პარტნიორები:

    ახალციხეში მომიტინგეთა ნაწილი სასულიერო პირების მოწოდებას არ ემორჩილება

    ახალციხეში მომიტინგეთა ნაწილი სასულიერო პირების მოწოდებას არ ემორჩილება

    აქციის მონაწილეები ახალციხეში ცენტრალურ მაგისტრალზე ამ დრომდე რჩებიან და დაშლას არ აპირებენ. სასულიერო პირები კვლავ ამაოდ ცდილობენ მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინონ.

    ზარზმის მონასტრის წინამძღვარი კვლავ სათითაოდ ცდილობს აქციის მონაწილეთა დარწმუნებას დაშლის აუცილებლობაში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა მეუფე თეოდორე ჭუაძემ მრევლს დაშლისკენ ამაღლების ეკლესიიდანაც მოუწოდა, თუმცა, ქადაგების დასრულების შემდეგ მრევლის ნაწილი კვლავ აქციას შეუერთდა. "არ ვაპირებთ ფეხის მოცვლას", - აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის მკვიდრი ანზორ ხუციშვილი. სად არის ამ დროისთვის მინარეთი, რომელიც ჭელაში უნდა დასაწყობდეს, უცნობია. აქცია ახალციხეში დილის 10:00 საათიდან მიმდინარეობს.

    იხილეთ სტატიის სრული ვერსია

    იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

    ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

    ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა