"ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის სამი მონაწილე ვარსკვლავის ვინაობა უკვე გაირკვა: ერთი ევროპის ჩემპიონი წყალში ხტომაში და სიდნეის ოლიმპიადის მონაწილე - ნანა ნებიერიძე გახლავთ, მეორე მსახიობი - გიორგი ყიფშიძე და ქართული წარმომვლობის უკრაინელი ვარსკვლავი, მომღერალი და მოცეკვავე - იულია ქავთარაძე, რომელიც სკანდალურ უკრაინულ ჯგუფ "ნიკიტაში" მღეროდა. ის ცოტა ხნის წინ ქართულ ფილმში - "რა მოხდა კიევში" გადაიღეს, რომელშიც ერთ-ერთ როლს საქართველოს ნაკრების მეკარე - გიორგი ლორიაც თამაშობს.
მოკლედ, იულიას შოუში მონაწილეობა უკვე ინტრიგაა და მაყურებელს წინ საინტერესო ამბები ელის...
გუშინ ბათუმში "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონი ხმაურიანად გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ აღნიშნული კონკურსის I და II სეზონის კონკურსანტები: ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, კრისტი ყიფშიძე, სალომე ჭაჭუა, ჯაბა კილაძე, ნუკი კოშკელიშვილი, ჯულიანა ბარგნარი და ოთო ფოლადაშვილი. მათ ის საკეცვაო ნომრები წარადგინეს, რომლებითაც კონკურსზე ოღესღაც თავი მოიწონეს. შემდეგ ანრი ჯხაძემ და ქრისტინე იმედაძემ მაყურებელს უმღერეს. როგორც ორგანიზატორებმა გვითხრეს, საღამოს ნამდვილად არ აკლდა მაყურებელი, "სექტორი 26", 1000-კაციანი კლუბი მთლიანად სავეს იყოო. საღამოზე ასევე იმღერა მომღერალმა - ნინი ბადურაშვილმაც. მართალია, ნინის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" არსდროს უცეკვია, მაგრამ ამ კონკურსს ყოველთვის გლშემატკივრობდა. გუშინაც მეგობრებთან ერთად (ანრი, ქრისტინე), კონკურსის ახალ მონაწილეებს უმღერა და წარმატებები უსურვა.
ლალი ფაცია
სპეციალურად ambebi.ge-სთვის