პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაპატიმრება სურს
მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაპატიმრება სურს

პუ­ტინს უნდა ან მკვდა­რი მნა­ხოს ან - და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა Bloomberg სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მის რუს კო­ლე­გას, ვლა­დი­მერ პუ­ტინს სურს, ან პა­ტიმ­რო­ბა­ში ნა­ხოს ანაც მკვდა­რი და აშშ-ის მო­უ­წო­დებს და­ეხ­მა­როს ბრძო­ლა­ში, რო­მელ­საც თა­ვად მის ქვე­ყა­ნა­ზე რუ­სე­თის მზარდ გავ­ლე­ნას უწო­დებს.

სტა­ტი­ის მი­ხედ­ვით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ პუ­ტი­ნის მო­თხოვ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­ლი­არ­დერ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კო­რუფ­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბის სურს მისი და­პა­ტიმ­რე­ბა.

"რუ­სუ­ლი გა­რი­გე­ბა აშ­კა­რა იყო. რუ­სებს უნ­დათ, რომ მომ­კლან ან და­მა­პა­ტიმ­რონ. აი, რა თქვა პუ­ტინ­მა", - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა

"ბლუმ­ბერგთან" სა­უბ­რი­სას. თუმ­ცა, რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბას უარ­ყოფს პუ­ტი­ნის პრესმდი­ვა­ნი დი­მიტ­რი პეს­კო­ვი.

"2008 წლის ომის დროს პუ­ტი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის "გე­ნი­ტა­ლი­ე­ბით ჩა­მო­კიდ­ვით" და­ე­მუქ­რა და მას­თან კონ­ტაქ­ტზე უარი გა­ნა­ცხა­და. გა­სუ­ლი წლის 20 დე­კემ­ბერს კი პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­მო­სულ "პო­ზი­ტი­ურ სიგ­ნა­ლებს", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი,ს დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვათ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ "ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა პარ­ლა­მენ­ტში უფრო მე­ტად კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ძა­ლე­ბის ყოფ­ნას ნიშ­ნავს".

სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია, რომ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთს თურ­ქე­თი­სა და ირა­ნის­გან ყოფს, ბოლო ორი ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში ზონა იყო.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ­მა ვი­თა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, და­ძა­ბუ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს რუ­სეთ­სა და აშშ-ის შო­რის, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ი­ზარ­და სი­რი­ის ომი­სა და რუ­სე­თის მიერ ედ­ვარდ სნო­უ­დე­ნის­თვის თავ­შე­საფ­რის მი­ცე­მის გამო, რა­მაც პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაც ობა­მა აი­ძუ­ლა გა­ე­უქ­მე­ბი­ნა პუ­ტინ­თან სექ­ტემ­ბერ­ში და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა", - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

"რე­გი­ონ­ში კონ­კუ­რენ­ცია არ­სე­ბობს. თუ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლოს საკ­მა­რის ყუ­რა­დღე­ბას არ მი­ვაქ­ცევთ, შე­საძ­ლოა, რუ­სე­ბი მო­ვიდ­ნენ და წაგ­ვარ­თვან ის", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ბლუმ­ბერგთან" სა­უბ­რი­სას.

ამას­თან, გა­სულ კვი­რას "ბლუმ­ბერგთან" სა­უბ­რი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა არ გა­მო­რი­ცხა კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბაც, რი­თაც უკუ­აგ­დო აშშ-ის გაფრ­თხი­ლე­ბა, არ გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის.

"გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა და­ად­გი­ნოს და სა­სა­მარ­თლომ უნდა და­ა­დას­ტუ­როს მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა, მაგ­რამ არ­სე­ბობს კი­თხვე­ბი მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში", - ცი­ტი­რე­ბენ ავ­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­მენ­ტარს და დას­ძე­ნენს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი უარ­ყოფს ბრალ­დე­ბებს და აცხა­დებს, რომ ისი­ნი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია და მათ "სა­სა­ცი­ლოს" უწო­დებს.

"ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, აცხა­დებს, რომ რუ­სეთ­ში თა­ვი­სი ბოლო აქ­ტი­ვე­ბი 2011-2012 წლებ­ში 1,3 მი­ლი­არდ დო­ლა­რად გა­ყი­და და ახლა მხო­ლოდ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ტრა­დი­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა უნდა. "ბლუმ­ბერ­გის" მი­ლი­არ­დერ­თა ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა 6,4 მი­ლი­არდს შე­ად­გენს, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის 40%-ს უდ­რის", - აღ­ნიშ­ნა­ვენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­მენ­ტარს ცი­ტი­რე­ბენ, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რუ­სეთ­თან შე­საძ­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მიღ­წე­ვა და მე­ზობ­ლო­ბა­ში თა­ნა­ცხოვ­რე­ბა.

"ჩვენ არ უნდა შე­ვუ­რა­ცხყოთ ისი­ნი", - გა­ნა­ცხა­და "ბლუმ­ბერგთან" სა­უბ­რი­სას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ქო­ნე­ბა 5,4 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს.

რო­გორც სტა­ტი­ა­შია ნათ­ქვა­მია, ივა­ნიშ­ვილ­მა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის და­პი­რე­ბებს შე­ად­გენ­და, ასე­ვე რუ­სე­თის მიერ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­და­სავ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სას­ჯე­ლის სა­ხით და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლობ­რივ დას­რუ­ლე­ბას.

"პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით ის ერ­თგუ­ლი რჩე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიზ­ნის – ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მი­მართ, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა 4 წე­ლი­წად­ში გან­ხორ­ცი­ელ­დეს. ივა­ნიშ­ვილ­მა ასე­ვე იმის პი­რო­ბაც დადო, რომ რო­გორც კი ახა­ლი მთავ­რო­ბის ლი­დე­რი გახ­დე­ბო­და, პირ­ვე­ლი მისი ვი­ზი­ტი აშშ-ში შედ­გე­ბო­და, თუმ­ცა ეს ვი­ზი­ტი არ შედ­გა, რად­გან მი­სი­ვე თქმით, ამის­თვის დრო ვერ გა­მო­ნა­ხა. იან­ვარ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში, და­ვო­სის მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, ის რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევს შეხ­ვდა, რის შემ­დე­გად რუ­სეთ­მა ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ექ­სპორტზე აკ­რძალ­ვა გა­ა­უქ­მა, 15 აგ­ვის­ტოს კი სატ­რან­სპორ­ტო მი­მოს­ვლის აღ­დგე­ნას და­თან­ხმდა", - წე­რენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი.

"მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია, ის არც ვა­შინგტონ­ში მი­უწ­ვე­ვი­ათ და არც და­სავ­ლეთ ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე სა­ხელ­მწი­ფო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ ლი­დერს არ აქვს უფ­ლე­ბა ქვეყ­ნის იზო­ლა­ცია მოხ­დი­ნოს", - ცი­ტი­რებს "ბლუმ­ბერ­გი" სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­სუ­ლი წლის არ­ჩევ­ნებ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის პარ­ტი­ის მო­უ­ლოდ­ნელ­მა მარ­ცხმა და ათო­ბით ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის და­პა­ტიმ­რე­ბამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­მაც ხელი შე­უ­წყო ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბას.

"რამ­დე­ნა­დაც და­სავ­ლურ­მა ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­მა უკან გა­დი­ნე­ბა იწყო, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი ღიაა რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის­თვის. ამ წლის და­სა­წყის­ში კი რუს­მა მი­ლი­არ­დერ­მა მი­ხე­ილ ფრიდ­მან­მა "ბორ­ჯო­მის" მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბი შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა, რა თან­ხად, ამას არ ასა­ჯა­რო­ე­ბენ", - ნათ­ქვა­მია "ბლუმ­ბერ­გის" სტა­ტი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბა რუ­სე­თი­დან ტუ­რის­ტე­ბის შე­მო­დი­ნე­ბა და ვაჭ­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა და­სავ­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის კლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თუმ­ცა, მათ უნდა იზ­რუ­ნონ ამ კლე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე", - ცი­ტი­რე­ბენ სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ლონ­დო­ნის "სტან­დარდ ბან­კის" წარ­მო­მად­გენ­ლის ტიმ ეშის კო­მენ­ტარს.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რე­ბი ასე­ვე ცი­ტი­რე­ბენ კარ­ნე­გის ცენ­ტრის ექ­სპერ­ტის, კავ­კა­სი­ის მკვლე­ვა­რის თო­მას დე ვა­ა­ლის კო­მენ­ტარს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ვა­შინგტონ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს-რუ­სეთ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბას, რად­გან ეს ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც შე­ამ­ცი­რებს თა­ვის ტკი­ვილს რუ­სეთ-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Bloomberg-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაპატიმრება სურს

მიხეილ სააკაშვილი - პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ჩემი დაპატიმრება სურს

პუტინს უნდა ან მკვდარი მნახოს ან - დაპატიმრებული, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა Bloomberg საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს.

როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს სურს, ან პატიმრობაში ნახოს ანაც მკვდარი და აშშ-ის მოუწოდებს დაეხმაროს ბრძოლაში, რომელსაც თავად მის ქვეყანაზე რუსეთის მზარდ გავლენას უწოდებს.

სტატიის მიხედვით, სააკაშვილი აცხადებს, რომ პუტინის მოთხოვნით, საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კორუფციული ბრალდების სურს მისი დაპატიმრება.

"რუსული გარიგება აშკარა იყო. რუსებს უნდათ, რომ მომკლან ან დამაპატიმრონ. აი, რა თქვა პუტინმა", - განაცხადა სააკაშვილმა

"ბლუმბერგთან" საუბრისას. თუმცა, როგორც სტატიის ავტორები აღნიშნავენ, სააკაშვილის ამ განცხადებას უარყოფს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

"2008 წლის ომის დროს პუტინი სააკაშვილის "გენიტალიებით ჩამოკიდვით" დაემუქრა და მასთან კონტაქტზე უარი განაცხადა. გასული წლის 20 დეკემბერს კი პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოდან წამოსულ "პოზიტიურ სიგნალებს", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და რუსეთის პრემიერ-მინისტრი,ს დიმიტრი მედვედევის კომენტარი მოჰყვათ, რომელმაც განაცხადა, რომ "ივანიშვილის გამარჯვება პარლამენტში უფრო მეტად კონსტრუქციული და პასუხისმგებლობის მქონე ძალების ყოფნას ნიშნავს".

სტატიაში ნათქვამია, რომ კავკასიის რეგიონი, რომელიც რუსეთს თურქეთისა და ირანისგან ყოფს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ფეთქებადსაშიში ზონა იყო.

"საქართველოში შექმნილმა ვითარებამ შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს რუსეთსა და აშშ-ის შორის, რომელიც განსაკუთრებით გაიზარდა სირიის ომისა და რუსეთის მიერ ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გამო, რამაც პრეზიდენტი ბარაც ობამა აიძულა გაეუქმებინა პუტინთან სექტემბერში დაგეგმილი შეხვედრა", - ნათქვამია სტატიაში.

"რეგიონში კონკურენცია არსებობს. თუ ჩვენ საქართველოს საკმარის ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლოა, რუსები მოვიდნენ და წაგვართვან ის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "ბლუმბერგთან" საუბრისას.

ამასთან, გასულ კვირას "ბლუმბერგთან" საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა კორუფციის ბრალდებით სააკაშვილის დაკავებაც, რითაც უკუაგდო აშშ-ის გაფრთხილება, არ გამოეყენებინა სასამართლო პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის.

"გამოძიებამ უნდა დაადგინოს და სასამართლომ უნდა დაადასტუროს მისი ბრალეულობა, მაგრამ არსებობს კითხვები მასთან მიმართებაში", - ციტირებენ ავტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომენტარს და დასძენენს, რომ სააკაშვილი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია და მათ "სასაცილოს" უწოდებს.

"ივანიშვილი, რომელმაც ქონების უმეტესი ნაწილი რუსეთში დააგროვა, აცხადებს, რომ რუსეთში თავისი ბოლო აქტივები 2011-2012 წლებში 1,3 მილიარდ დოლარად გაყიდა და ახლა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა უნდა. "ბლუმბერგის" მილიარდერთა ინდექსის თანახმად, ივანიშვილის ქონება 6,4 მილიარდს შეადგენს, რაც საქართველოს ეკონომიკის 40%-ს უდრის", - აღნიშნავენ სტატიის ავტორები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებენ, რომელიც აცხადებს, რომ დარწმუნებულია, რუსეთთან შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა და მეზობლობაში თანაცხოვრება.

"ჩვენ არ უნდა შევურაცხყოთ ისინი", - განაცხადა "ბლუმბერგთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ მისი ამჟამინდელი ქონება 5,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

როგორც სტატიაშია ნათქვამია, ივანიშვილმა საარჩევნო კამპანია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების დაპირებებს შეადგენდა, ასევე რუსეთის მიერ სააკაშვილის პროდასავლური პოლიტიკის გამო საქართველოსთვის სასჯელის სახით დაწესებული სავაჭრო სანქციების ნაწილობრივ დასრულებას.

"პრემიერის განცხადებით ის ერთგული რჩება ყოფილი ხელისუფლების მიზნის – ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, რომელიც შესაძლოა 4 წელიწადში განხორციელდეს. ივანიშვილმა ასევე იმის პირობაც დადო, რომ როგორც კი ახალი მთავრობის ლიდერი გახდებოდა, პირველი მისი ვიზიტი აშშ-ში შედგებოდა, თუმცა ეს ვიზიტი არ შედგა, რადგან მისივე თქმით, ამისთვის დრო ვერ გამონახა. იანვარში, შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, ის რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს შეხვდა, რის შემდეგად რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა, 15 აგვისტოს კი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას დათანხმდა", - წერენ სტატიის ავტორები.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ივანიშვილი ხელისუფლებაშია, ის არც ვაშინგტონში მიუწვევიათ და არც დასავლეთ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში. საქართველოს არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება ქვეყნის იზოლაცია მოხდინოს", - ციტირებს "ბლუმბერგი" საქართველოს პრეზიდენტის კომენტარს.

სტატიის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ გასული წლის არჩევნებში სააკაშვილის პარტიის მოულოდნელმა მარცხმა და ათობით ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრებამ ქვეყანაში პოლიტიკური გაურკვევლობა გამოიწვია, რამაც ხელი შეუწყო ინვესტიციების შემცირებას.

"რამდენადაც დასავლურმა ინვესტიციებმა უკან გადინება იწყო, ივანიშვილის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული ბაზარი ღიაა რუსული ინვესტიციებისთვის. ამ წლის დასაწყისში კი რუსმა მილიარდერმა მიხეილ ფრიდმანმა "ბორჯომის" მინერალური წყლები შეიძინა. თუმცა, რა თანხად, ამას არ ასაჯაროებენ", - ნათქვამია "ბლუმბერგის" სტატიაში.

"საქართველოში უკვე აშკარად შეინიშნება რუსეთიდან ტურისტების შემოდინება და ვაჭრობის გაუმჯობესება, რამაც შესაძლოა დასავლური ინვესტიციების კლება გამოიწვიოს. თუმცა, მათ უნდა იზრუნონ ამ კლების შემცირებაზე", - ციტირებენ სტატიის ავტორები ლონდონის "სტანდარდ ბანკის" წარმომადგენლის ტიმ ეშის კომენტარს.

სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ კარნეგის ცენტრის ექსპერტის, კავკასიის მკვლევარის თომას დე ვაალის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ვაშინგტონში უმრავლესობა მიესალმება საქართველოს-რუსეთ შორის ურთიერთობების დათბობას, რადგან ეს ნაწილობრივ მაინც შეამცირებს თავის ტკივილს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში.

მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა