პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპზე გამოძიების ინფორმაციას ითხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპზე გამოძიების ინფორმაციას ითხოვს

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია შს მი­ნისტრს მი­მარ­თავს და თა­ლი­ბა­ნის სა­ხე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოკ­ლი­პთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის კონ­კრე­ტულ შე­დე­გამ­დე მიყ­ვა­ნას, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ კი დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას მო­ი­თხოვს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრო ბარ­ნოვ­მა გა­ა­კე­თა.

"მინ­და შე­ვახ­სე­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ 6 ივ­ნისს გავ­რცელ­და ანო­ნი­მუ­რი ვი­დე­ოკ­ლი­პი, სა­დაც თა­ლი­ბა­ნი ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას ემუქ­რე­ბო­და. ამ კლი­პის პა­თო­სი იყო მი­მარ­თუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და " ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის " პო­ლი­ტი­კის დის­კრე­ტი­და­ცი­ი­სა­კენ და მიზ­ნად ისა­ხა­და პა­ნი­კის და­თეს­ვას, აგ­რე­სი­ის კულ­ტი­ვი­რე­ბას, რაც ახა­ლი მთავ­რო­ბის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ია­რა­ღი გახ­და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ" - აღ­ნიშ­ნა ან­დრო ბარ­ნოვ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, შსს-მ სას­წრა­ფოდ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს ამ კლი­პის წარ­მო­მავ­ლო­ბა. მი­სი­ვე თქმით, ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს და პარტნი­ორ ქვეყ­ნებს წე­რი­ლით მი­მარ­თეს, რომ ახალ მთავ­რო­ბას გა­მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

"ტექ­ნი­კურ მხა­რეს რაც შე­ე­ხე­ბა, შსს-მ მი­ი­ღო ეს დახ­მა­რე­ბა, თუმ­ცა ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბის­თვის ხელ­ჩა­სა­ჭი­დი ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღეს. ამ ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბის გარ­და სა­მი­ნის­ტროს­გან არა­ფე­რი მოგ­ვის­მე­ნია და იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს მიჩ­ქმა­ლოს ეს საქ­მე. ჩვენ თა­ვი­დან­ვე გა­მოვ­თქვით ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი კლი­პი დამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წრის მიერ, ან მათი დაკ­ვე­თით. შე­გახ­სე­ნებთ, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ყან­დი­აშ­ვი­ლის საქ­ცი­ელს, რო­მე­ლიც ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც და­ი­წყო ამ კლი­პე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და დღემ­დე ვფიქ­რობ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა სწო­რედ იმი­ტომ არის უშე­დე­გო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, სა­მი­ნის­ტრომ ძა­ლი­ან კარ­გად იცის ვინ იყო ამის დამ­კვე­თი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. მივ­მარ­თავ შს სა­მი­ნის­ტროს, სას­წრა­ფოდ მი­იყ­ვა­ნონ კონ­კრე­ტულ შე­დე­გამ­დე გა­მო­ძი­ე­ბა. დღეს­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თავ მი­ნისტრს მო­თხოვ­ნით, მოგ­ვა­წო­დოს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ", - გა­ნა­ცხა­და ბარ­ნოვ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპზე გამოძიების ინფორმაციას ითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპზე გამოძიების ინფორმაციას ითხოვს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შს მინისტრს მიმართავს და თალიბანის სახელით გავრცელებულ ვიდეოკლიპთან დაკავშირებით გამოძიების კონკრეტულ შედეგამდე მიყვანას, მიმდინარე გამოძიების შესახებ კი დეტალური ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა.

"მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 6 ივნისს გავრცელდა ანონიმური ვიდეოკლიპი, სადაც თალიბანი ჩვენს მოსახლეობას ემუქრებოდა. ამ კლიპის პათოსი იყო მიმართული მიხეილ სააკაშვილის და " ნაციონალური მოძრაობის " პოლიტიკის დისკრეტიდაციისაკენ და მიზნად ისახადა პანიკის დათესვას, აგრესიის კულტივირებას, რაც ახალი მთავრობის ძალიან საყვარელი იარაღი გახდა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ" - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, შსს-მ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს ამ კლიპის წარმომავლობა. მისივე თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანს და პარტნიორ ქვეყნებს წერილით მიმართეს, რომ ახალ მთავრობას გამოძიებაში დახმარებოდნენ.

"ტექნიკურ მხარეს რაც შეეხება, შსს-მ მიიღო ეს დახმარება, თუმცა ისინი ამბობენ, რომ გამოძიებისთვის ხელჩასაჭიდი ვერაფერი მიიღეს. ამ ტიპის განცხადებების გარდა სამინისტროსგან არაფერი მოგვისმენია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილი ყველანაირად ცდილობს მიჩქმალოს ეს საქმე. ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით ეჭვი, რომ აღნიშნული კლიპი დამზადებული იყო ხელისუფლებასთან დაახლოებული წრის მიერ, ან მათი დაკვეთით. შეგახსენებთ, მთავრობის კანცელარიის მაღალჩინოსნის, ყანდიაშვილის საქციელს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც დაიწყო ამ კლიპების გავრცელება და დღემდე ვფიქრობ, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არის უშედეგო. სინამდვილეში, სამინისტრომ ძალიან კარგად იცის ვინ იყო ამის დამკვეთი და შემსრულებელი. მივმართავ შს სამინისტროს, სასწრაფოდ მიიყვანონ კონკრეტულ შედეგამდე გამოძიება. დღესვე ოფიციალურად მივმართავ მინისტრს მოთხოვნით, მოგვაწოდოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ", - განაცხადა ბარნოვმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა