Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი - "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯი" მი­წო­დოს"
ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი - "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯი" მი­წო­დოს"

ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი და ან­სამ­ბლ "ე­რი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის გა­ეც­ნოთ. ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, პო­ე­ზი­ა­ზე, რო­მელ­საც ის ქარ­თუ­ლი გე­ნი­სა და ნი­ჭის უმ­შვე­ნი­ე­რეს გა­მოვ­ლი­ნე­ბას უწო­დებს.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში წა­გი­კითხ­ავთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბა, რო­მელ­მაც თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­სა და მთელ შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა.

- ეს დი­დი შო­თა რუს­თა­ვე­ლის "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი­ა". ახ­ლაც მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში რა გა­ფა­ცი­ცე­ბით ვკითხ­უ­ლობ­დი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სანს", რო­მელ­მაც ჩემ­ზე შე­უ­და­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ძა­ლი­ან ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ამ სა­ო­ცარ პო­ე­მას, რა­საც ვერ ვი­გებ­დი, უფ­რო­სებს ვე­კითხ­ე­ბო­დი და ასე გრძელ­დე­ბო­და კარ­გა ხანს. შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ეს არის გე­ნი­ა, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გან­საზღ­ვრა. ვგიჟ­დე­ბო­დი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლი. მარ­თა­ლი­ა, გუ­რუ­ლებს ამის გა­მო მსუ­ბუ­ქად გვა­ქი­ლი­კე­ბენ, მაგ­რამ ეს არის მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც დი­დი სი­მარ­თლით აღ­წერ­და მშობ­ლი­უ­რი კუთხ­ის მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს.

- თქვე­ნი აზ­რით, ჩვენს პო­ე­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე ვინ არის?

- ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და. სა­ოც­რად მტკი­ვა გუ­ლი, რომ ჩვენ იმ ერის შვი­ლე­ბი ვართ, რო­მელ­მაც ილია მოკ­ლა. ზოგ­ჯერ მგო­ნი­ა, რომ მეც თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვარ ამ მკვლე­ლო­ბი­სა, თით­ქოს მეც იქ ვი­ყა­ვი, რო­ცა დიდ ილი­ას ტყვია ეს­რო­ლეს. არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და აკა­კი წე­რე­თე­ლი და მი­სი სტრი­ქო­ნე­ბი, რომ­ლის მსგავ­სიც ჩე­მი აზ­რით, ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ჯერ არ შექ­მნი­ლა:

ცა-­ფი­რუზ, ხმე­ლეთ­-ზურ­მუხ­ტო, ჩემო სამ­შობ­ლო მხა­რე­ო...

დე­დაშ­ვი­ლო­ბამ, ბევ­რს არ გთხ­ოვ, შენს მი­წას მი­მა­ბა­რე­ო!"...

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის მწერ­ლებს შო­რის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, თუმ­ცა მის მოთხ­რო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი ჩაღ­რმა­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის გა­რე­შე ვერც წა­ი­კითხ­ავ და ვერც გა­ი­გებ, ის დი­დი მო­აზ­როვ­ნე­ა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გიყ­ვარ­დეს მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ან ანა კა­ლან­და­ძე? რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო, უკ­ვე აღარც ვი­ცი.

- უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის ვინ იყო და არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- ბავ­შვო­ბა­ში ჟი­ულ ვერ­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და, არ მა­ვიწყ­დე­ბა, რა გან­ცდებს იწ­ვევ­და ჩემ­ში "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი". არც მა­ინ რი­დის კითხ­ვა მბეზ­რდე­ბო­და, მიყ­ვარ­და მი­სი "უ­თა­ვო მხე­და­რი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰე­მინ­გუ­ე­ი­სა და მარ­კე­სის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხე­ლოვ­ნე­ბას გა­ვე­ცა­ნი და მათ­თან ერ­თად შე­ვიყ­ვა­რე ყვე­ლა დი­დი კლა­სი­კო­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას ამ­შვე­ნებს.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, თქვენც ფიქ­რობთ, რომ დღეს წიგნს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჰყავს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის სა­ხით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა, მაგ­რამ თუ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლომ იარ­სე­ბოს, ახალ­გაზ­რდებ­მა წიგ­ნე­ბი უნ­და იკითხ­ონ. ამას ამ­ბობს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქიც, რო­მე­ლიც ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა და ღმერ­თმა დიდ­ხანს უცო­ცხ­ლოს მთელ საქ­რის­ტი­ა­ნოს. თუ ყურს და­უგ­დებს, მის­გან ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ის­წავ­ლის, რად­გან ეს არის ცოცხ­ა­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნ­და იცხ­ოვ­როს ადა­მი­ან­მა ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. უწ­მინ­დეს­მაც არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლია ტე­ლე­ვი­ზორ­სა და კომ­პი­უ­ტერ­თან. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით უყუ­რებს სე­რი­ა­ლებ­სა და უგე­მოვ­ნო ფილ­მებს, რაც სა­ში­ნე­ლე­ბა­ა. რა­ღა შორს წა­ვი­დე, ჩემს მე­უღ­ლე­საც სულ ვსაყ­ვე­დუ­რობ ამის გა­მო. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დეს, არც ის ხვევ­ნა-­კოც­ნა და მტლა­შა-­მტლუ­ში მომ­წონს, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ყო­ველ­დღე გვაჩ­ვე­ნე­ბენ. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ქარ­თვე­ლი კა­ცი ამ უხამ­სო­ბის სა­ყუ­რებ­ლად დროს არ უნ­და ფლან­გავ­დეს. ჩვენ სხვა კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ხალ­ხი ვართ, სიყ­ვა­რუ­ლიც სხვაგ­ვა­რი ვი­ცო­დით და მე­გობ­რო­ბაც. ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, მხო­ლოდ იმ ორის სა­კუთ­რე­ბაა და ამ ინ­ტიმ­ში მე­სა­მე არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს. მე სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი რო­დი ვარ, "სიყ­ვა­რუ­ლი აღ­გვა­მაღ­ლებ­სო", ამ­ბობს დი­დი შო­თა რუს­თა­ვე­ლი, მაგ­რამ რა­საც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვხე­დავთ, მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯიც" მი­წო­დოს, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა ნაკ­ლე­ბად მჯე­რა. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი მარ­თლაც მოწყ­ვე­ტი­ლია სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბას, ალ­ბათ ამის ბრა­ლი­ცა­ა, რომ ბევ­რმა და­კარ­გა ის ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ჩვენს ხალ­ხს ყო­ველ­თვის ამ­კობ­და. ქარ­თველ ხალ­ხს ნი­ჭი­ე­რე­ბა არ აკ­ლი­ა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ჭკუა გვღა­ლა­ტობს ხოლ­მე. არ უნ­და ვუ­ღა­ლა­ტოთ იმ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენს ერს ჰქონ­და - წიგ­ნი­ე­რე­ბა ქარ­თვე­ლი კა­ცი­სათ­ვის ყო­ველ­თვის უპირ­ვე­ლეს ღირ­სე­ბად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა, ხალ­ხმა და­იწყო წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა და ვინც ამას სა­თა­ვე­ში უდ­გას, ძა­ლი­ან დიდ, საქ­ვეყ­ნო საქ­მეს აკე­თებს.

- ესე იგი, მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხართ გან­წყო­ბი­ლი?

- დი­ახ, მე სულ ვამ­ბობ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­შენ­დეს ხალ­ხი, ვინც ასე­თი სა­გა­ლობ­ლე­ბი, ასე­თი პო­ე­ზია შექ­მნა. მიმ­ბაძ­ვე­ლი ყო­ველ­თვის სა­ცო­და­ვია და მე არ მინ­და ჩემს ერ­ში სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­რავ­ლდნენ. ისე კი არ უნ­და დაგ­ვე­მარ­თოს, თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში ეძებ­და პან­ტა­სა­ო. ჩვენ მსოფ­ლი­ოს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა და ვა­ზი ვა­ჩუ­ქეთ, ამი­ტომ, ამ ხალ­ხს გა­და­შე­ნე­ბა არ უწე­რი­ა! უც­ნა­უ­რი­ა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა სურთ, რაც სრულ გა­დაგ­ვა­რე­ბას გვი­ქა­დის­.M თუ ჩვე­ნი ერის გა­და­შე­ნე­ბა უნ­დათ, კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღონ ეს კა­ნო­ნი, მაგ­რამ მე დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ასე არ მოხ­დე­ბა და არც უნ­და მოხ­დეს. თუ იმას გა­ვა­კე­თებთ, რაც ღმერ­თს არ მოს­წონს, სას­ტი­კად და­ვის­ჯე­ბით, ამი­ტომ ის მატ­ლი, ის ვი­რუ­სი უნ­და ჩავ­კლათ, რო­მე­ლიც ჩვენს თვით­მყო­ფა­დო­ბას ემუქ­რე­ბა. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა, რო­ცა ძმა ძმას ურე­კავს და ეუბ­ნე­ბა: ამა და ამ სა­ათ­ზე შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დე შენ­თა­ნო? შე­იძ­ლე­ბა ძმას ან მე­გო­ბარს უთხ­რა: ამა და ამ დროს სახ­ლში ხარ? გცა­ლი­ა? და მან სა­კუ­თა­რი საქ­მე უნ­და გა­და­დოს, თუ ამ საქ­მის გა­და­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და რო­დე­საც შენ­თან ძმა ან მე­გო­ბა­რი მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იღო­ნო, რომ ღირ­სე­უ­ლად დახ­ვდე. შე­იძ­ლე­ბა თე­მას გა­და­ვუხ­ვი­ე, მაგ­რამ მი­ხა­რი­ა, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით მკითხ­ველს ჩე­მი სა­ფიქ­რა­ლი და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი რომ გა­ვუ­ზი­ა­რე.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი - "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯი" მი­წო­დოს"

ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი - "შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯი" მი­წო­დოს"

ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი და ან­სამბლ "ე­რი­სი­ო­ნის" სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი ჯე­მალ ჭკუ­ა­სე­ლი ადა­მი­ან­თა იმ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლებ­მაც შეძ­ლეს, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხიბ­ლი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის გა­ეც­ნოთ. ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლი უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით სა­უბ­რობს ჩვენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, პო­ე­ზი­ა­ზე, რო­მელ­საც ის ქარ­თუ­ლი გე­ნი­სა და ნი­ჭის უმ­შვე­ნი­ე­რეს გა­მოვ­ლი­ნე­ბას უწო­დებს.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, ალ­ბათ ბავ­შვო­ბა­ში წა­გი­კითხ­ავთ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ქმნი­ლე­ბა, რო­მელ­მაც თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­სა და მთელ შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ზე წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვა.

- ეს დი­დი შო­თა რუს­თა­ვე­ლის "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი­ა". ახ­ლაც მახ­სოვს, ბავ­შვო­ბა­ში რა გა­ფა­ცი­ცე­ბით ვკითხ­უ­ლობ­დი "ვეფ­ხის­ტყა­ო­სანს", რო­მელ­მაც ჩემ­ზე შე­უ­და­რე­ბე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. ძა­ლი­ან ხში­რად ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ამ სა­ო­ცარ პო­ე­მას, რა­საც ვერ ვი­გებ­დი, უფ­რო­სებს ვე­კითხ­ე­ბო­დი და ასე გრძელ­დე­ბო­და კარ­გა ხანს. შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ეს არის გე­ნი­ა, რო­მელ­მაც მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გან­საზღ­ვრა. ვგიჟ­დე­ბო­დი კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ა­ზე და ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეგ­ნა­ტე ნი­ნოშ­ვი­ლი. მარ­თა­ლი­ა, გუ­რუ­ლებს ამის გა­მო მსუ­ბუ­ქად გვა­ქი­ლი­კე­ბენ, მაგ­რამ ეს არის მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც დი­დი სი­მარ­თლით აღ­წერ­და მშობ­ლი­უ­რი კუთხ­ის მდგო­მა­რე­ო­ბას, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ფიქ­რებ­სა და გან­ცდებს.

- თქვე­ნი აზ­რით, ჩვენს პო­ე­ტებს შო­რის ყვე­ლა­ზე ტრა­გი­კუ­ლი ბე­დის მქო­ნე ვინ არის?

- ალ­ბათ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარ­და. სა­ოც­რად მტკი­ვა გუ­ლი, რომ ჩვენ იმ ერის შვი­ლე­ბი ვართ, რო­მელ­მაც ილია მოკ­ლა. ზოგ­ჯერ მგო­ნი­ა, რომ მეც თა­ნა­მო­ნა­წი­ლე ვარ ამ მკვლე­ლო­ბი­სა, თით­ქოს მეც იქ ვი­ყა­ვი, რო­ცა დიდ ილი­ას ტყვია ეს­რო­ლეს. არა­ნაკ­ლებ მიყ­ვარ­და აკა­კი წე­რე­თე­ლი და მი­სი სტრი­ქო­ნე­ბი, რომ­ლის მსგავ­სიც ჩე­მი აზ­რით, ქარ­თულ პო­ე­ზი­ა­ში ჯერ არ შექ­მნი­ლა:

ცა-­ფი­რუზ, ხმე­ლეთ­-ზურ­მუხ­ტო, ჩემო სამშობლო მხა­რე­ო...

დე­დაშ­ვი­ლო­ბამ, ბევრს არ გთხ­ოვ, შენს მი­წას მი­მა­ბა­რე­ო!"...

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის მწერ­ლებს შო­რის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, თუმ­ცა მის მოთხ­რო­ბებს სე­რი­ო­ზუ­ლი ჩაღ­რმა­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის გა­რე­შე ვერც წა­ი­კითხ­ავ და ვერც გა­ი­გებ, ის დი­დი მო­აზ­როვ­ნე­ა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გიყ­ვარ­დეს მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ან ანა კა­ლან­და­ძე? რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თვა­ლო, უკ­ვე აღარც ვი­ცი.

- უცხ­ო­ელ მწერ­ლებს შო­რის ვინ იყო და არის თქვე­ნი რჩე­უ­ლი?

- ბავ­შვო­ბა­ში ჟი­ულ ვერ­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და, არ მა­ვიწყ­დე­ბა, რა გან­ცდებს იწ­ვევ­და ჩემ­ში "ტომ სო­ი­ე­რის თავ­გა­და­სა­ვა­ლი". არც მა­ინ რი­დის კითხ­ვა მბეზ­რდე­ბო­და, მიყ­ვარ­და მი­სი "უ­თა­ვო მხე­და­რი". მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჰე­მინ­გუ­ე­ი­სა და მარ­კე­სის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ ხე­ლოვ­ნე­ბას გა­ვე­ცა­ნი და მათ­თან ერ­თად შე­ვიყ­ვა­რე ყვე­ლა დი­დი კლა­სი­კო­სი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რას ამ­შვე­ნებს.

- ბა­ტო­ნო ჯე­მალ, თქვენც ფიქ­რობთ, რომ დღეს წიგნს სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ტე­ბი ჰყავს ტე­ლე­ეკ­რა­ნი­სა და კომ­პი­უ­ტე­რის სა­ხით?

- სამ­წუ­ხა­როდ, ასე­ა, მაგ­რამ თუ გვინ­და სა­ქარ­თვე­ლომ იარ­სე­ბოს, ახალ­გაზ­რდებ­მა წიგ­ნე­ბი უნ­და იკითხ­ონ. ამას ამ­ბობს ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქიც, რო­მე­ლიც ღმერ­თმა გვა­ჩუ­ქა და ღმერ­თმა დიდ­ხანს უცოცხ­ლოს მთელ საქ­რის­ტი­ა­ნოს. თუ ყურს და­უგ­დებს, მის­გან ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს ის­წავ­ლის, რად­გან ეს არის ცოცხ­ა­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ უნ­და იცხ­ოვ­როს ადა­მი­ან­მა ამ წუ­თი­სო­ფელ­ში. უწ­მინ­დეს­მაც არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლია ტე­ლე­ვი­ზორ­სა და კომ­პი­უ­ტერ­თან. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­მუდ­მე­ბით უყუ­რებს სე­რი­ა­ლებ­სა და უგე­მოვ­ნო ფილ­მებს, რაც სა­ში­ნე­ლე­ბა­ა. რა­ღა შორს წა­ვი­დე, ჩემს მე­უღ­ლე­საც სულ ვსაყ­ვე­დუ­რობ ამის გა­მო. არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დეს, არც ის ხვევ­ნა-­კოც­ნა და მტლა­შა-­მტლუ­ში მომ­წონს, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზი­ით ყო­ველ­დღე გვაჩ­ვე­ნე­ბენ. მი­მაჩ­ნი­ა, რომ ქარ­თვე­ლი კა­ცი ამ უხამ­სო­ბის სა­ყუ­რებ­ლად დროს არ უნ­და ფლან­გავ­დეს. ჩვენ სხვა კულ­ტუ­რი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის მქო­ნე ხალ­ხი ვართ, სიყ­ვა­რუ­ლიც სხვაგ­ვა­რი ვი­ცო­დით და მე­გობ­რო­ბაც. ის, რაც ორ ადა­მი­ანს შო­რის ხდე­ბა, მხო­ლოდ იმ ორის სა­კუთ­რე­ბაა და ამ ინ­ტიმ­ში მე­სა­მე არ უნ­და ჩა­ე­რი­ოს. მე სიყ­ვა­რუ­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი რო­დი ვარ, "სიყ­ვა­რუ­ლი აღ­გვა­მაღ­ლებ­სო", ამ­ბობს დი­დი შო­თა რუს­თა­ვე­ლი, მაგ­რამ რა­საც ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან ვხე­დავთ, მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღაც სულ სხვაგ­ვა­რად ფიქ­რობს, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ "ქა­ჯიც" მი­წო­დოს, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში გა­მო­ტა­ნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი­სა ნაკ­ლე­ბად მჯე­რა. ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის ნა­წი­ლი მარ­თლაც მოწყ­ვე­ტი­ლია სუ­ლი­ე­რე­ბა­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბას, ალ­ბათ ამის ბრა­ლი­ცა­ა, რომ ბევ­რმა და­კარ­გა ის ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ჩვენს ხალხს ყო­ველ­თვის ამ­კობ­და. ქარ­თველ ხალხს ნი­ჭი­ე­რე­ბა არ აკ­ლი­ა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ ჭკუა გვღა­ლა­ტობს ხოლ­მე. არ უნ­და ვუ­ღა­ლა­ტოთ იმ ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც ჩვენს ერს ჰქონ­და - წიგ­ნი­ე­რე­ბა ქარ­თვე­ლი კა­ცი­სათ­ვის ყო­ველ­თვის უპირ­ვე­ლეს ღირ­სე­ბად იყო მიჩ­ნე­უ­ლი, ამი­ტომ ძა­ლი­ან მი­ხა­რი­ა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი წიგ­ნი იბეჭ­დე­ბა, ხალ­ხმა და­იწყო წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა და ვინც ამას სა­თა­ვე­ში უდ­გას, ძა­ლი­ან დიდ, საქ­ვეყ­ნო საქ­მეს აკე­თებს.

- ესე იგი, მა­ინც ოპ­ტი­მის­ტუ­რად ხართ გან­წყო­ბი­ლი?

- დი­ახ, მე სულ ვამ­ბობ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გა­და­შენ­დეს ხალ­ხი, ვინც ასე­თი სა­გა­ლობ­ლე­ბი, ასე­თი პო­ე­ზია შექ­მნა. მიმ­ბაძ­ვე­ლი ყო­ველ­თვის სა­ცო­და­ვია და მე არ მინ­და ჩემს ერ­ში სა­ცო­და­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი მომ­რავ­ლდნენ. ისე კი არ უნ­და დაგ­ვე­მარ­თოს, თუ­რა­შა­უ­ლის პატ­რო­ნი ტყე­ში ეძებ­და პან­ტა­სა­ო. ჩვენ მსოფ­ლი­ოს ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რა და ვა­ზი ვა­ჩუ­ქეთ, ამი­ტომ, ამ ხალხს გა­და­შე­ნე­ბა არ უწე­რი­ა! უც­ნა­უ­რი­ა, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თსქე­სი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა სურთ, რაც სრულ გა­დაგ­ვა­რე­ბას გვი­ქა­დის­.M თუ ჩვე­ნი ერის გა­და­შე­ნე­ბა უნ­დათ, კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღონ ეს კა­ნო­ნი, მაგ­რამ მე დი­დი იმე­დი მაქვს, რომ ასე არ მოხ­დე­ბა და არც უნ­და მოხ­დეს. თუ იმას გა­ვა­კე­თებთ, რაც ღმერთს არ მოს­წონს, სას­ტი­კად და­ვის­ჯე­ბით, ამი­ტომ ის მატ­ლი, ის ვი­რუ­სი უნ­და ჩავ­კლათ, რო­მე­ლიც ჩვენს თვით­მყო­ფა­დო­ბას ემუქ­რე­ბა. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რი­ა, რო­ცა ძმა ძმას ურე­კავს და ეუბ­ნე­ბა: ამა და ამ სა­ათ­ზე შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­დე შენ­თა­ნო? შე­იძ­ლე­ბა ძმას ან მე­გო­ბარს უთხ­რა: ამა და ამ დროს სახ­ლში ხარ? გცა­ლი­ა? და მან სა­კუ­თა­რი საქ­მე უნ­და გა­და­დოს, თუ ამ საქ­მის გა­და­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ და რო­დე­საც შენ­თან ძმა ან მე­გო­ბა­რი მო­დის, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და იღო­ნო, რომ ღირ­სე­უ­ლად დახ­ვდე. შე­იძ­ლე­ბა თე­მას გა­და­ვუხ­ვი­ე, მაგ­რამ მი­ხა­რი­ა, თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით მკითხ­ველს ჩე­მი სა­ფიქ­რა­ლი და გუ­ლის­ტკი­ვი­ლი რომ გა­ვუ­ზი­ა­რე.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია