პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს
მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს

გა­მო­ცე­მა Forbes-ის ვერ­სი­ით, მა­დო­ნა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია. ბოლო წლის მან­ძილ­ზე მომ­ღე­რა­ლის შე­მო­სა­ვალ­მა 125 მლნ დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა.

ყვე­ლა­ზე მეტი ფული მომ­ღე­რალს ბოლო ალ­ბომ MDNA-ს მხარ­დამ­ჭერ­მა კონ­ცერ­ტებ­მა მო­უ­ტა­ნა. ამას­თან, თა­ვად დის­კი ჟურ­ნალ­მა ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩათ­ვა­ლა. გარ­და ამი­სა, მა­დო­ნა ფულს ტან­საც­მლის სა­კუ­თა­რი ხა­ზის წარ­მო­ე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში აქ­ცი­ე­ბის ფლო­ბის ხარ­ჯზეც შო­უ­ლობს.

რე­ი­ტინ­გში მე­ო­რე ად­გი­ლი რე­ჟი­სორ­მა სტი­ვენ სპილ­ბერ­გმა 100 მლნ დო­ლა­რით და­ი­კა­ვა. Forbes-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რე­ჟი­სო­რის­თვის შე­მო­სა­ვა­ლი მისი ძვე­ლი სუ­რა­თე­ბის სა­ავ­ტო­რო გა­და­სა­ხა­დებს მო­აქვს.

მე­სა­მე ად­გი­ლი 95 მლნ დო­ლა­რით ტე­ლე­წამ­ყვან­მა სა­ი­მონ კო­უ­ელ­მა, ერო­ტი­უ­ლი რო­მა­ნის " ნაც­რის­ფე­რის 50 ჩრდი­ლის" ავ­ტორ­მა ე.ლ.ჯე­იმსმა და ტელე და რა­დი­ო­წამ­ყვან­მა ჰო­ვარდ სტერნ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს. შემ­დეგ რე­ი­ტინ­გში მწე­რა­ლი ჯე­იმს პა­ტერ­სო­ნი (91 მლნ), ჟურ­ნა­ლის­ტი გლენ ბეკი (90 მლნ) და რე­ჟი­სო­რი მა­იკლ ბეი (82 მლნ) მო­დი­ან.

Forbes-ის შარ­შან­დელ რე­ი­ტინგს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ოპრა უინფრი ლი­დე­რობ­და. 2011 წლის მა­ი­სი­დან 2012 წლის მა­ი­სამ­დე მან 165 მლნ დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ამ­ჯე­რად, ჟურ­ნალ­მა მისი შე­მო­სა­ვა­ლი 77 მლნ დო­ლა­რად შე­ა­ფა­სა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.

მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს

მადონა ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების რეიტინგს ლიდერობს

გამოცემა Forbes-ის ვერსიით, მადონა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ადამიანია. ბოლო წლის მანძილზე მომღერალის შემოსავალმა 125 მლნ დოლარი შეადგინა.

ყველაზე მეტი ფული მომღერალს ბოლო ალბომ MDNA-ს მხარდამჭერმა კონცერტებმა მოუტანა. ამასთან, თავად დისკი ჟურნალმა ყველაზე წარმატებულად ჩათვალა. გარდა ამისა, მადონა ფულს ტანსაცმლის საკუთარი ხაზის წარმოებითა და სხვადასხვა კომპანიებში აქციების ფლობის ხარჯზეც შოულობს.

რეიტინგში მეორე ადგილი რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა 100 მლნ დოლარით დაიკავა. Forbes-ის ინფორმაციით, რეჟისორისთვის შემოსავალი მისი ძველი სურათების საავტორო გადასახადებს მოაქვს.

მესამე ადგილი 95 მლნ დოლარით ტელეწამყვანმა საიმონ კოუელმა, ეროტიული რომანის " ნაცრისფერის 50 ჩრდილის" ავტორმა ე.ლ.ჯეიმსმა და ტელე და რადიოწამყვანმა ჰოვარდ სტერნმა გაინაწილეს. შემდეგ რეიტინგში მწერალი ჯეიმს პატერსონი (91 მლნ), ჟურნალისტი გლენ ბეკი (90 მლნ) და რეჟისორი მაიკლ ბეი (82 მლნ) მოდიან.

Forbes-ის შარშანდელ რეიტინგს ტელეწამყვანი ოპრა უინფრი ლიდერობდა. 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე მან 165 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ამჯერად, ჟურნალმა მისი შემოსავალი 77 მლნ დოლარად შეაფასა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება