პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"
მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"

"და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­და ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­მართ და ეს პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქ­ნას, თუ გვინ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა... გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის პა­ტი­ვის­ცე­მა არ­სე­ბობ­და. იმ შეგ­ნე­ბას, რაც მე­თორ­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში გვქონ­და, ოც­და­მე­ერ­თე­ში ნუ დავ­კარ­გავთ", - ამ­ბობს ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რი მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ფელ ჭე­ლა­ში მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტაჟს ეხ­მა­უ­რე­ბა და არ მა­ლავს, რომ მომ­ხდა­რით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

- უკა­ნო­ნო­ბა და უსა­მარ­თლო­ბა ჩემ­თვი­საც გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რო­გორც ყვე­ლას­თვის... ყვე­ლას აქვს უფ­ლე­ბა იყოს იმ რე­ლი­გი­ის აღმსრუ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც აირ­ჩევს და ამის­თვის ხე­ლის შეშ­ლა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბა გვიხ­დე­ბო­და იყო მრა­ვა­ლი რჯუ­ლის და რწმე­ნის ხალ­ხთან. ამი­ტო­მაც დგას თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის სა­ლო­ცა­ვე­ბი. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ამის აღ­კვე­თა, თუ ად­გი­ლი აქვს მათი მხრი­დან ძა­ლა­დო­ბას.. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სარ­კვე­ვია, რა მოხ­და იქ სი­ნამ­დვი­ლე­ში. სამ­წუ­ხა­როდ დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ თემა ძა­ლი­ან ფა­ქი­ზია და დიდი სიფრ­თხი­ლე სჭირ­დე­ბა. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად უნდა გარ­კვე­უ­ლი­ყო. თუ რამე დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, შე­იძ­ლე­ბო­და აღ­მო­ფხვრა, მაგ­რამ პა­ტი­ვის­ცე­მის გრძნო­ბა არ უნდა იყოს და­კარ­გუ­ლი, სხვის სარ­წმუ­ნო­ე­ბას უშ­ვე­რად და უდი­ე­რად არ უნდა მო­ექ­ცე. ტო­ლე­რან­ტო­ბა ყო­ველ­თვის იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­და ყვე­ლა სარ­წმუ­ნო­ე­ბის მი­მართ და ეს პა­ტი­ვის­ცე­მა უნდა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქ­ნას, თუ გვინ­და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"

მერაბ კოკოჩაშვილი - "რელიგიური ტოლერანტობა მე-12 საუკუნეში გვქონდა და ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ!"

"დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა... განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებს შორის პატივისცემა არსებობდა. იმ შეგნებას, რაც მეთორმეტე საუკუნეში გვქონდა, ოცდამეერთეში ნუ დავკარგავთ", - ამბობს ცნობილი რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი, რომელიც სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს ეხმაურება და არ მალავს, რომ მომხდარით შეშფოთებულია.

- უკანონობა და უსამართლობა ჩემთვისაც გამაღიზიანებელია, როგორც ყველასთვის... ყველას აქვს უფლება იყოს იმ რელიგიის აღმსრულებელი, რომელსაც აირჩევს და ამისთვის ხელის შეშლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში თანაცხოვრება გვიხდებოდა იყო მრავალი რჯულის და რწმენის ხალხთან. ამიტომაც დგას თბილისის ქუჩებში განსხვავებული რელიგიის სალოცავები. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ამის აღკვეთა, თუ ადგილი აქვს მათი მხრიდან ძალადობას.. აუცილებლად გამოსარკვევია, რა მოხდა იქ სინამდვილეში. სამწუხაროდ დეტალები არ ვიცი, მაგრამ თემა ძალიან ფაქიზია და დიდი სიფრთხილე სჭირდება. ჯერ ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გარკვეულიყო. თუ რამე დარღვევას ჰქონდა ადგილი, შეიძლებოდა აღმოფხვრა, მაგრამ პატივისცემის გრძნობა არ უნდა იყოს დაკარგული, სხვის სარწმუნოებას უშვერად და უდიერად არ უნდა მოექცე. ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოში. დავით აღმაშენებელი პატივისცემას გამოხატავდა ყველა სარწმუნოების მიმართ და ეს პატივისცემა უნდა შენარჩუნებულ იქნას, თუ გვინდა შევინარჩუნოთ მაღალი კულტურა და ცივილიზებული ქვეყანა...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია