პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯავახეთის მუფტი - წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა
ჯავახეთის მუფტი - წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა

ჯა­ვა­ხე­თის მუფ­თის, მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­ცი­ხის პო­ლი­ცი­ას­თან წუ­ხელ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ფრი­დონ გო­ბა­ძის ბა­ბუა ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მუფთმა მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, გო­ბა­ძის ბა­ბუ­ამ შვი­ლიშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ფელ­ში გა­ი­გო, რის გა­მოც ინერ­ვი­უ­ლა და ინ­ფარ­ქტით გარ­და­იც­ვა­ლა.

"ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და, წუ­ხელ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის დროს ფრი­დონ გო­ბა­ძე და­ა­პა­ტიმ­რეს. აღელ­ვე­ბულ­მა ხალ­ხმა ვე­ღარ მო­ზო­მა, ჭიშ­კარს მი­ად­გა, რის გა­მოც ეს ბიჭი შე­აგ­დეს სა­პა­ტიმ­რო­ში. ერთი სა­ა­თის მერე გა­ვი­გეთ, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გო­ბა­ძის ბა­ბუ­ას ინ­ფარ­ქტი მო­უ­ვი­და და გარ­და­იც­ვა­ლა. გას­ვე­ნე­ბა­ში მი­სუ­ლი ხალ­ხი აქეთ მო­ე­მარ­თე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქო რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ივა­ნიშ­ვი­ლი არა­ფერს არ ამ­ბო­ბენ. ხალ­ხი ამ ყვე­ლა­ფერს გულ­ცი­ვად ხვდე­ბა, ასე მხო­ლოდ ჯა­ლა­თე­ბი აკე­თე­ბენ და ამ ყო­ვე­ლი­ვეს კარ­გი შე­დე­გი არ მოყ­ვე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ხუ­ლო­სა და წალ­კის მო­სახ­ლე­ო­ბა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბით ახალ­ცი­ხის პო­ლი­ცი­ის­კენ მი­ე­მარ­თე­ბა. მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძის თქმით, ამ დრომ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა 11 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 10 გუშნ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. მუფ­თის თქმით, ადი­გე­ნის ჭე­ლის მო­სახ­ლე­ო­ბამ ღამე ახალ­ცი­ხის პო­ლი­ცი­ას­თან გა­ა­თე­ნა და მა­ნამ­დე დარ­ჩე­ბი­ან პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბას­თან, სა­ნამ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლებს არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ:

"ვი­თხოვთ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. აგ­რე­სი­უ­ლად მო­ექ­ცნენ მათ. გუ­შინ ვე­სა­უბ­რე ახალ­ცი­ხის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როსს, და­პა­ტიმ­რე­ბის მერე ძა­ლა­დო­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. 11 კაცი კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა, 10 კი გა­მო­უშ­ვეს. ახლცი­ხის პო­ლი­ცი­ას­თან ვიმ­ყო­ფე­ბით. ხუ­ლო­დან და წალ­კი­დან მო­დის ხალ­ხი მხარ­და­სა­ჭე­რად. ძა­ლი­ან მე­ში­ნია ცუდი შე­დე­გე­ბი არ მოყ­ვეს ამას. ყვე­ლა შე­უ­რა­ცყო­ფი­ლად გრძნობს თავს, სულ­ში ჩაგ­ვა­ფურ­თხეს ფაქ­ტი­უ­რად. სა­ნამ არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლე­ბენ, თუნ­დაც ერთი კვი­რა გა­ვი­დეს, აქ ვრჩე­ბით", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა ვა­შაყ­მა­ძემ.

გუ­შინ, ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის დროს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯავახეთის მუფტი - წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა

ჯავახეთის მუფტი - წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა

ჯავახეთის მუფთის, მამუკა ვაშაყმაძის ინფორმაციით, ახალციხის პოლიციასთან წუხელ დაპატიმრებული ფრიდონ გობაძის ბაბუა ინფარქტით გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მუფთმა მამუკა ვაშაყმაძემ განუცხადა, გობაძის ბაბუამ შვილიშვილის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია სოფელში გაიგო, რის გამოც ინერვიულა და ინფარქტით გარდაიცვალა.

"ცუდი ამბავი მოხდა, წუხელ პოლიციის შენობასთან დაპირისპირების დროს ფრიდონ გობაძე დააპატიმრეს. აღელვებულმა ხალხმა ვეღარ მოზომა, ჭიშკარს მიადგა, რის გამოც ეს ბიჭი შეაგდეს საპატიმროში. ერთი საათის მერე გავიგეთ, რომ ნერვიულობის ნიადაგზე გობაძის ბაბუას ინფარქტი მოუვიდა და გარდაიცვალა. გასვენებაში მისული ხალხი აქეთ მოემართება. საპატრიარქო რეაგირებას არ ახდენს, ღარიბაშვილი და ივანიშვილი არაფერს არ ამბობენ. ხალხი ამ ყველაფერს გულცივად ხვდება, ასე მხოლოდ ჯალათები აკეთებენ და ამ ყოველივეს კარგი შედეგი არ მოყვება", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

მისივე თქმით, ხულოსა და წალკის მოსახლეობა დაპატიმრებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამარშრუტო ტაქსებით ახალციხის პოლიციისკენ მიემართება. მამუკა ვაშაყმაძის თქმით, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება 11 ადამიანი, ხოლო 10 გუშნ გაათავისუფლეს. მუფთის თქმით, ადიგენის ჭელის მოსახლეობამ ღამე ახალციხის პოლიციასთან გაათენა და მანამდე დარჩებიან პოლიციის შენობასთან, სანამ დაპატიმრებულებს არ გაათავისუფლებენ:

"ვითხოვთ დაპატიმრებულების გათავისუფლებას. აგრესიულად მოექცნენ მათ. გუშინ ვესაუბრე ახალციხის სამმართველოს უფროსს, დაპატიმრების მერე ძალადობა არ დაფიქსირებულა. 11 კაცი კვლავ პატიმრობაში რჩება, 10 კი გამოუშვეს. ახლციხის პოლიციასთან ვიმყოფებით. ხულოდან და წალკიდან მოდის ხალხი მხარდასაჭერად. ძალიან მეშინია ცუდი შედეგები არ მოყვეს ამას. ყველა შეურაცყოფილად გრძნობს თავს, სულში ჩაგვაფურთხეს ფაქტიურად. სანამ არ გაათავისუფლებენ, თუნდაც ერთი კვირა გავიდეს, აქ ვრჩებით", - აღნიშნა მამუკა ვაშაყმაძემ.

გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟის დროს სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია