"მატრაბაზობა" - ასე ქვია ნიკოლაი ალტუნინის სატირულ ტილოს, რომელზეც რუსეთის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანი - პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი მარჯვენა ხელი - პრემიერი დიმიტრი მედვედევი, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე რესპექტაბელურად არიან გამოსახული. ტანზე მოტმასნილ პენუარში გამოწყობილი პუტინი თმას ვარცხნის მედვედევს, რომელიც ქვიშის საათის ფორმის სხეულით, ლიფითა და საცვლით იწონებს თავს.
რუსეთში ნახატმა ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, კრემლში კი იგი ექსტრემიზმის პროპაგანდად და ხელისუფლების აბუჩად აგდების მცდელობად მიიჩნიეს. ხელისუფლების მუზეუმში გამართულ გამოფენაზე პოლიცია შეიჭრა და "მატრაბაზობა", სხვა რამდენიმე ტილოსთან ერთად გამოფენიდან პირდაპირ საპოლიციო განყოფილებაში "მიაბრძანეს". თავად მხატვარს კი შეიძლება ციხე ემუქრებოდეს - რუსეთში არსებობს კანონი "ხელისუფლების შეურაცხყოფისა და უპატივცემულობის შესახებ", რომელიც ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
იხილეთ ვიდეო