ნიკიტა მიხალკოვის 26 წლის ქალიშვილმა ნადიამ იოსებ სტალინის შესახებ გადაღებულ ბიოგრაფიულ ფილმში სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევა განასახიერა. ვასილ სტალინის როლი გელა მესხმა შეასრულა. ფილმის სახელია "ხალხის მამის ვაჟი".
ფილმის ერთ-ერთი რეჟისორის, სერგეი გინზბურგის თქმით, ნადიას გარდა ფილმში ვარკვლავური სახე არ იქნება. ”ცნობადობამ როლის მნიშვნელობა არ უნდა დაჩრდილოს. ეს ხომ ბანალური სერიალი არ არის”, - განაცხადა გინზბურგმა.
გადაღებები კრემლში დაიწყო და სტალინის აგარაკზე დასრულდა. ფილმის ძირითადი ნაწილი მინსკში გადაიღეს, სადაც 1940 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები აღადგინეს. ფილმი დიდ ეკრანებზე აგვისტოს ბოლოს გამოვა.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.