ჰურგადასა და შარმ-ელ-შეიხის სასტუმრობს ტურისტების უკმარისობის გამო ხურავენ. ტურისტების სხვა სასტუმროებში გადაყვანა უკვე დაიწყეს.
ამჟამად, შარმ-ელ-შეიხის სასტუმროები შიდა ტურიზმის წყალობით არსებობენ. ისინი დაძაბული პოლიტიკური ვითარების განმუხტვას ელოდებიან.
ამჟამად ეგვიპტეში დაძაბული ვითარებაა. ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მომხრეები ახალ მთავრობას მურსის გათავისუფლებას სთხოვენ. მაგრამ არმიამ მრავალრიცხოვანი მიტინგების საპასუხოდ "ძმები-მუსულმანების" აქტივისტების ორი ბანაკი დაარბია. შეტაკების შედეგად, ხუთასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.