სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს
ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს

ამე­რი­კელ ლიზა ლუს უც­ნა­უ­რი გა­ტა­ცე­ბა აქვს. ის ნივ­თებ­სა და ოთა­ხებს მძი­ვე­ბით რთავს. 1991 -1996 წლებ­ში ქალ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი მხატ­ვრუ­ლი პრო­ექ­ტი - "სამ­ზა­რე­უ­ლო" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

ლი­ზამ სამ­ზა­რე­უ­ლოს ყვე­ლა ნივ­თი მძი­ვე­ბით მორ­თო და გა­სა­ო­ცა­რი მო­ზა­ი­კუ­რი ელ­ფე­რი შექ­მნა. მან მთელ ოთახ­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა ნივთს - და­წყე­ბუ­ლი კედ­ლე­ბი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჩიფ­სე­ბის პა­კე­ტით, წვრი­ლი მძი­ვე­ბი მი­ა­მაგ­რა.

1999 წელს ლიზა ლუმ ახა­ლი პრო­ექ­ტი "უკა­ნა ეზო" და­ი­წყო. ამ პრო­ექ­ტის­თვის მან 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი მძი­ვი გა­მო­ი­ყე­ნა. მათი უმე­ტე­სო­ბა (250 ათა­სი) პიკ­ნი­კის მა­გი­დის გარ­შე­მო ბა­ლა­ხის შექ­მნას დას­ჭირ­და.

2013 წელს კი ლი­ზამ მო­რი­გი პრო­ექ­ტი - "ყვა­ვი­ლე­ბის ბაღი" წარ­მო­ად­გი­ნა. ამე­რი­კე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სან დი­ე­გოს თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში 3 ნო­ემ­ბრამ­დე იქ­ნე­ბა გა­მო­ფე­ნი­ლი.

მხატ­ვა­რი ამ­ბობს, რომ პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნის დროს მისი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ტრა­დი­ცი­უ­ლი აფ­რი­კუ­ლი სამ­კა­უ­ლი იყო, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლია ად­გი­ლობ­რივ კულ­ტუ­რა­ში.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია fototelegraf.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს

ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს

ამერიკელ ლიზა ლუს უცნაური გატაცება აქვს. ის ნივთებსა და ოთახებს მძივებით რთავს. 1991 -1996 წლებში ქალმა თავისი პირველი მხატვრული პროექტი - ”სამზარეულო” განახორციელა.

ლიზამ სამზარეულოს ყველა ნივთი მძივებით მორთო და გასაოცარი მოზაიკური ელფერი შექმნა. მან მთელ ოთახში არსებულ ყველა ნივთს - დაწყებული კედლებიდან, დამთავრებული ჩიფსების პაკეტით, წვრილი მძივები მიამაგრა.

1999 წელს ლიზა ლუმ ახალი პროექტი ”უკანა ეზო” დაიწყო. ამ პროექტისთვის მან 30 მილიონზე მეტი მძივი გამოიყენა. მათი უმეტესობა (250 ათასი) პიკნიკის მაგიდის გარშემო ბალახის შექმნას დასჭირდა.

2013 წელს კი  ლიზამ მორიგი პროექტი - ”ყვავილების ბაღი” წარმოადგინა. ამერიკელის შემოქმედება სან დიეგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 3 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი.

მხატვარი ამბობს, რომ პროექტების შექმნის დროს მისი შთაგონების წყარო ტრადიციული აფრიკული სამკაული იყო, რომელიც ამ დრომდე პოპულარულია ადგილობრივ კულტურაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს