კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება

კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ თავს ხან ზებრას უწოდებს, ხან კიდევ სხვა რამეს.

"მე მას ვარწმუნებ, რომ ბატონ ბიძინას არც ერთი ცხოველი გალიაში არ ჰყავს. თუ სურვილი აქვს, მიხეილს პრემიერთან ვუშუამდგომლებ და იყოს იმ ცხოველებთან ერთად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესიერად იქნება და მოთვინიერდება. გაწვრთნას ალბათ გარკვეული დრო დაჭირდება ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგია ხშირად ითიშება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, დენი მხოლოდ დღეს და გუშინ არ ჩამქრალა საქართველოში, ეს პრობლემა ქვეყანაში იმიტომ არსებობს, რომ ელექტროქსელები მწყობრიდანა არის გამოსული, ზოგიერთ სოფელში ელექტროსადენებს უჭირავს ელექტრო ბოძები. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ორ შემთხვევაში ითიშება, როდესაც ქსელების რეაბილიტაცია ხდება და როდესაც უამინდობაა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ბოლომდე ქსელების რეაბილტაციის პროცესი მთლიანად დასრულდება და პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი ენერგეტიკაში ვერ ერკვევა და აცხადებს, რომ ზაფხულში ქვეყანა ელექტროენერგიის შესყიდვას არ ახორციელებს. მინისტრის თქმით, სააკაშვილი ცდება, ვინაიდან, ზაფხულში, როგორც წესი, ელექტროენერგიის შესყიდვა არ ხორციელდება, ეს მხოლოდ ზამთარში ხდება. მისივე განმარტებით, დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზამთარში ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არ იყოს.

აღნიშნული განცხადება ენერგეტიკის მინსტრმა კახი კალაძემ დღეს დმანისში გააკეთა, სადაც ის " სოკარის " პრეზიდენტ როვნაკ აბდულაევთან ერთად გაზიფიკაციის დასრულების პროცესს დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"