პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს
ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კურ ბიზ­ნესს ბე­დი ნამ­დვი­ლად არ სწყა­ლობს. უკა­ნას­კნე­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყე­ბი­სა და ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და­იწყ­ეს, ამას სკეპ­ტი­კოს­თა ცხა­რე ქი­ლი­კი და კა­მა­თი მოჰ­ყვა. მარ­თა­ლი­ა, "ქარ­თულ ბა­ყა­ყებს" სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­და საფ­რან­გე­თის სა­ხით, მაგ­რამ 2011 წელს მა­თი ექ­სპორ­ტი შეწყ­და. ამაო გა­მოდ­გა ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბის მცდე­ლო­ბაც: ზუგ­დიდ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ცა­იშ­ში, ნი­ან­გე­ბის ფერ­მის და­არ­სე­ბი­სათ­ვის 12 000 ევ­რო ჩა­ი­დო და ავ­სტრა­ლი­ი­დან ნი­ან­გე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და და 4 კვერ­ცხი­დან 4 ნი­ან­გი გა­მო­ი­ჩე­კა, თუმ­ცა ორი მათ­გა­ნი მა­ლე­ვე მოკ­ვდა. ით­ქვა, სო­ფელ ცა­იშ­ში არ­სე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი წყლე­ბი გო­გირდს შე­ი­ცავს, რაც ნი­ან­გე­ბის ზრდის პრო­ცესს ხელს უშ­ლი­სო... იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ ვერ ყვა­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ვა­ჟა ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­რაქ­ლე­მას ხორ­ციც და კვერ­ცხიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დე­ლი­კა­ტე­სად არის მიჩ­ნე­უ­ლი და ეს პრო­დუქ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სი­რაქ­ლე­მებს არ გა­უ­მარ­თლათ. ალ­ბათ ბევ­რმა არც იცის, რომ ათი­ო­დე წლის წინ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ თე­ლეთ­ში, სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­რაქ­ლე­მე­ბი ვერ მი­ი­ღეს.

სწო­რედ ამი­ტომ, სუ­ლაც არ არის საკ­მა­რი­სი აწარ­მოო მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოთხ­ოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, თუ არა გაქვს აწყ­ო­ბი­ლი გა­სა­ღე­ბის სის­ტე­მა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ბიზ­ნე­სი პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბა და ად­რე თუ გვი­ან იხუ­რე­ბა. ასე და­ე­მარ­თა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა­საც, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებ­ზე, რო­გო­რიც არის უცხ­ო­ე­თის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დე­ლი­კა­ტე­სად მიჩ­ნე­უ­ლი ბა­ყა­ყის ხორ­ცი, მით უმე­ტეს, რომ ამ­ბობ­დნენ, ქარ­თუ­ლი ბა­ყა­ყი გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლია ფრან­გულ­თან შე­და­რე­ბი­თო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ საფ­რან­გეთ­ში ეს ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ამი­ტომ მის მწარ­მო­ებ­ლებს ძი­რი­თა­დად უცხ­ო­უ­რი ბაზ­რის იმე­დი უნ­და ჰქო­ნო­დათ, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა. ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის მო­შე­ნე­ბა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ბიზ­ნე­სი ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს ჩვენს ეკო­სის­ტე­მას და სა­ხი­ფა­თო არ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ან ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რე­ბის­თვის. ასე მა­გა­ლი­თად, ალ­ვა­ნის ველ­ზე ზე­თის­ხი­ლი მო­ა­შე­ნეს, ზე­თის­ხი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ვის არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ მის მო­სა­შე­ნებ­ლად სა­ძოვ­რე­ბი და­ი­კა­ვეს, რი­თაც ალ­ვა­ნე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ დარ­გს, მეცხ­ო­ვე­ლე­ო­ბას, ზი­ა­ნი მი­ად­გა. რო­გორც გითხ­ა­რით, ზე­თის­ხი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვი­ნა­ა, მაგ­რამ რა­ღაც ახ­ლის შე­მო­ღე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვ, ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რებს ზი­ა­ნი არ უნ­და მი­ად­გეს.

- ბა­ტო­ნო ვა­ჟა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ძნე­ლია ხინ­კლი­სა და ხა­ჭა­პუ­რის შემ­დეგ ადა­მი­ან­მა ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი მი­ირ­თვას.

- დი­ახ, ასე­ა. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან მათ­თვის უცხო რა­ცი­ონს და ისეთ საკ­ვებს, რო­გო­რიც ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი­ა, მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი მი­ირ­თმე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ანგს, ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და დამ­კვიდ­რე­ბა. მთა­ვა­რი კი მა­ინც ის არის, თუ რამ­დე­ნად მო­მ­გე­ბი­ა­ნი და უსაფ­რთხოა ესა თუ ის ბიზ­ნ­ე­სი, ამი­ტომ, ყვ­ე­ლა­ფერს წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზი და სე­რი­ო­ზუ­ლი გათ­ვლე­ბი სჭირ­დე­ბა. მარ­თა­ლი­ა, ქარ­თვე­ლებს ავან­ტი­უ­რა გვი­ყ­ვარს, მაგ­რამ ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბამ მა­ინც არ გა­ა­მარ­თლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ავან­ტი­უ­რაც იყო, მუც­ლით მეზღ­აპ­რე­ო­ბაც, მუ­ცელ­ღმერ­თო­ბაც და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ…

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს

ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კურ ბიზ­ნესს ბე­დი ნამ­დვი­ლად არ სწყა­ლობს. უკა­ნას­კნე­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყე­ბი­სა და ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და­იწყ­ეს, ამას სკეპ­ტი­კოს­თა ცხა­რე ქი­ლი­კი და კა­მა­თი მოჰ­ყვა. მარ­თა­ლი­ა, "ქარ­თულ ბა­ყა­ყებს" სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­და საფ­რან­გე­თის სა­ხით, მაგ­რამ 2011 წელს მა­თი ექ­სპორ­ტი შეწყ­და. ამაო გა­მოდ­გა ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბის მცდე­ლო­ბაც: ზუგ­დიდ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ცა­იშ­ში, ნი­ან­გე­ბის ფერ­მის და­არ­სე­ბი­სათ­ვის 12 000 ევ­რო ჩა­ი­დო და ავ­სტრა­ლი­ი­დან ნი­ან­გე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და და 4 კვერ­ცხი­დან 4 ნი­ან­გი გა­მო­ი­ჩე­კა, თუმ­ცა ორი მათ­გა­ნი მა­ლე­ვე მოკ­ვდა. ითქვა, სო­ფელ ცა­იშ­ში არ­სე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი წყლე­ბი გო­გირდს შე­ი­ცავს, რაც ნი­ან­გე­ბის ზრდის პრო­ცესს ხელს უშ­ლი­სო... იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ ვერ ყვავის სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ვა­ჟა ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­რაქ­ლე­მას ხორ­ციც და კვერ­ცხიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დე­ლი­კა­ტე­სად არის მიჩ­ნე­უ­ლი და ეს პრო­დუქ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სი­რაქ­ლე­მებს არ გა­უ­მარ­თლათ. ალ­ბათ ბევ­რმა არც იცის, რომ ათი­ო­დე წლის წინ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ თე­ლეთ­ში, სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­რაქ­ლე­მე­ბი ვერ მი­ი­ღეს.

სწო­რედ ამი­ტომ, სუ­ლაც არ არის საკ­მა­რი­სი აწარ­მოო მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოთხ­ოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, თუ არა გაქვს აწყ­ო­ბი­ლი გა­სა­ღე­ბის სის­ტე­მა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ბიზ­ნე­სი პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბა და ად­რე თუ გვი­ან იხუ­რე­ბა. ასე და­ე­მარ­თა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა­საც, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებ­ზე, რო­გო­რიც არის უცხ­ო­ე­თის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დე­ლი­კა­ტე­სად მიჩ­ნე­უ­ლი ბა­ყა­ყის ხორ­ცი, მით უმე­ტეს, რომ ამ­ბობ­დნენ, ქარ­თუ­ლი ბა­ყა­ყი გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლია ფრან­გულთან შე­და­რე­ბი­თო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ საფ­რან­გეთ­ში ეს ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ამი­ტომ მის მწარ­მო­ებ­ლებს ძი­რი­თა­დად უცხ­ო­უ­რი ბაზ­რის იმე­დი უნ­და ჰქო­ნო­დათ, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა. ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის მო­შე­ნე­ბა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ბიზ­ნე­სი ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს ჩვენს ეკო­სის­ტე­მას და სა­ხი­ფა­თო არ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ან ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რე­ბის­თვის. ასე მა­გა­ლი­თად, ალ­ვა­ნის ველ­ზე ზე­თის­ხი­ლი მო­ა­შე­ნეს, ზე­თის­ხი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ვის არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ მის მო­სა­შე­ნებ­ლად სა­ძოვ­რე­ბი და­ი­კა­ვეს, რი­თაც ალ­ვა­ნე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ დარგს, მეცხ­ო­ვე­ლე­ო­ბას, ზი­ა­ნი მი­ად­გა. რო­გორც გითხ­ა­რით, ზე­თის­ხი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვი­ნა­ა, მაგ­რამ რა­ღაც ახ­ლის შე­მო­ღე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვ, ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რებს ზი­ა­ნი არ უნ­და მი­ად­გეს.

- ბა­ტო­ნო ვა­ჟა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ძნე­ლია ხინ­კლი­სა და ხა­ჭა­პუ­რის შემ­დეგ ადა­მი­ან­მა ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი მი­ირ­თვას.

- დი­ახ, ასე­ა. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან მათ­თვის უცხო რა­ცი­ონს და ისეთ საკ­ვებს, რო­გო­რიც ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი­ა, მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი მი­ირ­თმე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ანგს, ძნელი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და დამ­კვიდ­რე­ბა. მთა­ვა­რი კი მა­ინც ის არის, თუ რამ­დე­ნად მო­მ­გე­ბი­ა­ნი და უსაფ­რთხოა ესა თუ ის ბიზ­ნ­ე­სი, ამი­ტომ, ყვ­ე­ლა­ფერს წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზი და სე­რი­ო­ზუ­ლი გათ­ვლე­ბი სჭირ­დე­ბა. მარ­თა­ლი­ა, ქარ­თვე­ლებს ავან­ტი­უ­რა გვი­ყ­ვარს, მაგ­რამ ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბამ მა­ინც არ გა­ა­მარ­თლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ავან­ტი­უ­რაც იყო, მუც­ლით მეზღ­აპ­რე­ო­ბაც, მუ­ცელ­ღმერ­თო­ბაც და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ…

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს