მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”
იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ­სკვლა­ვი, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე შო­უ­ში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბა. ის ამ­ჟა­მად ბა­თუმ­ში შვილ­თან ერ­თად ის­ვე­ნებს და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და კმა­ყო­ფი­ლია. "ამ­ბე­ბი.გე" იუ­ლი­ას ბა­თუმ­ში და­უ­კავ­შირ­და.

- იუ­ლია, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვენ უნდა იცეკ­ვოთ პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი". ვის­გან მი­ი­ღეთ შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!?

- და­მი­კავ­შირ­და შოუს პრო­დუ­სე­რი ნოე სუ­ლა­ბე­რი­ძე, რო­მელ­მაც შე­მომ­თა­ვა­ზა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­მე­ღო ამ შო­უ­ში. ისე, მა­ნამ­დე გა­გე­ბუ­ლი მქონ­და ამ პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ და სი­მარ­თლე გი­თხრათ, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნა­შიც იყო ეს შოუ, მინ­დო­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ იმ დროს ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და, რად­გა­ნაც უკ­რა­ი­ნუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუ­ფის ("ნი­კი­ტა") წევ­რი ვი­ყა­ვი და და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და. მუდ­მი­ვად გას­ტრო­ლებ­ზე მი­წევ­და ყოფ­ნა. სა­ერ­თოდ, ცეკ­ვა ძა­ლი­ან მიყ­ვარს.

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად ცეკ­ვავთ?

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ბავ­შვო­ბა­შიც ვცეკ­ვავ­დი. ამი­ტომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვი­ღე წი­ნა­და­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თვა და ამას­თან, ვიცი, რომ მას­ზე მუ­შა­ო­ბი­სას დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებ. თან, ხან­გრძლი­ვი დრო­ით მო­მი­წევს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნა, რაც წი­ნას­წარ დიდ სტი­მულს მაძ­ლევს.

- სხვა­თა შო­რის, ამ პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი არი­ან. დიმა დი­კუ­სა­რი და ალი­ო­ნა შოპ­ტენ­კო აქ ქარ­თველ ვარ­სკვლა­ვებ­თან ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ, კონ­კურ­სან­ტებს ცეკ­ვებს უდ­გა­მენ. ცოტა ხნის წინ ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ქორ­წინ­დნენ კი­დეც...

- კი, ვიცი ამის შე­სა­ხებ...

- ალ­ბათ, იმის შე­სა­ხე­ბაც ხართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რომ ეს პრო­ექ­ტი სა­ო­ცარ შრო­მას მო­ი­თხოვს. მზად ხართ ამის­თვის?

- ასეთ გრა­ფიკ­თან შე­გუ­ე­ბა ძნე­ლი და მძი­მეა, ამი­ტომ არ მაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ეს არ გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ამა­შიც არის თა­ვი­სე­ბუ­რი ხიბ­ლი.

- ფსონს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე აკე­თებთ?

- მე სპორ­ტსმე­ნი ვარ და ფსონს ყო­ველ­თვის გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ვა­კე­თებ!

- თუ იცით, ვინ იქ­ნე­ბა თქვე­ნი პარტნი­ო­რი?

- ჯერ არ ვიცი, ეს გარ­კვე­უ­ლიც არ არის, მაგ­რამ ორი­ვე სე­ზო­ნის შო­უ­ე­ბი ნა­ნა­ხი მაქვს და ვიცი, მას­ში რო­გო­რი მა­გა­რი მო­ცე­კა­ვა­ვე ბი­ჭე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან. ბევ­რი მო­მე­წო­ნა, ხოლო კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი, ამას გვა­რე­ბით ვერ გე­ტყვით, რად­გა­ნაც იმ­დე­ნი "შვი­ლი" და "ძე" ურე­ვია მათ გვა­რებ­ში, რომ ყვე­ლა ვერ და­ვი­მახ­სოვ­რე.

- რას პირ­დე­ბით ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს?

- მიყ­ვარს ლა­მა­ზი, მხი­ა­რუ­ლი, ფე­რა­დი შოუ. ამი­ტომ ორი­ვე ხე­ლით თა­ნახ­მა ვარ და მზად ვარ, ასე­თი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის მო­წყო­ბა­ში აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო. ვეც­დე­ბი, შე­საძ­ლებ­ლო­ბის მაქ­სი­მუ­მი გა­ვი­ღო, რომ პრო­ექ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ნა­ხა­ვი იყოს.

- ქარ­თულ ფილმში - "რა მოხ­და კი­ევ­ში", რომ­ლის პრე­მი­ე­რა ცოტა ხნის წინ შედ­გა, რო­გორ მოხ­ვდით? იქ თქვენ ფე­მი­ნის­ტი ქა­ლის როლი ითა­მა­შეთ.

- ერთხელ ჩემს ტე­ლე­ფონ­ზე გა­ის­მა ზარი. ავი­ღე ყურ­მი­ლი და ხუმ­რო­ბით ვუ­პა­სუ­ხე: "წი­ნან­და­ლი გის­მენთ!" ყურ­მილ­ში სი­ცი­ლი გა­ის­მა, კარ­გი, გვა­რი­ა­ნი ქარ­თუ­ლი ხარ­ხა­რი. მოკ­ლედ, ჩემი ხუმ­რო­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ ზარს და­ემ­თხვა, თით­ქოს ვი­ცო­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მი­რე­კავ­დნენ. მათ ქარ­თულ ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს და მა­შინ­ვე მი­თხრეს, - ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ქა­ლის როლი გექ­ნე­ბა­თო. რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი, - დავ­თან­ხმდი, ანუ ასე­თი ქა­ლის ხა­სი­ა­თი უნდა მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. გა­და­ღე­ბე­ბი კარ­გად მი­დი­ო­და. მსა­ხი­ო­ბე­ბით, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. სა­ოც­რად კე­თი­ლი, გახ­სნი­ლი, გულ­წრფე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, რა­მაც გა­მა­ხა­რა. მოკ­ლედ, ასე გა­და­მი­ღეს კი­ნო­ში.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" გამო აქ ხან­გრძლი­ვად მო­გი­წევთ ყოფ­ნა, რად­გან შოუ ახალ წლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა...

- კი, ვიცი... ისე, ოც­ნე­ბა კი მქონ­და ყო­ველ­თვის, ახალ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში შევ­ხვედ­რო­დი.

- მგო­ნი, ახლა გეძ­ლე­ვათ ამის შან­სი...

- მარ­თლაც, რა­ღაც ისე მი­დის საქ­მე, რომ ასე იქ­ნე­ბა.

- რომ გა­ი­მარ­ჯვოთ, ამა­ზე არ ფიქ­რობთ?

- ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რის გა­ვა­კე­თებ... უკვე აღარ ვჭამ ხა­ჭა­პურს, მაგ­რამ ხინ­კალ­ზე კი მი­ჭირს უა­რის თქმა. სა­ერ­თოდ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ხინ­კა­ლი და ხა­ჭა­პუ­რი.

- რო­გორც ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ქალ­ბა­ტო­ნი, ამ კერ­ძებს ხომ არ ამ­ზა­დებთ კი­დეც?

- მქონ­და ამის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ხინ­კა­ლი მა­ინც რთუ­ლი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, ხელი კარ­გად უნდა გქონ­დეს გა­წა­ფუ­ლი. იმ­დენს ვლა­პა­რა­კობთ ახლა ქარ­თულ კერ­ძებ­ზე, რომ ცხელ-ცხე­ლი ხინ­კა­ლი წარ­მო­მიდ­გა თვალ­წინ...

- მრა­ვა­ლი წლის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რობ­დით, კერ­ძოდ, ბა­თუმ­ში. მერე ოჯახ­თან ერ­თად, კი­ევ­ში გა­დახ­ვე­დით. მა­შინ 6 წლის იყა­ვით. რო­გორ ფიქ­რობთ, გვა­რის გარ­და, რა დაგ­რჩათ ქარ­თუ­ლი?

- გვა­რი მაქვს ქარ­თუ­ლი და ხა­სი­ა­თი, - დიახ, ტემ­პე­რა­მენ­ტი, ემო­ცია - ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ში ქარ­თუ­ლია.

- რო­გორც ვიცი, ქარ­თუ­ლი ენა არ იცით.

- ცოტა-ცოტა (დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით ამ­ბობს) ვიცი...

- არ ცდი­ლობთ, რომ თქვენს მშობ­ლი­ურ ენას უკე­თე­სად და­ე­უფ­ლოთ?

- კი, ვცდი­ლობ და შარ­შან, შე­მოდ­გო­მა­ზე კი­ევ­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელ­თან მი­ვე­დი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნია და პროგ­რა­მას კარ­გა­დაც ვით­ვი­სებ­დი. მე­ცა­დი­ნე­ო­ბის პრო­ცე­სიც მომ­წონ­და, მაგ­რამ მერე სა­დღაც მო­მი­წია გამ­გზავ­რე­ბემ და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა შევ­წყვი­ტე, მაგ­რამ ამ საქ­მეს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვუბ­რუნ­დე­ბი.

- უკ­რა­ი­ნა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მომ­ღე­რა­ლი გახ­დით. იყა­ვით ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის - "ნი­კი­ტას" წევ­რი და იქა­უ­რი სექსსიმ­ბო­ლოც. ად­ვი­ლია ასე­თი იმი­ჯით ცხოვ­რე­ბა?

- ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად მოხ­და. მე ასე­თი იმი­ჯის შექ­მნა არც მი­ფიქ­რია. უბ­რა­ლოდ, ასე­თი გახ­ლდათ პრო­დი­უ­სე­რის მო­თხოვ­ნა. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს არა­სე­რი­ო­ზუ­ლად ვუდ­გე­ბო­დი და ცოტა სა­სა­ცი­ლოც კი იყო. სექსსიმ­ბო­ლოს იმი­ჯით ცხოვ­რე­ბა ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი და ეს სხვა თე­მაა. ამ ყვე­ლა­ფერს ჩემ­თვის მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნე­ბა მოჰ­ქონ­და, რად­გა­ნაც მუდ­მი­ვად სცე­ნა­ზე, ეკ­რან­ზე, კლიპ­ში გა­შიშ­ვლე­ბას მთხოვ­დნენ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე არა­სო­დეს გავ­შიშ­ვლე­ბულ­ვარ. რად­გან ქალი, "ვუ­ალ­ში" უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა. მოკ­ლედ, რო­გორც არ უნდა იყოს საქ­მე, ის ყვე­ლა­ფე­რი ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო, მაგ­რამ თა­ვი­დან არ ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლოს აქამ­დე მი­ვი­დო­და...

იმ კომ­პა­ნი­ა­ში 12 წლის წინ მი­ვე­დი და ვერ­კა სე­დუ­ჩკას­თან და სხვა ცნო­ბილ ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი. თა­ვი­დან ვი­ო­ლი­ნო­ზე ვუკ­რა­ვი. მერე პრო­დი­უ­სერ­მა მთხო­ვა, მემ­ღე­რა და მოკ­ლედ, მო­მი­წია სიმ­ღე­რამ. ხოლო რო­დე­საც უკვე შე­იქ­მნა ჯგუ­ფი "ნი­კი­ტა", ცხა­დი იყო, რომ მას სექ­სუ­ა­ლურ-აგ­რე­სი­უ­ლი მი­მარ­თლე­ბა ექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ მო­ვე­ლო­დი, თუ ამ დო­ნემ­დე გახ­სნი­ლი იქ­ნე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. ამი­ტომ იყო იქ ჩემი ყოფ­ნა ძნე­ლი და თან­და­თან რთულ­დე­ბო­და. იყო გა­დღე­ბა, პო­ზი­რე­ბა ჟურ­ნა­ლე­ბის­თვის, გა­შიშ­ვლე­ბა, რაც ვი­მე­ო­რებ, არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. მეს­მის, რომ ამით უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ონ­ბა­ში ვაგ­დებ­დი პრო­დი­უ­სერს, რო­დე­საც რა­ღა­ცებ­ზე უარს ვე­უბ­ნე­ბო­დი. რა­ღა­ცებს ყო­ველ­თვის ვცვლი­დი პრო­დი­უ­სე­რის სცე­ნა­რებ­ში. მიყ­ვარს ერო­ტი­კა, მაგ­რამ აქ ზღვა­რი არ უნდა და­ირ­ღვეს, ერო­ტი­კა ვულ­გა­რუ­ლო­ბა­ში არ უნდა გა­და­ი­ზარ­დოს.

- მოკ­ლედ, ბევრ რა­ღა­ცას გა­ი­ძუ­ლებ­დნენ.

- არა, ძა­ლა­დო­ბა­საც არ ჰქონ­და ად­გი­ლი, უბ­რა­ლოდ იყო კონ­ტრაქ­ტი და მის სა­ფუძ­ველ­ზე უა­რის თქმის უფ­ლე­ბა არ მქონ­და, მაგ­რამ სწო­რედ, ჩემი უა­რის­გან იქ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მე­ბი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრო­დი­უ­სე­რი პრო­დი­უ­სე­რია, მას თა­ვი­სი ხედ­ვა და გათ­ვლე­ბი აქვს, რაც არ ემ­თხვე­ო­და ჩემს სურ­ვი­ლებს. ამი­ტომ ის ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. ამი­ტო­მაც დავ­ტო­ვე ჯგუ­ფი და არ ვნა­ნობ. ისე იქ მუ­შა­ო­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე და ბევ­რი კარ­გი რამ მახ­სენ­დე­ბა.

- ახლა რას აპი­რებთ?

- ახლა, რო­გორც ჩიტი, ისე­თი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ. საკ­მა­ოდ დიდ­ხანს ვი­მუ­შა­ვე... 12-13 წელი დატ­ვირ­თუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. ამი­ტომ ახლა თა­ვი­სუფ­ლე­ბით ვტკბე­ბი. გა­ვა­კე­თებ იმას, რაც მინ­და, ამის უფ­ლე­ბა შე­მიძ­ლია, სა­კუ­თარ თავს მივ­ცე. ბოლო დროს კინო მი­ზი­დავს, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­მი­ღეს კი­დეც. არ ვწყვეტ რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ღე­ბას. ფო­ტო­სე­სი­ე­ბიც მხიბ­ვლავს და ამ ყვე­ლაფ­რით ვცხოვ­რობ. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მუ­სი­კას, ჯერ ვერ ვხე­დავ შე­სა­ბა­მის მუ­სი­კა­ლურ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც გულ­თან ახ­ლოს მოვა.

- იუ­ლია, ახლა ბა­თუმ­ში ხართ. ბა­თუ­მი თქვე­ნი ბავ­შვო­ბის ქა­ლა­ქია. რას გა­ნიც­დით ამ ქა­ლაქ­ში, რა ასო­ცი­ა­ცი­ებს იწ­ვევს თქვენ­ში?

- ეს მარ­თლაც ჩემი ბავ­შვო­ბის ქა­ლა­ქია, რო­მელ­თა­ნაც მხო­ლოდ თბი­ლი, ტკბი­ლი და კე­თი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი მა­კავ­ში­რებს.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი ად­გი­ლი აღ­გიძ­რავთ წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებს?

- ბულ­ვა­რი. მახ­სოვს იქ მშობ­ლებ­თან ერ­თად, უმე­ტე­სად, მა­მას­თან ხში­რად ვსე­ირ­ნობ­დით. ვგიჟ­დე­ბი მაგ­ნო­ლი­ებ­ზე ისე, რომ კი­ევ­ში, სა­დაც ვცხოვ­რობ, ეზო­ში მაგ­ნო­ლი­ე­ბი დავრგე. მაგ­ნო­ლია ჩემი ბავ­შვო­ბის ხეა. ასე­ვე მიყ­ვარს ხე­ხი­ლი­დან ლეღ­ვი. ჩვენ აქ კარლ-მარ­ქსის ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით და ეზო­ში გვედ­გა ლეღ­ვის ხე. რო­დე­საც დამ­წიფ­დე­ბო­და, სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე ვძვრე­ბო­დი, იქი­დან ხეზე ავ­დი­ო­დი, სა­დაც სა­ა­თო­ბით ვი­ჯე­ქი და ლეღვს გემ­რი­ე­ლად შე­ვექ­ცე­ო­დი...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნით არ ვიღ­ლე­ბი. ყო­ველ­თვის ბედ­ნი­ე­რი ვარ. აქ რო­დე­საც ვარ, სუ­ლი­ე­რად ვის­ვე­ნებ. ვფიქ­რობ ადა­მი­ა­ნის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი და თბი­ლი ად­გი­ლი ის არის, სა­დაც გა­ი­ზარ­და ან სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობს.

- ჭო­რებ­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებთ?

- თა­ვი­დან ჭო­რებ­ზე დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ მძი­მედ ვრე­ა­გი­რებ­დი, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. მად­ლო­ბა დე­დას, ის ყო­ველ­თვის მხარ­ში მედ­გა და მე­უბ­ნე­ბო­და, ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მეც მივ­ხვდი, რომ ყვე­ლას ვერ ეყ­ვა­რე­ბი, რაც სა­წყე­ნი არ არის. ახლა ჭო­რე­ბი სა­ერ­თოდ აღარ მა­წუ­ხებს.

- იუ­ლია, უკ­რა­ი­ნა­ში ად­ვი­ლია ქარ­თუ­ლი გვა­რით ცხოვ­რე­ბა?

- მი­ჭირს ამა­ზე პა­სუ­ხი, რად­გა­ნაც ამ კუ­თხით არა­სო­დეს შემ­ქნია პრობლმე­ბი. პრობ­ლე­მე­ბი, ალ­ბათ, უფრო მა­მა­კა­ცებს აქვთ, რად­გა­ნაც მი­ნა­ხავს კავ­კა­სი­უ­რი იე­რის ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი გა­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის და­რე­გულ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლე­ბი უყ­ვართ. ისი­ნიც, ქარ­თვე­ლე­ბი­ვით სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან.

- რას გვე­ტყვით სა­კუ­თარ ოჯახ­ზე?

- ეს ჩემი პი­რა­დი ცხოვრბაა და ამა­ზე არას­დროს ვლა­პა­რა­კობ. ჩემ­თვის და პრე­სის­თვის და­ხუ­რუ­ლი თე­მაა.

- მე­უ­ღილს შე­სა­ხე­ბაც არა­ფერს მე­ტყვით.

- არა.

- შვი­ლი, 5 წლის მარ­გა­რი­ტა ახლა თქვენ­თან ერ­თად არის ბა­თუმ­ში?

- რა თქმა უნდა, ახა­ლა ჩემ­თან არის, ის აქ პირ­ვე­ლად არ არის. 3 წლი­სა ჩა­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოს­წონს აქა­უ­რო­ბა და გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს ჩემი ნა­ხე­ვარძმა - ბონ­დო. ახლა ბონ­დო თბი­ლის­შია და სულ იმას ახ­სე­ნებს, ბი­ძია მე­ნეტ­რე­ბაო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ის აქ არ ჩა­მო­მეყ­ვა­ნა?

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" სკან­და­ლუ­რი იუ­ლია ქავ­თა­რა­ძე იცეკ­ვებს"

იხი­ლეთ ბმუ­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”

იულია ქავთარაძე - ”ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფსონს გამარჯვებაზე ვაკეთებ”

ქართული წარმომავლობის უკრაინელი ვარსკვლავი, იულია ქავთარაძე შოუში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობის მისაღებად აქტიურად ემზადება. ის ამჟამად ბათუმში შვილთან ერთად ისვენებს და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილია. "ამბები.გე" იულიას ბათუმში დაუკავშირდა.

- იულია, ცნობილი გახდა, რომ თქვენ უნდა იცეკვოთ პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები". ვისგან მიიღეთ შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!?

- დამიკავშირდა შოუს პროდუსერი ნოე სულაბერიძე, რომელმაც შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო ამ შოუში. ისე, მანამდე გაგებული მქონდა ამ პროექტის შესახებ და სიმართლე გითხრათ, როდესაც უკრაინაშიც იყო ეს შოუ, მინდოდა მასში მონაწილეობა, მაგრამ იმ დროს ამის საშუალება არ მქონდა, რადგანაც უკრაინული პოპულარული ჯგუფის ("ნიკიტა") წევრი ვიყავი და დაძაბული გრაფიკი მქონდა. მუდმივად გასტროლებზე მიწევდა ყოფნა. საერთოდ, ცეკვა ძალიან მიყვარს.

- პროფესიონალურად ცეკვავთ?

- წლების განმავლობაში მხატვრული ტანვარჯიშით ვიყავი დაკავებული. ბავშვობაშიც ვცეკვავდი. ამიტომ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ხელმძღვანელობისგან სიამოვნებით მივიღე წინადადება. საინტერესოა, ამ ყველაფერში ჩართვა და ამასთან, ვიცი, რომ მასზე მუშაობისას დიდ სიამოვნებას მივიღებ. თან, ხანგრძლივი დროით მომიწევს საქართველოში ყოფნა, რაც წინასწარ დიდ სტიმულს მაძლევს.

- სხვათა შორის, ამ პროექტის ქორეოგრაფები უკრაინელები არიან. დიმა დიკუსარი და ალიონა შოპტენკო აქ ქართველ ვარსკვლავებთან ბევრს მუშაობენ, კონკურსანტებს ცეკვებს უდგამენ. ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოში დაქორწინდნენ კიდეც...

- კი, ვიცი ამის შესახებ...

- ალბათ, იმის შესახებაც ხართ ინფორმირებული, რომ ეს პროექტი საოცარ შრომას მოითხოვს. მზად ხართ ამისთვის?

- ასეთ გრაფიკთან შეგუება ძნელი და მძიმეა, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს არ გამიჭირდება, მაგრამ ამაშიც არის თავისებური ხიბლი.

- ფსონს გამარჯვებაზე აკეთებთ?

- მე სპორტსმენი ვარ და ფსონს ყოველთვის გამარჯვებაზე ვაკეთებ!

- თუ იცით, ვინ იქნება თქვენი პარტნიორი?

- ჯერ არ ვიცი, ეს გარკვეულიც არ არის, მაგრამ ორივე სეზონის შოუები ნანახი მაქვს და ვიცი, მასში როგორი მაგარი მოცეკავავე ბიჭები მონაწილეობენ, პროფესიონალები არიან. ბევრი მომეწონა, ხოლო კონკრეტულად რომელი, ამას გვარებით ვერ გეტყვით, რადგანაც იმდენი "შვილი" და "ძე" ურევია მათ გვარებში, რომ ყველა ვერ დავიმახსოვრე.

- რას პირდებით ქართველ მაყურებელს?

- მიყვარს ლამაზი, მხიარული, ფერადი შოუ. ამიტომ ორივე ხელით თანახმა ვარ და მზად ვარ, ასეთი სანახაობების მოწყობაში აქტიური მონაწილეობა მივიღო. ვეცდები, შესაძლებლობის მაქსიმუმი გავიღო, რომ პროექტი საინტერესო სასიამოვნო სანახავი იყოს.

- ქართულ ფილმში - "რა მოხდა კიევში", რომლის პრემიერა ცოტა ხნის წინ შედგა, როგორ მოხვდით? იქ თქვენ ფემინისტი ქალის როლი ითამაშეთ.

- ერთხელ ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი. ავიღე ყურმილი და ხუმრობით ვუპასუხე: "წინანდალი გისმენთ!" ყურმილში სიცილი გაისმა, კარგი, გვარიანი ქართული ხარხარი. მოკლედ, ჩემი ხუმრობა მაინცდამაინც ამ ზარს დაემთხვა, თითქოს ვიცოდი, რომ ქართველები მირეკავდნენ. მათ ქართულ ფილმში მონაწილეობა შემომთავაზეს და მაშინვე მითხრეს, - ძალაუფლების მოყვარული ქალის როლი გექნებათო. რატომაც არა-მეთქი, - დავთანხმდი, ანუ ასეთი ქალის ხასიათი უნდა მეჩვენებინა. გადაღებები კარგად მიდიოდა. მსახიობებით, შემოქმედებითი ჯგუფით კმაყოფილი ვარ. საოცრად კეთილი, გახსნილი, გულწრფელი ადამიანები იყვნენ, რამაც გამახარა. მოკლედ, ასე გადამიღეს კინოში.

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამო აქ ხანგრძლივად მოგიწევთ ყოფნა, რადგან შოუ ახალ წლამდე გაგრძელდება...

- კი, ვიცი... ისე, ოცნება კი მქონდა ყოველთვის, ახალ წელს საქართველოში შევხვედროდი.

- მგონი, ახლა გეძლევათ ამის შანსი...

- მართლაც, რაღაც ისე მიდის საქმე, რომ ასე იქნება.

- რომ გაიმარჯვოთ, ამაზე არ ფიქრობთ?

- ამისთვის ყველაფერის გავაკეთებ... უკვე აღარ ვჭამ ხაჭაპურს, მაგრამ ხინკალზე კი მიჭირს უარის თქმა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ხინკალი და ხაჭაპური.

- როგორც ქართული წარმომავლობის ქალბატონი, ამ კერძებს ხომ არ ამზადებთ კიდეც?

- მქონდა ამის მცდელობა, მაგრამ ხინკალი მაინც რთული გასაკეთებელია, ხელი კარგად უნდა გქონდეს გაწაფული. იმდენს ვლაპარაკობთ ახლა ქართულ კერძებზე, რომ ცხელ-ცხელი ხინკალი წარმომიდგა თვალწინ...

- მრავალი წლის წინ საქართველოში ცხოვრობდით, კერძოდ, ბათუმში. მერე ოჯახთან ერთად, კიევში გადახვედით. მაშინ 6 წლის იყავით. როგორ ფიქრობთ, გვარის გარდა, რა დაგრჩათ ქართული?

- გვარი მაქვს ქართული და ხასიათი, - დიახ, ტემპერამენტი, ემოცია - ეს ყველაფერი ჩემში ქართულია.

- როგორც ვიცი, ქართული ენა არ იცით.

- ცოტა-ცოტა (დამტვრეული ქართულით ამბობს) ვიცი...

- არ ცდილობთ, რომ თქვენს მშობლიურ ენას უკეთესად დაეუფლოთ?

- კი, ვცდილობ და შარშან, შემოდგომაზე კიევში ქართული ენის მასწავლებელთან მივედი, არაჩვეულებრივი ქალბატონია და პროგრამას კარგადაც ვითვისებდი. მეცადინეობის პროცესიც მომწონდა, მაგრამ მერე სადღაც მომიწია გამგზავრებემ და მეცადინეობა შევწყვიტე, მაგრამ ამ საქმეს აუცილებლად მივუბრუნდები.

- უკრაინაში პოპულარული მომღერალი გახდით. იყავით ცნობილი ჯგუფის - "ნიკიტას" წევრი და იქაური სექსსიმბოლოც. ადვილია ასეთი იმიჯით ცხოვრება?

- ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა. მე ასეთი იმიჯის შექმნა არც მიფიქრია. უბრალოდ, ასეთი გახლდათ პროდიუსერის მოთხოვნა. თუმცა ამ ყველაფერს არასერიოზულად ვუდგებოდი და ცოტა სასაცილოც კი იყო. სექსსიმბოლოს იმიჯით ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი და ეს სხვა თემაა. ამ ყველაფერს ჩემთვის მხოლოდ უსიამოვნება მოჰქონდა, რადგანაც მუდმივად სცენაზე, ეკრანზე, კლიპში გაშიშვლებას მთხოვდნენ, მაგრამ ბოლომდე არასოდეს გავშიშვლებულვარ. რადგან ქალი, ”ვუალში” უფრო საინტერესოა. მოკლედ, როგორც არ უნდა იყოს საქმე, ის ყველაფერი ჩემი არჩევანი იყო, მაგრამ თავიდან არ ვიცოდი, რომ ყველაფერი ბოლოს აქამდე მივიდოდა...

იმ კომპანიაში 12 წლის წინ მივედი და ვერკა სედუჩკასთან და სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ვმუშაობდი. თავიდან ვიოლინოზე ვუკრავი. მერე პროდიუსერმა მთხოვა, მემღერა და მოკლედ, მომიწია სიმღერამ. ხოლო როდესაც უკვე შეიქმნა ჯგუფი "ნიკიტა", ცხადი იყო, რომ მას სექსუალურ-აგრესიული მიმართლება ექნებოდა, მაგრამ არ მოველოდი, თუ ამ დონემდე გახსნილი იქნებოდა ყველაფერი. ამიტომ იყო იქ ჩემი ყოფნა ძნელი და თანდათან რთულდებოდა. იყო გადღება, პოზირება ჟურნალებისთვის, გაშიშვლება, რაც ვიმეორებ, არ მსიამოვნებდა. მესმის, რომ ამით უხერხულ მდგომარეონბაში ვაგდებდი პროდიუსერს, როდესაც რაღაცებზე უარს ვეუბნებოდი. რაღაცებს ყოველთვის ვცვლიდი პროდიუსერის სცენარებში. მიყვარს ეროტიკა, მაგრამ აქ ზღვარი არ უნდა დაირღვეს, ეროტიკა ვულგარულობაში არ უნდა გადაიზარდოს.

- მოკლედ, ბევრ რაღაცას გაიძულებდნენ.

- არა, ძალადობასაც არ ჰქონდა ადგილი, უბრალოდ იყო კონტრაქტი და მის საფუძველზე უარის თქმის უფლება არ მქონდა, მაგრამ სწორედ, ჩემი უარისგან იქმნებოდა პრობლემები. მოგეხსენებათ, პროდიუსერი პროდიუსერია, მას თავისი ხედვა და გათვლები აქვს, რაც არ ემთხვეოდა ჩემს სურვილებს. ამიტომ ის ყველაფერი საკმაოდ რთული იყო. ამიტომაც დავტოვე ჯგუფი და არ ვნანობ. ისე იქ მუშაობით დიდი გამოცდილებაც მივიღე და ბევრი კარგი რამ მახსენდება.

- ახლა რას აპირებთ?

- ახლა, როგორც ჩიტი, ისეთი თავისუფალი ვარ. საკმაოდ დიდხანს ვიმუშავე... 12-13 წელი დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება მქონდა. ამიტომ ახლა თავისუფლებით ვტკბები. გავაკეთებ იმას, რაც მინდა, ამის უფლება შემიძლია, საკუთარ თავს მივცე. ბოლო დროს კინო მიზიდავს, რამდენჯერმე გადამიღეს კიდეც. არ ვწყვეტ რეკლამებში გადაღებას. ფოტოსესიებიც მხიბვლავს და ამ ყველაფრით ვცხოვრობ. ხოლო რაც შეეხება მუსიკას, ჯერ ვერ ვხედავ შესაბამის მუსიკალურ მასალას, რომელიც გულთან ახლოს მოვა.

- იულია, ახლა ბათუმში ხართ. ბათუმი თქვენი ბავშვობის ქალაქია. რას განიცდით ამ ქალაქში, რა ასოციაციებს იწვევს თქვენში?

- ეს მართლაც ჩემი ბავშვობის ქალაქია, რომელთანაც მხოლოდ თბილი, ტკბილი და კეთილი მოგონებები მაკავშირებს.

- განსაკუთრებულად რომელი ადგილი აღგიძრავთ წარსულის მოგონებებს?

- ბულვარი. მახსოვს იქ მშობლებთან ერთად, უმეტესად, მამასთან ხშირად ვსეირნობდით. ვგიჟდები მაგნოლიებზე ისე, რომ კიევში, სადაც ვცხოვრობ, ეზოში მაგნოლიები დავრგე. მაგნოლია ჩემი ბავშვობის ხეა. ასევე მიყვარს ხეხილიდან ლეღვი. ჩვენ აქ კარლ-მარქსის ქუჩაზე ვცხოვრობდით და ეზოში გვედგა ლეღვის ხე. როდესაც დამწიფდებოდა, სახლის სახურავზე ვძვრებოდი, იქიდან ხეზე ავდიოდი, სადაც საათობით ვიჯექი და ლეღვს გემრიელად შევექცეოდი...

საქართველოში ყოფნით არ ვიღლები. ყოველთვის ბედნიერი ვარ. აქ როდესაც ვარ, სულიერად ვისვენებ. ვფიქრობ ადამიანისთვის ყველაზე საყვარელი და თბილი ადგილი ის არის, სადაც გაიზარდა ან სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

- ჭორებზე როგორ რეაგირებთ?

- თავიდან ჭორებზე დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ მძიმედ ვრეაგირებდი, ძალიან განვიცდიდი. მადლობა დედას, ის ყოველთვის მხარში მედგა და მეუბნებოდა, ყურადღება არ მიაქციოო. დროთა განმავლობაში მეც მივხვდი, რომ ყველას ვერ ეყვარები, რაც საწყენი არ არის. ახლა ჭორები საერთოდ აღარ მაწუხებს.

- იულია, უკრაინაში ადვილია ქართული გვარით ცხოვრება?

- მიჭირს ამაზე პასუხი, რადგანაც ამ კუთხით არასოდეს შემქნია პრობლმები. პრობლემები, ალბათ, უფრო მამაკაცებს აქვთ, რადგანაც მინახავს კავკასიური იერის ადამიანების მიმართ გარკვეული კითხვები გაჩენილა, მაგრამ ამ ყველაფრის დარეგულრება შეიძლება. საერთოდ, უკრაინაში ქართველები უყვართ. ისინიც, ქართველებივით სტუმართმოყვარეები არიან.

- რას გვეტყვით საკუთარ ოჯახზე?

- ეს ჩემი პირადი ცხოვრბაა და ამაზე არასდროს ვლაპარაკობ. ჩემთვის და პრესისთვის დახურული თემაა.

- მეუღილს შესახებაც არაფერს მეტყვით.

- არა.

- შვილი, 5 წლის მარგარიტა ახლა თქვენთან ერთად არის ბათუმში?

- რა თქმა უნდა, ახალა ჩემთან არის, ის აქ პირველად არ არის. 3 წლისა ჩამოვიდა საქართველოში. მოსწონს აქაურობა და განსაკუთრებით უყვარს ჩემი ნახევარძმა - ბონდო. ახლა ბონდო თბილისშია და სულ იმას ახსენებს, ბიძია მენეტრებაო. როგორ შეიძლებოდა, ის აქ არ ჩამომეყვანა?

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: "ცეკვავენ ვარსკვლავებში" სკანდალური იულია ქავთარაძე იცეკვებს"

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება