მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პედოფილების დამცველი პროკურორები და დაუსჯელობის ზეიმი
პედოფილების დამცველი პროკურორები და დაუსჯელობის ზეიმი

ბოლო დროს გახ­ში­რე­ბუ­ლი პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ კი­დევ უფრო მო­ექ­ცა, რაც კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის­თვის მო­სა­მარ­თლე­ებ­მა საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის თა­ნახ­მად, დამ­ნა­შა­ვე­ებს გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბე­ბის­თვის კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, ისე­დაც მი­ზე­რუ­ლი სას­ჯე­ლი მი­ნი­მუ­მამ­დე და­უყ­ვა­ნეს. 65 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც აღი­ა­რა, რომ 4 წლის მე­ზო­ბელ გო­გო­ნას­თან გა­უ­კუღ­მარ­თე­ბულ ქმე­დე­ბას სჩა­დი­ო­და, მხო­ლოდ 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით "და­ის­ჯე­ბა", 46 წლის მა­მა­კა­ცი კი, რო­მელ­მაც თა­ნა­სოფ­ლე­ლი 10 წლის ბიჭი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა - 1,5 წლით.

ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხალ­ხი მი­იჩ­ნევს, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ცი­ხე­ში აუ­ცი­ლებ­ლად ხან­გრძლი­ვი დრო­ით უნდა აღ­მოჩ­ნდნენ და უმ­კაც­რე­სად და­ი­სა­ჯონ, რათა მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი არ "წა­ხა­ლის­დეს" და კი­დევ უფრო არ გახ­შირ­დეს. მომ­ხდარ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ორი­ვე საქ­მის ბრალ­დე­ბის მხა­რის პრო­კუ­რორს - თინა ზუ­ბაშ­ვილს ვთხო­ვე. მისი თქმით, ვი­ნა­ი­დან გო­გო­ნას შემ­თხვე­ვა­ში ბრალ­დე­ბულს ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი არ და­უ­დას­ტურ­და, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, მუხ­ლი შე­ეც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მცი­რე­წლო­ვან­თან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნის­თვის კა­ნო­ნი 2 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი - მხო­ლოდ 3 წლით.

თინა ზუ­ბაშ­ვი­ლი:

- ოთხი წლის გო­გო­ნას შემ­თხვე­ვა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტი ან სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ეს გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა იყო, რაც თუ არ ვცდე­ბი, მაქ­სი­მუმ ორი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. შვე­ბუ­ლე­ბა­ში გახ­ლა­ვართ, სამ­სა­ხურ­ში არ ვარ და ზუს­ტად არ მახ­სოვს. ბრალ­დე­ბუ­ლი ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცია, ამი­ტომ მი­ე­სა­ჯა 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა. მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­უ­ბა­რია მა­მა­კაც­სა და 10 წლის ბიჭ­ზე, ბრა­ლად ერთი წელი და ექ­ვსი თვე გა­ნი­სა­ზღვრა.

- რა­ტომ არ მი­ე­სა­ჯა ამ ადა­მი­ა­ნებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი? რო­დე­საც ამ ასა­კის მა­მა­კა­ცე­ბი მსგავს უხამს ქმე­დე­ბებს სჩა­დი­ან, რაც, შე­საძ­ლოა, მათ­თვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ იყო, ნორ­მა­ლუ­რი ფსი­ქი­კის არ­ქო­ნა­ზე მი­უ­თი­თებს და ზნე­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სი­თაც მი­უ­ღე­ბე­ლია. თქვენ კი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავთ, რომ 65 წლის მა­მა­კა­ცის­თვის 6 თვე ზო­მი­ე­რი სას­ჯე­ლია.

- დიახ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზო­მი­ე­რი სას­ჯე­ლია, მუხ­ლი ამა­ზე მეტ სას­ჯელს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს. ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე სხვა არაფ­რის თქმა არ შე­მიძ­ლია.

- შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მსგავს საქ­მე­ებ­ზე საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა არ შედ­გეს? ასე­თი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ და ფაქ­ტობ­რი­ვად, და­უს­ჯე­ლო­ბამ, შე­საძ­ლოა, პე­დო­ფი­ლი­ის "წა­ხა­ლი­სე­ბა" გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, ფაქ­ტია, არც ის "მაქ­სი­მა­ლუ­რი" სას­ჯე­ლე­ბი - 2 და 3 წე­ლია ადეკ­ვა­ტუ­რი.

- კა­ნო­ნი არ კრძა­ლავს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას, ამა­ში უკა­ნო­ნო არა­ფე­რია. ჩემი გან­სჯის სა­გა­ნი არ არის, შე­იძ­ლე­ბა თუ არა საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბის გა­ფორ­მე­ბა. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ზე, ნე­ბის­მი­ერ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ფორმ­დეს, საქ­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე, გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე და სა­ბო­ლოო სი­ტყვის თქმამ­დე. ეს ისე­თი თე­ო­რი­უ­ლი სა­კი­თხია, რომ მხო­ლოდ სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვი­უ­თი ვერ ამო­ი­წუ­რე­ბა.

- რა­ტომ უნდა და­ინ­დოს კა­ნონ­მა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი? რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა, იმ პი­როვ­ნე­ბამ იგი­ვე ან უა­რე­სი ქმე­დე­ბა ჩა­ი­დი­ნოს და სხვა ბავ­შვის ფსი­ქი­კა და­ან­გრი­ოს.

- კა­ნო­ნი მეტ სას­ჯელს არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და ამა­ზე ზე­მოთ ხომ ვერ წა­ვალთ? ეს სან­ქცი­ის ფარ­გლე­ბია.

- ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით, თქვენ ეს ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ? რამ­დე­ნი­მე თვე­ში ის მა­მა­კა­ცი კვლავ იმ ბავ­შვის მე­ზობ­ლად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას, რაც, რა თქმა უნდა, მო­ზარდს კვლავ სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­აგ­დებს.

- რა­ღაც მო­მენ­ტში ალ­ბათ ასეა, მაგ­რამ მუხ­ლი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად იქნა მი­ყე­ნე­ბუ­ლი, რა­საც სან­ქცი­ის კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს და სას­ჯე­ლიც მის ფარ­გლებ­ში გა­ნი­სა­ზღვრა.

- რო­გო­რი იყო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა?

- საქ­მის დე­ტა­ლე­ბის თქმის უფ­ლე­ბა არ მაქვს.

- გა­სა­გე­ბია თქვე­ნი პო­ზი­ცია.

შარ­შან ზა­ფხულს, 9 წლის მო­ზარ­დთან გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის გამო და­კა­ვე­ბუ­ლი 57 წლის მა­მა­კა­ცის საქ­მი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით და პრო­კუ­რორს -

ნა­თია მუ­ხი­აშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დი:

- საქ­მე ძი­ე­ბა­შია, სა­სა­მარ­თლო­შია წარ­მარ­თუ­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ობს არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ამ ეტაპ­ზე არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ვერც მსგავს ფაქ­ტებ­ზე გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს, რად­გან კომ­პე­ტენ­ტუ­რი არ ვარ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სას­ჯელს მო­სა­მარ­თლე აწე­სებს და არც იმ საქ­მე­ე­ბის ში­ნა­არ­სი ვიცი.

გვან­ცა გურ­გე­ნი­ძე, თსუ-ის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტი:

- გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა - აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში 141-ე მუხ­ლი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და სხვა სქე­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის­გან გან­სხვავ­დე­ბა. ეს გან­სხვა­ვე­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბის დროს, დამ­ნა­შა­ვე და­ზა­რა­ლე­ბულ­თან სქე­სობ­რივ კონ­ტაქტს არ ამ­ყა­რებს, იგი მის გარ­ყვნას სხვა ქმე­დე­ბით ახ­დენს. ასე­თი ქმე­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი. ფი­ზი­კუ­რი გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ვლინ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რის თან­დას­წრე­ბით სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა­ში, სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის რა­ი­მე ზე­მოქ­მე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სხვა პირ­თან, ან სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე. ასე­ვე, თუ დამ­ნა­შა­ვე 16 წელს მი­უღ­წე­ველ პირს ას­წავ­ლის, თუ რო­გორც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სა­კუ­თარ სხე­ულ­ზე გარ­ყვნი­ლი ქმე­დე­ბა ან/და ხე­ლით ეხე­ბა მისი სხე­უ­ლის ერო­გე­ნულ ად­გი­ლებს. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას, ამ დროს დამ­ნა­შა­ვე თვი­თონ კი არ ახორ­ცი­ე­ლებს რა­ი­მე სა­ხის გარ­ყვნილ ქმე­დე­ბას, არა­მედ იგი სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით აც­ნობს 16 წელს მი­უღ­წე­ველს სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის ისეთ დე­ტა­ლებს, რა­მაც შე­საძ­ლოა, მო­ზარ­დში სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა გა­მო­იწ­ვი­ოს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, რო­გორც დამ­ნა­შა­ვის მხრი­დან ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე სა­უბ­რის წარ­მარ­თვით, ასე­ვე და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი­სათ­ვის პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის ჩვე­ნე­ბით. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი 16 წელს მი­უღ­წე­ვე­ლი პი­რია. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი ის­ჯე­ბა გა­მას­წო­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­თი, ვა­დით ერთ წლამ­დე ან/და თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით, ვა­დით ორ წლამ­დე.

მომ­ხდარ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თგვა­რო­ვა­ნია, უმე­ტე­სო­ბის აზ­რით, დამ­ნა­შა­ვე­თათ­ვის გა­მო­ტა­ნი­ლი სას­ჯე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რია.

ხა­თუ­ნა გრძე­ლიშ­ვი­ლი, ეკო­ნო­მის­ტი, 46 წლის:

- სა­სა­მარ­თლოს მხრი­დან ასე­თი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ ასეთ გარ­ყვნილ ადა­მი­ანს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბას მი­ვუს­ჯი­დი. ფაქ­ტია, რომ 65 წლის კაცი მსგავს ქმე­დე­ბას გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რებ­ლად არ სჩა­დის. ის ავად­მყო­ფია და კვლა­ვაც გა­ი­მე­ო­რებს. ერთი ბავ­შვის ცხოვ­რე­ბა და ფსი­ქი­კა ხომ უკვე და­ან­გრია, შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვალ­ში სხვაც "იმ­სხვერ­პლოს". ამი­ტომ, მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს, რომ ეს სხვე­ბის­თვი­საც სა­მა­გა­ლი­თო გახ­დეს! ვფიქ­რობ, ასე­თი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი თა­ვი­ანთ ად­გი­ლებ­ზე არ უნდა იყ­ვნენ. დიდი ხნის წინ, ერთი ჩემი ნაც­ნო­ბი მო­სა­მარ­თლე გარ­კვე­უ­ლი წნე­ხის ქვეშ მო­ექ­ცა და ისეთ რა­ღა­ცას აი­ძუ­ლებ­დნენ, რისი გა­კე­თე­ბაც ადა­მი­ა­ნურ პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და. ამის გამო, ორ­ჯერ ინ­ფარ­ქტიც კი გა­და­ი­ტა­ნა, ამი­ტომ, გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა და წა­მო­ვი­და. ჩემი აზ­რით, რო­დე­საც საქ­მე ბავ­შვებ­ზე ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და პრო­კუ­რო­რე­ბი ლმო­ბი­ე­რე­ბი და დამთმო­ბე­ბი არ უნდა იყ­ვნენ. საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა არ უნდა ხდე­ბო­დეს. ერთი მა­გა­ლი­თი რომ იქ­ნე­ბა მკაც­რად დას­ჯის, სხვე­ბი ვე­ღარ გა­ბე­და­ვენ. ბი­ჭის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის­თვის თუ მა­მა­კა­ცი სა­თა­ნა­დოდ არ და­ი­სა­ჯა, ჩვე­ნი საშ­ვე­ლი აღარ ყო­ფი­ლა...

თა­ვი­ანთ აზრს სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტა­ლის - "ამ­ბე­ბი.ჯი"-ს მკი­თხვე­ლე­ბიც აფიქ­სი­რე­ბენ:

SHARK:

- რა 6 თვე და 1 წელი?! პე­დო­ფი­ლებს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა! პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მა­ინც იქ­ნე­ბა ეს გა­მო­სა­დე­გი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვზე მო­ძა­ლა­დე არა­ა­და­მი­ანს ასე­თი სა­სა­ცი­ლო სას­ჯე­ლი შე­უ­ფარ­დო? გა­მო­ვა და კი­დევ ბევრ ბავ­შვს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებს, მერე რა პა­სუხს გას­ცემთ მათ მშობ­ლებს? პე­დო­ფი­ლი ყო­ველ­თვის გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის ბო­როტ ქმე­დე­ბას, ის და­ა­ვა­დე­ბუ­ლია. მთავ­რო­ბა რომ ბუ­სუ­სი­ან და ხი­ლის არო­მა­ტი­ან პრე­ზერ­ვა­ტი­ვებ­ზე ბჭობს, საქ­მეს მი­ხე­დონ, ჯო­ბია! ეს ნა­ძი­რა­ლე­ბი რომ გა­მოვ­ლენ, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი სა­მარ­თალს თა­ვი­სით მო­იყ­ვა­ნენ სის­რუ­ლე­ში, ესე­ნი კი მათ და­ი­ჭე­რენ და 15 წელს მი­უს­ჯი­ან. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, მი­ხე­დეთ თქვენს პა­ტა­რებს, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ მათ! კე­თი­ლი მე­ზო­ბე­ლიც კი შე­საძ­ლოა, მო­ძა­ლა­დედ მო­გევ­ლი­ნოთ.

მე­რა­ბი:

- "ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა არ გა­მოვ­ლინ­და", რას ნიშ­ნავს?! 4 წლის ბავ­შვი კა­ბას შე­მო­ი­ხევ­და, თვალს ჩა­ი­ლურ­ჯებ­და და მერე, ზო­გი­ერ­თი შან­ტა­ჟის­ტი ქა­ლი­ვით პო­ლი­ცი­ა­ში გა­იქ­ცე­ო­და? ამ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი­სა და პრო­კუ­რო­რე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია გა­და­სა­ხე­დია!

ია:

- პრო­კუ­რო­რი რომ ამ­ბობს, ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა არ გა­მოვ­ლინ­დაო, მცი­რე­წლო­ვან­თან სწო­რედ ეს არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ძა­ლა­დო­ბა არ არის სა­ჭი­რო, რომ მაგ ასა­კის ბავ­შვი ასეთ საქ­მე­ში ჩა­ით­რიო, რად­გან ის ისე­დაც ვერ ხვდე­ბა, რა ხდე­ბა. თუ ძა­ლა­დო­ბა არ იყო, უნდა ვი­გუ­ლის­ხმოთ, რომ ბავ­შვი თვი­თონ და­თან­ხმდა? რა სი­სუ­ლე­ლეა ეს ყვე­ლა­ფე­რი? არის თუ არა ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი, დამ­ნა­შა­ვე მა­ინც მკაც­რად უნდა და­ი­სა­ჯოს!

რო­გორც ვხე­დავთ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ძა­ლი­ან მწვა­ვეა, თუმ­ცა იუ­რის­ტე­ბი მა­ინც კა­ნო­ნის ენით სა­უბ­რო­ბენ და არ მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მსგავ­სი ქმე­დე­ბის ჩამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ცი­ხე­ში უფრო დიდი ხნით უნდა გა­ამ­წე­სონ, რათა შემ­დგომ­ში კი­დევ მეტი ადა­მი­ა­ნის მო­მა­ვა­ლი არ შე­ი­წი­რონ.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პედოფილების დამცველი პროკურორები და დაუსჯელობის ზეიმი

პედოფილების დამცველი პროკურორები და დაუსჯელობის ზეიმი

ბოლო დროს გახშირებული პედოფილიის შემთხვევები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ კიდევ უფრო მოექცა, რაც კახეთში მომხდარი ფაქტებისთვის მოსამართლეებმა საპროცესო გარიგების თანახმად, დამნაშავეებს გარყვნილი ქმედებებისთვის კანონით გათვალისწინებული, ისედაც მიზერული სასჯელი მინიმუმამდე დაუყვანეს. 65 წლის მამაკაცი, რომელმაც აღიარა, რომ 4 წლის მეზობელ გოგონასთან გაუკუღმართებულ ქმედებას სჩადიოდა, მხოლოდ 6 თვით თავისუფლების აღკვეთით "დაისჯება", 46 წლის მამაკაცი კი, რომელმაც თანასოფლელი 10 წლის ბიჭი გააუპატიურა - 1,5 წლით.

ამ ფაქტმა საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ხალხი მიიჩნევს, რომ დამნაშავეები ციხეში აუცილებლად ხანგრძლივი დროით უნდა აღმოჩნდნენ და უმკაცრესად დაისაჯონ, რათა მსგავსი ქმედებები არ "წახალისდეს" და კიდევ უფრო არ გახშირდეს. მომხდარზე კომენტარის გაკეთება ორივე საქმის ბრალდების მხარის პროკურორს - თინა ზუბაშვილს ვთხოვე. მისი თქმით, ვინაიდან გოგონას შემთხვევაში ბრალდებულს ძალადობის ფაქტი არ დაუდასტურდა, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მუხლი შეეცვალა. აღსანიშნავია, რომ მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის კანონი 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სქესობრივი კავშირის დამყარების შემთხვევაში კი - მხოლოდ 3 წლით.

თინა ზუბაშვილი:

- ოთხი წლის გოგონას შემთხვევაში გაუპატიურების ფაქტი ან სქესობრივი კავშირი არ დაფიქსირებულა, ეს გარყვნილი ქმედება იყო, რაც თუ არ ვცდები, მაქსიმუმ ორი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შვებულებაში გახლავართ, სამსახურში არ ვარ და ზუსტად არ მახსოვს. ბრალდებული ასაკოვანი მამაკაცია, ამიტომ მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მეორე შემთხვევაში, როდესაც საუბარია მამაკაცსა და 10 წლის ბიჭზე, ბრალად ერთი წელი და ექვსი თვე განისაზღვრა.

- რატომ არ მიესაჯა ამ ადამიანებს მაქსიმალური სასჯელი? როდესაც ამ ასაკის მამაკაცები მსგავს უხამს ქმედებებს სჩადიან, რაც, შესაძლოა, მათთვის პირველი შემთხვევა არ იყო, ნორმალური ფსიქიკის არქონაზე მიუთითებს და ზნეობრივი თვალსაზრისითაც მიუღებელია. თქვენ კი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ 65 წლის მამაკაცისთვის 6 თვე ზომიერი სასჯელია.

- დიახ, აბსოლუტურად ზომიერი სასჯელია, მუხლი ამაზე მეტ სასჯელს არ ითვალისწინებს. ჩემს გადაწყვეტილებაზე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია.

- შესაძლებელია, რომ მსგავს საქმეებზე საპროცესო გარიგება არ შედგეს? ასეთი განაჩენის გამოტანამ და ფაქტობრივად, დაუსჯელობამ, შესაძლოა, პედოფილიის "წახალისება" გამოიწვიოს. თუმცა, ფაქტია, არც ის "მაქსიმალური" სასჯელები - 2 და 3 წელია ადეკვატური.

- კანონი არ კრძალავს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, ამაში უკანონო არაფერია. ჩემი განსჯის საგანი არ არის, შეიძლება თუ არა საპროცესო გარიგების გაფორმება. საპროცესო შეთანხმება ნებისმიერ საქმეზე, ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება გაფორმდეს, საქმის დასრულებამდე, განაჩენის გამოტანამდე და საბოლოო სიტყვის თქმამდე. ეს ისეთი თეორიული საკითხია, რომ მხოლოდ სატელეფონო ინტერვიუთი ვერ ამოიწურება.

- რატომ უნდა დაინდოს კანონმა ასეთი ადამიანები? რამდენიმე თვის შემდეგ, შესაძლოა, იმ პიროვნებამ იგივე ან უარესი ქმედება ჩაიდინოს და სხვა ბავშვის ფსიქიკა დაანგრიოს.

- კანონი მეტ სასჯელს არ ითვალისწინებს და ამაზე ზემოთ ხომ ვერ წავალთ? ეს სანქციის ფარგლებია.

- ადამიანური თვალსაზრისით, თქვენ ეს ნორმალურად მიგაჩნიათ? რამდენიმე თვეში ის მამაკაცი კვლავ იმ ბავშვის მეზობლად გააგრძელებს ცხოვრებას, რაც, რა თქმა უნდა, მოზარდს კვლავ სტრესულ სიტუაციაში ჩააგდებს.

- რაღაც მომენტში ალბათ ასეა, მაგრამ მუხლი კანონის შესაბამისად იქნა მიყენებული, რასაც სანქციის კანონი ითვალისწინებს და სასჯელიც მის ფარგლებში განისაზღვრა.

- როგორი იყო ექსპერტიზის დასკვნა?

- საქმის დეტალების თქმის უფლება არ მაქვს.

- გასაგებია თქვენი პოზიცია.

შარშან ზაფხულს, 9 წლის მოზარდთან გარყვნილი ქმედების გამო დაკავებული 57 წლის მამაკაცის საქმითაც დავინტერესდით და პროკურორს -

ნათია მუხიაშვილს დავუკავშირდი:

- საქმე ძიებაშია, სასამართლოშია წარმართული და მიმდინარეობს არსებითი განხილვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარი არ არის. როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ვერც მსგავს ფაქტებზე გავაკეთებ კომენტარს, რადგან კომპეტენტური არ ვარ. მოგეხსენებათ, სასჯელს მოსამართლე აწესებს და არც იმ საქმეების შინაარსი ვიცი.

გვანცა გურგენიძე, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი:

- გარყვნილი ქმედება - აღნიშნული დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 141-ე მუხლითაა გათვალისწინებული და სხვა სქესობრივი დანაშაულებისგან განსხვავდება. ეს განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ გარყვნილი ქმედების დროს, დამნაშავე დაზარალებულთან სქესობრივ კონტაქტს არ ამყარებს, იგი მის გარყვნას სხვა ქმედებით ახდენს. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური. ფიზიკური გარყვნილი ქმედება ვლინდება, მაგალითად, 16 წელს მიუღწეველი პირის თანდასწრებით სქესობრივი კავშირის დამყარებაში, სექსუალური ხასიათის რაიმე ზემოქმედების განხორციელებაში სხვა პირთან, ან საკუთარ სხეულზე. ასევე, თუ დამნაშავე 16 წელს მიუღწეველ პირს ასწავლის, თუ როგორც განახორციელოს საკუთარ სხეულზე გარყვნილი ქმედება ან/და ხელით ეხება მისი სხეულის ეროგენულ ადგილებს. რაც შეეხება ინტელექტუალურ გარყვნილ ქმედებას, ამ დროს დამნაშავე თვითონ კი არ ახორციელებს რაიმე სახის გარყვნილ ქმედებას, არამედ იგი სხვა საშუალებებით აცნობს 16 წელს მიუღწეველს სექსუალური ცხოვრების ისეთ დეტალებს, რამაც შესაძლოა, მოზარდში სექსუალური ლტოლვა გამოიწვიოს. აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს, როგორც დამნაშავის მხრიდან ინტიმურ თემებზე საუბრის წარმართვით, ასევე დაზარალებულისათვის პორნოგრაფიული მასალის ჩვენებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დანაშაულის მსხვერპლი 16 წელს მიუღწეველი პირია. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული დანაშაული ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ერთ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.

მომხდარზე მოსახლეობის დამოკიდებულება ფაქტობრივად, ერთგვაროვანია, უმეტესობის აზრით, დამნაშავეთათვის გამოტანილი სასჯელი აბსოლუტურად არაადეკვატურია.

ხათუნა გრძელიშვილი, ეკონომისტი, 46 წლის:

- სასამართლოს მხრიდან ასეთი განაჩენის გამოტანა ჩემთვის მიუღებელია. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ასეთ გარყვნილ ადამიანს სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი. ფაქტია, რომ 65 წლის კაცი მსგავს ქმედებას გაუთვითცნობიერებლად არ სჩადის. ის ავადმყოფია და კვლავაც გაიმეორებს. ერთი ბავშვის ცხოვრება და ფსიქიკა ხომ უკვე დაანგრია, შეიძლება მომავალში სხვაც "იმსხვერპლოს". ამიტომ, მკაცრად უნდა დაისაჯოს, რომ ეს სხვებისთვისაც სამაგალითო გახდეს! ვფიქრობ, ასეთი მოსამართლეები თავიანთ ადგილებზე არ უნდა იყვნენ. დიდი ხნის წინ, ერთი ჩემი ნაცნობი მოსამართლე გარკვეული წნეხის ქვეშ მოექცა და ისეთ რაღაცას აიძულებდნენ, რისი გაკეთებაც ადამიანურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო, ორჯერ ინფარქტიც კი გადაიტანა, ამიტომ, განცხადება დაწერა და წამოვიდა. ჩემი აზრით, როდესაც საქმე ბავშვებზე ძალადობას ეხება, მოსამართლეები და პროკურორები ლმობიერები და დამთმობები არ უნდა იყვნენ. საპროცესო გარიგება არ უნდა ხდებოდეს. ერთი მაგალითი რომ იქნება მკაცრად დასჯის, სხვები ვეღარ გაბედავენ. ბიჭის გაუპატიურებისთვის თუ მამაკაცი სათანადოდ არ დაისაჯა, ჩვენი საშველი აღარ ყოფილა...

თავიანთ აზრს საინფორმაციო პორტალის - "ამბები.ჯი"-ს მკითხველებიც აფიქსირებენ:

SHARK:

- რა 6 თვე და 1 წელი?! პედოფილებს სამუდამო პატიმრობა! პრევენციის მიზნით მაინც იქნება ეს გამოსადეგი. როგორ შეიძლება ბავშვზე მოძალადე არაადამიანს ასეთი სასაცილო სასჯელი შეუფარდო? გამოვა და კიდევ ბევრ ბავშვს გააუპატიურებს, მერე რა პასუხს გასცემთ მათ მშობლებს? პედოფილი ყოველთვის გააგრძელებს თავის ბოროტ ქმედებას, ის დაავადებულია. მთავრობა რომ ბუსუსიან და ხილის არომატიან პრეზერვატივებზე ბჭობს, საქმეს მიხედონ, ჯობია! ეს ნაძირალები რომ გამოვლენ, გაუპატიურებული ბავშვების მშობლები სამართალს თავისით მოიყვანენ სისრულეში, ესენი კი მათ დაიჭერენ და 15 წელს მიუსჯიან. ყველას მოგიწოდებთ, მიხედეთ თქვენს პატარებს, მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ მათ! კეთილი მეზობელიც კი შესაძლოა, მოძალადედ მოგევლინოთ.

მერაბი:

- "ბავშვზე ძალადობა არ გამოვლინდა", რას ნიშნავს?! 4 წლის ბავშვი კაბას შემოიხევდა, თვალს ჩაილურჯებდა და მერე, ზოგიერთი შანტაჟისტი ქალივით პოლიციაში გაიქცეოდა? ამ მოსამართლეებისა და პროკურორების კვალიფიკაცია გადასახედია!

ია:

- პროკურორი რომ ამბობს, ბავშვზე ძალადობა არ გამოვლინდაო, მცირეწლოვანთან სწორედ ეს არის გასათვალისწინებელი. ძალადობა არ არის საჭირო, რომ მაგ ასაკის ბავშვი ასეთ საქმეში ჩაითრიო, რადგან ის ისედაც ვერ ხვდება, რა ხდება. თუ ძალადობა არ იყო, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბავშვი თვითონ დათანხმდა? რა სისულელეა ეს ყველაფერი? არის თუ არა ძალადობის ნიშნები, დამნაშავე მაინც მკაცრად უნდა დაისაჯოს!

როგორც ვხედავთ, დამოკიდებულება ძალიან მწვავეა, თუმცა იურისტები მაინც კანონის ენით საუბრობენ და არ მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქმედების ჩამდენი ადამიანები ციხეში უფრო დიდი ხნით უნდა გაამწესონ, რათა შემდგომში კიდევ მეტი ადამიანის მომავალი არ შეიწირონ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ