ადიგენის გამგებელი სიმონ პარუნაშვილი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტი ადიგენიდან იუწყება, გამგებლის დაკავების ფაქტი ადიგენის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა დაადასტურა.
გამგებელი შემოსავლების სამსახურმა დააკავა. დაკავების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ამასთან, როგორც ცნობილია, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში ბოლო დღეების განმავლობაში ვითარება დაიძაბა. დაპირისპირება და არეულობა მინარეთის დემონტაჟმა გამოიწვია.