სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი­სა და მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის მიერ 191 მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს პრეს­კონ­ფე­რენ­ცია სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ გიგა გი­ორ­გა­ძემ გა­მარ­თა. მისი გან­ცხა­დე­ბით, მსჯავ­რდე­ბუ­ლებ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე და­ტო­ვეს.

გიგა გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის 35 ქალ­ბა­ტო­ნია (ერთ ორ­სუ­ლი) და 156 მა­მა­კა­ცი. მათ შო­რის 19 მძი­მე ავად­მყო­ფია. პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა­გან სამს მო­სახ­დე­ლი სას­ჯე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით შე­ეც­ვა­ლა.

"კო­მი­სი­ამ და საბ­ჭოს წევ­რებ­მა იმ მსჯავ­რდე­ბულ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს, რომ­ლე­ბიც სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბი­ან და მოხ­დი­ლი აქვთ ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შულ­ზე სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვა­რი, მძი­მე­ზე - 2/3, ხოლო გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე­ზე - 3/4. შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბის გან­ხილ­ვი­სას, კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა მსჯავ­რდე­ბულ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის და ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს, ამას­თა­ნა­ვე, შე­ფას­და მსჯავ­რდე­ბუ­ლის მხრი­დან და­ნა­შა­უ­ლის გან­მე­ო­რე­ბით ჩა­დე­ნის რის­კე­ბი.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ფსი­ქო­ლო­გე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბის, ასე­ვე, პა­ტი­მარ­თა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეკ­რე­ბის გარ­და, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი უშუ­ა­ლოდ გა­ე­სა­უბრნენ იმ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს, რო­მელ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბებს კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავ­და. მსგავ­სი პრაქ­ტი­კა მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში, გარ­და არას­რულ­წლოვ­ნე­ბი­სა, 2013 წლამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და გორ­გა­ძემ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ მსჯავ­რდე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს, რო­მელ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბიც კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა, პარ­ლა­მენ­ტის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლია გა­ე­სა­უბ­რა. ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­სი­ა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია.

გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუდ­მივ­მოქ­მედ კო­მი­სი­ა­ში სულ 300-მდე შუ­ამ­დგომ­ლო­ბა შე­ვი­და.

2010 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, ად­გი­ლობ­რი­ვი საბ­ჭო­ე­ბი­სა და პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი კო­მი­სი­ის მიერ 841 მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, აქე­დან 790 სრულ­წლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, 39 სრულ­წლო­ვა­ნი ქალი, 11 არას­რულ­წლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი და 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქალი.

2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის 27 აგ­ვის­ტომ­დე სულ 1967 მსჯავ­რდე­ბუ­ლი გა­თა­ვი­სუფ­ლდა. მათ შო­რის 1687 სრულ­წლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, 249 სრულ­წლო­ვა­ნი ქალი, 30 არას­რულ­წლო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი და 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი ქალი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოებისა და მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა.

ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ გიგა გიორგაძემ გამართა. მისი განცხადებით, მსჯავრდებულებმა სასჯელაღსრულების დაწესებულებები უკვე დატოვეს.

გიგა გიორგაძის ინფორმაციით, გათავისუფლებულთა შორის 35 ქალბატონია (ერთ ორსული) და 156 მამაკაცი. მათ შორის 19 მძიმე ავადმყოფია. პირობით ვადამდე გათავისუფლებულთაგან სამს მოსახდელი სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეეცვალა.

"კომისიამ და საბჭოს წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე - 3/4. შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს, ამასთანავე, შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.

მსჯავრდებული ქალების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა", - განაცხადა გორგაძემ.

მისივე ინფორმაციით, იმ მსჯავრდებულ ქალბატონებს, რომელთა შუამდგომლობებიც კომისიამ განიხილა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაესაუბრა. ვადამდე გათავისუფლების კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია.

გიორგაძის განცხადებით, პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა შევიდა.

2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა, აქედან 790 სრულწლოვანი მამაკაცი, 39 სრულწლოვანი ქალი, 11 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი.

2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 აგვისტომდე სულ 1967 მსჯავრდებული გათავისუფლდა. მათ შორის 1687 სრულწლოვანი მამაკაცი, 249 სრულწლოვანი ქალი, 30 არასრულწლოვანი მამაკაცი და 1 არასრულწლოვანი ქალი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ