პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება
ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება

ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით

2 მლნ ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. ჯერ კი­დევ 2003 წელს ბრი­ტა­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ის კვლე­ვე­ბის შე­დე­გად, თბი­ლი­სი ევ­რო­პა­ში ყვე­ლა­ზე და­ბინ­ძუ­რე­ბულ დე­და­ქა­ლა­ქად აღი­ა­რეს. ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა­ში 90% მან­ქა­ნე­ბის წი­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით თბი­ლის­ში ტრან­სპორ­ტის 40% მოძ­რა­ობს. სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი მან­ქა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი ფილტრი, რო­მე­ლიც მავ­ნე გა­მო­ნა­ბოლ­ქვს მი­ნი­მუ­მამ­დე ამ­ცი­რებს. ასე­თი მან­ქა­ნა 15-ჯერ მეტი რა­ო­დე­ნო­ბით მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბას აფ­რქვევს. თბი­ლის­ში, ქა­ლა­ქის მო­ცუ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, 11 საწ­ვა­ვის შემ­მოწ­მე­ბე­ლი პუნ­ქტი უნდა იყოს, თუმ­ცა მხო­ლოდ 2-ია.

ყვე­ლა მხა­რე მხო­ლოდ ერთ სა­კი­თხზე თან­ხმდე­ბა - თბი­ლი­სი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შეა, მაგ­რამ სა­ვა­ლა­ლოა პრობ­ლე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცე­სი - იმის ნაც­ვლად, რომ ახა­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი იქ­მნე­ბო­დეს და არ­სე­ბუ­ლი ფარ­თოვ­დე­ბო­დეს, "ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის" მო­ტი­ვით ათას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი კვლავ იჩე­ხე­ბა...

ამ მი­ზე­ზით გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ექ­სპერ­ტე­ბი და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრის, ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მას ითხო­ვენ. გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტის, ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის აზ­რით, გა­რე­მოს დაც­ვის პო­ლი­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­ში არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კი­სა­გან, ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე ვერ ახერ­ხებს და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა - იცხოვ­როს ჯან­მრთელ გა­რე­მო­ში.

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, გა­რე­მოს დაც­ვის სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტი, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი:

- თბი­ლი­სი ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შეა, რაც პირ­ველ რიგ­ში, ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. ასეთ პი­რო­ბებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ნარ­გა­ვე­ბის არ­სე­ბო­ბას, დაც­ვას და მათ მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მას­შტა­ბე­ბის გაზ­რდას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლამ­დე, მე­ტად აქ­ტი­უ­რობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ კი

გიგი უგუ­ლა­ვა­სა და სხვებ­თან ერ­თად დიდი ფუ­ლის მი­ღე­ბა და­ი­წყო ჩვე­ნი სა­არ­სე­ბო გა­რე­მო­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ხარ­ჯზე. მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო ფარ­თო მას­შტა­ბი მი­ი­ღო ხე­ე­ბის მოჭ­რის ნე­ბარ­თვე­ბის უკა­ნო­ნო გა­ცე­მამ. ჯერ კი­დევ 2002 წელს სა­ა­კაშ­ვი­ლის ოპო­ზი­ცი­ა­ში ყოფ­ნის დროს იყო მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ბა­ღე­ბის, პარ­კე­ბის, სპორ­ტულ-სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი­სა და სკვე­რე­ბის გას­ხვი­სე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ასე­ვე - ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ხე­ე­ბის გა­ჩე­ხა. არა­ვის უგია პა­სუ­ხი ამ კა­ნო­ნის მრა­ვალ­გზის დარ­ღვე­ვის­თვის და არც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სთხო­ვენ ვინ­მეს ამის­თვის პა­სუხს.

- თუ შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თი რომ გვი­თხრათ...

- ფაქ­ტი ძა­ლი­ან ბევ­რია. სა­ბურ­თა­ლო­ზე, გუდ­ვი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ფიჭ­ვე­ბი გა­ი­ჩე­ხა რამ­დე­ნი­მე თვის წინ. ერთხელ შე­ვა­ჩე­რეთ, მაგ­რამ რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მათ პა­სუ­ხი არ მოს­თხო­ვეს, და­წყე­ბუ­ლი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნეს - მშე­ნებ­ლო­ბაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ამ ად­გი­ლის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს გა­ი­ჩე­ხა ასე­ვე ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის ფიჭვნა­რი. იგი­ვე მოხ­და მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­სა და ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, გა­ი­ჩე­ხა 57-ე სკო­ლის უკა­ნა ეზო, გა­ი­ჩე­ხა და ლუ­დის ბარი გა­იხ­სნა 58-ე სკო­ლის ეზო­ში. ასა­თი­ა­ნის ქუჩა, წავ­კი­სი-კო­ჯრის ტყე­ე­ბი, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძალ­ზე ბევ­რია... იმა­საც გე­ტყვით, რომ ერთ-ერთი მშე­ნებ­ლო­ბის დროს და­მა­პა­ტიმ­რეს კი­დეც უკა­ნო­ნოდ - ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი იყო.

- თბი­ლი­სის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, ხე­ე­ბი არ იჩე­ხე­ბა, არა­მედ მათი გა­დარ­გვა ხდე­ბა...

- კუს ტბის ტე­რი­ტო­რია ერთ-ერთი უკა­ნას­კნე­ლი სა­და­ვო ტე­რი­ტო­რი­აა, ამი­ტომ, აქ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტაქ­ტი­კა გა­მო­ი­ყე­ნეს - არა მოჭ­რა­ზე, არა­მედ გა­დარ­გვა­ზე გას­ცეს ნე­ბარ­თვა. კონ­კრე­ტულ ხეს კონ­კრე­ტულ სივ­რცე­ში აქვს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ხის დაც­ვა გვმარ­თებს, მით უმე­ტეს - მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხე­ე­ბის. ხე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი, გა­დარ­გვი­სას, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ღუპ­ვის­თვი­საა გან­წი­რუ­ლი. ამ და­ნა­შა­უ­ლის ტვირ­თი უკვე ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც აწევს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ კან­ცე­ლა­რი­ას­თან გავ­მარ­თეთ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აქ­ცია და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მოვ­თხო­ვეთ, და­ა­ვალ­დე­ბუ­ლოს ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, შე­ას­რუ­ლონ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბა. პრო­კუ­რორ­მა პა­სუ­ხი უნდა მოს­თხო­ვოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ეკო­ცი­დის­თვის კონ­კრე­ტულ პი­რებს. ტე­ლე­ვი­ზი­ით, ჩემი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მე­ბის სე­რი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით (რო­მე­ლიც თა­ნა­წამ­ყვა­ნებ­თან ერ­თად მიმ­ყავ­და), რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვუ­წო­დე გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნისტრს, რომ თბი­ლი­სი­სა და სხვა ქა­ლა­ქე­ბის ეკო­ლო­გი­უ­რი გა­რე­მოს დაც­ვა ყო­ფი­ლი­ყო არა მხო­ლოდ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის, არა­მედ გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­ა­ში, რაც მან არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ერთ მე­სა­მედ­ზე მეტი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას ის და მისი ჯან­მრთე­ლო­ბა. ჩვენ მო­ვი­თხოვთ, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ქა­ლაქ თბი­ლი­სის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლო­ბას, ასე­ვე გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს.

- ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას ვინ­მე თუ გა­მო­ეხ­მა­უ­რა?

- მხო­ლოდ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე და გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. კონ­კრე­ტულ შე­დე­გებს ათი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. დღეს ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დგას. მო­ვუ­წო­დებთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, და­ინ­ტე­რეს­დეს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბით. ასე­ვე მო­ვი­თხოვთ მო­რა­ტო­რი­უ­მი გა­მო­ცხად­დეს ახა­ლი ნე­ბარ­თვე­ბის გა­ცე­მა­ზე, რად­გან ახ­ლაც გა­ი­ცე­მა ნე­ბარ­თვე­ბი ხე­ე­ბის გა­ჩე­ხა­ზე. თბი­ლი­სი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რად­გან აქ მა­ღა­ლია მი­წის ნაკ­ვე­თე­ბის ფასი, მო­ხე­ლე­ებს მეტი ინ­ტე­რე­სი აქვთ და კო­რუფ­ცი­ის მხრივ ბევ­რად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, ვიდ­რე მცი­რე ქა­ლა­ქებ­ში. მო­რა­ტო­რი­უმს ჯერ­ჯე­რო­ბით სა­მი­ნის­ტრომ არ და­უ­ჭი­რა მხა­რი.

- რო­მე­ლი­მე თქვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ?

- კო­მი­სი­აც კი არ შე­უქ­მნი­ათ. არა მარ­ტო სა­მი­ნის­ტროს, არა­მედ მთლი­ა­ნად, მოქ­მე­დი მთავ­რო­ბის დიდ ნა­წილს ბოლო პე­რი­ოდ­ში ექ­სპერ­ტე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა დას­ჩემ­დათ. სა­კუ­თარ სა­არ­ჩევ­ნო პროგ­რა­მას არ სცე­მენ პა­ტივს, არ ას­რუ­ლე­ბენ, ატყუ­ე­ბენ ამომ­რჩევ­ლებს, და­ნა­შა­ულ­ზე არ რე­ა­გი­რე­ბენ. რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა - ვი­ცხოვ­როთ ჯან­მრთელ და უსაფრ­თხო გა­რე­მო­ში - იყი­დე­ბა ფულ­ზე. გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­რე­მოს დაც­ვით უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი და არა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბით, მით უმე­ტეს, თუ ეს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შია.

ნი­კო­ლოზ მჟა­ვა­ნა­ძე, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე:

- გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში იგი­ვე პო­ლი­ტი­კა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც გოგა ხა­ჩი­ძის დროს იყო. ხა­ჩი­ძე ამ­ბობ­და, არ გვე­ხე­ბა სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბი და ამ სა­კი­თხზე ჩვენ ნუ მოგ­ვი­კი­თხავ­თო. იმა­ვეს ამ­ბობს ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე. ამის­თვის შევ­ცვა­ლეთ მი­ნის­ტრი?! ჩვე­ნი მო­თხოვ­ნაა, სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის სტა­ტუ­სის მოხ­სნა­ში ჩარ­თუ­ლი იყოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. თუ არ იქ­ნე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, მა­შინ უნდა შე­იც­ვა­ლოს მი­ნის­ტრი. მე­რია რო­გორც უნდა, ისე ახორ­ცი­ე­ლებს ცვლი­ლე­ბებს. როცა ხე­დავ, რომ შენი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის გა­რე­შე გა­რე­მოს დაც­ვის პო­ლი­ტი­კას არას­წო­რად წარ­მარ­თავ, ამა­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ უნდა მო­ახ­დი­ნო?! გა­რე­მოს დაც­ვის პო­ლი­ტი­კა სა­მი­ნის­ტრომ უნდა გან­სა­ზღვროს. გო­გა­ლა­ძე აღი­ა­რებს, რომ პრობ­ლე­მა სე­რი­ო­ზუ­ლია, მაგ­რამ არა­ფერს აკე­თებს, ეს კი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბაა. ყვე­ლა დიდი პარ­კი გა­ნად­გურ­და ფაქ­ტობ­რი­ვად. მა­გა­ლი­თის­თვის მხო­ლოდ ვა­კის პარ­კი და "მზი­უ­რი" კმა­რა. ჩვენ ახა­ლი სა­რეკ­რე­ა­ციო ზო­ნე­ბის შე­ნე­ბის­თვის მო­ვუ­წო­დებთ და ისი­ნი იმა­საც ან­გრე­ვენ, რაც არის. ახა­ლი მი­ნის­ტრით მი­ვი­ღეთ "ხა­ჩი­ძე 2". ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბა, აქვს დიდი წვლი­ლი გა­რე­მოს დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და მო­ვუ­წო­დებ მო­ი­კი­თხოს, რა ხდე­ბა გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში და რას აკე­თებს თა­ვად მი­ნის­ტრი.

ხა­თუ­ნა გო­გა­ლა­ძე, გა­რე­მოს დაც­ვის მი­ნის­ტრი:

- თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა შეშ­ფო­თე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ ბოლო ათწლე­უ­ლის მან­ძილ­ზე მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი და და­გეგ­მვას მოკ­ლე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის გამო დე­და­ქა­ლა­ქის გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ზო­ნე­ბი სამ­შე­ნებ­ლო ზო­ნე­ბად იქცა. სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა, რომ თბი­ლი­სის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ხში­რად მწვა­ნე ზო­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე ხდე­ბა. ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი ად­გი­ლი 5.6 კვმ-ს შე­ად­გენს თბი­ლის­ში, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ჩა­მორ­ჩე­ბა რო­გორც 80-იანი წლე­ბის მო­ნა­ცე­მებს, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ ნორ­მას. ბოლო პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბამ ბევ­რჯერ მოგ­ვმარ­თა მწვა­ნე ზო­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თხოვ­ნით. გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის და­გეგ­მვი­სას სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. მივ­მარ­თავთ თბი­ლი­სის მე­რი­ას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მვი­სას გა­ნი­ხი­ლონ ყვე­ლა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ვა­რი­ან­ტი და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღონ მწვა­ნე საფ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მი­სა­ღე­ბი პრო­ექ­ტე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ. ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მებ­ში ასა­ხუ­ლი უნდა იყოს და­მა­ტე­ბი­თი მწვა­ნე ზო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კი­თხიც. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მოხ­დეს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, თი­თო­ე­ულ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში. სა­მი­ნის­ტრო მზა­დაა, ითა­ნამ­შრომ­ლოს მე­რი­ას­თან, თა­ვი­სი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში.

გიგი უგუ­ლა­ვა, თბი­ლი­სის მერი:

- კუს ტბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბავ­შვთა მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი ცენ­ტრის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უპა­სუ­ხის­მგებ­ლო პო­ლი­ტი­კო­სებ­თან არაფ­რის მომ­ცე­მი და­ვის ნაც­ვლად გან­ვმარ­ტავ, რომ აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ მიმ­დი­ნა­რე­ობს ხე­ე­ბის გა­ჩე­ხა, ხდე­ბა მხო­ლოდ ბუჩ­ქო­ვა­ნი ნარ­გა­ვე­ბის გა­დარ­გვა და პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის და­მა­ტე­ბი­თი ნარ­გა­ვე­ბით გამ­წვა­ნე­ბა. კუს ტბის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბუ­ლი 2 500 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა 2011 წელს, აუქ­ცი­ო­ნის წე­სით, 650.000 ლა­რად შპს "ემ ჯგუ­ფი ინფო"-ზე გას­ხვის­და, რო­მელ­საც შემ­დეგ შპს "კო­ლო­რი­ტი" ჩა­ე­ნაც­ვლა. ინ­ვეს­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლია, ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ა­წყოს ბავ­შვთა გა­სარ­თო­ბი და სა­ო­ჯა­ხო ტი­პის მო­სას­ვე­ნე­ბე­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა. ასე­ვე გა­ა­რე­მონ­ტოს ე.წ. "ციყ­ვე­ბის ატ­რაქ­ცი­ო­ნი" და უზ­რუნ­ველ­ყოს ტე­რი­ტო­რი­ის შემ­დგო­მი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ეს პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით, არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მი­უ­ყე­ნებ­ლად, ხოლო პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქა­ლაქს შე­ე­მა­ტე­ბა კი­დევ ერთი კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზონა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება

ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი თბილისი კვლავ იჩეხება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად დაახლოებით

2 მლნ ადამიანი იღუპება. ჯერ კიდევ 2003 წელს ბრიტანული კომპანიის კვლევების შედეგად, თბილისი ევროპაში ყველაზე დაბინძურებულ დედაქალაქად აღიარეს. ჰაერის დაბინძურებაში 90% მანქანების წილია. საქართველოს მასშტაბით თბილისში ტრანსპორტის 40% მოძრაობს. საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი მანქანების უმრავლესობას არ აქვს სპეციალური ფილტრი, რომელიც მავნე გამონაბოლქვს მინიმუმამდე ამცირებს. ასეთი მანქანა 15-ჯერ მეტი რაოდენობით მავნე ნივთიერებას აფრქვევს. თბილისში, ქალაქის მოცულობის მიხედვით, 11 საწვავის შემმოწმებელი პუნქტი უნდა იყოს, თუმცა მხოლოდ 2-ია.

ყველა მხარე მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდება - თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, მაგრამ სავალალოა პრობლემის განხორციელების პროცესი - იმის ნაცვლად, რომ ახალი რეკრეაციული ზონები იქმნებოდეს და არსებული ფართოვდებოდეს, "ურბანული განვითარების" მოტივით ათასწლოვანი ხეები კვლავ იჩეხება...

ამ მიზეზით გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გარემოს დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტის, ლაშა ჩხარტიშვილის აზრით, გარემოს დაცვის პოლიტიკა საქართველოში არაფრით განსხვავდება წინა ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკისაგან, ხათუნა გოგალაძე ვერ ახერხებს დაიცვას თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება - იცხოვროს ჯანმრთელ გარემოში.

ლაშა ჩხარტიშვილი, გარემოს დაცვის საკითხების ექსპერტი, უფლებადამცველი:

- თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა, რაც პირველ რიგში, ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ნარგავების არსებობას, დაცვას და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების მასშტაბების გაზრდას. მიხეილ სააკაშვილი, ხელისუფლებაში მოსვლამდე, მეტად აქტიურობდა ამ მიმართულებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი

გიგი უგულავასა და სხვებთან ერთად დიდი ფულის მიღება დაიწყო ჩვენი საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობის ხარჯზე. მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო ფართო მასშტაბი მიიღო ხეების მოჭრის ნებართვების უკანონო გაცემამ. ჯერ კიდევ 2002 წელს სააკაშვილის ოპოზიციაში ყოფნის დროს იყო მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც ბაღების, პარკების, სპორტულ-სათამაშო მოედნებისა და სკვერების გასხვისება აკრძალული იყო, ასევე - ამ ტერიტორიებზე ხეების გაჩეხა. არავის უგია პასუხი ამ კანონის მრავალგზის დარღვევისთვის და არც ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები სთხოვენ ვინმეს ამისთვის პასუხს.

- თუ შეიძლება, რამდენიმე კონკრეტული მაგალითი რომ გვითხრათ...

- ფაქტი ძალიან ბევრია. საბურთალოზე, გუდვილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარსაუკუნოვანი ფიჭვები გაიჩეხა რამდენიმე თვის წინ. ერთხელ შევაჩერეთ, მაგრამ რადგან სამართალდამცავებმა მათ პასუხი არ მოსთხოვეს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს - მშენებლობაც განახორციელეს. ამ ადგილის მოპირდაპირე მხარეს გაიჩეხა ასევე ნახევარი საუკუნის ფიჭვნარი. იგივე მოხდა მეცხრე საავადმყოფოსა და ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებზე, გაიჩეხა 57-ე სკოლის უკანა ეზო, გაიჩეხა და ლუდის ბარი გაიხსნა 58-ე სკოლის ეზოში. ასათიანის ქუჩა, წავკისი-კოჯრის ტყეები, ჩამონათვალი ძალზე ბევრია... იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთი მშენებლობის დროს დამაპატიმრეს კიდეც უკანონოდ - ეს საქართველოში პირველი პრეცედენტი იყო.

- თბილისის მერის განცხადებით, ხეები არ იჩეხება, არამედ მათი გადარგვა ხდება...

- კუს ტბის ტერიტორია ერთ-ერთი უკანასკნელი სადავო ტერიტორიაა, ამიტომ, აქ განსხვავებული ტაქტიკა გამოიყენეს - არა მოჭრაზე, არამედ გადარგვაზე გასცეს ნებართვა. კონკრეტულ ხეს კონკრეტულ სივრცეში აქვს თავისი დანიშნულება. თითოეული ხის დაცვა გვმართებს, მით უმეტეს - მრავალწლიანი ხეების. ხეების დიდი ნაწილი, გადარგვისას, ფაქტობრივად, დაღუპვისთვისაა განწირული. ამ დანაშაულის ტვირთი უკვე ახალ ხელისუფლებასაც აწევს. რამდენიმე დღის წინ კანცელარიასთან გავმართეთ გამაფრთხილებელი აქცია და პრემიერ-მინისტრს მოვთხოვეთ, დაავალდებულოს ხათუნა გოგალაძე და მთავარი პროკურორი, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. პროკურორმა პასუხი უნდა მოსთხოვოს ქართველი ხალხის ეკოციდისთვის კონკრეტულ პირებს. ტელევიზიით, ჩემი საავტორო გადაცემების სერიის საშუალებით (რომელიც თანაწამყვანებთან ერთად მიმყავდა), რამდენჯერმე მოვუწოდე გარემოს დაცვის მინისტრს, რომ თბილისისა და სხვა ქალაქების ეკოლოგიური გარემოს დაცვა ყოფილიყო არა მხოლოდ თვითმმართველობის, არამედ გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციაში, რაც მან არ განახორციელა. საქართველოს მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტი თბილისში ცხოვრობს და გარემოს დაცვის მინისტრი ვალდებულია, დაიცვას ის და მისი ჯანმრთელობა. ჩვენ მოვითხოვთ, ჩამოყალიბდეს ქალაქ თბილისის გარემოს დაცვის კომიტეტი, რომელიც დაექვემდებარება როგორც თვითმმართველობას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს.

- ამ ინიციატივას ვინმე თუ გამოეხმაურა?

- მხოლოდ გუგული მაღრაძე და გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურნენ. კონკრეტულ შედეგებს ათი თვის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ. დღეს ხათუნა გოგალაძის პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს, დაინტერესდეს ამ მიმართულებით პროკურატურისა და გარემოს დაცვის სამინისტროს საქმიანობით. ასევე მოვითხოვთ მორატორიუმი გამოცხადდეს ახალი ნებართვების გაცემაზე, რადგან ახლაც გაიცემა ნებართვები ხეების გაჩეხაზე. თბილისი არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან აქ მაღალია მიწის ნაკვეთების ფასი, მოხელეებს მეტი ინტერესი აქვთ და კორუფციის მხრივ ბევრად მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე მცირე ქალაქებში. მორატორიუმს ჯერჯერობით სამინისტრომ არ დაუჭირა მხარი.

- რომელიმე თქვენი რეკომენდაცია თუ გაითვალისწინა გარემოს დაცვის სამინისტრომ?

- კომისიაც კი არ შეუქმნიათ. არა მარტო სამინისტროს, არამედ მთლიანად, მოქმედი მთავრობის დიდ ნაწილს ბოლო პერიოდში ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების დასაბუთებული რეკომენდაციების იგნორირება დასჩემდათ. საკუთარ საარჩევნო პროგრამას არ სცემენ პატივს, არ ასრულებენ, ატყუებენ ამომრჩევლებს, დანაშაულზე არ რეაგირებენ. რჩება შთაბეჭდილება, რომ მოქალაქეების უფლება - ვიცხოვროთ ჯანმრთელ და უსაფრთხო გარემოში - იყიდება ფულზე. გარემოს დაცვის მინისტრი გარემოს დაცვით უნდა იყოს დაკავებული და არა ინვესტიციებით, მით უმეტეს, თუ ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ნიკოლოზ მჟავანაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე:

- გარემოს დაცვის სამინისტროში იგივე პოლიტიკა ხორციელდება, რაც გოგა ხაჩიძის დროს იყო. ხაჩიძე ამბობდა, არ გვეხება სარეკრეაციო ზონები და ამ საკითხზე ჩვენ ნუ მოგვიკითხავთო. იმავეს ამბობს ხათუნა გოგალაძე. ამისთვის შევცვალეთ მინისტრი?! ჩვენი მოთხოვნაა, სარეკრეაციო ზონების სტატუსის მოხსნაში ჩართული იყოს გარემოს დაცვის სამინისტრო. თუ არ იქნება საკანონმდებლო ინიციატივები, მაშინ უნდა შეიცვალოს მინისტრი. მერია როგორც უნდა, ისე ახორციელებს ცვლილებებს. როცა ხედავ, რომ შენი უწყების ჩართულობის გარეშე გარემოს დაცვის პოლიტიკას არასწორად წარმართავ, ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინო?! გარემოს დაცვის პოლიტიკა სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. გოგალაძე აღიარებს, რომ პრობლემა სერიოზულია, მაგრამ არაფერს აკეთებს, ეს კი დანაშაულებრივი გულგრილობაა. ყველა დიდი პარკი განადგურდა ფაქტობრივად. მაგალითისთვის მხოლოდ ვაკის პარკი და "მზიური" კმარა. ჩვენ ახალი სარეკრეაციო ზონების შენებისთვის მოვუწოდებთ და ისინი იმასაც ანგრევენ, რაც არის. ახალი მინისტრით მივიღეთ "ხაჩიძე 2". ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უყვარს ბუნება, აქვს დიდი წვლილი გარემოს დაცვის მიმართულებით და მოვუწოდებ მოიკითხოს, რა ხდება გარემოს დაცვის სამინისტროში და რას აკეთებს თავად მინისტრი.

ხათუნა გოგალაძე, გარემოს დაცვის მინისტრი:

- თბილისის მოსახლეობა შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბოლო ათწლეულის მანძილზე მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ზონები სამშენებლო ზონებად იქცა. სამწუხარო რეალობაა, რომ თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების შემცირების ხარჯზე ხდება. ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5.6 კვმ-ს შეადგენს თბილისში, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების მონაცემებს, ასევე არსებული კანონმდებლობით დადგენილ ნორმას. ბოლო პერიოდში მოსახლეობამ ბევრჯერ მოგვმართა მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების თხოვნით. გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულია, ურბანული განვითარების დაგეგმვისას სათანადო ყურადღება მიექცეს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მივმართავთ თბილისის მერიას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას განიხილონ ყველა ალტერნატიული ვარიანტი და გადაწყვეტილება მიიღონ მწვანე საფრის შენარჩუნების თვალსაზრისით, მისაღები პროექტების სასარგებლოდ. ურბანული განვითარების გეგმებში ასახული უნდა იყოს დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხიც. გადაწყვეტილების მიღება მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში. სამინისტრო მზადაა, ითანამშრომლოს მერიასთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

გიგი უგულავა, თბილისის მერი:

- კუს ტბის ტერიტორიაზე ბავშვთა მოსასვენებელი ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებთან არაფრის მომცემი დავის ნაცვლად განვმარტავ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ხეების გაჩეხა, ხდება მხოლოდ ბუჩქოვანი ნარგავების გადარგვა და პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება ტერიტორიის დამატებითი ნარგავებით გამწვანება. კუს ტბის მიმდებარედ არსებული 2 500 კვმ მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონა 2011 წელს, აუქციონის წესით, 650.000 ლარად შპს "ემ ჯგუფი ინფო"-ზე გასხვისდა, რომელსაც შემდეგ შპს "კოლორიტი" ჩაენაცვლა. ინვესტორი ვალდებულია, ამ ტერიტორიაზე მოაწყოს ბავშვთა გასართობი და საოჯახო ტიპის მოსასვენებელი რეკრეაციული ზონა. ასევე გაარემონტოს ე.წ. "ციყვების ატრაქციონი" და უზრუნველყოს ტერიტორიის შემდგომი მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, ეს პროექტი ხორციელდება კანონის სრული დაცვით, არსებული გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს შეემატება კიდევ ერთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული ზონა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია