ირანს პირველი ქალი ელჩი ეყოლება

ირანს პირველი ქალი ელჩი ეყოლება

ირანს, ისლამური რესპუბლიკის ისტორიაში პირველად, შესაძლოა, ქალი ელჩი ჰყავდეს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელი მოჰამედ ჯავად ზარიფი დიპლომატიურ წარმომადგენლად ქალის დანიშვნას გეგმავს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის მანძილზე მიიღებს. რომელ ქვეყანაში გაიგზავნება ახალი ელჩი, უცნობია. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სამინისტროს ახალი პრეს-მდივნის პოსტზე ასევე ქალი განიხილება.

ქალების მაღალ სახელმწიფო პოსტებზე დანიშვნის ინიციატივით ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი გამოვიდა. მან პრეზიდენტის პოსტი აგვისტოს დასაწყისში დაიკავა. პრეზიდენტმა იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტად სუსტი სქესის წარმომადგენელი, ელჰამ ამინზადე დანიშნა. გარდა ამისა, კიდევ ერთი ირანელი ქალი ქალების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი გახდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა