პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუგზარ შარია - "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე"
ნუგზარ შარია - "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე"

"ვი­ნა­ი­დან მე ვარ თეთ­რი სახ­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში რომ მოვ­დი­ო­დი, ამე­რი­კის დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენტს ტე­ლე­ფო­ნით ვე­სა­უბ­რე. ობა­მას ვუ­თხა­რი, ჩა­ვალ, ვნა­ხავ, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა და საქ­მის კურ­ში ჩა­გა­ყე­ნებთ-მეთ­ქი. ეს არის ერთი მი­სია, რომ­ლის­თვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვე­დი და მე­ო­რე კი გრან­დი­ო­ზუ­ლი კი­ნო­ე­პო­პე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა"... ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ნუგ­ზარ შა­რია ჟურ­ნალ "რე­ი­ტინგთან" სა­უბ­რი­სას...

ნუგ­ზარ შა­რი­ას უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს სცე­ნა­რი "წმინ­და ნინო და ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი"... რე­ჟი­სორ­მა ჩვენს შე­კი­თხვებ­საც უპა­სუ­ხა...

- ბა­ტო­ნო ნუგ­ზარ წმინ­და ნი­ნოს შე­სა­ხებ ფილ­მს იღებს გი­ორ­გი კე­რე­სე­ლი­ძე და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბიც ჩა­ტარ­და ამ მხრივ...

- ეგ მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე თქვენ გი­კარ­ნა­ხებთ უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის მიერ, ასე ვთქვათ კურ­თხე­ვას - "ბა­ტონ ნუგ­ზარ, შე­ვი­ტყვეთ, რომ გაქვთ სურ­ვი­ლი ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­და­ი­ღოთ მხატ­ვრუ­ლი ფილ­მი წმინ­და ნი­ნო­სა და ქე­თე­ვან წა­მე­ბულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია მხარს უჭერს და მი­ე­სალ­მე­ბა თქვენს ინი­ცი­ა­ტი­ვას. ჩვე­ნის მხრი­დან აუ­ცი­ლებ­ლად მიგ­ვაჩ­ნია კონ­სულ­ტან­ტის გა­მო­ყო­ფა, რო­მელ­თა­ნაც შე­თან­ხმდე­ბა გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი და მონ­ტა­ჟი. სცე­ნა­რი უკვე წა­კი­თხუ­ლია და მო­წო­ნე­ბუ­ლი. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და მოგ­ცეთ ძალა მრა­ვალ საქ­მე­თა აღ­სას­რუ­ლებ­ლად" - ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მით სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი, ილია მე­ო­რე.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი შერ­ჩე­უ­ლი გყავთ?

- ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი კი­ნო­ე­პო­პე­ის მთა­ვარ­სარ­და­ლი არის სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე, რომ­ლის მუ­სი­კა ფილმში იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ე.წ. "სა­უნდთრე­კად". სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი კი გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რი, ბა­ტო­ნი რე­ვაზ ჩხე­ი­ძე. ჯერ ფილ­მი სრუ­ლად და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არ არის და გა­დაჭ­რით ვერ გე­ტყვით, ვინ რა როლს ითა­მა­შებს. სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიწ­ვევ­დი ნი­კოლ კიდ­მანს ქე­თე­ვან წა­მე­ბუ­ლის როლ­ზე, მაგ­რამ მე­გა­ვარ­სკვლა­ვე­ბი 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ღირს და არის ვინ­მე გა­დამ­ხდე­ლი?! მთა­ვა­რია, რომ ეს ფილ­მი დად­გმუ­ლი უნდა იქ­ნას ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბით! სა­უ­ბე­დუ­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა დღეს გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლია და ფილ­მი და­ნა­ხარ­ჯებს ვერ აი­ნა­ზღა­უ­რებს, თუ ის იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი მხო­ლოდ ქარ­თულ ენა­ზე. ინ­გლი­სურ ენა­ზე გა­და­ღე­ბულ ფილ­მს ნა­ხავს მსოფ­ლიო - ინ­გლი­სი, ახა­ლი ზე­ლან­დია, ინ­დო­ე­თი, რუ­სე­თი და ფილ­მის ავ­ტო­რე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით მო­გე­ბას მი­ი­ღე­ბენ... რო­გორც უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ბრძა­ნა, წმინ­და ნი­ნოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი მო­ნა­ხულ უნდა იქ­ნას სოფ­ლებ­ში და არა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ებ­ში. იგი უნდა იყოს 15 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნა, რომ ფლობ­დეს ენას, რო­მელ­ზეც ლა­პა­რა­კობ­და ქრის­ტე. რაც შე­ე­ხე­ბა ქე­თე­ვან დე­დო­ფალს, აქ უწ­მი­დე­სი და უნე­ტა­რე­სი დაგ­ვთან­ხმდა, რომ მოწ­ვე­ულ უნდა იქ­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი. და­ნარ­ჩე­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ძი­რი­თა­დად უნდა იყ­ვნენ ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ნანა
0

 წმინდა ნინოს შემსრულებელმა თუ ებრაული ენა უნდა იცოდეს და ამიტომ ეძებთ ებრაელ გოგონას, ქეთევან წამებულის შემსრულებელმა ქართული რატომ არ უნდა იცოდეს? ან ქართული გარეგნობა რატომ არ უნდა ქონდეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნუგზარ შარია - "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე"

ნუგზარ შარია - "სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე"

"ვინაიდან მე ვარ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, თბილისში რომ მოვდიოდი, ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს ტელეფონით ვესაუბრე. ობამას ვუთხარი, ჩავალ, ვნახავ, რა მდგომარეობაა და საქმის კურში ჩაგაყენებთ-მეთქი. ეს არის ერთი მისია, რომლისთვისაც საქართველოში წამოვედი და მეორე კი გრანდიოზული კინოეპოპეის განხორციელებაა"... ამბობს მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შარია ჟურნალ "რეიტინგთან" საუბრისას...

ნუგზარ შარიას უკვე გამზადებული აქვს სცენარი "წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი"... რეჟისორმა ჩვენს შეკითხვებსაც უპასუხა...

- ბატონო ნუგზარ წმინდა ნინოს შესახებ ფილმს იღებს გიორგი კერესელიძე და ძალიან სერიოზული სამუშაოებიც ჩატარდა ამ მხრივ...

- ეგ მე არ მაინტერესებს, მე თქვენ გიკარნახებთ უწმინდესისა და უნეტარესის მიერ, ასე ვთქვათ კურთხევას - "ბატონ ნუგზარ, შევიტყვეთ, რომ გაქვთ სურვილი ინგლისურ ენაზე გადაიღოთ მხატვრული ფილმი წმინდა ნინოსა და ქეთევან წამებულთან დაკავშირებით. საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს და მიესალმება თქვენს ინიციატივას. ჩვენის მხრიდან აუცილებლად მიგვაჩნია კონსულტანტის გამოყოფა, რომელთანაც შეთანხმდება გადაღების პროცესი და მონტაჟი. სცენარი უკვე წაკითხულია და მოწონებული. ღმერთმა დაგლოცოთ და მოგცეთ ძალა მრავალ საქმეთა აღსასრულებლად" - ღრმა პატივისცემით საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე.

- მსახიობები შერჩეული გყავთ?

- ამ გრანდიოზული კინოეპოპეის მთავარსარდალი არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, რომლის მუსიკა ფილმში იქნება გამოყენებული ე.წ. "საუნდთრეკად". სამხატვრო ხელმძღვანელი კი გამოჩენილი ქართველი რეჟისორი, ბატონი რევაზ ჩხეიძე. ჯერ ფილმი სრულად დაფინანსებული არ არის და გადაჭრით ვერ გეტყვით, ვინ რა როლს ითამაშებს. სიამოვნებით მოვიწვევდი ნიკოლ კიდმანს ქეთევან წამებულის როლზე, მაგრამ მეგავარსკვლავები 25 მილიონი დოლარი ღირს და არის ვინმე გადამხდელი?! მთავარია, რომ ეს ფილმი დადგმული უნდა იქნას ქართული ძალებით! საუბედუროდ, საქართველოს მოსახლეობა დღეს განახევრებულია და ფილმი დანახარჯებს ვერ აინაზღაურებს, თუ ის იქნება გადაღებული მხოლოდ ქართულ ენაზე. ინგლისურ ენაზე გადაღებულ ფილმს ნახავს მსოფლიო - ინგლისი, ახალი ზელანდია, ინდოეთი, რუსეთი და ფილმის ავტორები მილიონობით მოგებას მიიღებენ... როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა ბრძანა, წმინდა ნინოს როლის შემსრულებელი მონახულ უნდა იქნას სოფლებში და არა სამოდელო სააგენტოებში. იგი უნდა იყოს 15 წლის ებრაელი გოგონა, რომ ფლობდეს ენას, რომელზეც ლაპარაკობდა ქრისტე. რაც შეეხება ქეთევან დედოფალს, აქ უწმიდესი და უნეტარესი დაგვთანხმდა, რომ მოწვეულ უნდა იქნას საერთაშორისო კლასის უცხოელი ვარსკვლავი. დანარჩენი პერსონაჟები ძირითადად უნდა იყვნენ ქართველი მსახიობები...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია