პატრიარქი - ადამიანებს მადლიერების გრძნობა აცხონებს

პატრიარქი - ადამიანებს მადლიერების გრძნობა აცხონებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ადამიანებს მადლიერების გრძნობა აცხონებს. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია დასრულდა.

წირვის შემდეგ უწმინდესმა მრევლს სრულიად საქართველოს ღვთისმშობლის მიძინების, ანუ მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ცოდვისა და მადლიერების შესახებ იქადაგა.

პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანი მუდმივად უნდა ინტერესდებოდეს რა მდგომარეობაში არის დღეს და მომავალში სად იქნება. უწმინდესის თქმით, ადამიანს მუდამ ჰგონია, რომ წარსულში ნაკლები პრობლემები და განსაცდელი იყო, სინამდვილეში კი, ყოველ დროს თავისი ნაკლოვანება და დადებითი თვისება გააჩნია.

პატრიარქის თქმით, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა სარწმუნოება შესუსტდა ადამიანი ცოდვა-მადლს ვერ ხედავს, ცოდვა ცოდვად არ მიაჩნია და მადლი მადლად, ეს კი საშიში მდგომარეობაა.

უწმინდესის განმარტებით, კაცობრიობა კლდიდან დაგორებულ ლოდს გავს, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.

"რაც კაცთათვის შეუძლებელია - შესაძლებელია უფლის მიერ. თუ გაძლიერდება სარწმუნოება და სიყვარული, ყველაფერი შეიძლება თავის ადგილზე დადგეს. უპირველესად ადამიანს ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა ჰქონდეს, სწამდეს სამება - ერთარსება და განუყოფელი, უნდა უყვარდეს ქვეყანა და პატივს სცემდეს ადამიანს, უფრთხილდებოდეს მის სიცოცხლეს ", - დასძინა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, საინფორმაციო საშუალებებით ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია მკვლელობების შესახებ. უწმინდესმა განმარტა, რომ ადამიანი ღვთის ხატად არის შექმნილი. მკვლელობის ცოდვის გამოსყიდვა ძალიან ძნელია. პატრიარქმა მადლიერების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ადამიანს მადლიერების გრძნობა აცხონებს, ადამიანი მადლიერი უნდა იყოს უფლის და ადამიანების. აღნიშნულის დასტურად უწმინდესმა წმინდა სახარებიდან 10 კეთროვნის განკურნების ფაქტი გაიხსენა, რომლის დროსაც უფალთან სამადლობელის სათქმელად განკურნებულთაგან მხოლოდ ერთი სამარიტელი მივიდა.

"დარწმუნებული ვართ, რომ ის პრობლემები, რომელიც დგას საქართველოს წინაშე, თქვენი ლოცვით მოგვარდება, განიკურნება. ღვთისმშობლის ლოცვით გაბრწყინდება საქართველო ", - აღნიშნა უწმინდესმა.

იხილეთ ვიდეო: პატრიარქმა მრევლს მარიამობა მიულოცა

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია