პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ
50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იანი წლებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი გა­კეთ­და, რომ­ლებ­მაც ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლეს. წარ­მო­გიდ­გენთ 10 გა­მო­გო­ნე­ბას, რომ­ლი­თაც დღემ­დე ვსარ­გებ­ლობთ.

საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი

პირ­ვე­ლი საკ­რე­დი­ტო­ე­ბი 1950 წელს გაჩ­ნდა, რო­დე­საც ნიუ-იორ­კის რეს­ტო­რა­ტო­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად გა­და­წყვი­ტეს Diners Club-ის კლი­ენ­ტე­ბის­თვის საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბი შე­მო­ე­ღოთ.

დი­ე­ტუ­რი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი

ხა­ი­მან კირშმა და მის­მა ვაჟ­მა მო­რის­მა 1952 წელს გა­მო­უშ­ვეს No-Cal Soda-Pop - სას­მე­ლი, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავ­და შა­ქარს. ის გან­კუთ­ვნი­ლი იყო დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბულ­თათ­ვის, რომ­ლე­ბიც სამ­კურ­ნა­ლო კურსს ებ­რა­ულ სა­ნა­ტო­რი­უმ­ში გა­დი­ოდ­ნენ.

ბურ­თუ­ლი­ა­ნი დე­ო­დო­რან­ტი (1952)

ამ გა­მო­გო­ნე­ბამ­დე, კოს­მე­ტი­კის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ დე­ო­დო­რანტ Everdry-ს. ის სხე­ულ­ზე ბამ­ბის ტამ­პო­ნე­ბით უნდა და­გე­ტა­ნათ. მისი მთა­ვა­რი ნაკ­ლი ის იყო, რომ დიდი ხანი არ შრე­ბო­და.

ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი

ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის გა­მოშ­ვე­ბა აშშ-ში 1953 წლი­დან და­ი­წყეს. ფე­რა­დი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა იყო "ვარ­დე­ბის აღ­ლუ­მის" ტრანსლა­ცია 1954 წელს. თავ­და­პირ­ვე­ლად ფე­რად ტე­ლე­ვი­ზი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი არ გა­მო­უწ­ვე­ვია, რად­გან მა­შინ არ არ­სე­ბობ­და ნორ­მა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რა ფე­რა­დი გა­და­ცე­მე­ბის გა­და­სა­ღე­ბად. თით­ქმის 10 წელი დას­ჭირ­და იმას, რომ ფე­რად ტე­ლე­ვი­ზი­ას მა­სე­ბის გუ­ლე­ბი და­ე­პყრო.

მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლი

1954 წელს გა­მო­უშ­ვეს პირ­ვე­ლი მიკ­რო­ტალ­ღუ­რი ღუ­მე­ლის კო­მერ­ცი­უ­ლი მო­დე­ლი. მა­შინ მისი ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი -2000 დო­ლა­რი იყო. მხო­ლოდ 60-იან წლებ­ში მიკ­რო­ტალ­ღუ­რე­ბის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის შემ­დეგ ეს ნივ­თი სამ­ზა­რე­უ­ლოს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა გახ­და.

სრი­ა­ლა კარი - გა­მო­გო­ნე­ბა ეკუთ­ვნის დი ჰორ­ტონ­სა და ლიუ ჰი­უ­იტს.

უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დე­ბი (1959)

ყვე­ლა­ფე­რი Volvo 122-ის მო­დე­ლი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა მან­ქა­ნის მო­დე­ლის­თვის "და­ა­კა­ნო­ნა". მა­შინ ეს გა­მო­გო­ნე­ბა მაქ­სი­მა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა

1956 წელს გლაზ­გო­ში ეს მე­თო­დი სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბის­თვის პირ­ვე­ლად გა­მო­ი­ყე­ნეს. თუმ­ცა, კლი­ნი­კებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კად ულტრაბ­გე­რი­თი გა­მოკ­ვლე­ვა 70 -იანი წლე­ბი­დან დამ­კვიდ­რდა.

ჰაერ-ბუშ­ტო­ვა­ნი ცე­ლო­ფა­ნი - ეს შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლა 1957 წელს გაჩ­ნდა.

ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­არმ­დე­გო აბე­ბი

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აბე­ბის გა­ჩე­ნა, 1960-იან წლე­ბის სექ­სუ­ა­ლურ­მა რე­ვო­ლუ­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა. თუმ­ცა, ისი­ნი 50 იან წლებ­ში გაჩ­ნდა. მათი თავ­და­პირ­ვე­ლი ფუნ­ქცია მენსტრუ­ა­ლუ­რი ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა იყო. მხო­ლოდ 1960 იანი წლე­ბი­დან და­ი­წყეს აბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია womanews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

50 იანი წლების 10 გამოგონება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ

გასული საუკუნის 50-იანი წლებში მნიშვნელოვანი გამოგონებები გაკეთდა, რომლებმაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვალეს. წარმოგიდგენთ 10 გამოგონებას, რომლითაც დღემდე ვსარგებლობთ.

საკრედიტო ბარათები

პირველი საკრედიტოები 1950 წელს გაჩნდა, როდესაც ნიუ-იორკის რესტორატორებმა ერთობლივად გადაწყვიტეს Diners Club-ის კლიენტებისთვის საკრედიტო ბარათები შემოეღოთ.

დიეტური გაზიანი სასმელები

ხაიმან კირშმა და მისმა ვაჟმა მორისმა 1952 წელს გამოუშვეს No-Cal Soda-Pop - სასმელი, რომელიც არ შეიცავდა შაქარს. ის განკუთვნილი იყო დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებიც სამკურნალო კურსს ებრაულ სანატორიუმში გადიოდნენ.

ბურთულიანი დეოდორანტი (1952)

ამ გამოგონებამდე, კოსმეტიკის მოყვარულები იყენებდნენ დეოდორანტ Everdry-ს. ის სხეულზე ბამბის ტამპონებით უნდა დაგეტანათ. მისი მთავარი ნაკლი ის იყო, რომ დიდი ხანი არ შრებოდა.

ფერადი ტელევიზორი

ფერადი ტელევიზორების გამოშვება აშშ-ში 1953 წლიდან დაიწყეს. ფერადი გამოსახულების პირველი გადაცემა იყო ”ვარდების აღლუმის” ტრანსლაცია 1954 წელს. თავდაპირველად ფერად ტელევიზიას განსაკუთრებული აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, რადგან მაშინ არ არსებობდა ნორმალური აპარატურა ფერადი გადაცემების გადასაღებად. თითქმის 10 წელი დასჭირდა იმას, რომ ფერად ტელევიზიას მასების გულები დაეპყრო.

მიკროტალღური ღუმელი

1954 წელს გამოუშვეს პირველი მიკროტალღური ღუმელის კომერციული მოდელი.  მაშინ მისი ფასი ძალიან მაღალი -2000 დოლარი იყო. მხოლოდ 60-იან წლებში მიკროტალღურების მოდერნიზაციის შემდეგ ეს ნივთი სამზარეულოს ერთ-ერთი მთავარი მოწყობილობა გახდა.

სრიალა კარი - გამოგონება ეკუთვნის დი ჰორტონსა და ლიუ ჰიუიტს.

უსაფრთხოების ღვედები (1959)

ყველაფერი Volvo 122-ის მოდელიდან დაიწყო, როდესაც კომპანიამ თავისი ახალი გამოგონება მანქანის მოდელისთვის ”დააკანონა”. მაშინ ეს გამოგონება მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ულტრაბგერითი გამოკვლევა

1956 წელს გლაზგოში ეს მეთოდი სამედიცინო მიზნებისთვის პირველად გამოიყენეს. თუმცა, კლინიკებში ჩვეულებრივ სამედიცინო პრაქტიკად ულტრაბგერითი გამოკვლევა 70 -იანი წლებიდან დამკვიდრდა.

ჰაერ-ბუშტოვანი ცელოფანი - ეს შესაფუთი მასალა 1957 წელს გაჩნდა.

ჩასახვის საწინაარმდეგო აბები

ბევრი მიიჩნევს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გაჩენა, 1960-იან წლების სექსუალურმა რევოლუციამ განაპირობა. თუმცა, ისინი 50 იან წლებში გაჩნდა. მათი თავდაპირველი ფუნქცია მენსტრუალური ციკლის დარღვევების მკურნალობა იყო. მხოლოდ 1960 იანი წლებიდან დაიწყეს აბების გამოყენება ჩასახვის საწინააღმდეგოდ.

მომზადებულია womanews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს