პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიტროპოლიტი თეოდორე - რაღაც ძალებით ცდილობენ, მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ხელოვნურად დააპირისპირონ
მიტროპოლიტი თეოდორე - რაღაც ძალებით ცდილობენ, მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ხელოვნურად დააპირისპირონ

ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლას მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ელო­დე­ბა, რომ მი­ნა­რეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვი შე­თან­ხმე­ბა შეს­რულ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა, თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მე­უ­ფე თე­ო­დო­რეს თქმით, ამ დრო­ის­თვის ახალ­ცი­ხე­ში სიმ­შვი­დეა. მო­სახ­ლე­ო­ბა და­ი­შა­ლა. ითხოვს და მო­ლო­დინ­შია, რომ შეს­რულ­დეს შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს საპტ­რი­არ­ქო­ში შედ­გა.

"მი­ნა­რე­თი ჭე­ლა­ში უნდა ჩა­ი­ტა­ნონ, და­სა­წყობ­დეს. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა და­იც­ვას ის მი­ნა­რე­თი, ვიდ­რე კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მოვა და ურ­თი­ერ­თმო­ლა­პა­რა­კე­ბა არ მოხ­დე­ბა შემ­დგომ სა­პატ­რი­არ­ქო­სა და მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს შო­რის. ჩემ­თვის უც­ნო­ბია, თუ რო­გორ შეხ­ვდნენ სა­პატ­რი­არ­ქო­სა და მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მუს­ლი­მე­ბი. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ ურ­თი­ერ­თთან­ხმო­ბით ვი­მოქ­მე­დოთ, რად­გან ბოლო პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან გახ­შირ­და მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი. რა­ღაც ძა­ლე­ბით ცდი­ლო­ბენ, ხე­ლოვ­ნუ­რად და­ა­პი­რის­პი­რონ ერ­თმა­ნეთს მუს­ლი­მი და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მრევ­ლი. ეს არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ ქრის­ტი­ან­მა და მუ­სულ­მან­მა იერ­არ­ქებ­მა არ და­ვუშ­ვათ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი. შე­იქ­მნა ერ­თობ­ლი­ვი საბ­ჭო, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ მსგა­ვის სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი", - დას­ძი­ნა ქო­რე­პის­კო­პოს­მა, რო­მე­ლიც გუ­შინ, პატ­რი­არ­ქის და­ვე­ლე­ბით, ახალ­ცი­ხე­ში იყ­მო­ფებ­და.

მი­სი­ვე თქმით, ორი­ვე მხა­რე ისევ აღელ­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ უნდა შე­ე­ცა­დონ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ა­წყნა­რონ მრევ­ლი, ახლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის­გან და­იც­ვან ისი­ნი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გუ­შინ შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რომ­ლის შემ­დე­გაც სა­პატ­რი­არ­ქომ და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლომ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს. გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, პრობ­ლე­მის კა­ნო­ნი­ე­რი გზით მოგ­ვა­რე­ბამ­დე, სო­ფელ ჭე­ლა­ში არ­სე­ბულ მე­ჩეთ­ზე მოხ­სნი­ლი მი­ნა­რე­თი და­სა­წყობ­დე­ბა და და­ი­ლუ­ქე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

მიტროპოლიტი თეოდორე - რაღაც ძალებით ცდილობენ, მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ხელოვნურად დააპირისპირონ

მიტროპოლიტი თეოდორე - რაღაც ძალებით ცდილობენ, მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი ხელოვნურად დააპირისპირონ

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელას მართლმადიდებელი მოსახლეობა ელოდება, რომ მინარეთთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმება შესრულდება.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ განუცხადა.

მეუფე თეოდორეს თქმით, ამ დროისთვის ახალციხეში სიმშვიდეა. მოსახლეობა დაიშალა. ითხოვს და მოლოდინშია, რომ შესრულდეს შეთანხმება, რომელიც გუშინ საქართველოს საპტრიარქოში შედგა.

"მინარეთი ჭელაში უნდა ჩაიტანონ, დასაწყობდეს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ის მინარეთი, ვიდრე კანონთან შესაბამისობაში არ მოვა და ურთიერთმოლაპარაკება არ მოხდება შემდგომ საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის. ჩემთვის უცნობია, თუ როგორ შეხვდნენ საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებას ადგილობრივი მუსლიმები. ყველა შემთხვევაში, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ურთიერთთანხმობით ვიმოქმედოთ, რადგან ბოლო პერიოდში ძალიან გახშირდა მსგავსი ფაქტები. რაღაც ძალებით ცდილობენ, ხელოვნურად დააპირისპირონ ერთმანეთს მუსლიმი და მართლმადიდებელი მრევლი. ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. ჩვენ შევთანხმდით, რომ ქრისტიანმა და მუსულმანმა იერარქებმა არ დავუშვათ მსგავსი შემთხვევები. შეიქმნა ერთობლივი საბჭო, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავის სიტუაციები", - დასძინა ქორეპისკოპოსმა, რომელიც გუშინ, პატრიარქის დაველებით, ახალციხეში იყმოფებდა.

მისივე თქმით, ორივე მხარე ისევ აღელვებულია, მაგრამ უნდა შეეცადონ, რომ მაქსიმალურად დააწყნარონ მრევლი, ახლი ინციდენტებისა და პროვოკაციებისგან დაიცვან ისინი.

საქართველოს საპატრიარქოში გუშინ შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგაც საპატრიარქომ და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. განცხადების მიხედვით, პრობლემის კანონიერი გზით მოგვარებამდე, სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია