სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ბლუმ­ბერ­გის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს თა­ო­ბა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, მედ­ვე­დევ­სა და პუ­ტინს გა­უ­ხარ­დე­ბათ, თუ მას ვინ­მე და­ა­პა­ტიმ­რებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, 2008 წლის ომის გამო "პუ­ტი­ნი ვე­ღა­რას­დროს აღიდ­გენს ძველ, ე.წ "პა­ლა­ჟე­ნი­ას" პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში". პრე­ზი­დენ­ტმა გან­მარ­ტა, რომ სა­ნამ ცო­ცხა­ლია და გა­რეთ არის, პოსტსაბ­ჭო­თა ლი­დე­რე­ბი უსი­ტყვოდ აღარ შე­ას­რუ­ლე­ბენ რუ­სე­თის მი­თი­თე­ბებს.

"პუ­ტინ­მა არა­ერ­თხელ თქვა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მკვდა­რია. მედ­ვე­დევ­მა და პუ­ტინ­მა თქვეს, რომ გა­უ­ხარ­დე­ბათ თუ სა­ა­კაშ­ვილს ვინ­მე და­ა­პა­ტიმ­რებს. იმი­ტომ, რომ სა­ნამ მე დავ­დი­ვარ თა­ვი­სუ­ფა­ლი და ცო­ცხა­ლი, პუ­ტი­ნი ვე­ღა­რას­დროს აღიდ­გენს ძველ, ე.წ "პა­ლა­ჟე­ნი­ას" პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში. ჩა­მო­ი­შა­ლა ეს გავ­ლე­ნა 2008 წლის შემ­დეგ. გა­ბე­და დსთ-ს სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და მას არ და­უ­ხა­რა თავი. სა­ნამ მე ცო­ცხა­ლი ვარ და სა­ნამ გა­რეთ ვარ, არც ერთი პოსტსაბ­ჭო­თა ლი­დე­რი აღარ დაბ­რუნ­დე­ბა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­დე­საც უსი­ტყვოდ ას­რუ­ლებს რუ­სე­თის მი­თი­თე­ბას. ეს შე­იც­ვა­ლა ბოლო წლებ­ში და ეს გა­ვა­კე­თეთ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა, ჩვენ­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რე პო­ლი­ტი­კამ", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი აიღო რუ­სე­თის­გან არ­ჩევ­ნე­ბის დროს. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, სა­უბ­რო­ბენ მისი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ. "ივა­ნიშ­ვი­ლის ზებ­რა კი არ ვარ, რომ და­მი­ჭი­როს და გა­ლი­ა­ში ჩამ­სვას", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა და დას­ძი­ნა, რომ მას ის­ტო­რია გან­სჯის და არა ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი.

"ეჭვს არ იწ­ვევს, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ორი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი აიღო რუ­სე­თის­გან არ­ჩევ­ნე­ბის დროს. ამას არც თვი­თონ უარ­ყოფს და რომც უარ­ყოს, რა აზრი აქვს, რუ­სე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე. ვინ ვის და­ი­ჭერს, მე ივა­ნიშ­ვი­ლის ზებ­რა კი არ ვარ, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა და­მი­ჭი­როს და გა­ლი­ა­ში ჩამ­სვას ან რო­მე­ლი­მე სხვა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი. ამი­ტომ, ერ­თია მათი სურ­ვი­ლე­ბი, ერ­თმა­ნეთ­თან შე­თან­ხმე­ბა და მე­ო­რეა, რა იქ­ნე­ბა რე­ა­ლო­ბა. რე­ა­ლო­ბა იქ­ნე­ბა ის, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ყვე­ლას თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს. რაც შე­მე­ხე­ბა მე, მე გან­მსჯის ის­ტო­რია და არა რო­მე­ლი­მე ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო: ივა­ნიშ­ვი­ლის ზებ­რა კი არ ვარ, რომ და­მი­ჭი­როს და გა­ლი­ა­ში ჩამ­სვას - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ბლუმბერგისთვის" მიცემული ინტერვიუს თაობაზე ჟურნალისტებთან განმარტებები გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მედვედევსა და პუტინს გაუხარდებათ, თუ მას ვინმე დააპატიმრებს. სააკაშვილის თქმით, 2008 წლის ომის გამო "პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში". პრეზიდენტმა განმარტა, რომ სანამ ცოცხალია და გარეთ არის, პოსტსაბჭოთა ლიდერები უსიტყვოდ აღარ შეასრულებენ რუსეთის მითითებებს.

"პუტინმა არაერთხელ თქვა, რომ სააკაშვილი მკვდარია. მედვედევმა და პუტინმა თქვეს, რომ გაუხარდებათ თუ სააკაშვილს ვინმე დააპატიმრებს. იმიტომ, რომ სანამ მე დავდივარ თავისუფალი და ცოცხალი, პუტინი ვეღარასდროს აღიდგენს ძველ, ე.წ "პალაჟენიას" პოსტსაბჭოთა სივრცეში. ჩამოიშალა ეს გავლენა 2008 წლის შემდეგ. გაბედა დსთ-ს სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა და მას არ დაუხარა თავი. სანამ მე ცოცხალი ვარ და სანამ გარეთ ვარ, არც ერთი პოსტსაბჭოთა ლიდერი აღარ დაბრუნდება იმ მდგომარეობაში, როდესაც უსიტყვოდ ასრულებს რუსეთის მითითებას. ეს შეიცვალა ბოლო წლებში და ეს გავაკეთეთ ქართველმა ხალხმა, ჩვენმა თავისუფლების მოყვარე პოლიტიკამ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვს არ იწვევს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, საუბრობენ მისი დაპატიმრების შესახებ. "ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას", - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას ისტორია განსჯის და არა ზოოპარკის დირექტორი.

"ეჭვს არ იწვევს, რომ ივანიშვილმა ორი მილიარდი დოლარი აიღო რუსეთისგან არჩევნების დროს. ამას არც თვითონ უარყოფს და რომც უარყოს, რა აზრი აქვს, რუსები ადასტურებენ ყოველ ნაბიჯზე. ვინ ვის დაიჭერს, მე ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ ივანიშვილმა დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველი. ამიტომ, ერთია მათი სურვილები, ერთმანეთთან შეთანხმება და მეორეა, რა იქნება რეალობა. რეალობა იქნება ის, რომ ქართველი ხალხი ყველას თავის ადგილს მიუჩენს. რაც შემეხება მე, მე განმსჯის ისტორია და არა რომელიმე ზოოპარკის დირექტორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის ზებრა კი არ ვარ, რომ დამიჭიროს და გალიაში ჩამსვას - მიხეილ სააკაშვილი

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა