პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას
როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას

რო­დე­საც ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, - 13 შვი­ლის მა­მას გა­გაც­ნობთ, რო­მე­ლიც ახლა 86 წლის არი­სო, - ვი­ფიქ­რე, რომ წელ­ში მოხ­რი­ლი, დრო­ი­სა­გან გა­ტე­ხი­ლი მო­ხუ­ცის ნახ­ვა მო­მი­წევ­და... არა­და, ეზო­ში შე­სულს გა­ლან­ტუ­რად ჩაც­მუ­ლი, სა­ოც­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი შე­მო­მე­გე­ბა. "ჯუ­ან­შერ ნო­დია", - ასე გა­მეც­ნო რეს­პონ­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბა აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა.

- ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერ, რა ასაკ­ში და­ქორ­წინ­დით?

- 28 წლის ვი­ყა­ვი, როცა ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა მი­წუ­ნებ­და, მეც ავ­დე­ქი და ყა­ზა­ხეთ­ში დავ­ქორ­წინ­დი. ცო­ლად უკ­რა­ი­ნე­ლი გო­გო­ნა მო­ვიყ­ვა­ნე.

- ყა­ზა­ხეთ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო სად არ მო­მიხ­და ყოფ­ნა - უკ­რა­ი­ნა, ყა­ზა­ხე­თი, მერე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი და კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი არ დარ­ჩა, 2-3 წელი მა­ინც რომ არ მე­ცხოვ­რა. 45 წელი ვი­მუ­შა­ვე რკი­ნიგ­ზა­ში. ყა­ზა­ხეთ­ში მა­შინ გამ­გზავ­ნეს, რო­დე­საც ყა­რა­გან­დის გზა­ზე ახა­ლი მა­გის­ტრა­ლი გა­იხ­სნა, რად­გან ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სჭირ­დე­ბო­დათ... დღეს სა­დაც დე­და­ქა­ლა­ქია, მა­შინ იქ უბ­რა­ლო სო­ფე­ლი იყო და ერ­თა­დერ­თი სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა იდგა, ისიც - რკი­ნიგ­ზის სამ­მარ­თვე­ლო გახ­ლდათ, გარ­შე­მო კი სულ გო­მუ­რე­ბი იყო ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი. ცოტა ხნის შემ­დეგ ას­ტა­ნა­დან 400 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით, პავ­ლო­და­რის რკი­ნიგ­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მთა­ვარ ინ­ჟინ­რად დამ­ნიშ­ნეს. ერთ სა­ღა­მოს, რო­დე­საც მო­რი­გე ვი­ყა­ვი, კარ­ზე კა­კუ­ნი შე­მო­მეს­მა. გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მოს­კო­ვის დრო­ით სა­ღა­მოს ათი სა­ა­თი იყო, თა­ნაც - 40 გრა­დუ­სი ყინ­ვა გახ­ლდათ. კარი გა­ვა­ღე და ახალ­გაზ­რდა ქალი და­ვი­ნა­ხე. სად­გუ­რის უფ­რო­სი იკი­თხა. ვუ­თხა­რი, - სად­გუ­რის უფ­რო­სის შემ­ცვლე­ლი ვარ-მეთ­ქი. გან­რის­ხე­ბულ­მა შე­მო­მი­ტია: მა­შინ თქვენ გე­ტყვით, რომ აქ წეს­რი­გი არ არი­სო. გა­მიკ­ვირ­და. ჩვე­ნი სად­გუ­რით მგზავ­რე­ბი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სარ­გებ­ლობ­დნენ, მოს­კო­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით დღე­ში მხო­ლოდ ერთი მა­ტა­რე­ბე­ლი გა­დი­ო­და, ძი­რი­თა­დად კი სატ­ვირ­თო ვა­გო­ნებს ვტვირ­თავ­დით. ვკი­თხე, - რას გვერ­ჩით, რა­შია საქ­მე-მეთ­ქი? - მეც რკი­ნიგ­ზე­ლი ვარ, თქვე­ნი მო­ლა­რე კი უფა­სო ბი­ლეთს არ მაძ­ლევ­სო. ეს პრობ­ლე­მა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მო­ვაგ­ვა­რე და გო­გო­ნა მა­ტა­რებ­ლამ­დე მი­ვა­ცი­ლე... რო­გორც გა­ირ­კვა, რამ­დე­ნი­მე დღით დე­დის სა­ნა­ხა­ვად მი­დი­ო­და და შემ­პირ­და, რომ უკან ორ­შა­ბათს დაბ­რუნ­დე­ბო­და. მოკ­ლედ, ორ­შა­ბათს პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნი გვქონ­და, შა­ბათს კი დავ­ქორ­წინ­დით.

- ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბა­ვი ერთ კვი­რა­ში რო­გორ გა­და­წყვი­ტეთ?

- არ ვიცი, ეს ერთი ნახ­ვით შეყ­ვა­რე­ბა იყო თუ ბე­დის­წე­რა, მაგ­რამ ასე მოხ­და... 8 წელი დავ­რჩი ყა­ზა­ხეთ­ში, მერე ამი­ერ­კავ­კა­სი­ის გზა­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. პირ­ვე­ლად სო­ხუმ­ში ჩა­მო­ვე­დი და ტყვარ­ჩე­ლის სად­გუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ დამ­ნიშ­ნეს, მერე ოჩამ­ჩი­რე, გაგ­რა, გან­თი­ა­დი, დრან­და მო­ვი­ა­რე. ყო­ველ წელს ად­გი­ლის გა­მოც­ვლა მი­წევ­და.

- თქვენს მე­უღ­ლეს სა­ქარ­თვე­ლო რო­გორ მო­ე­წო­ნა?

- ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და შე­იყ­ვა­რა. ჩემი აზ­რით, ქალს ეროვ­ნე­ბა არ აქვს.

- ამას რა­ტომ ამ­ბობთ?

- იმი­ტომ, რომ ჩემი მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი გა­ზარ­და.

- თა­ვად თუ ის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი ენა?

- კი, ის­წავ­ლა, მაგ­რამ ერთხელ დას­ცი­ნეს და მას მერე ქარ­თუ­ლად იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობს. 13 შვი­ლი გა­მი­ჩი­ნა: ჯერ სამი ბიჭი, მერე ორი გოგო, ისევ სამი ბიჭი, ორი გოგო და სამი ბიჭი. 13 შვი­ლი, 26 შვი­ლიშ­ვი­ლი და 15 შვილ­თაშ­ვი­ლი მყავ­და. ბედ­ნი­ე­რი კაცი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ 2002 წელს უფ­რო­სი ვა­ჟიშ­ვი­ლი გა­მო­მე­ცა­ლა ხე­ლი­დან.

- რო­გორ და­ი­ღუ­პა?

- მე­ტა­ლურ­გი­ა­ში, მე­მან­ქა­ნედ მუ­შა­ობ­და. ჯან­მრთე­ლი კაცი იყო, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში შემ­ცი­რე­ბა­ში მო­ყო­ლილ­მა ინერ­ვი­უ­ლა და გულ­მა უმტყუ­ნა. ჩემ­მა მე­უღ­ლემ შვი­ლის სიკ­ვდი­ლი ვერ გა­და­ი­ტა­ნა და და­ახ­ლო­ე­ბით ერთ წე­ლი­წად­ში ისიც გარ­და­იც­ვა­ლა...

- რო­გორც მი­თხრეს, თქვე­ნი შვი­ლე­ბი ახლა რუ­სეთ­ში ცხოვ­რო­ბენ...

- დრო რომ აი­რია და აქ სა­მუ­შაო ვე­ღარ იშო­ვეს, ხუთი შვი­ლი კრას­ნო­დარ­ში გა­მექ­ცა, ერთი - უკ­რა­ი­ნა­ში. აქ ვინც დარ­ჩა, სულს ღა­ფავს გა­ჭირ­ვე­ბა­ში.

- 13 შვი­ლით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ასეთ ხშირ ცვლას რო­გორ ახერ­ხებ­დით?

- ჩემი მე­უღ­ლე კარ­გი მე­ნე­ჯე­რი და ეკო­ნო­მის­ტი იყო. თა­ვი­დან დიდი ხელ­ფა­სი არ მქონ­და: 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემი ხელ­ფა­სი სულ რა­ღაც 175 მა­ნეთს შე­ად­გენ­და. ჩემი ცოლი ყვე­ლა­ფერს ისე ანა­წი­ლებ­და, რომ თვი­დან თვემ­დე ოჯახს არა­ფე­რი მოჰ­კლე­ბო­და. მე ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში თით­ქმის არ ვე­რე­ო­დი. ჩემი პრო­ფე­სი­ის გამო მარ­ტო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ხში­რი ცვლა კი არა, ერ­თკვი­რი­ა­ნი ან ორ­კვი­რი­ა­ნი მივ­ლი­ნე­ბაც ხში­რად მი­წევ­და, ამი­ტომ ოჯა­ხუ­რი ტვირ­თი მთლი­ა­ნად ჩემს მე­უღ­ლეს აწ­ვე­ბო­და ზურ­გზე, მე კი მხო­ლოდ ფუ­ლის მი­ტა­ნა მე­ვა­ლე­ბო­და.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში რამ­დე­ნად ერე­ო­დით?

- სა­ერ­თოდ არ ვე­რე­ო­დი, ამ მხრივ მათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცი. ბო­ლოს მთავ­რო­ბამ რუს­თა­ვის რკი­ნიგ­ზა­ში რომ გად­მო­მიყ­ვა­ნა, სამი ბინა (სა­მო­თა­ხი­ა­ნი, ორო­თა­ხი­ა­ნი და ერ­თო­თა­ხი­ა­ნი) მომ­ცეს; სა­მი­ვე ერთ სარ­თულ­ზე იყო. ოჯახ­თან ერ­თად ორ და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი. უფ­როს­მა ვა­ჟიშ­ვილ­მა ცოლი რომ მო­იყ­ვა­ნა, ერ­თო­თა­ხი­ან­ში შე­ვუშ­ვი და ვუ­თხა­რი, - იმუ­შა­ვე, თავი არ და­ზო­გო; ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თე იმის­თვის, რომ სა­წარ­მომ და­გა­ფა­სოს და ბინა დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მოგ­ცენ-მეთ­ქი. მარ­თლაც, მალე თა­ვად მი­ი­ღო ბინა. იმ ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში მე­ო­რე ვა­ჟიშ­ვი­ლი შე­ვუშ­ვი, ისიც დრო­ე­ბით... მინ­დო­და, ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სი შრო­მით შე­ექ­მნა დოვ­ლა­თი, და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. დღეს ჩემი შვი­ლე­ბით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, რად­გან სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე­ე­ბი არ არი­ან, ყვე­ლა პრობ­ლე­მას თა­ვად­ვე აგ­ვა­რე­ბენ.

- რო­გორც ჩანს, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გაქვთ გა­მოვ­ლი­ლი. თუ შე­გიძ­ლი­ათ, გა­იხ­სე­ნეთ ისე­თი ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც არას­დროს და­გა­ვი­წყდე­ბათ...

- ჩემი ცხოვ­რე­ბის არც ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი არ დამ­ვი­წყე­ბია. მარ­თა­ლია, 86 წლის ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის, ჩემი პირ­ვე­ლი მას­წავ­ლებ­ლის სა­ხე­ლიც კი მახ­სოვს - ნას­ტია ერ­ქვა. სხვა­თა შო­რის, ჩემი მოგ­ზა­უ­რო­ბა მას შემ­დეგ არ და­წყე­ბუ­ლა, რაც რკი­ნიგ­ზე­ლი გავ­ხდი: მშობ­ლე­ბი პე­და­გო­გე­ბი იყ­ვნენ და მთავ­რო­ბამ ისი­ნი ჯერ სარ­თი­ჭა­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ძი­მით­ში გა­ა­ნა­წი­ლა სა­მუ­შა­ოდ, მერე ვე­ჯინ­ში. ჰოდა, რა თქმა უნდა, მათ მეც თან დავ­ყვე­ბო­დი...

- სა­მა­მუ­ლო ომიც გე­მახ­სოვ­რე­ბათ...

- რო­გორ არა! ომი რომ და­ი­წყო, მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი. სამი ბიძა დავ­კარ­გე და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბიც იქ და­მე­ღუპ­ნენ. ბევ­რი ნო­დია შე­ი­წი­რა ომმა და ამი­ტო­მაც, იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა არ მინ­და.

- გია ნო­დია თქვე­ნი ახ­ლო­ბე­ლია?

- შე­ვარ­ცხვი­ნე მა­გის ცხვი­რი. ნე­ტავ, დე­და­მისს თუ ცნობს?.. მა­მა­მისს ოთა­რი ერ­ქვა. აბა­ში­დან თბი­ლის­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად მისი შარ­ვლით ჩა­მო­ვე­დი: ერთი და­კე­რე­ბუ­ლი შარ­ვა­ლი მქონ­და და დე­და­ქა­ლაქ­ში იმით წა­მოს­ვლა მრცხვე­ნო­და. ეს რომ გიას ბე­ბი­ამ გა­ი­გო, წა­ვი­და და თა­ვი­სი შვი­ლის შარ­ვა­ლი მო­მი­ტა­ნა. მოკ­ლე კი მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ჩა­ვიც­ვი. გიას ბე­ბია-ბა­ბუ­აც ძა­ლი­ან კარ­გი ჰყავ­და და მშობ­ლე­ბიც. თა­ვად ვის ჰგავს, არ ვიცი.

- თა­ვად რას ერ­ჩით?

- რო­გორც გა­ნათ­ლე­ბულ კაცს, პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ვერ ვპა­ტი­ობ, თა­ვი­სი ხალ­ხი რომ და­ი­ვი­წყა. რაც გა­ი­ზარ­და, თა­ვის სო­ფელ­ში ერთხელ არ ჩა­მო­სუ­ლა. რო­დე­საც მი­ნის­ტრი გახ­და და თა­ვის­თვის პრე­მია გა­მო­ი­წე­რა, მერე სულ და­მე­კარ­გა მა­გა­ზე წარ­მოდ­გე­ნა. ეჰ, გული მწყდე­ბა, რომ დღეს სქარ­თვე­ლო არ არის კარ­გი ხალ­ხის ხელ­ში. შარ­შან სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მი­ვე­ცი ხმა, მაგ­რამ... სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც მათ­თვის მინ­დო­და ხმის მი­ცე­მა...

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო ვა­ჭარ­მა მარ­თოს! ვხე­დავ­დი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ქვე­ყა­ნას ღუ­პავ­და და ვი­ფიქ­რე, - იქ­ნებ ივა­ნიშ­ვი­ლი ვაჭ­რებს შო­რის გა­მო­ნაკ­ლი­სი იყოს და ჩემი სა­ქარ­თვე­ლო გა­და­არ­ჩი­ნოს-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ცდი. სხვა­თა შო­რის, თა­ვის დრო­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლიც ძა­ლი­ან მე­ი­მე­დე­ბო­და...

- ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად, რა არ მოგ­წონთ?

- ის არ მომ­წონს, რომ კო­ა­ბი­ტა­ცი­ას გვჩ­რი­ან ცხვირ­ში. იუ­რის­ტი არ ვარ, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვიცი, რომ დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, კარ­გი საქ­მის მკე­თე­ბე­ლი კი უნდა და­ა­ჯილ­დოო. სტა­ლინ­მა მა­მა­ჩე­მი და­ი­ჭი­რა, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარს იმი­ტომ, რომ კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი იყო.

- მა­მათ­ქვე­ნი რა­ტომ და­ი­ჭი­რეს?

- კაც­მა არ იცის. მამა ისე მოკ­ვდა, ვერ გა­ი­გო, მა­შინ რა­ტომ და­ი­ჭი­რეს. მგო­ნი, მარ­ქსის­ტო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. დედა 6 თვის ფეხ­მძი­მედ იყო, რო­დე­საც მისი მე­უღ­ლე წა­იყ­ვა­ნეს. მამა პო­ლიტ­პა­ტიმ­რებს შო­რის აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი მა­თე­მა­ტი­კო­სი, აკა­დე­მი­კო­სი ლვო­ვი ყო­ფი­ლა. სწო­რედ მან ას­წავ­ლა მა­მას მა­თე­მა­ტი­კა. მა­მა­ჩემს ათწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი, მაგ­რამ გა­უ­მარ­თლა და სამ წე­ლი­წად­ში გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ერთხელ პა­ტიმ­რე­ბის­თვის აგი­ტა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მაქ­სიმ გორ­კის მე­უღ­ლე, გერ­მა­ნი­ის დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და. ამ ქალ­ბა­ტო­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ სი­ტყვა ლვოვ­საც უთხო­ვია და უთ­ქვამს: მიკ­ვირს, რო­დე­საც კო­მუ­ნის­ტე­ბი მარ­ქსის­ტო­ბას იჩე­მე­ბენ. ეს რომ ასე იყოს, ახალ­გაზ­რდა მარ­ქსის­ტე­ბი რა­ტომ ეყო­ლე­ბათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლიო, - და თურ­მე, ივა­ნო­ვი, კონ­ჯა­რია, ნო­დია და­ა­სა­ხე­ლა. ლვო­ვის სი­ტყვე­ბი გორ­კის ცოლს ჩა­უ­წე­რია. ერთი თვის შემ­დეგ კონ­ჯა­რია საკ­ნი­დან გა­უყ­ვა­ნი­ათ და უკან აღარ და­უბ­რუ­ნე­ბი­ათ. გა­გი­ჟე­ბუ­ლა ლვო­ვი, - ეს რა გა­ვა­კე­თე, ალ­ბათ კო­მუ­ნის­ტებ­მა კონ­ჯა­რია ჩემი გა­მოს­ვლის გამო დახ­ვრი­ტე­სო. სამი დღის შემ­დეგ მა­მა­ჩე­მიც გა­მო­უყ­ვა­ნი­ათ. მამა ამ­ბობ­და: გული ცუდს არ მე­უბ­ნე­ბო­და და საკ­ნი­დან უდარ­დე­ლად გა­მო­ვე­დიო. მარ­თლაც, მის­თვის კონ­სერ­ვი, პური, "ვეშ­მე­შო­კი", მოს­კო­ვის მა­ტა­რებ­ლის ბი­ლე­თი მი­უ­ცი­ათ და გა­მო­უშ­ვი­ათ... დაბ­რუნ­და მამა სამ­შობ­ლო­ში და პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი.

- თქვენ რა­ტომ გიყ­ვართ სტა­ლი­ნი?

- იმი­ტომ, რომ გე­ნი­ო­სი იყო.

- მისი ბრძა­ნე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს რომ იჭერ­დნენ, ამა­ზე რას იტყვით?

- კი, მაგ­რამ გე­ნი­ო­სი იყო და მი­სით ქარ­თვე­ლე­ბი ყო­ველ­თვის ვა­მა­ყობ­დით.

- თუ კაცი გე­ნი­ო­სია და სა­კუ­თარ სამ­შობ­ლოს არა­ფერს არ­გებს, ის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის მა­ინც სა­ა­მა­ყოა?

- იცით, მის­მა პი­როვ­ნე­ბამ მთელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ქარ­თვე­ლი კა­ცის სტე­რე­ო­ტი­პი შექ­მნა. ის ძლი­ე­რი, ჭკვი­ა­ნი და უკომ­პრო­მი­სო იყო. 9 წელი ვი­მუ­შა­ვე რუ­სეთ­ში და ვგრძნობ­დი, რომ მე, რო­გორც ქარ­თვე­ლი, სხვე­ბის­გან რა­ღა­ცით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი... არც ალა­ვერდ უნ­დი­ლა­ძეს გა­უ­კე­თე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის რა­ი­მე, მაგ­რამ მე ისიც მე­ა­მა­ყე­ბა.

- ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერ, "კა­გე­ბეს" თქვენ­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ შე­მო­უ­თავ­ზე­ბია?

- რო­გორ არა! სკო­ლა 1945 წელს და­ვამ­თავ­რე და გა­მოც­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. პირ­ვე­ლი კურ­სი რომ დავ­ხუ­რე, მე­გო­ბა­რი შე­მო­მიჩ­ნდა: მას­წავ­ლებ­ლო­ბა რა ჩვე­ნი საქ­მეა? მოდი, რკი­ნიგ­ზის ინ­სტი­ტუ­ტში გა­და­ვი­დეთ, ინ­ჟინ­რე­ბი ვიქ­ნე­ბით და მსოფ­ლი­ოს მო­ვივ­ლი­თო. მეც ავ­ყე­ვი და გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. ჩემი დე­კა­ნი - ნი­კო­ლოზ ვე­კუა გა­და­ი­რია; მეხ­ვე­წა, არ წახ­ვი­დეო, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე მი­ღე­ბუ­ლი მქონ­და. მე­გო­ნა, რომ რკი­ნიგ­ზის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­და­პირ ჩამ­რი­ცხავ­დნენ, მაგ­რამ შევ­ცდი - გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა ხე­ლახ­ლა მო­მიხ­და, თა­ნაც - პირ­ველ კურ­სზე დამ­სვეს. სას­წავ­ლე­ბე­ლი ინ­ჟი­ნერ-ლე­ი­ტე­ნან­ტის წო­დე­ბით და­ვამ­თავ­რე და თეთ­რი "პა­გო­ნე­ბით" დავ­დი­ო­დი. ერთ დღეს დე­კა­ნატ­ში და­მი­ბა­რეს. იქ რამ­დე­ნი­მე მა­მა­კა­ცი დამ­ხვდა. მკი­თხეს, - ჩვენ­თან ორ­გა­ნო­ში თუ იმუ­შა­ვებ­თო? მე "ორ­გა­ნო" მი­ლი­ცია მე­გო­ნა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უარი ვთქვი. ამით დამ­თავ­რდა ყვე­ლა­ფე­რი.

- ასე მარ­ტი­ვად და­გა­ნე­ბეს თავი?

- კი, არა­ვის არა­ფე­რი და­უ­ძა­ლე­ბია.

- რო­გორც ვიცი, ერთხანს თა­თია ხა­ინ­დრა­ვას სახ­ლში ცხოვ­რობ­დით. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას თუ იც­ნობ­დით?

- მე და თა­თია ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად ვიზ­რდე­ბო­დით. აბა­ში­დან რომ წა­მო­ვე­დი, მის სახ­ლში მი­ვე­დი. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვიც­ნობ­დი. მე რომ თა­თი­ას­თან სა­ცხოვ­რებ­ლად მი­ვე­დი, დე­და­მი­სი ლო­გი­ნად იყო ჩა­ვარ­დნი­ლი. ერთხელ, სას­წავ­ლებ­ლი­დან რომ დავ­ბრუნ­დი, მის სა­წოლ­თან ახ­ლოს, სკამ­ზე ჩა­მომ­ჯდა­რი მა­მა­კა­ცი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ავად­მყოფს თავ­სა და ხე­ლებ­ზე ეფე­რე­ბო­და. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ კონ­სტან­ტი­ნე იქ­ნე­ბო­და. ელდა მეცა. ვი­ცო­დი, ძა­ლი­ან მკაც­რი იყო და რა­ღაც­ნა­ი­რად შევ­შფოთ­დი. თა­თი­ას დე­დამ წყა­ლი მო­ი­თხო­ვა. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გავ­ვარ­დი, დოქი და ჭიქა სა­გულ­და­გუ­ლოდ გავ­რე­ცხე, დოქ­ში წყა­ლი ჩა­ვას­ხი, ჭიქა ლამ­ბაქ­ზე და­ვამ­ხვე და გა­მო­ვი­ტა­ნე. კონ­სტან­ტი­ნემ ისე შე­მომ­ხე­და, მივ­ხვდი, ჩემი საქ­ცი­ე­ლით კმა­ყო­ფი­ლი იყო. შემ­დეგ თა­ვის დას მი­უბ­რუნ­და და ჰკი­თხა, - ეს ვინ არი­სო? თა­თი­ას დე­დამ უთხრა, - პავ­ლე ნო­დი­ას შვი­ლიშ­ვი­ლი­აო. ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ კი­თხვა და­უბ­რუ­ნა: ჩვენს სო­ფელ­ში ორი პავ­ლე ნო­დია იყო, ეს შა­ვი­საა თუ თეთ­რი­სო? - თეთ­რი­სო, - უპა­სუ­ხა ქალ­ბა­ტონ­მა სო­ფი­ომ. მოკ­ლე გა­სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ ბა­ტონ­მა კონ­სტან­ტი­ნემ კოლ­ხურ კოშკში, სა­უზ­მე­ზე მი­მი­პა­ტი­ჟა. მი­თხრა: ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე მო­დიო. თა­თი­ას დე­დამ გა­მაფრ­თხი­ლა, - ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე მიდი, თო­რემ 5 წუ­თით ადრე ან გვი­ან რომ მიხ­ვი­დე, კარს არ გა­გი­ღებ­სო. სამი დღე ვვარ­ჯი­შობ­დი, რომ ვე­რის ბაზ­რი­დან კოლ­ხურ კოშ­კამ­დე მი­სას­ვლე­ლი დრო ზუს­ტად გან­მე­სა­ზღვრა. კვი­რას, ზუს­ტად 12 სა­ათ­ზე და­ვა­ჭი­რე ხელი კოლ­ხუ­რი კოშ­კის ზა­რის ღი­ლაკს. სას­ტუმ­რო ოთახ­ში ჩოხა-ახა­ლუხ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კაცი შე­მი­ძღვა. ბა­ტო­ნი კონ­სტან­ტი­ნე წა­მოდ­გა და ხელი ჩა­მო­მარ­თვა. ეს დღე ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რია! ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე მე­სა­უბ­რა. მი­ამ­ბო, რო­გორ ას­წავ­ლა დე­დამ წერა-კი­თხვა და სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი, რა გავ­ლე­ნა იქო­ნია მას­ზე ბავ­შვო­ბა­ში დე­დის წა­კი­თხულ­მა შიო არაგ­ვის­პი­რე­ლის "მი­წამ".

- შიო არაგ­ვის­პი­რელ­ზე კი­დევ, რა გი­ამ­ბოთ?

- "დე­დას ვკი­თხე, არაგ­ვის­პი­რე­ლი რა გვა­რია-მეთ­ქი? მა­შინ მე­გო­ნა, სამ­ყა­რო მხო­ლოდ გამ­სა­ხურ­დი­ე­ბით, თო­ფუ­რი­ე­ბი­თა და ტყე­ბუ­ჩა­ვე­ბით იყო და­სახ­ლე­ბუ­ლი. დე­დამ მი­თხრა: ეს მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი არ არის. ძია შიო დიდი მდი­ნა­რის, არაგ­ვის პი­რას და­ი­ბა­და და არაგ­ვის­პი­რე­ლიც ამი­ტომ და­ირ­ქვაო. მა­შინ გულ­ში ჩა­ვი­დე, რომ დიდი არაგ­ვის პი­რას და­ბა­დე­ბუ­ლი ძია ში­ოს­თვის პა­ტა­რა მდი­ნა­რე ტო­ბას პი­რას და­ბა­დე­ბულ კონ­სტან­ტი­ნეს უნდა მე­ჯობ­ნა", - აი, ასე­თი რამ მი­ამ­ბო ბა­ტონ­მა კო­წი­ამ. მის­მა ნა­ამ­ბობ­მა და ზო­გა­დად, მას­თან სა­უ­ბარ­მა ჩემ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნია...

ხა­თუ­ნა ბახ­ტუ­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას

როგორ გადაურჩა სტალინის მეხოტბე "კაგებესთან" ურთიერთობას

როდესაც ახლობლებმა მითხრეს, - 13 შვილის მამას გაგაცნობთ, რომელიც ახლა 86 წლის არისო, - ვიფიქრე, რომ წელში მოხრილი, დროისაგან გატეხილი მოხუცის ნახვა მომიწევდა... არადა, ეზოში შესულს გალანტურად ჩაცმული, საოცრად მოწესრიგებული, სიმპათიური მამაკაცი შემომეგება. "ჯუანშერ ნოდია", - ასე გამეცნო რესპონდენტი, რომელიც გაცილებით საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა.

- ბატონო ჯუანშერ, რა ასაკში დაქორწინდით?

- 28 წლის ვიყავი, როცა ოჯახი შევქმენი. საქართველოში ყველა მიწუნებდა, მეც ავდექი და ყაზახეთში დავქორწინდი. ცოლად უკრაინელი გოგონა მოვიყვანე.

- ყაზახეთში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი პროფესიის გამო სად არ მომიხდა ყოფნა - უკრაინა, ყაზახეთი, მერე საქართველოში ჩამოვედი და კუთხე-კუნჭული არ დარჩა, 2-3 წელი მაინც რომ არ მეცხოვრა. 45 წელი ვიმუშავე რკინიგზაში. ყაზახეთში მაშინ გამგზავნეს, როდესაც ყარაგანდის გზაზე ახალი მაგისტრალი გაიხსნა, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტები სჭირდებოდათ... დღეს სადაც დედაქალაქია, მაშინ იქ უბრალო სოფელი იყო და ერთადერთი სამსართულიანი შენობა იდგა, ისიც - რკინიგზის სამმართველო გახლდათ, გარშემო კი სულ გომურები იყო ჩამწკრივებული. ცოტა ხნის შემდეგ ასტანადან 400 კილომეტრის მოშორებით, პავლოდარის რკინიგზის განყოფილებაში მთავარ ინჟინრად დამნიშნეს. ერთ საღამოს, როდესაც მორიგე ვიყავი, კარზე კაკუნი შემომესმა. გამიკვირდა, რადგან მოსკოვის დროით საღამოს ათი საათი იყო, თანაც - 40 გრადუსი ყინვა გახლდათ. კარი გავაღე და ახალგაზრდა ქალი დავინახე. სადგურის უფროსი იკითხა. ვუთხარი, - სადგურის უფროსის შემცვლელი ვარ-მეთქი. განრისხებულმა შემომიტია: მაშინ თქვენ გეტყვით, რომ აქ წესრიგი არ არისო. გამიკვირდა. ჩვენი სადგურით მგზავრები ძალიან იშვიათად სარგებლობდნენ, მოსკოვის მიმართულებით დღეში მხოლოდ ერთი მატარებელი გადიოდა, ძირითადად კი სატვირთო ვაგონებს ვტვირთავდით. ვკითხე, - რას გვერჩით, რაშია საქმე-მეთქი? - მეც რკინიგზელი ვარ, თქვენი მოლარე კი უფასო ბილეთს არ მაძლევსო. ეს პრობლემა ნახევარ საათში მოვაგვარე და გოგონა მატარებლამდე მივაცილე... როგორც გაირკვა, რამდენიმე დღით დედის სანახავად მიდიოდა და შემპირდა, რომ უკან ორშაბათს დაბრუნდებოდა. მოკლედ, ორშაბათს პირველი პაემანი გვქონდა, შაბათს კი დავქორწინდით.

- ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი ერთ კვირაში როგორ გადაწყვიტეთ?

- არ ვიცი, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ ბედისწერა, მაგრამ ასე მოხდა... 8 წელი დავრჩი ყაზახეთში, მერე ამიერკავკასიის გზაზე დავიწყე მუშაობა. პირველად სოხუმში ჩამოვედი და ტყვარჩელის სადგურის უფროსის მოადგილედ დამნიშნეს, მერე ოჩამჩირე, გაგრა, განთიადი, დრანდა მოვიარე. ყოველ წელს ადგილის გამოცვლა მიწევდა.

- თქვენს მეუღლეს საქართველო როგორ მოეწონა?

- ძალიან მოეწონა და შეიყვარა. ჩემი აზრით, ქალს ეროვნება არ აქვს.

- ამას რატომ ამბობთ?

- იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე უკრაინელი იყო, მაგრამ ქართველები გაზარდა.

- თავად თუ ისწავლა ქართული ენა?

- კი, ისწავლა, მაგრამ ერთხელ დასცინეს და მას მერე ქართულად იშვიათად ლაპარაკობს. 13 შვილი გამიჩინა: ჯერ სამი ბიჭი, მერე ორი გოგო, ისევ სამი ბიჭი, ორი გოგო და სამი ბიჭი. 13 შვილი, 26 შვილიშვილი და 15 შვილთაშვილი მყავდა. ბედნიერი კაცი ვიყავი, მაგრამ 2002 წელს უფროსი ვაჟიშვილი გამომეცალა ხელიდან.

- როგორ დაიღუპა?

- მეტალურგიაში, მემანქანედ მუშაობდა. ჯანმრთელი კაცი იყო, მაგრამ სამსახურში შემცირებაში მოყოლილმა ინერვიულა და გულმა უმტყუნა. ჩემმა მეუღლემ შვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და დაახლოებით ერთ წელიწადში ისიც გარდაიცვალა...

- როგორც მითხრეს, თქვენი შვილები ახლა რუსეთში ცხოვრობენ...

- დრო რომ აირია და აქ სამუშაო ვეღარ იშოვეს, ხუთი შვილი კრასნოდარში გამექცა, ერთი - უკრაინაში. აქ ვინც დარჩა, სულს ღაფავს გაჭირვებაში.

- 13 შვილით საცხოვრებელი ადგილის ასეთ ხშირ ცვლას როგორ ახერხებდით?

- ჩემი მეუღლე კარგი მენეჯერი და ეკონომისტი იყო. თავიდან დიდი ხელფასი არ მქონდა: 20 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასი სულ რაღაც 175 მანეთს შეადგენდა. ჩემი ცოლი ყველაფერს ისე ანაწილებდა, რომ თვიდან თვემდე ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა. მე ოჯახურ საქმეებში თითქმის არ ვერეოდი. ჩემი პროფესიის გამო მარტო საცხოვრებელი ადგილის ხშირი ცვლა კი არა, ერთკვირიანი ან ორკვირიანი მივლინებაც ხშირად მიწევდა, ამიტომ ოჯახური ტვირთი მთლიანად ჩემს მეუღლეს აწვებოდა ზურგზე, მე კი მხოლოდ ფულის მიტანა მევალებოდა.

- თქვენი შვილების პირად ცხოვრებაში რამდენად ერეოდით?

- საერთოდ არ ვერეოდი, ამ მხრივ მათ სრული თავისუფლება მივეცი. ბოლოს მთავრობამ რუსთავის რკინიგზაში რომ გადმომიყვანა, სამი ბინა (სამოთახიანი, ოროთახიანი და ერთოთახიანი) მომცეს; სამივე ერთ სართულზე იყო. ოჯახთან ერთად ორ და სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდი. უფროსმა ვაჟიშვილმა ცოლი რომ მოიყვანა, ერთოთახიანში შევუშვი და ვუთხარი, - იმუშავე, თავი არ დაზოგო; ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ საწარმომ დაგაფასოს და ბინა დამსახურებულად მოგცენ-მეთქი. მართლაც, მალე თავად მიიღო ბინა. იმ ერთოთახიან ბინაში მეორე ვაჟიშვილი შევუშვი, ისიც დროებით... მინდოდა, ყველა მათგანს თავისი შრომით შეექმნა დოვლათი, დამოუკიდებლები და ბრძოლისუნარიანები ყოფილიყვნენ. დღეს ჩემი შვილებით კმაყოფილი ვარ, რადგან სხვისი ხელის შემყურეები არ არიან, ყველა პრობლემას თავადვე აგვარებენ.

- როგორც ჩანს, საინტერესო ცხოვრება გაქვთ გამოვლილი. თუ შეგიძლიათ, გაიხსენეთ ისეთი ამბავი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ...

- ჩემი ცხოვრების არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ დამვიწყებია. მართალია, 86 წლის ვარ, მაგრამ ყველაფერი, მათ შორის, ჩემი პირველი მასწავლებლის სახელიც კი მახსოვს - ნასტია ერქვა. სხვათა შორის, ჩემი მოგზაურობა მას შემდეგ არ დაწყებულა, რაც რკინიგზელი გავხდი: მშობლები პედაგოგები იყვნენ და მთავრობამ ისინი ჯერ სართიჭალის რაიონში, სოფელ ძიმითში გაანაწილა სამუშაოდ, მერე ვეჯინში. ჰოდა, რა თქმა უნდა, მათ მეც თან დავყვებოდი...

- სამამულო ომიც გემახსოვრებათ...

- როგორ არა! ომი რომ დაიწყო, მეშვიდე კლასში ვიყავი. სამი ბიძა დავკარგე და ბიძაშვილებიც იქ დამეღუპნენ. ბევრი ნოდია შეიწირა ომმა და ამიტომაც, იმ პერიოდის გახსენება არ მინდა.

- გია ნოდია თქვენი ახლობელია?

- შევარცხვინე მაგის ცხვირი. ნეტავ, დედამისს თუ ცნობს?.. მამამისს ოთარი ერქვა. აბაშიდან თბილისში გამოცდების ჩასაბარებლად მისი შარვლით ჩამოვედი: ერთი დაკერებული შარვალი მქონდა და დედაქალაქში იმით წამოსვლა მრცხვენოდა. ეს რომ გიას ბებიამ გაიგო, წავიდა და თავისი შვილის შარვალი მომიტანა. მოკლე კი მქონდა, მაგრამ მაინც ჩავიცვი. გიას ბებია-ბაბუაც ძალიან კარგი ჰყავდა და მშობლებიც. თავად ვის ჰგავს, არ ვიცი.

- თავად რას ერჩით?

- როგორც განათლებულ კაცს, პატივს ვცემ, მაგრამ ვერ ვპატიობ, თავისი ხალხი რომ დაივიწყა. რაც გაიზარდა, თავის სოფელში ერთხელ არ ჩამოსულა. როდესაც მინისტრი გახდა და თავისთვის პრემია გამოიწერა, მერე სულ დამეკარგა მაგაზე წარმოდგენა. ეჰ, გული მწყდება, რომ დღეს სქართველო არ არის კარგი ხალხის ხელში. შარშან სააკაშვილისგან იმედგაცრუებულმა "ქართულ ოცნებას" მივეცი ხმა, მაგრამ... სიმართლე გითხრათ, არც მათთვის მინდოდა ხმის მიცემა...

- რატომ?

- იმიტომ, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო ვაჭარმა მართოს! ვხედავდი, რომ სააკაშვილი ქვეყანას ღუპავდა და ვიფიქრე, - იქნებ ივანიშვილი ვაჭრებს შორის გამონაკლისი იყოს და ჩემი საქართველო გადაარჩინოს-მეთქი, მაგრამ შევცდი. სხვათა შორის, თავის დროზე სააკაშვილიც ძალიან მეიმედებოდა...

- ახალი ხელისუფლების, კონკრეტულად, რა არ მოგწონთ?

- ის არ მომწონს, რომ კოაბიტაციას გვჩრიან ცხვირში. იურისტი არ ვარ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, კარგი საქმის მკეთებელი კი უნდა დააჯილდოო. სტალინმა მამაჩემი დაიჭირა, მაგრამ მაინც მიყვარს იმიტომ, რომ კარგი პოლიტიკოსი იყო.

- მამათქვენი რატომ დაიჭირეს?

- კაცმა არ იცის. მამა ისე მოკვდა, ვერ გაიგო, მაშინ რატომ დაიჭირეს. მგონი, მარქსისტობას აბრალებდნენ. დედა 6 თვის ფეხმძიმედ იყო, როდესაც მისი მეუღლე წაიყვანეს. მამა პოლიტპატიმრებს შორის აღმოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი მათემატიკოსი, აკადემიკოსი ლვოვი ყოფილა. სწორედ მან ასწავლა მამას მათემატიკა. მამაჩემს ათწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გაუმართლა და სამ წელიწადში გაათავისუფლეს. ერთხელ პატიმრებისთვის აგიტაციის ჩასატარებლად მაქსიმ გორკის მეუღლე, გერმანიის დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ამ ქალბატონის გამოსვლის შემდეგ სიტყვა ლვოვსაც უთხოვია და უთქვამს: მიკვირს, როდესაც კომუნისტები მარქსისტობას იჩემებენ. ეს რომ ასე იყოს, ახალგაზრდა მარქსისტები რატომ ეყოლებათ დაპატიმრებულიო, - და თურმე, ივანოვი, კონჯარია, ნოდია დაასახელა. ლვოვის სიტყვები გორკის ცოლს ჩაუწერია. ერთი თვის შემდეგ კონჯარია საკნიდან გაუყვანიათ და უკან აღარ დაუბრუნებიათ. გაგიჟებულა ლვოვი, - ეს რა გავაკეთე, ალბათ კომუნისტებმა კონჯარია ჩემი გამოსვლის გამო დახვრიტესო. სამი დღის შემდეგ მამაჩემიც გამოუყვანიათ. მამა ამბობდა: გული ცუდს არ მეუბნებოდა და საკნიდან უდარდელად გამოვედიო. მართლაც, მისთვის კონსერვი, პური, "ვეშმეშოკი", მოსკოვის მატარებლის ბილეთი მიუციათ და გამოუშვიათ... დაბრუნდა მამა სამშობლოში და პედაგოგიურ მოღვაწეობას მიჰყო ხელი.

- თქვენ რატომ გიყვართ სტალინი?

- იმიტომ, რომ გენიოსი იყო.

- მისი ბრძანებით უდანაშაულო ადამიანებს რომ იჭერდნენ, ამაზე რას იტყვით?

- კი, მაგრამ გენიოსი იყო და მისით ქართველები ყოველთვის ვამაყობდით.

- თუ კაცი გენიოსია და საკუთარ სამშობლოს არაფერს არგებს, ის თანამემამულეებისთვის მაინც საამაყოა?

- იცით, მისმა პიროვნებამ მთელ საბჭოთა კავშირში ქართველი კაცის სტერეოტიპი შექმნა. ის ძლიერი, ჭკვიანი და უკომპრომისო იყო. 9 წელი ვიმუშავე რუსეთში და ვგრძნობდი, რომ მე, როგორც ქართველი, სხვებისგან რაღაცით გამოვირჩეოდი... არც ალავერდ უნდილაძეს გაუკეთებია საქართველოსთვის რაიმე, მაგრამ მე ისიც მეამაყება.

- ბატონო ჯუანშერ, "კაგებეს" თქვენთვის თანამშრომლობა არ შემოუთავზებია?

- როგორ არა! სკოლა 1945 წელს დავამთავრე და გამოცდები უნივერსიტეტში, ფიზიკა-მათემატიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პირველი კურსი რომ დავხურე, მეგობარი შემომიჩნდა: მასწავლებლობა რა ჩვენი საქმეა? მოდი, რკინიგზის ინსტიტუტში გადავიდეთ, ინჟინრები ვიქნებით და მსოფლიოს მოვივლითო. მეც ავყევი და განცხადება დავწერე. ჩემი დეკანი - ნიკოლოზ ვეკუა გადაირია; მეხვეწა, არ წახვიდეო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. მეგონა, რომ რკინიგზის ინსტიტუტში პირდაპირ ჩამრიცხავდნენ, მაგრამ შევცდი - გამოცდების ჩაბარება ხელახლა მომიხდა, თანაც - პირველ კურსზე დამსვეს. სასწავლებელი ინჟინერ-ლეიტენანტის წოდებით დავამთავრე და თეთრი "პაგონებით" დავდიოდი. ერთ დღეს დეკანატში დამიბარეს. იქ რამდენიმე მამაკაცი დამხვდა. მკითხეს, - ჩვენთან ორგანოში თუ იმუშავებთო? მე "ორგანო" მილიცია მეგონა და თანამშრომლობაზე უარი ვთქვი. ამით დამთავრდა ყველაფერი.

- ასე მარტივად დაგანებეს თავი?

- კი, არავის არაფერი დაუძალებია.

- როგორც ვიცი, ერთხანს თათია ხაინდრავას სახლში ცხოვრობდით. კონსტანტინე გამსახურდიას თუ იცნობდით?

- მე და თათია ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით. აბაშიდან რომ წამოვედი, მის სახლში მივედი. კონსტანტინე გამსახურდიას მხოლოდ გადმოცემით ვიცნობდი. მე რომ თათიასთან საცხოვრებლად მივედი, დედამისი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთხელ, სასწავლებლიდან რომ დავბრუნდი, მის საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარი მამაკაცი დავინახე, რომელიც ავადმყოფს თავსა და ხელებზე ეფერებოდა. მაშინვე მივხვდი, რომ კონსტანტინე იქნებოდა. ელდა მეცა. ვიცოდი, ძალიან მკაცრი იყო და რაღაცნაირად შევშფოთდი. თათიას დედამ წყალი მოითხოვა. სამზარეულოში გავვარდი, დოქი და ჭიქა საგულდაგულოდ გავრეცხე, დოქში წყალი ჩავასხი, ჭიქა ლამბაქზე დავამხვე და გამოვიტანე. კონსტანტინემ ისე შემომხედა, მივხვდი, ჩემი საქციელით კმაყოფილი იყო. შემდეგ თავის დას მიუბრუნდა და ჰკითხა, - ეს ვინ არისო? თათიას დედამ უთხრა, - პავლე ნოდიას შვილიშვილიაო. ბატონმა კონსტანტინემ კითხვა დაუბრუნა: ჩვენს სოფელში ორი პავლე ნოდია იყო, ეს შავისაა თუ თეთრისო? - თეთრისო, - უპასუხა ქალბატონმა სოფიომ. მოკლე გასაუბრების შემდეგ ბატონმა კონსტანტინემ კოლხურ კოშკში, საუზმეზე მიმიპატიჟა. მითხრა: ზუსტად 12 საათზე მოდიო. თათიას დედამ გამაფრთხილა, - ზუსტად 12 საათზე მიდი, თორემ 5 წუთით ადრე ან გვიან რომ მიხვიდე, კარს არ გაგიღებსო. სამი დღე ვვარჯიშობდი, რომ ვერის ბაზრიდან კოლხურ კოშკამდე მისასვლელი დრო ზუსტად განმესაზღვრა. კვირას, ზუსტად 12 საათზე დავაჭირე ხელი კოლხური კოშკის ზარის ღილაკს. სასტუმრო ოთახში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი კაცი შემიძღვა. ბატონი კონსტანტინე წამოდგა და ხელი ჩამომართვა. ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარია! ბევრ საინტერესო თემაზე მესაუბრა. მიამბო, როგორ ასწავლა დედამ წერა-კითხვა და სამშობლოს სიყვარული, რა გავლენა იქონია მასზე ბავშვობაში დედის წაკითხულმა შიო არაგვისპირელის "მიწამ".

- შიო არაგვისპირელზე კიდევ, რა გიამბოთ?

- "დედას ვკითხე, არაგვისპირელი რა გვარია-მეთქი? მაშინ მეგონა, სამყარო მხოლოდ გამსახურდიებით, თოფურიებითა და ტყებუჩავებით იყო დასახლებული. დედამ მითხრა: ეს მისი ნამდვილი გვარი არ არის. ძია შიო დიდი მდინარის, არაგვის პირას დაიბადა და არაგვისპირელიც ამიტომ დაირქვაო. მაშინ გულში ჩავიდე, რომ დიდი არაგვის პირას დაბადებული ძია შიოსთვის პატარა მდინარე ტობას პირას დაბადებულ კონსტანტინეს უნდა მეჯობნა", - აი, ასეთი რამ მიამბო ბატონმა კოწიამ. მისმა ნაამბობმა და ზოგადად, მასთან საუბარმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია...

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია