პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ
მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

"თა­ვი­სუფ­ლე­ბა პა­ტი­მარ მი­ნა­რეთს" - ამ ლო­ზუნ­გით ბა­თუმ­ში, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ძეგლ­თან მუს­ლი­მი მრევ­ლი აქ­ცი­ას მარ­თავს. მუს­ლი­მე­ბი ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტაჟს აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და ითხო­ვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დრო­უ­ლად და­აბ­რუ­ნოს მი­ნა­რე­თი.

აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე გახ­მო­ვან­და ლო­ზუნ­გე­ბი - " მო­ვუ­წო­დებთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­იც­ვას მუს­ლიმ­თა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა". აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას სი­ტყვით გა­მო­ვი­და ჯა­ვა­ხე­თის მუფ­თი მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძე, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ 1 წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მუს­ლიმ მრევლს მე­ჩე­თის აშე­ნე­ბას და­პირ­და, თუმ­ცა და­ნა­პი­რე­ბი არ შეს­რულ­და.

"რა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ერთი წლის წინ მუს­ლიმ მრევლს და­პირ­და, უნდა შე­ას­რუ­ლოს. დღეს ვხე­დავთ, რომ ეს და­ნა­პი­რე­ბი მი­ნა­რე­თის ნგრე­ვით სრულ­დე­ბა. გვაბ­რა­ლე­ბენ თაღ­ლი­თო­ბას, თით­ქოს უკა­ნო­ნოდ შე­მო­ვი­ტა­ნეთ მი­ნა­რე­თის მა­სა­ლა, ამ­ბო­ბენ, რომ ერთ ღა­მე­ში სა­ი­დუმ­ლოდ ავა­შე­ნეთ მი­ნა­რე­თი. ერთ ღა­მე­ში არ შენ­დე­ბა ასე­თი მი­ნა­რე­თე­ბი. მის ასა­შე­ნებ­ლად 4 დღე-ღამე დაგ­ვჭირ­და. ჩვენ ვიბ­რძვით ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად და მო­ვი­თხოვთ მი­ნა­რე­თის დაბ­რუ­ნე­ბას ", -აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძემ.

აქ­ცი­ა­ზე, ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რემ ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა და­იც­ვას მუს­ლი­მე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოა და მუს­ლიმ­თა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა სა­ხელ­მწი­ფომ უნდა შეძ­ლოს.

აქ­ცი­ის და­წყე­ბამ­დე, მუს­ლი­მე­ბი აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ხა­ბა­ძეს ბა­თუ­მის მე­ჩეთ­ში შეხ­ვდნენ. რო­გორც არ­ჩილ ხა­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მუს­ლიმ მრევლს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ხელს არა­ვინ შე­უშ­ლის. ხა­ბა­ძემ გან­მარ­ტა, რომ უმოკ­ლეს ვა­და­ში მი­ნა­რე­თის სა­კი­თხი გა­და­წყდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

მეჩეთთან შეკრებილები ბიძინა ივანიშვილს დანაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

"თავისუფლება პატიმარ მინარეთს" - ამ ლოზუნგით ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მუსლიმი მრევლი აქციას მართავს. მუსლიმები ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებენ და ითხოვენ ხელისუფლებამ დროულად დააბრუნოს მინარეთი.

აქციაზე ასევე გახმოვანდა ლოზუნგები - " მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაიცვას მუსლიმთა კონსტიტუციური უფლება". აქციის მიმდინარეობისას სიტყვით გამოვიდა ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ 1 წლის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მუსლიმ მრევლს მეჩეთის აშენებას დაპირდა, თუმცა დანაპირები არ შესრულდა.

"რასაც ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის წინ მუსლიმ მრევლს დაპირდა, უნდა შეასრულოს. დღეს ვხედავთ, რომ ეს დანაპირები მინარეთის ნგრევით სრულდება. გვაბრალებენ თაღლითობას, თითქოს უკანონოდ შემოვიტანეთ მინარეთის მასალა, ამბობენ, რომ ერთ ღამეში საიდუმლოდ ავაშენეთ მინარეთი. ერთ ღამეში არ შენდება ასეთი მინარეთები. მის ასაშენებლად 4 დღე-ღამე დაგვჭირდა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი უფლებების დასაცავად და მოვითხოვთ მინარეთის დაბრუნებას ", -აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

აქციაზე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას მუსლიმების უფლება, რადგან საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და მუსლიმთა დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა სახელმწიფომ უნდა შეძლოს.

აქციის დაწყებამდე, მუსლიმები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაბაძეს ბათუმის მეჩეთში შეხვდნენ. როგორც არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, მუსლიმ მრევლს კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში ხელს არავინ შეუშლის. ხაბაძემ განმარტა, რომ უმოკლეს ვადაში მინარეთის საკითხი გადაწყდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია