საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია
რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია

გა­სულ კვი­რას "მე­ცხრე არ­ხის" და­ხურ­ვის თემა აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. ზოგს ეს ამ­ბა­ვი არ გაჰ­კვირ­ვე­ბია, ზოგს კი უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ბედი ადარ­დებ­და. ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია კო­ბე­რი­ძე, რო­მე­ლიც ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცეს აკ­ვირ­დე­ბა, მი­იჩ­ნევს, რომ არ­ხის და­ხურ­ვა მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან მან ის ფუნ­ქცია წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა, რის­თვი­საც შე­იქ­მნა.

- ნა­თია, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით იმ ყვე­ლა­ფერს, რაც ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში ხდე­ბა?

- "მე­ცხრე არხზე" რაც ხდე­ბა, ლო­გი­კუ­რია. ტე­ლე­კომ­პა­ნია იმი­ტომ შე­იქ­მნა, უფრო სწო­რად, იმი­ტომ გა­ნახ­ლდა, რომ სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა მის მფლო­ბელს. არ­ხმა შე­ას­რუ­ლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ტე­ლე­ვი­ზია ძვი­რი შე­სა­ნა­ხია. პრე­მი­ერ­მი­ნისტრს არ უღირს "მე­ცხრე არ­ხის" ფლო­ბა. გარ­და ამი­სა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას აპი­რებს. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე "მე­ცხრე არ­ხმა" რა­ტომ უნდა იმუ­შა­ოს მისი და­ფი­ნან­სე­ბით? სავ­სე­ბით ლო­გი­კუ­რია, რომ მან არხთან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ას­რუ­ლა.

- "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­უ­რობ­დით ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩან­და, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მოგ­წონთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით...

- მო­წო­ნე­ბა-არ­მო­წო­ნე­ბა­ზე ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ერ­თოდ არაა ლა­პა­რა­კი. რაც მეტი ტე­ლე­ვი­ზია არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში, მით უფრო კარ­გია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რო­გო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა აქვს. ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია. თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლია ის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა, სა­დაც

ეს მკვეთ­რად არ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. "მე­ცხრე არ­ხის" და­ხურ­ვით რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­და და ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და­აკ­ლდა-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყო­დი. არხი მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. არც დიდი გავ­ლე­ნა ჰქონ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე. ვიცი, რომ ძა­ლი­ან ძვი­რი ჯდე­ბო­და ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნახ­ვა, რად­გან არხზე მო­მუ­შა­ვე­ებს ქარ­თუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო

ბაზ­რის­თვის შე­უ­სა­ბა­მოდ მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ და არხი არ იყო მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, ეს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა თუ აღარ იქ­ნე­ბა ბა­ზარ­ზე, მა­ყუ­რე­ბელს ბევ­რი არა­ფე­რი და­აკ­ლდე­ბა.

- შე­იძ­ლე­ბა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარს არ და­აკ­ლდეს "მე­ცხრე არხი", მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ი­ჩაგრნენ, უმუ­შევ­რე­ბი დარ­ჩნენ.

- რა­ტომ არი­ან და­ჩაგ­რუ­ლე­ბი? ისი­ნი მუ­შა­ობ­დნენ და კომ­პა­ნი­ამ შე­წყვი­ტა არ­სე­ბო­ბა. ესაა თა­ვი­სუ­ფა­ლი ბაზ­რის ერთ-ერთი გარ­და­უ­ვა­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. სა­ხელ­მწი­ფო და კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­კოტ­რდნენ ან მის მფლო­ბელს ამო­ე­წუ­როს კომ­პა­ნი­ის მი­მართ ინ­ტე­რე­სი, რაც ამ შემ­თხვე­ვა­ში

მოხ­და. ვფიქ­რობ, ეს მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რად­გან არხი შე­იქ­მნა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ. არ­ჩევ­ნებ­ში კი ბი­ძი­ნა

ივა­ნიშ­ვილ­მა და მის­მა კო­ა­ლი­ცი­ამ გა­ი­მარ­ჯვა და ყვე­ლა გა­მო­კი­თხვე­ბით მის კან­დი­და­ტუ­რას საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე მეტი შან­სი აქვს, ამი­ტომ არ­ხის არ­სე­ბო­ბა­ში დიდ აზრს ვე­ღარ ხე­დავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ არხზე მუ­შა­ობ­დნენ, გარ­კვე­ულ­წი­ლად უნდა სცოდ­ნო­დათ ეს ყვე­ლა­ფე­რი. მე რომ მე­მუ­შა­ვა ამ არხზე, მე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ

"მე­ცხრე არხი" შე­წყვეტ­და მუ­შა­ო­ბას.

- "იმე­დი­დან" წა­მოს­ვლის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა არ გქო­ნი­ათ. მუ­შა­ობ­დით "პიკ­ში", რო­მე­ლიც და­ი­ხუ­რა. არას­დროს გაგ­ჩე­ნი­ათ სურ­ვი­ლი, "მე­ცხრე არხზე" სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მის იდე­ით მი­სუ­ლი­ყა­ვით?

- "მე­ცხრე არხზე" მის­ვლის სურ­ვი­ლი არას­დროს გამ­ჩე­ნია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ღიად პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია იყო. "მე­ცხრე არხზე" არა­სო­დეს არ მი­ვი­დო­დი, რო­გო­რი

ანა­ზღა­უ­რე­ბაც უნდა მქო­ნო­და. ხელ­ფა­სი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, მაგ­რამ ჩემი პრინ­ცი­პე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ანა­ზღა­უ­რე­ბის გამო არ წა­ვი­დო­დი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია

რატომ ვერ გახდა "მეცხრე არხი" რეიტინგული ტელევიზია

გასულ კვირას "მეცხრე არხის" დახურვის თემა აქტიურად განიხილებოდა. ზოგს ეს ამბავი არ გაჰკვირვებია, ზოგს კი უმუშევრად დარჩენილი ჟურნალისტების ბედი ადარდებდა. ჟურნალისტი ნათია კობერიძე, რომელიც ქართულ მედიასივრცეს აკვირდება, მიიჩნევს, რომ არხის დახურვა მოსალოდნელი იყო, რადგან მან ის ფუნქცია წარმატებით შეასრულა, რისთვისაც შეიქმნა.

- ნათია, როგორ შეაფასებდით იმ ყველაფერს, რაც ქართულ ტელესივრცეში ხდება?

- "მეცხრე არხზე" რაც ხდება, ლოგიკურია. ტელეკომპანია იმიტომ შეიქმნა, უფრო სწორად, იმიტომ განახლდა, რომ საარჩევნო პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა მის მფლობელს. არხმა შეასრულა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. მოგეხსენებათ, ტელევიზია ძვირი შესანახია. პრემიერმინისტრს არ უღირს "მეცხრე არხის" ფლობა. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამ ყველაფრის ფონზე "მეცხრე არხმა" რატომ უნდა იმუშაოს მისი დაფინანსებით? სავსებით ლოგიკურია, რომ მან არხთან ურთიერთობა დაასრულა.

- "ფეისბუქზე" აქტიურობდით ამ თემასთან დაკავშირებით და ჩანდა, რომ მაინცდამაინც არ მოგწონთ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით...

- მოწონება-არმოწონებაზე ამ შემთხვევაში საერთოდ არაა ლაპარაკი. რაც მეტი ტელევიზია არსებობს ქვეყანაში, მით უფრო კარგია, მიუხედავად იმისა, როგორი პოლიტიკური დაკვეთა აქვს. ყველა მედიასაშუალება პოლიტიკურად ანგაჟირებულია. თითზე ჩამოსათვლელია ის მედიასაშუალება, სადაც

ეს მკვეთრად არ გამოიხატება. "მეცხრე არხის" დახურვით რაიმე განსაკუთრებული მოხდა და ქართულ ტელევიზიას მნიშვნელოვანი მედიასაშუალება დააკლდა-მეთქი, ვერ ვიტყოდი. არხი მაღალი რეიტინგით არ გამოირჩეოდა. არც დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე. ვიცი, რომ ძალიან ძვირი ჯდებოდა ამ ტელევიზიის შენახვა, რადგან არხზე მომუშავეებს ქართული სატელევიზიო

ბაზრისთვის შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები ჰქონდათ და არხი არ იყო მოგებაზე ორიენტირებული.

შესაბამისად, ეს მედიასაშუალება თუ აღარ იქნება ბაზარზე, მაყურებელს ბევრი არაფერი დააკლდება.

- შეიძლება ქართულ სატელევიზიო სატელევიზიო ბაზარს არ დააკლდეს "მეცხრე არხი", მაგრამ ჟურნალისტები დაიჩაგრნენ, უმუშევრები დარჩნენ.

- რატომ არიან დაჩაგრულები? ისინი მუშაობდნენ და კომპანიამ შეწყვიტა არსებობა. ესაა თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი გარდაუვალი მახასიათებელი. სახელმწიფო და კერძო კომპანიები შეიძლება გაკოტრდნენ ან მის მფლობელს ამოეწუროს კომპანიის მიმართ ინტერესი, რაც ამ შემთხვევაში

მოხდა. ვფიქრობ, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან არხი შეიქმნა წინასაარჩევნოდ. არჩევნებში კი ბიძინა

ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ გაიმარჯვა და ყველა გამოკითხვებით მის კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი აქვს, ამიტომ არხის არსებობაში დიდ აზრს ვეღარ ხედავს ბიძინა ივანიშვილი. ჟურნალისტებს, რომლებიც ამ არხზე მუშაობდნენ, გარკვეულწილად უნდა სცოდნოდათ ეს ყველაფერი. მე რომ მემუშავა ამ არხზე, მეცოდინებოდა, რომ

"მეცხრე არხი" შეწყვეტდა მუშაობას.

- "იმედიდან" წამოსვლის შემდეგ საკუთარი გადაცემა არ გქონიათ. მუშაობდით "პიკში", რომელიც დაიხურა. არასდროს გაგჩენიათ სურვილი, "მეცხრე არხზე" საკუთარი გადაცემის იდეით მისულიყავით?

- "მეცხრე არხზე" მისვლის სურვილი არასდროს გამჩენია, გამომდინარე იქიდან, რომ ღიად პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზია იყო. "მეცხრე არხზე" არასოდეს არ მივიდოდი, როგორი

ანაზღაურებაც უნდა მქონოდა. ხელფასი მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩემი პრინციპების წინააღმდეგ ანაზღაურების გამო არ წავიდოდი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები