სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა. რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დღეს ახალ­ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შეხ­ვდნენ და და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლეს.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი საქ­მის დე­ტა­ლე­ბის ყვე­ლა მხრივ შეს­წავ­ლის შემ­დეგ სა­ბო­ლოო შე­ფა­სე­ბას გა­ა­კე­თებს. თუმ­ცა, იქამ­დე მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მიგ­ვაჩ­ნია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­კი­თხის სენ­სი­ტი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ყვე­ლა მხა­რის მოქ­მე­დე­ბა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში უნდა იყოს მოქ­ცე­უ­ლი.

რე­ლი­გი­ი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბაა. სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია არ და­არ­ღვი­ოს ამა თუ იმ პი­რის რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ამას­თან, მი­ი­ღოს ზო­მე­ბი მსგავ­სი დარ­ღვე­ვე­ბის აღ­საკ­ვე­თად და ამ უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. მა­სობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რაც ვფიქ­რობთ, და­უშ­ვე­ბე­ლია და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის მხრი­დან დრო­უ­ლად შეს­წავ­ლას და სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

ამას­თან, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მის გან­ხილ­ვა სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბის სრუ­ლი დაც­ვით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სა­სა­მარ­თლოს მიერ გა­მოკ­ვლე­უ­ლი იქ­ნე­ბა საქ­მის ყვე­ლა ფაქ­ტობ­რი­ვი თუ სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, ხოლო მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი",-აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

სახალხო დამცველი სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დღეს ახალციხეში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და დაკავებული პირები მოინახულეს.

"სახალხო დამცველის აპარატი საქმის დეტალების ყველა მხრივ შესწავლის შემდეგ საბოლოო შეფასებას გააკეთებს. თუმცა, იქამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე ყველა მხარის მოქმედება კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული.

რელიგიისა და აღმსარებლობის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ამა თუ იმ პირის რელიგიური თავისუფლება და ამასთან, მიიღოს ზომები მსგავსი დარღვევების აღსაკვეთად და ამ უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად. მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, რაც ვფიქრობთ, დაუშვებელია და შესაბამისი უწყებების მხრიდან დროულად შესწავლას და სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ დაკავებული პირების საქმის განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლების სრული დაცვით განხორციელდება და სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნება საქმის ყველა ფაქტობრივი თუ სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები იქნება დასაბუთებული",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ