პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე
ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე

"სიყ­ვა­რუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი სი­გი­ჟეა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ისე, რომ სულ იგიზ­გი­ზოს, მერე მო­ვა­ლე­ო­ბა­ში, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­დის და სიმ­ხურ­ვა­ლე აკ­ლდე­ბა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე. ვის ეპ­რან­ჭე­ბა, რო­მელ რე­ჟი­სორ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობს, რო­დის იბ­ნე­ვა და რა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- სა­ხე­ლი და გვა­რი.

- ნინო მუმ­ლა­ძე.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი.

- ....1984 წლის 1-ლი აგ­ვის­ტო. და­ბა­დე­ბის თა­რიღს ყო­ველ­თვის სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად აღ­ვნიშ­ნავ: ხან მე არ ვარ ქა­ლაქ­ში, ხან - მე­გობ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ბა­ლე­რი­ნა. ჩემი აღ­ნა­გო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სა­ცი­ლოა, არა?.. ისე მინ­დო­და ბა­ლე­ტი მე­ცეკ­ვა, სულ ბა­ლე­რი­ნებს ვხა­ტავ­დი. რო­გორც იქნა, დე­დამ ბა­ლეტ­ზე მი­მიყ­ვა­ნა. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა, გა­და­ვი­რიე. 4 წელი ვი­ა­რე. კარ­გი პლას­ტი­კა აღ­მო­მაჩ­ნდა, მაგ­რამ მერე თავი და­ვა­ნე­ბე.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...პირ­ველ რიგ­ში, ოჯახ­მა, მერე - იმ პი­როვ­ნე­ბებ­მა, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს შემ­ხვდნენ. ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბად მა­შინ ყა­ლიბ­დე­ბა, როცა სამ­ყა­როს შეც­ნო­ბას, და­მო­უ­კი­დე­ბელ ცხოვ­რე­ბას იწყებს. მად­ლო­ბა უფალს, ჩემს ოჯახს არას­დროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას არ შე­ვუ­ზღუ­დი­ვარ. მსა­ხი­ო­ბი რომ ვარ, ესეც ჩემი დიდი სურ­ვი­ლი და არ­ჩე­ვა­ნი იყო. ადა­მი­ა­ნი სა­ნამ თა­ვად არ მო­ი­ტეხს კი­სერს, მა­ნამ­დე შე­იძ­ლე­ბა, ბევრ რა­მეს ვერც კი მიხ­ვდეს. პი­როვ­ნე­ბად სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბე­ბით, შეც­დო­მე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბით ყა­ლიბ­დე­ბი.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ...

- ...სე­რი­ალ­ში გა­და­ღე­ბამ­დე თუ მას შემ­დეგ (იცი­ნის)?.. მას შემ­დეგ, რაც "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" სტო­მა­ტო­ლო­გის როლი შე­ვას­რუ­ლე, ძა­ლი­ან ცუდ რა­ღა­ცებს ამ­ბო­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რა­ტომ­ღაც ჩემს გმირ­თან გა­მა­ი­გი­ვა და არა მხო­ლოდ - მე. მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ რომ და­ფიქ­რდე, სა­სა­ცი­ლო არ არის. კი­დევ კარ­გი, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ამ­გვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მტკივ­ნე­უ­ლად არ აღიქ­ვა­მენ. იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც შემ­ხვედ­რი­ან, რომ­ლებ­საც უთ­ქვამთ, ამ როლს შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვი თა­ვიო. ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ჩემს მე­გობ­რებს და იმ ადა­მი­ნებს, რომ­ლე­ბიც კარ­გად მიც­ნო­ბენ, ჩემი ერთი სი­ტყვით და­ხა­სი­ა­თე­ბა რომ სთხო­ვო, ალ­ბათ გე­ტყვი­ან, მხი­ა­რუ­ლი­აო.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...მი­ვაღ­წიე ში­ნა­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. შე­მიძ­ლია, სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი მქონ­დეს.

- რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ფი­ცხი ხა­სი­ა­თი მაქვს, მაგ­რამ ამ სი­ფი­ცხეს იშ­ვი­ა­თად გა­მოვ­ხა­ტავ. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რამ­დე­ნა­დაც მხი­ა­რუ­ლი ვჩან­ვარ, შინ ცო­ტა­თი მძი­მე ხა­სი­ა­თი მაქვს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ჯან­მრთე­ლი ვარ, მყავს და­ი­კო, რო­მე­ლიც უზო­მოდ მიყ­ვარს და მა­სა­ვით ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი არ მე­გუ­ლე­ბა. შე­მიძ­ლია, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მისი იმე­დი მქონ­დეს.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...მო­წყე­ნი­ლი ვარ, რად­გან მარ­ტო­ო­ბა ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...შევ­დი­ვარ "ფე­ის­ბუკ­ზე".

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...რა­ღა­ცას მაბ­რა­ლე­ბენ, დამ­ნა­შა­ვე არ ვარ და თა­ვის მარ­თლე­ბა მი­წევს.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...თავი დამ­ცი­რე­ბუ­ლად არ უნდა ვიგ­რძნო. თუ ეს ოდ­ნავ მა­ინც ვიგ­რძე­ნი, მერე არ ვიცი, რას ვა­კე­თებ. ამ დროს ჩემი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი - ლომი ვხვდე­ბი და შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე ხელ­ში შე­მო­მეგლი­ჯოს.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მხატ­ვა­რი. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის წლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რს ვხა­ტავ­დი, ახლა - ნაკ­ლე­ბად. ამას­თან ერ­თად, შე­უმ­დგა­რი ვო­კა­ლის­ტი ვარ. ვო­კა­ლის ფა­კულ­ტე­ტი მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ეს ჩემი მე­ო­რე პრო­ფე­სი­აა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ლი­რი­კუ­ლი სოპ­რა­ნო ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბო­ბის სურ­ვილ­მა გა­დას­ძა­ლა. ეს ჩემი პე­და­გო­გის­თვი­საც ტრა­გე­დია იყო.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...სპორ­ტი, ვარ­ჯი­ში, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა და დი­ლით ადრე ად­გო­მა.

- ამ­წუ­თას ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე, სად­მე ოქ­როს ქვი­შა­ზე ვნე­ბივ­რობ­დე.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ანს პა­ტივს ვცემ.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ტკბი­ლე­უ­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...ჩემს თავს რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ და­ო­ჯა­ხე­ბულს ვხე­დავ, შვი­ლებ­თან ერ­თად. მინ­და, 3 შვი­ლი მყავ­დეს.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე...

- ...არ ვარ, ეს სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ტყუ­ე­ბა მგო­ნია.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...იღ­ბალს.

- ვნა­ნობ, რომ...

- ...არა­ფერს ვნა­ნობ.

- რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზეც ვოც­ნე­ბობ...

- ...თე­მურ ჩხე­ი­ძეა. მას შემ­დეგ, რაც მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­დავ­წყვი­ტე, თე­მურ ჩხე­ი­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ის ერთ-ერთი ძლი­ე­რი და გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რია, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. მის სპექ­ტაკ­ლებ­ზე - "მამა", "მა­რა­დი ქმა­რი" გა­ვი­ზარ­დე, გე­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, "არტ ხე­ლოვ­ნე­ბამ" ხომ სა­ერ­თოდ გა­დამ­რია.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...გულ­ჩვი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, ფილ­მებ­ზეც მე­ტი­რე­ბა.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია, კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...ზურა გორ­გა­ძეს: ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც დი­ლის გა­და­ცე­მა მიმ­ყავ­და. დღეს მე­გობ­რე­ბი ვართ. მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მის გვერ­დით კარგ ხა­სი­ათ­ზე არ დად­გე. სა­ო­ცა­რი იუ­მო­რი აქვს. დღეს სწო­რედ მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ ახალ სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექ­ტზე. ვნა­ხოთ, რა გა­მოგ­ვი­ვა.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს. თუ ქალი სა­კუ­თარ თავ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, თვლის, რომ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მერე ამას სხვე­ბიც იჯე­რე­ბენ.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...პე­რი­ო­დუ­ლი სი­გი­ჟეა. ძა­ლი­ან რთუ­ლია, სიყ­ვა­რუ­ლის ცე­ცხლი შე­ი­ნარ­ჩუ­ნო ისე, რომ სულ იგიზ­გი­ზოს, მერე მო­ვა­ლე­ო­ბა­ში, ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში გა­და­დის და სიმ­ხურ­ვა­ლე აკ­ლდე­ბა.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...უფრო კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ. ვერ ვი­ტყვი, რომ ეს გრძნო­ბა დი­დად მცვლის. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს, რა­ღა­ცის "შემ­ჩნე­ვა", ჩემს სი­ხა­რულ­საც და პრობ­ლე­მებ­საც არ გა­მოვ­ხა­ტავ.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს.

- მე­ში­ნია...

- ...ფრინ­ვე­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით - ქათ­მე­ბის. შე­ხე­ბა არ შე­მიძ­ლია. ეს უც­ნა­უ­რი ფო­ბია რო­გორ და­მე­წყო, არ მახ­სოვს.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...იშ­ვი­ა­თად მივ­დი­ვარ.

- არ მჩვე­ვია...

- ...ქუ­ჩა­ში სპორ­ტუ­ლი ტან­საც­მლით სი­ა­რუ­ლი.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...სახ­ლში მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ, ნივ­თებს რა­ტომ ყრიო?! მე­გობ­რე­ბი - მო­უც­ლე­ლო­ბის გამო, ქუ­ჩა­ში - იმის მი­ხედ­ვით, რო­მელ პერ­სო­ნაჟს ვთა­მა­შობ, და ყვე­ლა მსაყ­ვე­დუ­რობს დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო.

- ვე­რა­ვინ მა­ი­ძუ­ლებს...

- ...იმის გა­კე­თე­ბას, რაც თა­ვად არ მინ­და. ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ვარ. მთა­ვა­რია, ადა­მი­ან­მა ინ­ტე­რე­სი გა­მი­ჩი­ნოს. თუ თა­ვად არ მინ­და, შან­სი არ არის, სა­კუ­თარ თავს რამე ვა­ი­ძუ­ლო.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებს...

- ...ვცდი­ლობ, შეც­დო­მე­ბი გა­ვა­ა­ნა­ლი­ზო, შე­იძ­ლე­ბა, იმ წუთ­ში ვე­ღა­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თო, მაგ­რამ სა­მო­მავ­ლოდ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო. არ ვარ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვებს შე­ნიშ­ვნებს არ აძ­ლევს, ეს თვი­სე­ბა მაქვს, მაგ­რამ სხვი­სი შე­ნიშ­ვნის მი­ღე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მეც შე­მიძ­ლია, - ცხა­დია, თუ შე­ნიშ­ვნა სა­მარ­თლი­ა­ნია. შე­უ­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არ მიყ­ვარს, ვთვლი, რომ ასე­თე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­შე­ბიც კი არი­ან. როცა ადა­მი­ანს ელა­პა­რა­კე­ბი და ვე­რა­ფერს აგე­ბი­ნებ, არ იცი, მის­გან რას უნდა ელო­დო. ასეთ ადა­მი­ა­ნებს სას­წრა­ფოდ გა­ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ჩემი ბა­ბუა გრი­შა ქსოვ­რე­ლი იყო, რო­მელ­მაც ან­სამ­ბლი "ქსოვ­რე­ლე­ბი" და­ა­არ­სა. 8 წლის ვი­ყა­ვი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა. ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი იყო, ბევრ დიდ ხე­ლო­ვან­თან მე­გობ­რობ­და. მახ­სოვს, ბა­ბუა მე­უბ­ნე­ბო­და, შენ უნდა მა­სა­ხე­ლოო. რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. მისი სი­ტყვე­ბი, - სა­სა­ხე­ლო გოგო უნდა იყოო! - თით­ქოს დღე­საც ჩა­მეს­მის. არ ვიცი, და­რი­გე­ბა რა დო­ნე­ზე შე­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ მის ხსოვ­ნას დიდ პა­ტივს ვცემ. სექ­ტემ­ბრი­დან გა­მო­ვა დის­კი, პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დაგ­პა­ტი­ჟებ. ძვე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი აღ­ვად­გი­ნეთ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დის­კია.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ..

- ...კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა­ნი ჯერ სა­კუ­თარ მცდარ ნა­ბი­ჯებს და­ვი­ნა­ხავთ, ვა­ღი­ა­რებთ და სხვებს შეც­დო­მებ­ზე მერე მი­ვუ­თი­თებთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე

ნინო მუმლაძე: სანამ თავად არ მოიტეხ კისერს, შეიძლება, ბევრ რამეს ვერც მიხვდე

"სიყვარული პერიოდული სიგიჟეა. ძალიან რთულია, სიყვარულის ცეცხლი შეინარჩუნო ისე, რომ სულ იგიზგიზოს, მერე მოვალეობაში, ვალდებულებებში გადადის და სიმხურვალე აკლდება", - ამბობს მსახიობი ნინო მუმლაძე. ვის ეპრანჭება, რომელ რეჟისორთან თანამშრომლობაზე ოცნებობს, როდის იბნევა და რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი.

- ნინო მუმლაძე.

- დაბადების თარიღი.

- ....1984 წლის 1-ლი აგვისტო. დაბადების თარიღს ყოველთვის სხვადასხვაგვარად აღვნიშნავ: ხან მე არ ვარ ქალაქში, ხან - მეგობრების უმეტესობა.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ბალერინა. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, სასაცილოა, არა?.. ისე მინდოდა ბალეტი მეცეკვა, სულ ბალერინებს ვხატავდი. როგორც იქნა, დედამ ბალეტზე მიმიყვანა. ძალიან მომეწონა, გადავირიე. 4 წელი ვიარე. კარგი პლასტიკა აღმომაჩნდა, მაგრამ მერე თავი დავანებე.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...პირველ რიგში, ოჯახმა, მერე - იმ პიროვნებებმა, რომლებიც სხვადასხვა დროს შემხვდნენ. ადამიანი პიროვნებად მაშინ ყალიბდება, როცა სამყაროს შეცნობას, დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს. მადლობა უფალს, ჩემს ოჯახს არასდროს გადაწყვეტილების მიღებისას არ შევუზღუდივარ. მსახიობი რომ ვარ, ესეც ჩემი დიდი სურვილი და არჩევანი იყო. ადამიანი სანამ თავად არ მოიტეხს კისერს, მანამდე შეიძლება, ბევრ რამეს ვერც კი მიხვდეს. პიროვნებად საკუთარი წარმატებებით, შეცდომებით, გამოცდილებით ყალიბდები.

- ჩემზე ამბობენ, რომ...

- ...სერიალში გადაღებამდე თუ მას შემდეგ (იცინის)?.. მას შემდეგ, რაც "ჩემი ცოლის დაქალებში" სტომატოლოგის როლი შევასრულე, ძალიან ცუდ რაღაცებს ამბობენ. საზოგადოებამ რატომღაც ჩემს გმირთან გამაიგივა და არა მხოლოდ - მე. მეცინება, მაგრამ რომ დაფიქრდე, სასაცილო არ არის. კიდევ კარგი, რომ საზოგადოების ამგვარ დამოკიდებულებას ჩემი ოჯახის წევრები მტკივნეულად არ აღიქვამენ. იშვიათად, მაგრამ ისეთი ადამიანებიც შემხვედრიან, რომლებსაც უთქვამთ, ამ როლს შესანიშნავად გაართვი თავიო. ეს ძალიან სასიამოვნოა. ჩემს მეგობრებს და იმ ადამინებს, რომლებიც კარგად მიცნობენ, ჩემი ერთი სიტყვით დახასიათება რომ სთხოვო, ალბათ გეტყვიან, მხიარულიაო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მივაღწიე შინაგან დამოუკიდებლობას. შემიძლია, საკუთარი თავის იმედი მქონდეს.

- რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი ხასიათი მაქვს, მაგრამ ამ სიფიცხეს იშვიათად გამოვხატავ. საზოგადოებაში რამდენადაც მხიარული ვჩანვარ, შინ ცოტათი მძიმე ხასიათი მაქვს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ჯანმრთელი ვარ, მყავს დაიკო, რომელიც უზომოდ მიყვარს და მასავით ახლობელი ადამიანი არ მეგულება. შემიძლია, მთელი ცხოვრება მისი იმედი მქონდეს.

- როცა მარტო ვარ...

- ...მოწყენილი ვარ, რადგან მარტოობა ძალიან არ მიყვარს.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...შევდივარ "ფეისბუკზე".

- ვიბნევი, როცა...

- ...რაღაცას მაბრალებენ, დამნაშავე არ ვარ და თავის მართლება მიწევს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...თავი დამცირებულად არ უნდა ვიგრძნო. თუ ეს ოდნავ მაინც ვიგრძენი, მერე არ ვიცი, რას ვაკეთებ. ამ დროს ჩემი ზოდიაქოს ნიშანი - ლომი ვხვდები და შეიძლება, ვინმე ხელში შემომეგლიჯოს.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მხატვარი. თინეიჯერობის წლებში ძალიან ბევრს ვხატავდი, ახლა - ნაკლებად. ამასთან ერთად, შეუმდგარი ვოკალისტი ვარ. ვოკალის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. ეს ჩემი მეორე პროფესიაა. ძალიან ლამაზი ლირიკული სოპრანო ვიყავი, მაგრამ მსახიობობის სურვილმა გადასძალა. ეს ჩემი პედაგოგისთვისაც ტრაგედია იყო.

- მეზარება...

- ...სპორტი, ვარჯიში, ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა და დილით ადრე ადგომა.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...ზღვის სანაპიროზე, სადმე ოქროს ქვიშაზე ვნებივრობდე.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანს პატივს ვცემ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ტკბილეულისგან თავის შეკავება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ჩემს თავს რამდენიმე წლის შემდეგ დაოჯახებულს ვხედავ, შვილებთან ერთად. მინდა, 3 შვილი მყავდეს.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...პირად ცხოვრებაზე.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ, ეს საკუთარი თავის მოტყუება მგონია.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...იღბალს.

- ვნანობ, რომ...

- ...არაფერს ვნანობ.

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...თემურ ჩხეიძეა. მას შემდეგ, რაც მსახიობობა გადავწყვიტე, თემურ ჩხეიძის შემოქმედებაზე ვარ შეყვარებული. ის ერთ-ერთი ძლიერი და გენიალური რეჟისორია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მის სპექტაკლებზე - "მამა", "მარადი ქმარი" გავიზარდე, გემოვნება ჩამომიყალიბდა, "არტ ხელოვნებამ" ხომ საერთოდ გადამრია.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...გულჩვილი ადამიანი ვარ, ფილმებზეც მეტირება.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ზურა გორგაძეს: ეს არის ადამიანი, რომელთან ერთადაც დილის გადაცემა მიმყავდა. დღეს მეგობრები ვართ. მასთან ურთიერთობა ძალიან კომფორტულია. შეუძლებელია, მის გვერდით კარგ ხასიათზე არ დადგე. საოცარი იუმორი აქვს. დღეს სწორედ მასთან ერთად ვმუშაობ ახალ სატელევიზიო პროექტზე. ვნახოთ, რა გამოგვივა.

- ვეპრანჭები...

- ...პირველ რიგში, საკუთარ თავს. თუ ქალი საკუთარ თავში დარწმუნებულია, თვლის, რომ კარგად გამოიყურება, მერე ამას სხვებიც იჯერებენ.

- სიყვარული ეს...

- ...პერიოდული სიგიჟეა. ძალიან რთულია, სიყვარულის ცეცხლი შეინარჩუნო ისე, რომ სულ იგიზგიზოს, მერე მოვალეობაში, ვალდებულებებში გადადის და სიმხურვალე აკლდება.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...უფრო კარგ ხასიათზე ვარ. ვერ ვიტყვი, რომ ეს გრძნობა დიდად მცვლის. საერთოდ, არ მიყვარს, რაღაცის "შემჩნევა", ჩემს სიხარულსაც და პრობლემებსაც არ გამოვხატავ.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მსიამოვნებს.

- მეშინია...

- ...ფრინველის, განსაკუთრებით - ქათმების. შეხება არ შემიძლია. ეს უცნაური ფობია როგორ დამეწყო, არ მახსოვს.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ.

- არ მჩვევია...

- ...ქუჩაში სპორტული ტანსაცმლით სიარული.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...სახლში მსაყვედურობენ, ნივთებს რატომ ყრიო?! მეგობრები - მოუცლელობის გამო, ქუჩაში - იმის მიხედვით, რომელ პერსონაჟს ვთამაშობ, და ყველა მსაყვედურობს დაგვიანების გამო.

- ვერავინ მაიძულებს...

- ...იმის გაკეთებას, რაც თავად არ მინდა. ბავშვობიდან ძალიან ჯიუტი ვარ. მთავარია, ადამიანმა ინტერესი გამიჩინოს. თუ თავად არ მინდა, შანსი არ არის, საკუთარ თავს რამე ვაიძულო.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვცდილობ, შეცდომები გავაანალიზო, შეიძლება, იმ წუთში ვეღარაფერი გავაკეთო, მაგრამ სამომავლოდ გავითვალისწინო. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვებს შენიშვნებს არ აძლევს, ეს თვისება მაქვს, მაგრამ სხვისი შენიშვნის მიღება და გათვალისწინება მეც შემიძლია, - ცხადია, თუ შენიშვნა სამართლიანია. შეუვალი ადამიანები არ მიყვარს, ვთვლი, რომ ასეთები ძალიან საშიშებიც კი არიან. როცა ადამიანს ელაპარაკები და ვერაფერს აგებინებ, არ იცი, მისგან რას უნდა ელოდო. ასეთ ადამიანებს სასწრაფოდ გავერიდები ხოლმე.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ჩემი ბაბუა გრიშა ქსოვრელი იყო, რომელმაც ანსამბლი "ქსოვრელები" დააარსა. 8 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. ის სახალხო არტისტი იყო, ბევრ დიდ ხელოვანთან მეგობრობდა. მახსოვს, ბაბუა მეუბნებოდა, შენ უნდა მასახელოო. რომ გარდაიცვალა, ძალიან განვიცადე. მისი სიტყვები, - სასახელო გოგო უნდა იყოო! - თითქოს დღესაც ჩამესმის. არ ვიცი, დარიგება რა დონეზე შევასრულე, მაგრამ მის ხსოვნას დიდ პატივს ვცემ. სექტემბრიდან გამოვა დისკი, პრეზენტაციაზე დაგპატიჟებ. ძველი ჩანაწერები აღვადგინეთ. ძალიან საინტერესო დისკია.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ..

- ...კარგი იქნება, თუ ყველანი ჯერ საკუთარ მცდარ ნაბიჯებს დავინახავთ, ვაღიარებთ და სხვებს შეცდომებზე მერე მივუთითებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება