მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"
ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"

მომ­ღე­რა­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი კვლა­ვაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა - კონ­კურს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. მი­აჩ­ნია, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში ახლა სა­უ­კე­თე­სო დროა ცეკ­ვის­თვის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დიც აქვს... ნინა "ამ­ბე­ბი.გე"-ს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ესა­უბ­რა.

- რომ გი­თხრეს,'"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" უნდა იცეკ­ვოო, რა რე­აქ­ცია გქონ­და?

- შე­მიძ­ლია, ვთქვა, რომ სა­მი­ვე სე­ზო­ნის და­წყე­ბის წინ მქონ­და შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, მაგ­რამ წინა ორის შემ­თხვე­ვა­ში, ვერ მო­ვი­ცა­ლე, - მა­შინ ვმუ­შა­ობ­დი. ახლა ვფიქ­რობ, სა­უ­კე­თე­სო დროა ცეკ­ვის­თვის.

- გიყ­ვარს ცეკ­ვა?

- ცეკ­ვა ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ არას­დროს პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე არ მი­ცეკ­ვია. ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის დიდი გა­მოც­და იქ­ნე­ბა. თან, ძა­ლი­ან დიდი გა­მოც­და და გა­მოწ­ვე­ვა, რომ­ლის­თვი­საც ამ ეტაპ­ზე მზად ვარ, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა სხვა გა­მოწ­ვე­ვის­თვის.

- რა აზრი აქვს, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თუ მო­გე­ბა­ზე არ იფიქ­რე, ალ­ბათ, უკვე ფიქ­რობ კი­დე­ვაც გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, არა?

- რა თქმა უნდა, დიდი გა­მარ­ჯვე­ბის სურ­ვი­ლი მაქვს, რაც, ალ­ბათ, სრუ­ლი­ად ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცი­აა და ეს ნე­ბის­მი­ერ მო­ნა­წი­ლეს სურს. თუ ამა­ზე არ ფიქ­რობ, კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც უაზ­რო­ბაა. ამას­თან, მზად უნდა იყო წა­გე­ბის­თვი­საც.

- შენ­მა შვილ­მა რომ გა­ი­გო, რომ შო­უ­ში აპი­რებ ცეკ­ვას, რა გი­თხრა?

- შვილ­მა წარ­მა­ტე­ბა მი­სურ­ვა. ის ყო­ველ­თვის პა­ტივს სცემს ჩემს ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მაქ­სი­მა­ლუ­რად მგულ­შე­მატ­კივ­რობს.

- შენ გარ­შე­მო სულ ხმა­უ­რია, აღ­ნიშ­ნუ­ლი შოუ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, რო­გორ გგო­ნია, ხმა­უ­რის გა­რე­შე ჩა­ივ­ლის?

- ზო­გა­დად მიჩ­ნე­უ­ლია, რომ სი­ჩუ­მე ხმა­ურ­ზე სა­ხი­ფა­თოა... არას­დროს ვხმა­უ­რობ მი­ზან­და­სა­ხუ­ლად. ჩემ გარ­შე­მო ხმა­ურს ის ადა­მი­ა­ნე­ბი ტე­ხენ, რომ­ლე­ბიც სი­ჩუ­მე­ში ცხოვ­რო­ბენ...

- რო­გორ ფიქ­რობ, ამ შენს ახალ ნა­ბიჯს ხალ­ხი რო­გორ შეხ­ვდე­ბა?

- ამ ყვე­ლა­ფერს ხალ­ხი რო­გორ შეხ­ვდე­ბა, ამას ვნა­ხავთ. თუმ­ცა იმე­დი მაქვს, რომ მა­ინც და­დე­ბი­თად შე­მა­ფა­სე­ბენ.

- ამ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით რა ეტა­პი იწყე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ჩემი ყო­ვე­ლი დღე ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პია იმი­ტომ, რომ ჩემი ცხოვ­რე­ბა სავ­სეა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბით. მჯე­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლი ჩემ­თვის მხო­ლოდ სა­სი­კე­თოა. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ ახ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სო, რთუ­ლი და სწო­რედ სა­სი­კე­თო ეტა­პი იწყე­ბა.

- ვი­ღა­ცებ­მა უკვე იკი­თხეს, - ნი­ნამ გლო­ვა უკვე და­ამ­თავ­რაო (ნი­ნას ცოტა ხნის წინ, ყო­ფი­ლი ქმა­რი და­ე­ღუ­პა).. რას ეტყვო­დი მათ?..

- ხალ­ხის და­სა­ნა­ხა­ვად არა­სო­დეს ვგლო­ვობ და ვმხი­ა­რუ­ლობ... ეს ის ტკი­ვი­ლია, რო­მე­ლიც არას­დროს დამ­თავ­რდე­ბა. გა­რე­დან რო­გორ ჩანს, ნამ­დვი­ლად არ ვიცი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"

ნინა წკრიალაშვილი: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობით გლოვა არ დამისრულებია"

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი კვლავაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა - კონკურს "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მიიღებს მონაწილეობას. მიაჩნია, რომ მის ცხოვრებაში ახლა საუკეთესო დროა ცეკვისთვის და საზოგადოების მხარდაჭერის იმედიც აქვს... ნინა "ამბები.გე"-ს ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა.

- რომ გითხრეს,'"ცეკვავენ ვარსკვლავებში" უნდა იცეკვოო, რა რეაქცია გქონდა?

- შემიძლია, ვთქვა, რომ სამივე სეზონის დაწყების წინ მქონდა შოუს ორგანიზატორებისგან შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ წინა ორის შემთხვევაში, ვერ მოვიცალე, - მაშინ ვმუშაობდი. ახლა ვფიქრობ, საუკეთესო დროა ცეკვისთვის.

- გიყვარს ცეკვა?

- ცეკვა ბავშვობიდან ძალიან მიყვარს, მაგრამ არასდროს პროფესიულ დონეზე არ მიცეკვია. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოცდა იქნება. თან, ძალიან დიდი გამოცდა და გამოწვევა, რომლისთვისაც ამ ეტაპზე მზად ვარ, ისევე როგორც ყველა სხვა გამოწვევისთვის.

- რა აზრი აქვს, კონკურსში მონაწილეობას, თუ მოგებაზე არ იფიქრე, ალბათ, უკვე ფიქრობ კიდევაც გამარჯვებაზე, არა?

- რა თქმა უნდა, დიდი გამარჯვების სურვილი მაქვს, რაც, ალბათ, სრულიად ჯანსაღი ამბიციაა და ეს ნებისმიერ მონაწილეს სურს. თუ ამაზე არ ფიქრობ, კონკურსში მონაწილეობაც უაზრობაა. ამასთან, მზად უნდა იყო წაგებისთვისაც.

- შენმა შვილმა რომ გაიგო, რომ შოუში აპირებ ცეკვას, რა გითხრა?

- შვილმა წარმატება მისურვა. ის ყოველთვის პატივს სცემს ჩემს ყველა გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად მგულშემატკივრობს.

- შენ გარშემო სულ ხმაურია, აღნიშნული შოუ ნინა წკრიალაშვილის მონაწილეობით, როგორ გგონია, ხმაურის გარეშე ჩაივლის?

- ზოგადად მიჩნეულია, რომ სიჩუმე ხმაურზე სახიფათოა... არასდროს ვხმაურობ მიზანდასახულად. ჩემ გარშემო ხმაურს ის ადამიანები ტეხენ, რომლებიც სიჩუმეში ცხოვრობენ...

- როგორ ფიქრობ, ამ შენს ახალ ნაბიჯს ხალხი როგორ შეხვდება?

- ამ ყველაფერს ხალხი როგორ შეხვდება, ამას ვნახავთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც დადებითად შემაფასებენ.

- ამ შოუში მონაწილეობით რა ეტაპი იწყება შენს ცხოვრებაში?

- ჩემი ყოველი დღე ცხოვრების ახალი ეტაპია იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება სავსეა მოულოდნელობებით. მჯერა, რომ ყველაფერი ახალი ჩემთვის მხოლოდ სასიკეთოა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ახლაც საინტერესო, რთული და სწორედ სასიკეთო ეტაპი იწყება.

- ვიღაცებმა უკვე იკითხეს, - ნინამ გლოვა უკვე დაამთავრაო (ნინას ცოტა ხნის წინ, ყოფილი ქმარი დაეღუპა).. რას ეტყვოდი მათ?..

- ხალხის დასანახავად არასოდეს ვგლოვობ და ვმხიარულობ... ეს ის ტკივილია, რომელიც არასდროს დამთავრდება. გარედან როგორ ჩანს, ნამდვილად არ ვიცი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება