მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ
საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ

პაბ­ლო პი­კა­სოს აზ­რით, მხო­ლოდ ორი ტი­პის ქალი არ­სე­ბობს - ქალღმერ­თე­ბი და მო­ახ­ლე­ე­ბი. ამა­ში რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა არის, ყვე­ლა ქალღმერ­თი მზე­თუ­ნა­ხა­ვი არ არის და ყვე­ლა მზე­თუ­ნა­ხა­ვი - ქალღმერ­თი.

"ქალი-მზე" მატა ჰარი

ევ­რო­პუ­ლი სტრიპ­ტი­ზის სა­თა­ვე­ებ­თან მდგა­რი ქალი

ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი კრე­დო: "ცეკ­ვა პო­ე­მაა, მას­ში ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა სი­ტყვაა". გა­მარ­ჯვე­ბე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე: ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ხე­ლის მქო­ნე მარ­გა­რე­ტა გერტრუ­და ზა­ლეე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეგ­ზო­ტი­კურ "აი­სის თვა­ლის ჩი­ნად" გა­და­იქ­ცა. რო­გორც იტყვი­ან, გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იმი­ტომ გა­თხოვ­და, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გამ­ხდა­რი­ყო. განა გა­საკ­ვი­რია, რომ მისი ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცერ რუ­დოლფ მაკ­ლიდ­თან ბან­ქოს­გან ნა­შე­ნე­ბი სახ­ლი­ვით და­ი­შა­ლა და მარ­გა­რი­ტა პა­რიზ­ში გა­იქ­ცა, რო­მე­ლიც "ქმრის­გან გა­მოქ­ცე­ულ ყვე­ლა ქალს" ხიბ­ლავს. საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში მო­ცეკ­ვა­ვის ცხოვ­რე­ბამ მკვეთ­რი პი­რუ­ე­ტი გა­ა­კე­თა. მი­სიე გი­მემ, უმ­დიდ­რეს­მა მე­წარ­მემ და ხე­ლოვ­ნე­ბის დიდ­მა მოყ­ვა­რულ­მა, რო­მე­ლიც მო­ი­ხიბ­ლა გერტრუ­და­თი, მის­თვის ფსევ­დო­ნი­მად მატა ჰარი მო­ი­ფიქ­რა და ნება დარ­თო აღ­მო­სავ­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში ეცეკ­ვა. მალე მთე­ლი პა­რი­ზი აღ­ფრთო­ვან­და სტრიპ­ტი­ზის ახალ­გაზ­რდა მო­ცეკ­ვა­ვით. იტა­ლი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, ცნო­ბი­ლი "ტოს­კას" ავ­ტო­რი პუ­ჩი­ნი ყვა­ვი­ლებს უგ­ზავ­ნი­და, ფრან­გმა კომ­პო­ზი­ტორ­მა ჟიულ მას­ნემ აღი­ა­რა, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, რო­დე­საც მის ცეკ­ვას უყუ­რებ­და. ჯერი გერ­მა­ნელ ლე­ი­ტე­ნანტზე მიდ­გა (და­ბა­ლი ჩინი ნუ შე­გა­ში­ნებთ, მას საკ­მა­რის­ზე მეტი ფული ჰქონ­და), იგი ბირ­ჟის მაკ­ლერ­მა შეც­ვა­ლა. შემ­დეგ მატა ბან­კი­რის მკლა­ვებ­ში აღ­მოჩ­ნდა. რო­გორც წესი, მე­ხოტ­ბე­ე­ბი მშვე­ნი­ერ მო­ცეკ­ვა­ვეს ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სჭირ­დე­ბო­და. იგი შპი­ო­ნა­ჟის­თვის დახ­ვრი­ტეს, მაგ­რამ ჩვენ არ გვინ­და და­ვი­ჯე­როთ, რომ მატა ჰარი თა­ვის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად იყე­ნებ­და.

"ცის­ფე­რი ან­გე­ლო­ზი" - მარ­ლენ დიტ­რი­ხი

მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი

მა­მა­კა­ცებს ის ქა­ლე­ბი უფრო მოს­წონთ, რომ­ლე­ბიც მა­მა­კა­ცე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, ვიდ­რე ისი­ნი, რო­მელ­თაც ლა­მა­ზი ფე­ხე­ბი აქვთ", - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო მარ­ლენ დიტ­რი­ხი.

გა­მარ­ჯვე­ბე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე: მარ­ლე­ნი ცო­ლად პრო­დი­უ­სერ რუ­დოლფ ზი­ბერს გაჰ­ყვა, რო­მე­ლიც "მე­ო­რე შეხ­ვედ­რი­სას ყუ­რე­ბამ­დე შე­უყ­ვარ­და და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეტ­რფო­და". მაგ­რამ ეს გრძნო­ბა და გა­თხო­ვი­ლი ქა­ლის სა­ხე­ლი (ცოლ-ქმა­რი ხუთი წელი ცხოვ­რობ­და ერ­თად, მაგ­რამ არა­სო­დეს გაყ­რი­ლან) ვე­ღარ ახ­დენ­და გავ­ლე­ნას მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე. მას სხვა­ზე ზრუნ­ვა მო­თხოვ­ნი­ლე­ბად ექცა, და... მე­გობ­რუ­ლი გრძნო­ბე­ბი უფრო ძლი­ერ გრძნო­ბებ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და. "იგი ჩემ­თვის მა­მა­კა­ცის იდე­ა­ლი იყო სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით მიყ­ვარ­და, მან ქა­ლიშ­ვი­ლი შე­მიც­ვა­ლა, რო­დე­საც იგი ჩემ გვერ­დით არ იყო", - ასე აღ­წერ­და მარ­ლე­ნი ჟან გა­ბენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ­ლის გა­მოც ფრან­გუ­ლი წვნი­ა­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბაც კი ის­წავ­ლა.

"ცის­ფერ­მა ან­გე­ლოზ­მა" რე­მარკსაც გა­უბ­ზა­რა გული. "ან­გე­ლო­ზი, ჯა­დოს­ნუ­რი, ღვთი­უ­რი არ­სე­ბა, საყ­ვა­რე­ლი, სა­ოც­ნე­ბო", - აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით ამ­ბობ­და დიტ­რიხზე მწე­რა­ლი, მაგ­რამ საყ­ვა­რელ ქალს მა­ინც არ აჩუ­ქა სე­ზა­ნის ნა­ხა­ტი, რომ­ლის მი­ღე­ბა­ზეც ოც­ნე­ბობ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დიტ­რიხს მი­მო­წე­რა ჰქონ­და კი­დევ ერთ მწე­რალ­თან - ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის­თან, რო­მე­ლიც "ერთი ნახ­ვით შე­უყ­ვარ­და" "უსა­ზღვრო და უკი­დე­გა­ნო" სიყ­ვა­რუ­ლით. მსა­ხი­ო­ბის აღი­ა­რე­ბით, მათ უი­მე­დო სიყ­ვა­რუ­ლი აკავ­ში­რებ­დათ. მარ­ლენს ბეჭ­დე­ბი­სა და იმ მა­მა­კა­ცე­ბის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის კო­ლექ­ცია ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც ცო­ლო­ბას სთხოვ­დნენ.

დე­დო­ფა­ლი, რო­მელ­საც არ მი­მარ­თავ­დნენ - "თქვე­ნო უმაღ­ლე­სო­ბავ"

უო­ლის სიმპსო­ნი - ორ­ჯერ გაყ­რი­ლი ამე­რი­კე­ლი ქალი

"ჩემი ამ­ბა­ვი უბ­რა­ლოა - ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლის ის­ტო­რი­აა, რო­მელ­საც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბედი ჰქონ­და..." - მი­იჩ­ნევ­და უო­ლის სიმპსო­ნი.

წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე: ედუ­არდ VIII-სთან შეხ­ვედ­რამ­დე უო­ლის­მა მო­ა­ხერ­ხა ამე­რი­კე­ლი მფრი­ნა­ვის ცოლი ყო­ფი­ლი­ყო, ერთი წელი არ­გენ­ტი­ნელ დიპ­ლო­მატ­თან ეცხოვ­რა. მას­თან და­ცი­ლე­ბის შემ­დეგ გუ­ლის გა­და­სა­ყო­ლებ­ლად ჩი­ნეთ­ში წა­სუ­ლი­ყო (რო­გორც ამ­ბო­ბენ, იქ თა­ვი­სი ერო­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის

გა­მოვ­ლე­ნა მო­ა­ხერ­ხა) და "დიახ" ეთ­ქვა მე­ო­რე ქმრის­თვის, რო­მე­ლიც ინ­გლი­სე­ლი გახ­ლდათ. ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ბრი­ტა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რეს­თან არაფ­რის მთქმე­ლი სა­უ­ბა­რი ცენ­ტრა­ლუ­რი გათ­ბო­ბის შე­სა­ხებ გრან­დი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნის და­სა­წყი­სი იქ­ნე­ბო­და? მი­სის სიმპსო­ნი­სად­მი მე­ფის სიყ­ვა­რუ­ლი კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ა­ში სიყ­ვა­რუ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძლი­ერ გა­მოვ­ლი­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ვა. რო­დე­საც არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა სიყ­ვა­რუ­ლი თუ გვირ­გვი­ნი - პრინცმა სიყ­ვა­რუ­ლი აირ­ჩია. იგი არც იმან შე­აშ­ფო­თა, რომ მისი სა­ცო­ლე მას­ზე 16 წლით უფ­რო­სი და ორ­ჯერ გა­ნა­თხო­ვა­რი იყო. უფ­ლის­წულ­მა ტახ­ტზე უარი თქვა. ედუ­არ­დმა ხალ­ხს სი­ტყვით მი­მარ­თა: "უნდა გა­მი­გოთ, როცა გე­უბ­ნე­ბით, ჩემ­თვის შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და მე­ტა­რე­ბი­ნა მძი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა მე­ფის მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი ისე, რო­გორც მინ­დო­და, იმ ქა­ლის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, რო­მე­ლიც მიყ­ვარს". მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უო­ლი­სი ცო­ლად სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რს გაჰ­ყვა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად აკ­რძა­ლუ­ლი

იყო მის­თვის მი­ე­მარ­თათ "თქვე­ნო უმაღ­ლე­სო­ბავ!".

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ

საბედისწერო ქალები, რომელთაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავდათ

პაბლო პიკასოს აზრით, მხოლოდ ორი ტიპის ქალი არსებობს - ქალღმერთები და მოახლეები. ამაში რაღაც ჭეშმარიტება არის, ყველა ქალღმერთი მზეთუნახავი არ არის და ყველა მზეთუნახავი - ქალღმერთი.

"ქალი-მზე" მატა ჰარი

ევროპული სტრიპტიზის სათავეებთან მდგარი ქალი

ცხოვრებისეული კრედო: "ცეკვა პოემაა, მასში ყველა მოძრაობა სიტყვაა". გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: ჩვეულებრივი სახელის მქონე მარგარეტა გერტრუდა ზალეე მოგვიანებით ეგზოტიკურ "აისის თვალის ჩინად" გადაიქცა. როგორც იტყვიან, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე იმიტომ გათხოვდა, რომ დამოუკიდებელი გამხდარიყო. განა გასაკვირია, რომ მისი ქორწინება ოფიცერ რუდოლფ მაკლიდთან ბანქოსგან ნაშენები სახლივით დაიშალა და მარგარიტა პარიზში გაიქცა, რომელიც "ქმრისგან გამოქცეულ ყველა ქალს" ხიბლავს. საფრანგეთის დედაქალაქში მოცეკვავის ცხოვრებამ მკვეთრი პირუეტი გააკეთა. მისიე გიმემ, უმდიდრესმა მეწარმემ და ხელოვნების დიდმა მოყვარულმა, რომელიც მოიხიბლა გერტრუდათი, მისთვის ფსევდონიმად მატა ჰარი მოიფიქრა და ნება დართო აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმში ეცეკვა. მალე მთელი პარიზი აღფრთოვანდა სტრიპტიზის ახალგაზრდა მოცეკვავით. იტალიელი კომპოზიტორი, ცნობილი "ტოსკას" ავტორი პუჩინი ყვავილებს უგზავნიდა, ფრანგმა კომპოზიტორმა ჟიულ მასნემ აღიარა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც მის ცეკვას უყურებდა. ჯერი გერმანელ ლეიტენანტზე მიდგა (დაბალი ჩინი ნუ შეგაშინებთ, მას საკმარისზე მეტი ფული ჰქონდა), იგი ბირჟის მაკლერმა შეცვალა. შემდეგ მატა ბანკირის მკლავებში აღმოჩნდა. როგორც წესი, მეხოტბეები მშვენიერ მოცეკვავეს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა. იგი შპიონაჟისთვის დახვრიტეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა დავიჯეროთ, რომ მატა ჰარი თავის მომხიბვლელობას საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებდა.

"ცისფერი ანგელოზი" - მარლენ დიტრიხი

მსახიობი და მომღერალი

მამაკაცებს ის ქალები უფრო მოსწონთ, რომლებიც მამაკაცებით არიან დაინტერესებული, ვიდრე ისინი, რომელთაც ლამაზი ფეხები აქვთ", - დარწმუნებული იყო მარლენ დიტრიხი.

გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე: მარლენი ცოლად პროდიუსერ რუდოლფ ზიბერს გაჰყვა, რომელიც "მეორე შეხვედრისას ყურებამდე შეუყვარდა და მრავალი წლის განმავლობაში ეტრფოდა". მაგრამ ეს გრძნობა და გათხოვილი ქალის სახელი (ცოლ-ქმარი ხუთი წელი ცხოვრობდა ერთად, მაგრამ არასოდეს გაყრილან) ვეღარ ახდენდა გავლენას მსახიობის ცხოვრებაზე. მას სხვაზე ზრუნვა მოთხოვნილებად ექცა, და... მეგობრული გრძნობები უფრო ძლიერ გრძნობებში გადაიზრდებოდა. "იგი ჩემთვის მამაკაცის იდეალი იყო საკუთარი შვილივით მიყვარდა, მან ქალიშვილი შემიცვალა, როდესაც იგი ჩემ გვერდით არ იყო", - ასე აღწერდა მარლენი ჟან გაბენთან ურთიერთობას, რომლის გამოც ფრანგული წვნიანების მომზადებაც კი ისწავლა.

"ცისფერმა ანგელოზმა" რემარკსაც გაუბზარა გული. "ანგელოზი, ჯადოსნური, ღვთიური არსება, საყვარელი, საოცნებო", - აღფრთოვანებით ამბობდა დიტრიხზე მწერალი, მაგრამ საყვარელ ქალს მაინც არ აჩუქა სეზანის ნახატი, რომლის მიღებაზეც ოცნებობდა. პარალელურად, მრავალი წლის განმავლობაში დიტრიხს მიმოწერა ჰქონდა კიდევ ერთ მწერალთან - ერნესტ ჰემინგუეისთან, რომელიც "ერთი ნახვით შეუყვარდა" "უსაზღვრო და უკიდეგანო" სიყვარულით. მსახიობის აღიარებით, მათ უიმედო სიყვარული აკავშირებდათ. მარლენს ბეჭდებისა და იმ მამაკაცებისგან გამოგზავნილი წერილების კოლექცია ჰქონდა, რომლებიც ცოლობას სთხოვდნენ.

დედოფალი, რომელსაც არ მიმართავდნენ - "თქვენო უმაღლესობავ"

უოლის სიმპსონი - ორჯერ გაყრილი ამერიკელი ქალი

"ჩემი ამბავი უბრალოა - ეს ჩვეულებრივი ქალის ისტორიაა, რომელსაც არაჩვეულებრივი ბედი ჰქონდა..." - მიიჩნევდა უოლის სიმპსონი.

წარმატებები სასიყვარულო ფრონტზე: ედუარდ VIII-სთან შეხვედრამდე უოლისმა მოახერხა ამერიკელი მფრინავის ცოლი ყოფილიყო, ერთი წელი არგენტინელ დიპლომატთან ეცხოვრა. მასთან დაცილების შემდეგ გულის გადასაყოლებლად ჩინეთში წასულიყო (როგორც ამბობენ, იქ თავისი ეროტიკული შესაძლებლობების

გამოვლენა მოახერხა) და "დიახ" ეთქვა მეორე ქმრისთვის, რომელიც ინგლისელი გახლდათ. ვინ წარმოიდგენდა, რომ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრესთან არაფრის მთქმელი საუბარი ცენტრალური გათბობის შესახებ გრანდიოზული რომანის დასაწყისი იქნებოდა? მისის სიმპსონისადმი მეფის სიყვარული კაცობრიობის ისტორიაში სიყვარულის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გამოვლინებად მიიჩნევა. როდესაც არჩევანის წინაშე დადგა სიყვარული თუ გვირგვინი - პრინცმა სიყვარული აირჩია. იგი არც იმან შეაშფოთა, რომ მისი საცოლე მასზე 16 წლით უფროსი და ორჯერ განათხოვარი იყო. უფლისწულმა ტახტზე უარი თქვა. ედუარდმა ხალხს სიტყვით მიმართა: "უნდა გამიგოთ, როცა გეუბნებით, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა მეტარებინა მძიმე პასუხისმგებლობა და შემესრულებინა მეფის მოვალეობები ისე, როგორც მინდოდა, იმ ქალის დახმარების გარეშე, რომელიც მიყვარს". მიუხედავად იმისა, რომ უოლისი ცოლად სამეფო ოჯახის წევრს გაჰყვა, ოფიციალურად აკრძალული

იყო მისთვის მიემართათ "თქვენო უმაღლესობავ!".

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს