სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!"
ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!"

სოც. ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ვა­ჟის, ან­ზო­რი­კო ბი­წა­ძის მი­მარ­თვა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­სად­მი, სა­დაც ის ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის მედ­რო­ვეს და ურე­ი­ტინ­გო პო­ლი­ტი­კოსს უწო­დებს. ამა­ზე კო­მენ­ტა­რი მი­მარ­თვის ად­რე­სატს, პარ­ლა­მენ­ტის წევრ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- კარ­გი, მე თუნ­დაც ვიყო მედ­რო­ვე პო­ლი­ტი­კო­სი, ეს რაში უშ­ვე­ლის ან­ზო­რი­კო ბი­წა­ძის დე­დას? იქ­ნებ ეს გა­მა­გე­ბი­ნოს ან­ზო­რი­კომ. ბა­ტო­ნი ან­ზო­რი არაა პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქეა, აქვს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლია ნე­ბის­მი­ერ შე­ფა­სე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ მე არ შე­მიძ­ლია და­ვე­თან­ხმო მის ნათ­ქვამს, რომ მე ვარ მედ­რო­ვე, მედ­რო­ვე­ე­ბი მა­გან სახ­ლში უნდა მო­ი­კი­თხოს. მე რომ მედ­რო­ვე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იგი­ვე მან­ქა­ნა, იგი­ვე ტე­ლე­ფო­ნი ნამ­დვი­ლად არ მექ­ნე­ბო­და, რა­ღა­ცას მა­ინც გა­მოვკრავ­დი ხელს. ან­ზო­რის აზრს პა­ტივს ვცემ, რად­გან სულ მცი­რე, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა, მაგ­რამ არ ვე­თან­ხმე­ბი.

- მან აგ­რეთ­ვე თქვა, რომ თქვენ ხალ­ხში გაქვთ ძა­ლი­ან და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი და ივა­ნიშ­ვი­ლის ავ­ტო­რი­ტეტს ხართ ამო­ფა­რე­ბუ­ლი...

- რო­გორც ჩანს, მა­გან ბევ­რი რამე არ იცის. მე ვარ 2 უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ ჩემ სტუ­დენ­ტებს და ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის არც ივა­ნიშ­ვი­ლი დამ­ჭირ­ვე­ბია და არც ან­ზო­რი­კოს შე­ფა­სე­ბა. ის, რომ ჩვენ რე­ი­ტინ­გი არ გვაქვს არაა მარ­თა­ლი. პი­რა­დად მე, ვფიქ­რობ საკ­მა­რი­სი რე­ი­ტინ­გი მაქვს ჩემს ქვე­ყა­ნა­ში, შე­იძ­ლე­ბა არა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ფი­გუ­რას და შე­იძ­ლე­ბა რო­გორ უბ­რა­ლო ადა­მი­ანს, რო­მელ­საც თა­ვის ქვე­ყა­ნა უყ­ვარს, მაგ­რამ რე­ი­ტინ­გი ნამ­დვი­ლად მაქვს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ან­ზო­რი­კოს გა­სარ­ჩე­ვი კაცი არ ვარ. ისე, მეც მაქვს მას­ზე ჩემი მო­საზ­რე­ბა, თუმ­ცა თავს შე­ვი­კა­ვებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!"

ლევან ბერძენიშვილი: "ანზორიკო ბიწაძემ მედროვე სახლში უნდა მოიკითხოს!"

სოც. ქსელებში გავრცელდა ნინო ბურჯანაძის ვაჟის, ანზორიკო ბიწაძის მიმართვა ლევან ბერძენიშვილისადმი, სადაც ის ბერძენიშვილის მედროვეს და ურეიტინგო პოლიტიკოსს უწოდებს. ამაზე კომენტარი მიმართვის ადრესატს, პარლამენტის წევრ ლევან ბერძენიშვილს ვთხოვეთ:

- კარგი, მე თუნდაც ვიყო მედროვე პოლიტიკოსი, ეს რაში უშველის ანზორიკო ბიწაძის დედას? იქნებ ეს გამაგებინოს ანზორიკომ. ბატონი ანზორი არაა პოლიტიკური ფიგურა, რიგითი მოქალაქეა, აქვს თავისი მოსაზრება და თავისუფალია ნებისმიერ შეფასებაში, უბრალოდ მე არ შემიძლია დავეთანხმო მის ნათქვამს, რომ მე ვარ მედროვე, მედროვეები მაგან სახლში უნდა მოიკითხოს. მე რომ მედროვე ვყოფილიყავი, იგივე მანქანა, იგივე ტელეფონი ნამდვილად არ მექნებოდა, რაღაცას მაინც გამოვკრავდი ხელს. ანზორის აზრს პატივს ვცემ, რადგან სულ მცირე, ამ ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ არ ვეთანხმები.

- მან აგრეთვე თქვა, რომ თქვენ ხალხში გაქვთ ძალიან დაბალი რეიტინგი და ივანიშვილის ავტორიტეტს ხართ ამოფარებული...

- როგორც ჩანს, მაგან ბევრი რამე არ იცის. მე ვარ 2 უნივერსიტეტის პროფესორი, ძალიან ვუყვარვარ ჩემ სტუდენტებს და ამ სიყვარულისთვის არც ივანიშვილი დამჭირვებია და არც ანზორიკოს შეფასება. ის, რომ ჩვენ რეიტინგი არ გვაქვს არაა მართალი. პირადად მე, ვფიქრობ საკმარისი რეიტინგი მაქვს ჩემს ქვეყანაში, შეიძლება არა როგორც პოლიტიკურ ფიგურას და შეიძლება როგორ უბრალო ადამიანს, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარს, მაგრამ რეიტინგი ნამდვილად მაქვს. ყოველ შემთხვევაში, ანზორიკოს გასარჩევი კაცი არ ვარ. ისე, მეც მაქვს მასზე ჩემი მოსაზრება, თუმცა თავს შევიკავებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა