იაპონურმა კომპანიამ ''ნენდო'' ბაზარზე შოკოლადის ფანქრები გამოუშვა.
ყუთში სხვადასხვა სახეობის შოკოლადი დევს სათლელთან ერთად. კომპანიამ ეს პროექტი ცნობილ კონდიტერ ცუჯიგუჩი ხირონობუსთან ერთად მოამზადა. ფანქრები განკუთვნილია შოკოლადის ბურბუშელის დასამზადებლად, რომელიც დესერტების მოსართავად არის საჭირო.