა­კა­ცობ. ყვე­ლას "მამა" ვარ: ზოგს მუ­სი­კა­ში ვეხ­მა­რე­ბი, ზოგს ახალ ჯინსს ვჩუქ­ნი - როცა ფული მაქვს, რამ­დე­ნი­მეს ვყი­დუ­ლობ, რომ მერე და­ვა­რი­გო. ჯინ­სი მა­მა­კა­ცის­თვის კარ­გი სა­ჩუ­ქა­რია.

- ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ისე­თი შეც­დო­მა და­გიშ­ვი­ათ, რო­მელ­თაც ნა­ნობთ?

- მა­ინ­ცდა­მა­ინც არა­ფერს ვნა­ნობ, რად­გა­ნაც სა­გან­გა­შო არა­ფე­რი ყო­ფი­ლა. კაც­თმოყ­ვა­რე ვარ. ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სი­კე­თის გარ­და, არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. თუ და­ვუ­შა­ვე, ისევ სა­კუ­თარ თავს, რად­გან უთავ­ბო­ლოდ ვსვამ­დი. ახლა ვე­ღარ ვსვამ, ჩემი ორ­გა­ნიზ­მი ალ­კოჰოლს აღარ იღებს. გი­თხა­რით, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სიმ­ღე­რებს ვწერ­დი. ყო­ველ­თვის კარ­გი ძმა­კა­ცი ვი­ყა­ვი და კარ­გი ძმა, მაგ­რამ თაკო უფრო კარ­გი დაა ჩემ­თვის. ცუდი ბა­ბუა ვარ - ვიდ­რე შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი არ და­იზ­რდე­ბი­ან, მათ­თან ვერ ვურ­თი­ერ­თობ. ცუდი ქმა­რი არ ვარ. ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვა­რე­ბუ­ლი მაქვს იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც მაქვს.

- სა­ხე­ლი - ირმა თქვენს ოჯახ­ში მგო­ნი, კულ­ტია. ირმა ჰქვია დე­დათ­ქვენს, მე­უღ­ლეს და დის­შვილს...

- შვილს ირი­ნო­ლა ჰქვია... ჰო, ასეა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბაა. ჩემ­მა დამ თა­ვის შვილს დე­და­ჩე­მის პა­ტივ­სა­ცე­მად, ირმა და­არ­ქვა, რად­გა­ნაც ჯო­ნიმ, მის­მა მე­უღ­ლემ უთხრა, - ასე მო­ვიქ­ცე­თო... რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­უღ­ლეს: უბ­რა­ლოდ, მოხ­და ისე, რომ გა­ვი­ცა­ნი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ირმა ერ­ქვა და სა­ხელს ხომ არ გა­და­ვუ­კე­თებ­დი? ეს დამ­თხვე­ვაა. მოკ­ლედ, ჩარ­კვი­ა­ნე­ბი "დამ­თხვე­უ­ლე­ბი" ვართ (იღი­მის).

- და­ბო­ლოს, რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ ვი­ყა­ვი ამ­ბრო­ლა­ურ­ში, თე­ლავ­ში, გურ­ჯა­ან­ში, ქუ­თა­ის­ში, სა­დაც მეს­ხიშ­ვი­ლის თე­ატ­რში გავ­მარ­თე კონ­ცერ­ტი და სცე­ნი­დან აღარ მიშ­ვებ­დნენ. და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში კულ­ტუ­რის სახ­ლებ­ში მქონ­და კონ­ცერ­ტე­ბი, ყველ­გან უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­ვი­და და ური­გო სა­ღა­მო­ე­ბი არ გა­მო­ვი­და. და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი ვარ ბა­თუმ­შიც. მინ­და, ოქ­ტომ­ბერ­ში დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სოლო კონ­ცერ­ტი გავ­მარ­თო და ჩემს თბი­ლი­სე­ლებ­საც მო­ვე­ფე­რო, მერე კი ფეხ­ზე ოპე­რა­ცი­ას გა­ვი­კე­თებ და მთე­ლი ზამ­თა­რი წოლა მო­მი­წევს... იცით, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულს ვგრძნობ; რო­დე­საც ვმღე­რი, ისი­ნი ჩემს სიმ­ღე­რას გრძნო­ბენ და ხვდე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ფერს წრფე­ლი გუ­ლით ვა­კე­თებ...

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა

რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს

რა საჩუქარი გაუკეთა მამუკა ჩარკვიანმა ჯარისკაცებს

შეიძლება ითქვას, რომ მამუკა ჩარკვიანთან სახლში მისული კონცერტზე აღმოვჩნდი, რადგანაც რესპონდენტმა ინტერვიუ საკუთარი სიმღერების თანხლებით მომცა. ის სავარძელში გიტარამომარჯვებული იჯდა და თითქმის ყოველი პასუხის შემდეგ მშვენიერ ჰანგებს აჟღერებდა...

24 აგვისტოს 58 წელი შეუსრულდა. იმის გამო, რომ მრგვალი თარიღი არ იყო, დაბადების დღე მხოლოდ ახლობლების გარემოცვაში აღნიშნა. საერთოდ კი: "24-ში განსაკუთრებული არაფერი ხდება. დედა მიგზავნის ტორტს, ჩემი ცოლიც აძლევს ტორტისა და ხაჭაპურის შეკვეთას. მერე მოდიან ისინი, ვისაც ვახსოვარ. ვსვამთ ჩაის, ყავას, კარგ სასმელს, ვუსმენთ მუსიკას, ვმღერით და მშვენიერ დროს ვატარებთ".

- ბავშვობაშიც ასე იყო ხოლმე?

- აგვისტო ისეთი თვეა, რომ ამ პერიოდში სულ ზღვაზე ვიყავით. ამიტომ მეგობრების გარემოცვაში დაბადების დღის აღნიშვნა არასოდეს მიწევდა. მუდმივად აფხაზეთში (ლიძავა, ბიჭვინთა, გაგრა) ვისვენებდით და ამ დღეს იქ აღვნიშნავდით ხოლმე... აფხაზეთს ახლა მხოლოდ სიზმარში ვნახულობ...

- 58 წელი არც ძალიან ბევრია და არც - ძალიან ცოტა. ამ წლების მანძილზე რას მიხვდით?

- პატარა აღარ ვარ... მიხარია, რომ ამქვეყნად ჩემი საქმე ვაკეთე და ვიცი, რომ რამდენიმე სიმღერა ისტორიას დარჩება. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ის პლუსი, რომ ამ პლანეტაზე ვიყავი, უკვე დავსვი. ეს შეგრძნება ბოლო დროს დამეუფლა, მაგრამ მაინც არ ვისვენებ, ვმუშაობ და კიდევ რამდენიმე ათეულ სიმღერას დავწერ!.. არ მერიდება იმის თქმა, რომ მამაჩემის პოეზიიდან ის "მუსიკა" ამოვიღე, რომელიც ჯანსუღ ჩარკვიანს აქვს და ცალკე ამბებად ვაქციე. ამას ვამბობ არა როგორც მისი შვილი, არამედ - როგორც მუსიკოსი, რიგითი მოქალაქე, ფილოლოგი, ლიტერატურასა და მით უფრო, პოეზიაში კარგად გარკვეული ადამიანი... 15 წლიდან მოყოლებული, ამ საქმეს ვემსახურები, მაგრამ ამ ყველაფერში ერთი "მაგრამ" მაინც არის...

- რას გულისხმობთ?

- ცოტა ხნის წინ სიმღერა - "მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი" ახლებურად ჩავწერე, რომელიც ჯგუფთან - "მუხამბაზი" ერთად წარვადგინე. მინდოდა, ამ ნამუშევრით სოლისტსა და ჯგუფს შორის არსებული ჩარჩოები მომესპო ანუ სოლისტის ლიდერობა გუნდთან გამეთანაბრებინა. ლექსში არის ფრაზა: "მათქმევინე, ქვეყნად სიცოცხლე ღირდა". ჰოდა, სიტყვა "ღირდა" შესუსტებული "რ"-თი და დაბალი ხმით ჩავწერეთ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ რაღაცები რაღაცებად არ ღირდა. ამდენი უბედურება გამოვიარეთ და კიდევ ვერ დაწყნარდა ქვეყანა; ადამიანებმა ვერ გაითავისეს, რომ თავისუფლება არის კანონმორჩილება... ახლაც თუ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, ვინც უნდა დაისაჯონ, არ ვიცი, რა მოხდება. მაშინ მეც წავალ, მილიონს მოვიპარავ და ვიტყვი: - მაპატიეთ-მეთქი... იცით, რისთვის ღირდა ცხოვრება? იმისთვის, რომ 17 წლის წინ ვაჟი, ჯაკო შემეძინა! თავის დროზე ირინოლა რომ გაჩნდა, ესეც ნამდვილად ღირდა! სცენაზე პირველად 40 წლისა რომ დავდექი - ღირდა! ჩემი ირმა გიგანი (დისშვილი) რომ დაიბადა - ღირდა! ჯანსუღის პოეზია რომ ავამღერე - ეს ყველაფერი ღირდა! "სულ ზევით ზევით, მაღლა და მაღლა" ჯანსუღის სამი ლექსისგან არის შექმნილი. ჟანრობრივად ერთ ტექსტად და ერთ სიმღერად ვაქციე და ეს ნამუშევარი XX საუკუნის საუკეთესო სიმღერათა ნუსხაში შევიდა...

- თქვენმა სიმღერებმა - "ჩამოთოვა", "ირინოლა" და კიდევ ბევრის დასახელება შეიძლება, დროს გაუძლო. ისინი უკვე ქართული მუსიკის ისტორიაში მართლაც შევიდა...

- ეს ნამუშევრები 25 წელზე მეტხანს ითვლის... განსაკუთრებულად რომელი მიყვარს? ვერ გეტყვით, ყველა ერთნაირად საყვარელია. საერთოდ, როდესაც ახალ სიმღერას ვწერ, იმას ერთი-ორი თვე ვმღერი. ახლა "გარსია ლორკა" და "მშვიდობით არა, ნახვამდის" მაქვს ამოჩემებული.

იღებს გიტარას და მღერის: "ღრუბელ-ღუბელ დავალ მწუხარების ცაში,/ ღმერთო, დამაბრუნე, დამაბრუნე სახლში/. ჩემი აღარა მაქვს, ვზივარ სხვისა ნავში,/ შემიწყალე, ღმერთო, დამაბრუნე სახლში"...

- მშვენიერი სიმღერაა. რაღაც ახალია, ჯერ არ მომისმენია...

- ჰო, სულ ახალი ნამუშევარია და მას "ჯარისკაცის სიმღერა" დავარქვი... 8 აგვისტოს გორში ვიყავი, სადაც კონცერტი გაიმართა: პოეტების ლექსებს ახალგაზრდები კითხულობდნენ, მომღერლებიდან კი მე და აჩიკო ნიჟარაძე გახლდით. კიდევ, ერთი ქართული ჯგუფი და პოეტიც - ჯარჯი შუქიაური მონაწილეობდა. გორიდან რომ ჩამოვედი, ეს სიმღერა დავწერე. მას ვუძღვნი აბსოლუტურად ყველა ჯარისკაცს, რადგანაც ნებისმიერი მათგანი, სადაც უნდა იყოს (სამშობლოში თუ მისგან შორს), სახლში დაბრუნებაზე ფიქრობს.

- რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ დღეს ყველას პრეზიდენტობა უნდა...

- იმ დღეს ტელევიზიით პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაცხადეს. იქიდან გვარითა და სახელით მხოლოდ ერთი მეცნო...

- ვინ?

- გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ არ გეგონოთ, თითქოს მას ახლოს ვიცნობ. საერთოდ, პრეზიდენტობის კანდიდატებისგან არც ერთს არ ვიცნობ...

- არც ნინო ბურჯანაძეს? ის ხომ თქვენი ნათესავია - მამათქვენის ნათლული.

- საინტერესოა, ნინომ თუ იცის, რომ ჩვენი ნათესავია? პოლიტიკოსებს ერჩივნოთ, ნაკლები ილაპარაკონ და ეკონომიკას მიხედონ. ამ სფეროში დიდი ძვრები უნდა მოხდეს, სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს! არ შეიძლება, მუდმივად თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტების ჭამა. პატარ-პატარა საწარმოები უნდა აამუშაონ, ხალხს გადასახადები შეუმცირონ; ქართული პროდუქცია დიდი რაოდენობით უნდა შეიქმნას და გაიყიდოს...

- მამუკა, თქვენი სიმღერით - "თავისუფლება ლომთა ხვედრია" საქართველოში 2003 წელს "ვარდების რევოლუცია" მოხდა, რომელმაც არ გაამართლა. რას იტყვით ამაზე?

- 9 წლის წინ რომ მცოდნოდა, პარლამენტში ჩემი სიმღერის ფონზე უნდა შესულიყვნენ, მისი იქ გაჟღერების უფლებას არ მივცემდი. მათ დაუკითხავად აიღეს ეს სიმღერა, მაგრამ ლომები ვერ აღმოჩნდნენ.

- ბოლო დროს გააქტიურდით: ატარებთ კონცერტებს, ახალ სიმღერებსაც ქნით. საამისოდ სტიმული რამ მოგცათ?

- ამ საქმისთვის სტიმული ყოველთვის არსებობს. ჩემს საქმეს ცოტა ფული ხან მოაქვს, ხან - ვერა. საკმაოდ მძიმე ცხოვრება მაქვს. მშიერი არ ვარ, მაგრამ მატერიალურად მიჭირს... უცხოეთში რომ წავსულიყავი, ასე არ გამიჭირდებოდა, მაგრამ მე ყოველთვის საქართველოში მინდოდა ყოფნა. უფრო მეტიც, წლებია, ქვეყნიდან არ გავსულვარ, არსად დამისვენია. იცით, ამ ასაკში ლექსი მომიძღვნეს, დამხატეს კიდეც. ყველა შემოქმედი გამუდმებით გიტარით წარმომაჩენს. ისე კი, პირველად გიტარასთან ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა - გოგი გოგოსაშვილმა გამაიგივა: "ეი, გიტარა, გამოდი, გაკვეთილი მოყევიო"...

- რას გვეტყვით თქვენს ვაჟზე? ისიც ხომ არ წერს რაიმეს?

- ერთი მოთხრობა დაწერა. ვუთხარი: ბევრი უნდა წერო, რომ რაღაცები გამოგივიდეს-მეთქი. კარგი ბიჭია. 17 წლის ხდება და პირდაპირ, "მუშჩინაა", ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ჯიგრიანი კაცია!

- წინააღმდეგობებს გიწევთ ხოლმე?

- კი, ბრძოლა მიდის თითქმის ყველაფერზე. ჰგონია, რომ ვეჩხუბები, არადა, ჯაკოსთან რა მაქვს საჩხუბარი? ჩემი მოწინააღმდეგე ეგ ვერასდროს იქნება. მე მამა ვარ, ის - შვილი.

- როგორ იწყება თქვენი დილა?

- 6 საათზე ვიღვიძებ. 7-ის ნახევარზე ფეხზე ვარ. შხაპს ვიღებ. მერე ჩავრთავ მუსიკას, ტელევიზორს, ყავას მხოლოდ ჩემთვის ვხარშავ, რადგანაც ამ დროს ჩემებს ჯერ კიდევ სძინავთ, შემდეგ აუცილებლად გავდივარ ქუჩაში, პეკინს წრეს ვარტყამ და შინ დაბრუნებული ვიწყებ მუშაობას: ვუკრავ, ვკითხულობ და ამასობაში შეიძლება, რაიმე ახალი ბგერა დავიჭირო... ახლა ძილი არ მიყვარს, ადრე კი ყველაფერი სხვაგვარად იყო - ახალგაზრდობაში დღის პირველ საათამდე მეძინა და მუდმივად მამას ხმა ჩამესმოდა: "აშენდა ქვეყანა. ყველაფერი დაარიგეს, რაც დასარიგებელი იყო და შენ კიდევ გძინავს!" ფხიზლად ვცხოვრობ (იღიმის).

- როგორი ტიპია მამუკა ჩარკვიანი?

- მამუკა კარგი ტიპია (იღიმის)! ბოლო დროს ახალგაზრდებთან, 30 წლამდე ადამიანებთან ვძმაკაცობ. ყველას "მამა" ვარ: ზოგს მუსიკაში ვეხმარები, ზოგს ახალ ჯინსს ვჩუქნი - როცა ფული მაქვს, რამდენიმეს ვყიდულობ, რომ მერე დავარიგო. ჯინსი მამაკაცისთვის კარგი საჩუქარია.

- ცხოვრებაში ბევრი ისეთი შეცდომა დაგიშვიათ, რომელთაც ნანობთ?

- მაინცდამაინც არაფერს ვნანობ, რადგანაც საგანგაშო არაფერი ყოფილა. კაცთმოყვარე ვარ. ადამიანებისთვის სიკეთის გარდა, არაფერი გამიკეთებია. თუ დავუშავე, ისევ საკუთარ თავს, რადგან უთავბოლოდ ვსვამდი. ახლა ვეღარ ვსვამ, ჩემი ორგანიზმი ალკოჰოლს აღარ იღებს. გითხარით, რომ მთელი ცხოვრება სიმღერებს ვწერდი. ყოველთვის კარგი ძმაკაცი ვიყავი და კარგი ძმა, მაგრამ თაკო უფრო კარგი დაა ჩემთვის. ცუდი ბაბუა ვარ - ვიდრე შვილიშვილები არ დაიზრდებიან, მათთან ვერ ვურთიერთობ. ცუდი ქმარი არ ვარ. ოჯახში ყველაფერი მოგვარებული მაქვს იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც მაქვს.

- სახელი - ირმა თქვენს ოჯახში მგონი, კულტია. ირმა ჰქვია დედათქვენს, მეუღლეს და დისშვილს...

- შვილს ირინოლა ჰქვია... ჰო, ასეა, მაგრამ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა. ჩემმა დამ თავის შვილს დედაჩემის პატივსაცემად, ირმა დაარქვა, რადგანაც ჯონიმ, მისმა მეუღლემ უთხრა, - ასე მოვიქცეთო... რაც შეეხება ჩემს მეუღლეს: უბრალოდ, მოხდა ისე, რომ გავიცანი ადამიანი, რომელსაც ირმა ერქვა და სახელს ხომ არ გადავუკეთებდი? ეს დამთხვევაა. მოკლედ, ჩარკვიანები "დამთხვეულები" ვართ (იღიმის).

- დაბოლოს, რა გეგმები გაქვთ?

- ცოტა ხნის წინ ვიყავი ამბროლაურში, თელავში, გურჯაანში, ქუთაისში, სადაც მესხიშვილის თეატრში გავმართე კონცერტი და სცენიდან აღარ მიშვებდნენ. დანარჩენ ქალაქებში კულტურის სახლებში მქონდა კონცერტები, ყველგან უამრავი ხალხი მოვიდა და ურიგო საღამოები არ გამოვიდა. დაპატიჟებული ვარ ბათუმშიც. მინდა, ოქტომბერში დიდ საკონცერტო დარბაზში სოლო კონცერტი გავმართო და ჩემს თბილისელებსაც მოვეფერო, მერე კი ფეხზე ოპერაციას გავიკეთებ და მთელი ზამთარი წოლა მომიწევს... იცით, ადამიანებისგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ; როდესაც ვმღერი, ისინი ჩემს სიმღერას გრძნობენ და ხვდებიან, რომ ყველაფერს წრფელი გულით ვაკეთებ...

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება