კონფლიქტები
საზოგადოება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"
მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"

"გა­და­ცე­მის პი­ლო­ტი უკვე ჩა­წე­რი­ლია. ახლა რეს­პონ­დენ­ტის ჩა­სა­წე­რად და გა­და­სა­ღე­ბად ლო­კა­ცი­ე­ბი მზად­დე­ბა. პრო­ექ­ტი სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს გავა ეთერ­ში და მას ყო­ველ კვი­რა სა­ღა­მოს იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი," - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახალ ამ­პლუ­ა­ში მო­ევ­ლი­ნე­ბა. ის შოუს ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას­თან ერ­თად წა­იყ­ვანს.

- მარ­კუს, შენს ცხოვ­რე­ბა­ში მე­ტა­მორ­ფო­ზა მოხ­და. შოუს წამ­ყვა­ნი გახ­დი, - სცე­ნი­დან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლე...

- კი, ასეა, მარ­თლაც მე­ტა­მორ­ფო­ზა მოხ­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა. ისე, სცე­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ახლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეკ­რან­ზე წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში მო­მი­წევს ყოფ­ნა. თუ ადრე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებ­ში სტუმ­რის სტა­ტუ­სი მქონ­და, ახლა პი­რი­ქით იქ­ნე­ბა, სტუმ­რე­ბი ჩემ­თან მოვ­ლენ...

- ანუ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არას­დროს გი­მუ­შა­ვია?

- არა, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის მქონ­და...

- პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

- სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია მო­დე­ლი­რე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის გან­ხრით მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი ვარ; ასე­ვე სა­ბერ­ძნეთ­ში, ვო­ცალ-პერ­ფო­მე­რის 4-წლი­ან მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში Berkley ვსწავ­ლობ­დი.

- მერე რო­გორც დი­ზა­ი­ნერს, არ გინ­და, შენი სათ­ქმე­ლი თქვა?

- მარ­თლაც, რო­გორც დი­ზა­ი­ნერს ბევ­რი გეგ­მა მაქვს. რა თქმა უნდა, მინ­და, ამ სფე­რო­ში ჩემი სი­ტყვა ვთქვა. ბევ­რი კოს­ტუ­მი მაქვს შექ­მნი­ლი, მაგ­რამ ჯერ მხო­ლოდ ფურ­ცელ­ზე და მათი გა­ცო­ცხლე­ბა ნამ­დვი­ლად მინ­და, მაგ­რამ ამის­თვის დრო ვერ გა­მოვ­ნა­ხე. ყო­ველ წელს კი ვამ­ბობ, რომ მო­ვიც­ლი-მეთ­ქი და სა­ბო­ლო­ოდ, დროს მა­ინც ვერ ვპო­უ­ლობ. თან, ეს საქ­მე, რა­საც ახლა ვემ­სა­ხუ­რე­ბი, იმ­დე­ნად შრო­მა­ტე­ვა­დია, რომ ორი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­თავ­სე­ბა ამ ეტაპ­ზე მი­ჭირს, სა­მო­მავ­ლოდ, ვნა­ხოთ.

- რა ტი­პი­სა და ხა­სი­ა­თის გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნა მო­გი­წევს?

- გა­და­ცე­მას ჰქვია "ცხოვ­რე­ბის სტი­ლი". ის შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბას გა­ა­შუ­ქებს. ნაჩ­ვე­ნე­ბი იქ­ნე­ბა მათი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად...

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- მა­გა­ლი­თად, რო­გორ იღ­ვი­ძებს დი­ლით, რო­გორ ვარ­ჯი­შობს, რი­თია დღის მან­ძილ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ანუ რა არის მისი ძი­რი­თა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა, რა გა­რე­მო­ში უწევს ყოფ­ნა, ვინ არი­ან მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, სად და რო­გორ ერ­თო­ბა, თა­ვის­ფალ დროს რო­გორ ატა­რებს... მოკ­ლედ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს შო­უ­ბიზ­ნესს, რომ ცოტა მა­ინც გა­ფე­რად­დეს, გახ­დეს სა­ინ­ტე­რე­სო, ჩვე­ნი სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე, თო­რემ ტე­ლე­ეკ­რა­ნი­დან სულ პო­ლი­ტი­კა და იუ­მო­რი ის­მის და სა­ში­ნე­ლე­ბაა. მგო­ნი, უკვე გა­ღი­მე­ბუ­ლი ლენ­ჩე­ბის დო­ნემ­დეც და­ვე­დით. უხა­რის­ხო იუ­მო­რი აუ­ტა­ნე­ლია - სა­კუ­თარ თა­ვებს თვი­თონ­ვე რომ აცი­ნე­ბენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უგე­მოვ­ნო­ბაა და იდი­ო­ტიზ­მია!

- თა­ვად კარ­გად ხუმ­რობ?

- რაც შე­ე­ხე­ბა ხუმ­რო­ბას, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი სტი­ქი­აა "თეთ­რი", "შავი" და "ყვი­თე­ლი" იუ­მო­რი. არ­სე­ბობს სარ­კას­ტუ­ლი იუ­მო­რიც, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცოტა რთუ­ლად მი­სა­ღე­ბია და ბევ­რი მას ვერც იგებს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხუმ­რო­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც იუ­მო­რი ეს­მის და ეს სის­ხლსა და ხორ­ცში აქვს გამ­ჯდა­რი.

- რად­გა­ნაც გა­და­ცე­მის პი­ლო­ტი ჩა­წე­რეთ, რას იტყვი, მო­გე­წო­ნა ამ საქ­მე­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­და?

- კი, პი­ლო­ტი უკვე ჩა­წე­რი­ლია. ეს საქ­მე საკ­მა­ოდ რთუ­ლია და ახლა მიხ­ვდი, რას ნიშ­ნავს წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში ყოფ­ნა, უნდა იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი და არც ერთი დე­ტა­ლი არ უდა გა­მო­გე­პა­როს. ად­ვი­ლი არ არის, მაგ­რამ მიყ­ვარს სირ­თუ­ლე­ებ­ში თა­ვის გა­მოც­და და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა, მი­ზან­და­სა­ხუ­ლი ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს ყო­ველ­თვის თავს ვარ­თმევ. ახ­ლაც წამ­ყვა­ნო­ბას იმი­ტომ დავ­თან­ხმდი, რომ ამ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გემო მინ­დო­და გა­მე­სინ­ჯა და რად­გან შან­სი მო­მე­ცა, ხე­ლი­დან არ გა­ვუშ­ვი. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ პრო­ფე­სი­ო­ნალ წამ­ყვა­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბი.

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! ვის­გან მი­ი­ღე, ანუ ვინ და­ი­ნა­ხა შენ­ში წამ­ყვა­ნი?

- შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! 3 ადა­მი­ა­ნის­გან მი­ვი­ღე. ესე­ნი არი­ან: ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი, მა­მუ­კა ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი და დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ბლუკ სეე პრო­დუქ­ტი­ო­ნის" და­მა­არ­სებ­ლე­ბი არი­ან და 4 პრო­ექტს ერთ-ერთ არხზე აკე­თე­ბენ. სწო­რედ მათ და­მი­რე­კეს და გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, რაც ჩემ­თვის, რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა აღ­მოჩ­ნდა და ფიქ­რის შემ­დეგ დავ­თან­ხმდი.

- შენს პარტნი­ორ­ზე - ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა­ზე რას იტყვი? რო­გო­რი პარტნი­ო­რია?

- ხა­ტი­ას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, არ მიქ­მნის დის­კომ­ფორ­ტს და ერ­თმა­ნეთს კარ­გად ვუ­გებთ. რო­გორც ვიცი, წარ­სულ­ში გა­მოც­დი­ლი წამ­ყვა­ნი იყო. სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა გვერ­დში გა­მოც­დი­ლი პარტნი­ო­რი გყავს, მა­შინ შე­მოქ­მე­დე­ბი­თად და პრო­ფე­სი­უ­ლად იზ­რდე­ბი. მიყ­ვარს, რო­დე­საც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­გან ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას ვი­ძენ, ჩემ­თვის ეს მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ხა­ტია მე­გობ­რუ­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი დედა და და­ფა­სე­ბუ­ლი მე­უღ­ლეა.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"

მარკუს მეტერეველი: "სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს"

"გადაცემის პილოტი უკვე ჩაწერილია. ახლა რესპონდენტის ჩასაწერად და გადასაღებად ლოკაციები მზადდება. პროექტი სექტემბრის ბოლოს გავა ეთერში და მას ყოველ კვირა საღამოს იხილავს მაყურებელი," - ამბობს მომღერალი მარკუს მეტრეველი, რომელიც ცოტა ხანში საზოგადოებას ახალ ამპლუაში მოევლინება. ის შოუს ხატია სიჭინავასთან ერთად წაიყვანს.

- მარკუს, შენს ცხოვრებაში მეტამორფოზა მოხდა. შოუს წამყვანი გახდი, - სცენიდან ტელევიზიაში გადაინაცვლე...

- კი, ასეა, მართლაც მეტამორფოზა მოხდა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ისე, სცენა ტელევიზიის გარეშე არ არსებობს, მაგრამ ახლა სატელევიზიო ეკრანზე წამყვანის ამპლუაში მომიწევს ყოფნა. თუ ადრე ტელეკომპანიებში სტუმრის სტატუსი მქონდა, ახლა პირიქით იქნება, სტუმრები ჩემთან მოვლენ...

- ანუ ტელევიზიაში არასდროს გიმუშავია?

- არა, მაგრამ ინტერესი ყოველთვის მქონდა...

- პროფესიით ვინ ხარ?

- სამხატვრო აკადემია მოდელირებისა და დიზაინის განხრით მაქვს დამთავრებული, პროფესიით დიზაინერი ვარ; ასევე საბერძნეთში, ვოცალ-პერფომერის 4-წლიან მუსიკალურ აკადემიაში Berkley ვსწავლობდი.

- მერე როგორც დიზაინერს, არ გინდა, შენი სათქმელი თქვა?

- მართლაც, როგორც დიზაინერს ბევრი გეგმა მაქვს. რა თქმა უნდა, მინდა, ამ სფეროში ჩემი სიტყვა ვთქვა. ბევრი კოსტუმი მაქვს შექმნილი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფურცელზე და მათი გაცოცხლება ნამდვილად მინდა, მაგრამ ამისთვის დრო ვერ გამოვნახე. ყოველ წელს კი ვამბობ, რომ მოვიცლი-მეთქი და საბოლოოდ, დროს მაინც ვერ ვპოულობ. თან, ეს საქმე, რასაც ახლა ვემსახურები, იმდენად შრომატევადია, რომ ორი საქმიანობის შეთავსება ამ ეტაპზე მიჭირს, სამომავლოდ, ვნახოთ.

- რა ტიპისა და ხასიათის გადაცემის წაყვანა მოგიწევს?

- გადაცემას ჰქვია "ცხოვრების სტილი". ის შოუბიზნესის წარმატებული ადამიანების ცხოვრებას გააშუქებს. ნაჩვენები იქნება მათი ცხოვრების შესახებ ყველაფერი დეტალურად...

- კონკრეტულად?

- მაგალითად, როგორ იღვიძებს დილით, როგორ ვარჯიშობს, რითია დღის მანძილზე დაკავებული ანუ რა არის მისი ძირითადი საქმიანობა, რა გარემოში უწევს ყოფნა, ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, სად და როგორ ერთობა, თავისფალ დროს როგორ ატარებს... მოკლედ, ძალიან საინტერესო იქნება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს შოუბიზნესს, რომ ცოტა მაინც გაფერადდეს, გახდეს საინტერესო, ჩვენი სატელევიზიო სივრცე, თორემ ტელეეკრანიდან სულ პოლიტიკა და იუმორი ისმის და საშინელებაა. მგონი, უკვე გაღიმებული ლენჩების დონემდეც დავედით. უხარისხო იუმორი აუტანელია - საკუთარ თავებს თვითონვე რომ აცინებენ. ეს ყველაფერი უგემოვნობაა და იდიოტიზმია!

- თავად კარგად ხუმრობ?

- რაც შეეხება ხუმრობას, ძალიან მიყვარს. ჩემი სტიქიაა "თეთრი", "შავი" და "ყვითელი" იუმორი. არსებობს სარკასტული იუმორიც, რაც საზოგადოებისთვის ცოტა რთულად მისაღებია და ბევრი მას ვერც იგებს. მოკლედ, ძალიან მიყვარს ხუმრობა და ადამიანები, ვისაც იუმორი ესმის და ეს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი.

- რადგანაც გადაცემის პილოტი ჩაწერეთ, რას იტყვი, მოგეწონა ამ საქმეში საკუთარი თავის გამოცდა?

- კი, პილოტი უკვე ჩაწერილია. ეს საქმე საკმაოდ რთულია და ახლა მიხვდი, რას ნიშნავს წამყვანის ამპლუაში ყოფნა, უნდა იყო მობილიზებული და არც ერთი დეტალი არ უდა გამოგეპაროს. ადვილი არ არის, მაგრამ მიყვარს სირთულეებში თავის გამოცდა და დაბრკოლებების გადალახვა, მიზანდასახული ვარ და ამ ყველაფერს ყოველთვის თავს ვართმევ. ახლაც წამყვანობას იმიტომ დავთანხმდი, რომ ამ საქმიანობისთვის გემო მინდოდა გამესინჯა და რადგან შანსი მომეცა, ხელიდან არ გავუშვი. ვიმედოვნებ, რომ პროფესიონალ წამყვანად ჩამოვყალიბდები.

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ვისგან მიიღე, ანუ ვინ დაინახა შენში წამყვანი?

- შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! 3 ადამიანისგან მივიღე. ესენი არიან: ეკა ანდრონიკაშვილი, მამუკა ლიპარტელიანი და დიმიტრი ჩხეიძე. ეს ადამიანები "ბლუკ სეე პროდუქტიონის" დამაარსებლები არიან და 4 პროექტს ერთ-ერთ არხზე აკეთებენ. სწორედ მათ დამირეკეს და გადაცემის წამყვანობა შემომთავაზეს, რაც ჩემთვის, როგორც უკვე აღვნიშნე, საინტერესო წინადადება აღმოჩნდა და ფიქრის შემდეგ დავთანხმდი.

- შენს პარტნიორზე - ხატია სიჭინავაზე რას იტყვი? როგორი პარტნიორია?

- ხატიასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, არ მიქმნის დისკომფორტს და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. როგორც ვიცი, წარსულში გამოცდილი წამყვანი იყო. სასიამოვნოა, როცა გვერდში გამოცდილი პარტნიორი გყავს, მაშინ შემოქმედებითად და პროფესიულად იზრდები. მიყვარს, როდესაც პროფესიონალისგან ცოდნასა და გამოცდილებას ვიძენ, ჩემთვის ეს მეტად დასაფასებელია. ხატია მეგობრული და კარგი ადამიანია. წარმატებული დედა და დაფასებული მეუღლეა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება