სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს
ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა გუ­რამ ბაბ­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ, რუს­მა ტე­ლე­წამ­ყვან­მა ან­ფი­სა ჩე­ხო­ვამ ვაჟი, სო­ლო­მო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნათ­ლეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის­თვის ლო­დი­ნი პა­ტა­რას წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს მო­უხ­და, მა­შინ რო­დე­საც ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს აღ­სრუ­ლე­ბას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე ცდი­ლო­ბენ. ასე­თი და­ყოვ­ნე­ბის მი­ზე­ზის გამ­ხე­ლა წყვილ­მა არ ისურ­ვა, თა­ვად ნათ­ლო­ბის ამ­ბა­ვიც მხო­ლოდ პოს­ტფაქ­ტუმ გა­ახ­მა­უ­რა.

"ჩვე­ნი პა­ტა­რა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი გახ­და! სო­ლო­მონ, გჯე­რო­დეს უზე­ნა­ე­სი ძა­ლე­ბის და, რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი თა­ვის! ღმერ­თი ხომ შენ­შია, შენ ღვთის ნა­წი­ლი ხარ! P.S. ფეხ­მძი­მედ არ ვარ და ჩვენ არ დავ­ქორ­წი­ნე­ბულ­ვართ!", - და­წე­რა ან­ფი­სამ "ინ­სტაგ­რამ­ში". ეს ბოლო გან­მარ­ტე­ბა ტე­ლე­წამ­ყვან­მა იმი­ტომ გა­ა­კე­თა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მრა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბო­და.

ორი დღის წინ მსა­ხი­ობ­მა ცე­ცხლს ნავ­თი თა­ვად და­ას­ხა, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მის ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და, რო­მელ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ახ­მა­უ­რებ­და. თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­მა მა­შინ­ვე გა­ავ­რცე­ლეს ხმა, რომ ჩე­ხო­ვამ და ბაბ­ლიშ­ვილ­მა იქორ­წი­ნეს. სხვა ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, წყვი­ლი მე­ო­რე ბავ­შვს ელო­დე­ბო­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია 7days.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს

ანფისა ჩეხოვამ და გურამ ბაბლიშვილმა ბავშვი საქართველოში მონათლეს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა გურამ ბაბლიშვილმა და მისმა მეუღლემ, რუსმა ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამ ვაჟი, სოლომონი საქართველოში მონათლეს. მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ლოდინი პატარას წელიწადზე მეტხანს მოუხდა, მაშინ როდესაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებას რაც შეიძლება მალე ცდილობენ. ასეთი დაყოვნების მიზეზის გამხელა წყვილმა არ ისურვა, თავად ნათლობის ამბავიც მხოლოდ პოსტფაქტუმ გაახმაურა.

"ჩვენი პატარა მართლმადიდებელი გახდა! სოლომონ, გჯეროდეს უზენაესი ძალების და, რაც მთავარია, საკუთარი თავის! ღმერთი ხომ შენშია, შენ ღვთის ნაწილი ხარ! P.S. ფეხმძიმედ არ ვარ და ჩვენ არ დავქორწინებულვართ!", - დაწერა ანფისამ "ინსტაგრამში". ეს ბოლო განმარტება ტელეწამყვანმა იმიტომ გააკეთა, რომ საქართველოში მის ვიზიტთან დაკავშირებით მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდებოდა.

ორი დღის წინ მსახიობმა ცეცხლს ნავთი თავად დაასხა, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც მოგვიანებით გაახმაურებდა. თაყვანისმცემლებმა მაშინვე გაავრცელეს ხმა, რომ ჩეხოვამ და ბაბლიშვილმა იქორწინეს. სხვა ვერსიის თანახმად, წყვილი მეორე ბავშვს ელოდებოდა.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება