საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას
რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას

ორ თვე­ზე მე­ტია, მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი ნუგ­ზარ შა­რია თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა. თან აქვს თა­ვი­სი სცე­ნა­რი "წმინ­და ნინო და ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი". რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის გა­და­ღე­ბის იდე­ას მხარს პატ­რი­არ­ქი და სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უჭე­რენ. თავ­და­პირ­ვე­ლად, ეს ორ წმინ­დან­ზე აგე­ბუ­ლი სცე­ნა­რი სხვა­დას­ხვა მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის თე­მე­ბი მე­გო­ნა, მაგ­რამ აღ­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი ერ­თი­ან­დე­ბა და თუ რო­გორ, თა­ვად გვიყ­ვე­ბა...

მა­ნამ­დე კი შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1970 წელს ნუგ­ზარ შა­რია ტუ­რის­ტულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ემ­გზავ­რა კუ­ბა­ზე, მა­რო­კო­სა და საფ­რან­გეთ­ში. პა­რიზ­ში მან პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა. მისი თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს და მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო რა­დიო "თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პი­სა" და "თა­ვი­სუფ­ლე­ბის" პა­რი­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. 1971 წელს გა­და­სახ­ლდა ნიუ-იორკში, სა­დაც მუ­შა­ო­ბა გა­ნაგ­რძო აღ­ნიშ­ნულ რა­დი­ო­ებ­ში, ასე­ვე "ამე­რი­კის ხმა­ში" და იმავდრო­უ­ლად ნიუ-იორ­კი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს კი­ნო­რე­ჟი­სუ­რა­ში. ნუგ­ზარ შა­რია რამ­დე­ნი­მე წელი გერ­მა­ნი­ა­შიც, ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში ცხოვ­რობ­და, სა­დაც იმა­ვე რა­დი­ო­ებ­ში აგ­რძე­ლებ­და მუ­შა­ო­ბას. სა­ქარ­თვე­ლო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, ორ­გა­ნი­ზა­ცია "კავ­კა­სი­ის ხალ­ხე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტი პა­რა­ლე­ლუ­რად ფილ­მებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და და წერ­და სცე­ნა­რებს, რის შე­სა­ხე­ბაც ინ­ტერ­ვი­უ­ში გვი­ამ­ბო...

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ მე ის ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც მი­დის იქ, სა­დაც ელო­დე­ბი­ან. არა­სო­დეს მივ­დი­ვარ სად­მე ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით. 2006 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი, პატ­რი­არ­ქი ილია II ტე­ლე­ფო­ნით და­მი­კავ­შირ­და გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ მი­უნ­ხენ­ში და აკურ­თხა ორი წმი­და­თაწ­მი­და თემა, რო­გო­რიც არის წმინ­და ნინო და ქე­თე­ვან დე­დო­ფა­ლი.

- რო­დის და­ი­წე­რა ეს სცე­ნა­რი?

- სცე­ნა­რებ­ზე მუ­შა­ო­ბა 2006 წელს და­ვი­წყე და და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წელი მო­ვან­დო­მე. სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის ბიბ­ლი­ო­თე­კის მიერ. ეს არის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­რან­ტია იმი­სა, რომ ჩემი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ამ თე­მას სხვა ადა­მი­ა­ნი ხელს ვერ ახ­ლებს. 2006 წლის შემ­დეგ რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მათ შო­რის პატ­რი­არ­ქის მოწ­ვე­ვით, რომ­ლის დრო­საც გან­ხი­ლუ­ლი იყო სცე­ნა­რე­ბი. ასე­ვე ჩა­მო­ვე­დი მა­შინ, რო­დე­საც გარ­და­იც­ვა­ლა დე­და­ჩე­მი, ძმა და გარ­და­იც­ვა­ლა ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი. რამ­დენ­ჯე­რაც ამ ტრა­გე­დი­ე­ბის გამო თბი­ლის­ში ჩა­მოვ­დი­ო­დი, იმ დროს მა­ინც მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, შევ­ხვედ­რო­დი უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რესს და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს. მათ არა­ერ­თხელ გა­და­ი­კი­თხეს და გა­ნი­ხი­ლეს ცალ­კე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბი. ისი­ნი უმაღ­ლეს დო­ნე­ზეა შე­მოწ­მე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ამ გრან­დი­ო­ზუ­ლი სცე­ნა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სია.

- ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ გა­და­ღე­ბას სჭირ­დე­ბა ფი­ნან­სე­ბი, თან საკ­მა­ოდ დიდი თან­ხე­ბი. ვინ გიდ­გათ გვერ­დით?

- მე გახ­ლა­ვართ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, ჰო­ლი­ვუ­დის პროფ­კავ­ში­რის წევ­რი, ამი­ტომ უფ­ლე­ბა არ მაქვს, ნე­ბის­მი­ე­რი ჩემი სცე­ნა­რი, რა თე­მა­ზეც უნდა იყოს ის და­წე­რი­ლი, არ გა­ვაც­ნო ჩემს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ჰო­ლი­ვუდ­ში. ვი­ნა­ი­დან მათი შტა­ტის წევ­რი ვარ და კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ჰო­ლი­ვუ­დი ჩემი ძი­რი­თა­დი საყ­რდე­ნია, მა­ინ­ცდა­მა­ინც არ ვჩ­ქა­რობ­დი ამ სცე­ნა­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის სა­კი­თხის აღ­ძვრას და ამას ორი მი­ზე­ზი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი ის იყო, რომ ეს გრან­დი­ო­ზუ­ლი კი­ნოს­ცე­ნა­რე­ბი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან. და თუ რა­ტომ, ამის მი­ზეზ­საც მო­გახ­სე­ნებთ: ჰო­ლი­ვუდ­ში არის ასე­თი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც არ ვიცი, კარ­გია თუ ცუდი, მაგ­რამ სცე­ნა­რის ავ­ტორს, რო­მე­ლიც მიჰ­ყი­დის თა­ვის ნა­მუ­შე­ვარს ამე­რი­კის რო­მე­ლი­მე კი­ნოს­ტუ­დი­ას, ჩა­მო­ერ­თმე­ვა სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბი. მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მე ასე­ვე ვარ მსა­ხი­ო­ბი და ჰო­ლი­ვუ­დის კად­რი, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა ფილმში ნე­ბის­მი­ე­რი რო­ლის თა­მა­ში. ამე­რი­კულ კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­სუ­ლი ვარ რო­გორც რე­ჟი­სო­რი. ცნო­ბი­სათ­ვის აქვე გე­ტყვით, რომ ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში მუ­შა­ო­ბის გამო, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ათ სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორ­თა სი­ა­ში ვარ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი.

- ეს რო­მელ წლებ­ში?

- 1972-1974 წლებ­ში, ანუ მა­ნამ, სა­ნამ ევ­რო­პა­ში გა­დავ­სახ­ლდე­ბო­დი. მა­შინ მე ვმუ­შა­ობ­დი ბროდ­ვე­ის თე­ატ­რში ისეთ დიდ რე­ჟი­სორ­თან, რო­გო­რიც არის მაიკ ნიკლსი, იგი­ვე პეშ­კოვ­სკი... თე­მას გა­ვაგ­რძე­ლებ. მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მინ­და გან­ვმარ­ტო, რა­ტომ არ მინ­და ამ სცე­ნა­რე­ბის მი­ყიდ­ვა ჰო­ლი­ვუ­დის რო­მე­ლი­მე სტუ­დი­ის­თვის. ვი­ნა­ი­დან ქარ­თვე­ლი ერის წმი­და­თაწ­მი­და თე­მაა, ის ქარ­თველ­მა ერმა უნდა დაძ­ლი­ოს და ტექ­ნი­კუ­რად უმაღ­ლეს დო­ნე­ზე უნდა იყოს გა­და­ღე­ბუ­ლი. მე ამ თე­მას ფუ­ლის გამო არ გავ­ყი­დი, ამა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. მე პირ­და­პი­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს ამე­რი­კის დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენტ ბა­რაკ ობა­მას­თან და ვარ მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მე გა­ვუგ­ზავ­ნე ჩემს პრე­ზი­დენტს სცე­ნა­რე­ბი და ისი­ნი დღეს­დღე­ო­ბით თეთრ სახ­ლშია, პი­რა­დად ბა­რაკ

ობა­მას სა­წერ მა­გი­და­ზე დევს.

- და პა­სუ­ხი არ მო­სუ­ლა, გა­ეც­ნო თუ არა?

- რო­გორ არა, წა­ი­კი­თხა და გა­ეც­ნო. ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტიც მაქვს. მას მი­აჩ­ნია, რომ მე თა­ვად უნდა გა­დავ­წყვი­ტო, რო­მელ­მა მხა­რემ უნდა გა­და­ი­ღოს ეს ფილ­მი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას

რა ურჩია ბარაკ ობამამ ნუგზარ შარიას

ორ თვეზე მეტია, მსახიობი და რეჟისორი ნუგზარ შარია თბილისში იმყოფება. თან აქვს თავისი სცენარი "წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი". როგორც მან განაცხადა, მხატვრული ფილმის გადაღების იდეას მხარს პატრიარქი და საპატრიარქოს წარმომადგენლები უჭერენ. თავდაპირველად, ეს ორ წმინდანზე აგებული სცენარი სხვადასხვა მხატვრული ფილმის თემები მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი ერთიანდება და თუ როგორ, თავად გვიყვება...

მანამდე კი შეგახსენებთ, რომ 1970 წელს ნუგზარ შარია ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო "თავისუფალი ევროპისა" და "თავისუფლების" პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე "ამერიკის ხმაში" და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაში. ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია "კავკასიის ხალხების გაერთიანების" საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს, რის შესახებაც ინტერვიუში გვიამბო...

- უპირველეს ყოვლისა, მინდა მოგახსენოთ, რომ მე ის ადამიანი ვარ, რომელიც მიდის იქ, სადაც ელოდებიან. არასოდეს მივდივარ სადმე ჩემი ინიციატივით. 2006 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი ილია II ტელეფონით დამიკავშირდა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში და აკურთხა ორი წმიდათაწმიდა თემა, როგორიც არის წმინდა ნინო და ქეთევან დედოფალი.

- როდის დაიწერა ეს სცენარი?

- სცენარებზე მუშაობა 2006 წელს დავიწყე და დაახლოებით ხუთი წელი მოვანდომე. საავტორო უფლებები დადასტურებულია შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ. ეს არის ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ჩემი ნებართვის გარეშე ამ თემას სხვა ადამიანი ხელს ვერ ახლებს. 2006 წლის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედი საქართველოში. მათ შორის პატრიარქის მოწვევით, რომლის დროსაც განხილული იყო სცენარები. ასევე ჩამოვედი მაშინ, როდესაც გარდაიცვალა დედაჩემი, ძმა და გარდაიცვალა ჩემი ქალიშვილი. რამდენჯერაც ამ ტრაგედიების გამო თბილისში ჩამოვდიოდი, იმ დროს მაინც მქონდა საშუალება, შევხვედროდი უწმინდესსა და უნეტარესს და სასულიერო პირებს. მათ არაერთხელ გადაიკითხეს და განიხილეს ცალკეული ეპიზოდები. ისინი უმაღლეს დონეზეა შემოწმებული, ვინაიდან ამ გრანდიოზული სცენარების გენერალური მმართველი უწმინდესი და უნეტარესია.

- ეს გასაგებია, მაგრამ გადაღებას სჭირდება ფინანსები, თან საკმაოდ დიდი თანხები. ვინ გიდგათ გვერდით?

- მე გახლავართ ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების მოქალაქე, ჰოლივუდის პროფკავშირის წევრი, ამიტომ უფლება არ მაქვს, ნებისმიერი ჩემი სცენარი, რა თემაზეც უნდა იყოს ის დაწერილი, არ გავაცნო ჩემს წარმომადგენლობას ჰოლივუდში. ვინაიდან მათი შტატის წევრი ვარ და კინოხელოვნებაში ჰოლივუდი ჩემი ძირითადი საყრდენია, მაინცდამაინც არ ვჩქარობდი ამ სცენარების დაფინანსების საკითხის აღძვრას და ამას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი ის იყო, რომ ეს გრანდიოზული კინოსცენარები დაფინანსებული უნდა იყოს საქართველოს მხრიდან. და თუ რატომ, ამის მიზეზსაც მოგახსენებთ: ჰოლივუდში არის ასეთი კანონი, რომელიც არ ვიცი, კარგია თუ ცუდი, მაგრამ სცენარის ავტორს, რომელიც მიჰყიდის თავის ნამუშევარს ამერიკის რომელიმე კინოსტუდიას, ჩამოერთმევა საავტორო უფლებები. მაგრამ ვინაიდან მე ასევე ვარ მსახიობი და ჰოლივუდის კადრი, გარანტირებული მექნება ფილმში ნებისმიერი როლის თამაში. ამერიკულ კინოხელოვნებაში ოფიციალურად შესული ვარ როგორც რეჟისორი. ცნობისათვის აქვე გეტყვით, რომ ბროდვეის თეატრში მუშაობის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ათ საუკეთესო რეჟისორთა სიაში ვარ დასახელებული.

- ეს რომელ წლებში?

- 1972-1974 წლებში, ანუ მანამ, სანამ ევროპაში გადავსახლდებოდი. მაშინ მე ვმუშაობდი ბროდვეის თეატრში ისეთ დიდ რეჟისორთან, როგორიც არის მაიკ ნიკლსი, იგივე პეშკოვსკი... თემას გავაგრძელებ. მთავარი მიზეზი მინდა განვმარტო, რატომ არ მინდა ამ სცენარების მიყიდვა ჰოლივუდის რომელიმე სტუდიისთვის. ვინაიდან ქართველი ერის წმიდათაწმიდა თემაა, ის ქართველმა ერმა უნდა დაძლიოს და ტექნიკურად უმაღლეს დონეზე უნდა იყოს გადაღებული. მე ამ თემას ფულის გამო არ გავყიდი, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. მე პირდაპირი კონტაქტი მაქვს ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან და ვარ მისი ოფიციალური წარმომადგენელი, მე გავუგზავნე ჩემს პრეზიდენტს სცენარები და ისინი დღესდღეობით თეთრ სახლშია, პირადად ბარაკ

ობამას საწერ მაგიდაზე დევს.

- და პასუხი არ მოსულა, გაეცნო თუ არა?

- როგორ არა, წაიკითხა და გაეცნო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც მაქვს. მას მიაჩნია, რომ მე თავად უნდა გადავწყვიტო, რომელმა მხარემ უნდა გადაიღოს ეს ფილმი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება