პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''
''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''

მი­ხე­ილ-გელა სა­ლუ­აშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნა აქ­ტი­ურ პო­ლი­ტი­კა­ში ბევ­რს ხუმ­რო­ბა ეგო­ნა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბა­ტონ გე­ლას საკ­მა­ოდ უც­ნა­ურ და ხან­და­ხან შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კი­თხვებ­საც უს­ვამ­დნენ. რე­ა­ლუ­რად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა ძა­ლი­ან ბევრ წელს ით­ვლის. მარ­თა­ლია, მისი ოფი­სი ძვე­ლი შე­ნო­ბის ერთ ოთახ­ში მდე­ბა­რე­ობს, მაგ­რამ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის პო­ლი­ტი­კურ წარ­სულს თუ გა­და­ავ­ლებთ თვალს, ჩემ­სა­ვით გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით.

- 1958 წლის 16 ივ­ლისს თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე. და­ვამ­თავ­რე მე-7 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. მა­მა­ჩე­მი ენ­რი­კო სა­ლუ­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ, დედა - ნა­ნუ­ლი ერ­ქვა­ნი­ძე. ერთი წლის ვი­ყა­ვი, მშობ­ლე­ბი რომ და­შორ­დნენ. შემ­დეგ მა­მამ მე­ო­რე ოჯა­ხი შექ­მნა და ორი ძმა და ორი და მყავს. რო­დე­საც და-ვი­ბა­დე, ბა­ბუ­ას სა­ხე­ლი - მი­ხე­ი­ლი და­მარ­ქვეს. ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვა­ვად­მყო­ფობ­დი და დე­დას ხილ­ვა ჰქონ­და, თუ გინ­და გა­დარ­ჩეს, გელა და­არ­ქვიო. ამის შემ­დეგ ყვე­ლა გე­ლა­თი მიც­ნობს, თუმ­ცა სა­ბუ­თებ­ში დღემ­დე მი­ხე­ი­ლი მი­წე­რია. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­შე­ნებ­ლო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. შემ­დგომ კოს­მო­სურ ნა­გე­ბო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტში ვმუ­შა­ობ­დი. "გე­პე­ი­ში" და­ვამ­თავ­რე ას­პი­რან­ტუ­რა და დღემ­დე სამ­შე­ნებ­ლო დარ­გში 16 გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი ვარ. სა­ნამ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა აგორ­დე­ბო­და, სა­მეც­ნი­ე­რო გზით მივ­დი­ო­დი, ასე მი­ვე­დი ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­რიჟ­რაჟ­თან.

- მოძ­რა­ო­ბა­ში ჩარ­თვის შემ­დეგ სამ­სა­ხურს თავი და­ა­ნე­ბეთ?

- არა, პა­რა­ლე­ლუ­რად კა­თედ­რა­ზე ვმუ­შა­ობ­დი. 1991 წლის 31 მარტს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე-ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში "მრგვა­ლი მა­გი­დის" ხა­ზით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი და პირ­ვე­ლი­ვე სხდო­მა­ზე სა­ბურ­თა­ლოს საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რედ ამირ­ჩი­ეს. მერე მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გორ გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი და 1992 წლის 10 იან­ვარს რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი შეკ­რე­ბის შემ­დეგ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, ახა­ლი პარ­ტია ჩა­მოგ­ვე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა და და­ვა­ფუძ­ნეთ "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის კავ­ში­რი - ხმა ერი­სა" , რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რე­დაც ამირ­ჩი­ეს.

- ახ­ლოს იც­ნობ­დით ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას?

- დიახ, ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბა ჯერ კი­დევ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს, მაგ­რამ გა­დამ­წყვე­ტი ფაქ­ტო­რი 1992 წლის დე­კემ­ბერ-იან­ვრის მოვ­ლე­ნე­ბი გახ­ლდათ. ბევ­რი გა­ნუდ­გა და მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი, ვინც მისი ერ­თგუ­ლი დარ­ჩა. იმ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა აქ­ცი­ა­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რის გა­მოც კა­თედ­რა გა­მი­უქ­მეს, რად­გან მი­აჩ­ნდათ, რომ ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი შე­უ­სა­ბა­მო იყო შე­ვარ­დნა­ძის კურსთან.

შემ­დეგ ჩვე­ნი პარ­ტი­ი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მეს ინი­ცი­ა­ტი­ვით, მძი­მე მოვ­ლე­ნე­ბის დროს გა­დავ­წყვი­ტეთ, მა­შინ­დელ კა­ნო­ნი­ერ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს შო­რის გვე­შუ­ამ­დგომ­ლა და გროზ­ნო­ში გა­ვემ­გზავ­რეთ, რათა ბა­ტო­ნი ზვი­ა­დის­თვის პი­რა­დად შეგ­ვე­თან­ხმე­ბი­ნა ჩვე­ნი პო­ზი­ცია. ვუ­თხა­რით, თუ ის თა­ნახ­მა იქ­ნე­ბო­და შე­ვარ­დნა­ძეს შევ­ხვდე­ბო­დით და შუ­ა­მავ­ლის როლს ას­ლან აბა­ში­ძეს შევ­თა­ვა­ზებ­დით. ბა­ტო­ნი ზვი­ა­დი დაგ­ვე­თან­ხმა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ას­ლან აბა­ში­ძეც დაგ­ვთან­ხმდა და პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ბო­ბოყ­ვა­თის სამ­თავ­რო­ბო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­თა. ას­ლან­მა მა­შინ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­უშ­ვა. ვთხო­ვეთ, ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ძალა ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ არ დაგ­ვეშ­ვა და რა­ღაც შუ­ა­ლე­დუ­რი გზა მოგ­ვე­ნა­ხა. ასე არ მოხ­და და სამ­წუ­ხა­როდ, მო­ლა­პა­რა­კე­ბა ჩა­ი­შა­ლა. ზვი­ა­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე ჩვენ­მა პარ­ტი­ამ გა­დავ­წყვი­ტეთ, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა და ცხრა კრე­ბუ­ლი გა­მო­ვე­ცით. იმა­ვე სხდო­მა­ზე და­ვა­არ­სეთ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის პრე­მია და ერთი წლის თავ­ზე, მის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, პირ­ვე­ლი ლა­უ­რე­ა­ტე­ბი და­ვა­სა­ხე­ლეთ, ესე­ნი იყ­ვნენ ჯო­ჰარ დუ­და­ე­ვი, ირაკ­ლი გო­ცი­რი­ძე, ვან­და ვან­ზიკ­ლე­რი, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ელიზ­ბარ ჯა­ვე­ლი­ძე. 1996 წელს და­ვა­არ­სეთ ახა­ლი გა­ზე­თი "ზვი­ა­დის გზა" , მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა არჩვა­ძე დაბ­რუნ­და, რო­მელ­თა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''

''ბიბლიას აქვს პასუხი, როგორ დაამთავრა ზურაბ ჟვანიამ სიცოცხლე''

მიხეილ-გელა სალუაშვილის გამოჩენა აქტიურ პოლიტიკაში ბევრს ხუმრობა ეგონა და სოციალურ ქსელში ბატონ გელას საკმაოდ უცნაურ და ხანდახან შეურაცხმყოფელ კითხვებსაც უსვამდნენ. რეალურად მისი პოლიტიკური გზა ძალიან ბევრ წელს ითვლის. მართალია, მისი ოფისი ძველი შენობის ერთ ოთახში მდებარეობს, მაგრამ საპრეზიდენტო კანდიდატის პოლიტიკურ წარსულს თუ გადაავლებთ თვალს, ჩემსავით გაოცებული დარჩებით.

- 1958 წლის 16 ივლისს თბილისში დავიბადე. დავამთავრე მე-7 საშუალო სკოლა. მამაჩემი ენრიკო სალუაშვილი გახლდათ, დედა - ნანული ერქვანიძე. ერთი წლის ვიყავი, მშობლები რომ დაშორდნენ. შემდეგ მამამ მეორე ოჯახი შექმნა და ორი ძმა და ორი და მყავს. როდესაც და-ვიბადე, ბაბუას სახელი - მიხეილი დამარქვეს. ბავშვობაში ხშირად ვავადმყოფობდი და დედას ხილვა ჰქონდა, თუ გინდა გადარჩეს, გელა დაარქვიო. ამის შემდეგ ყველა გელათი მიცნობს, თუმცა საბუთებში დღემდე მიხეილი მიწერია. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩავაბარე. შემდგომ კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში ვმუშაობდი. ''გეპეიში'' დავამთავრე ასპირანტურა და დღემდე სამშენებლო დარგში 16 გამოგონების ავტორი ვარ. სანამ ეროვნული მოძრაობა აგორდებოდა, სამეცნიერო გზით მივდიოდი, ასე მივედი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გარიჟრაჟთან.

- მოძრაობაში ჩართვის შემდეგ სამსახურს თავი დაანებეთ?

- არა, პარალელურად კათედრაზე ვმუშაობდი. 1991 წლის 31 მარტს ადგილობრივი თვითმმართვე-ლობის არჩევნებში ''მრგვალი მაგიდის'' ხაზით ვმონაწილეობდი და პირველივე სხდომაზე საბურთალოს საკრებულოს თავმჯდომარედ ამირჩიეს. მერე მოგეხსენებათ, როგორ განვითარდა მოვლენები და 1992 წლის 10 იანვარს რამდენიმედღიანი შეკრების შემდეგ თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, ახალი პარტია ჩამოგვეყალიბებინა და დავაფუძნეთ ''სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა'' , რომლის თავმჯდომარედაც ამირჩიეს.

- ახლოს იცნობდით ზვიად გამსახურდიას?

- დიახ, ჩვენი ნაცნობობა ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან იღებს სათავეს, მაგრამ გადამწყვეტი ფაქტორი 1992 წლის დეკემბერ-იანვრის მოვლენები გახლდათ. ბევრი განუდგა და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც მისი ერთგული დარჩა. იმ პერიოდში ყველა აქციაში ვმონაწილეობდი, რის გამოც კათედრა გამიუქმეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ჩემი შეხედულებები შეუსაბამო იყო შევარდნაძის კურსთან.

შემდეგ ჩვენი პარტიისა და კიდევ რამდენიმეს ინიციატივით, მძიმე მოვლენების დროს გადავწყვიტეთ, მაშინდელ კანონიერ ზვიად გამსახურდიასა და დე ფაქტო ხელისუფლებას, ედუარდ შევარდნაძეს შორის გვეშუამდგომლა და გროზნოში გავემგზავრეთ, რათა ბატონი ზვიადისთვის პირადად შეგვეთანხმებინა ჩვენი პოზიცია. ვუთხარით, თუ ის თანახმა იქნებოდა შევარდნაძეს შევხვდებოდით და შუამავლის როლს ასლან აბაშიძეს შევთავაზებდით. ბატონი ზვიადი დაგვეთანხმა. მოგვიანებით ასლან აბაშიძეც დაგვთანხმდა და პირველი შეხვედრა ბობოყვათის სამთავრობო რეზიდენციაში გაიმართა. ასლანმა მაშინ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ვთხოვეთ, ორი დაპირისპირებული ძალა ერთმანეთის პირისპირ არ დაგვეშვა და რაღაც შუალედური გზა მოგვენახა. ასე არ მოხდა და სამწუხაროდ, მოლაპარაკება ჩაიშალა. ზვიადის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ჩვენმა პარტიამ გადავწყვიტეთ, მისი პოლიტიკური ლიტერატურა მოგვეძიებინა და ცხრა კრებული გამოვეცით. იმავე სხდომაზე დავაარსეთ ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და ერთი წლის თავზე, მის დაბადების დღეზე, პირველი ლაურეატები დავასახელეთ, ესენი იყვნენ ჯოჰარ დუდაევი, ირაკლი გოცირიძე, ვანდა ვანზიკლერი, მუხრან მაჭავარიანი და ელიზბარ ჯაველიძე. 1996 წელს დავაარსეთ ახალი გაზეთი ''ზვიადის გზა'' , მალე საქართველოში ქალბატონი მანანა არჩვაძე დაბრუნდა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა