სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს
მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

"ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რი" ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მე­ჩეთ­თან არ­სე­ბუ­ლი მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დად­გე­ნას ითხოვს. ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­მარ­თავს, უზ­რუნ­ველ­ყოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უპი­რო­ბო დაც­ვა.

"უკი­დუ­რეს აღ­შფო­თე­ბას გა­მოვ­ხა­ტავთ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მდე­ბა­რე მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტაჟ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ­თა მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2013 წლის 26 აგ­ვის­ტოს გან­ხორ­ცი­ელ­და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პო­ლი­ცი­ის სხვა­დას­ხვა ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ჩა­რე­ვის შე­დე­გად. სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლი­მი მრევ­ლი გა­მოვ­ხა­ტავთ უკი­დუ­რეს შეშ­ფო­თე­ბას და მო­ვი­თხოვთ, მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟის კა­ნო­ნი­ე­რე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ დად­გე­ნას. ასე­ვე, მივ­მარ­თავთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ყვე­ლა­ფე­რი იღო­ნოს ბოლო პე­რი­ოდ­ში მუს­ლი­მე­ბის მი­მართ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გან­მუხ­ტვი­სათ­ვის და უზ­რუნ­ველ­ყოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უპი­რო­ბო დაც­ვა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­სუ­ხი გა­ე­ცეს კი­თხვას, რამ­დე­ნად წარ­მო­ად­გენ­და აუ­ცი­ლებ­ლო­ბას მი­ნა­რე­თის ამ­გვა­რი უხე­ში და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ფორ­მით დე­მონ­ტა­ჟი", - აღ­ნიშ­ნუ­ლია "ქარ­თველ მუს­ლიმ­თა კავ­ში­რის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

ტა­რი­ელ ნა­კა­ი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მო­უ­წო­დებს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, რათა კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში აღ­დგეს ჭე­ლის მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თი.

ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვართ დღეს ჭე­ლა­ში მომ­ხდა­რი ფაქ­ტის გამო, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს მუფთმა ჯე­მალ პაქ­სა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. ბა­თუ­მის მე­ჩეთ­ში გუ­შინ სა­ღა­მოს სა­მუფ­თოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ­სჯე­ლეს. ჯე­მალ პაქ­სა­ძის თქმით, მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტაჟ­ში მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ღვთის წი­ნა­შე დიდი ცოდ­ვა ჩა­ი­დი­ნეს. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუკი სარ­ფის სა­ბა­ჟო­ზე უკა­ნო­ნოდ იყო შე­მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლა, მოხ­დე­ბა მისი ხელ­მე­ო­რედ გან­ბა­ჟე­ბა და მი­ნა­რე­თი მე­ჩეთს და­უბ­რუნ­დე­ბა.

"მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მრევ­ლის გამო. ძა­ლი­ან აღ­შფო­თე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან დამ­წუხ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. ეს არის მო­უხ­დე­ლი ცოდ­ვა, ვინც შე­ე­ხო მი­ნა­რეთს. შევ­ხვდით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, აჭა­რის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რეს, გვქონ­და დე­და­ქა­ლაქთან კავ­ში­რიც. ხვალ ვა­პი­რებთ ად­გილ­ზე ჩას­ვლას. მრევლს ავუხ­სნით, რა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც შედ­გა ჩვენ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. თუ მა­სა­ლა უკა­ნო­ნოდ იყო შე­მო­ტა­ნი­ლი სა­ბა­ჟო­ზე, მოხ­დე­ბა მისი ხელ­მე­ო­რედ გან­ბა­ჟე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ, თა­ვის ად­გილს და­ი­კა­ვებს მი­ნა­რე­თი", - აღ­ნიშ­ნა გუ­შინ ჯე­მალ პაქ­სა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით ყვე­ლას აქვს რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ჯე­მალ პაქ­სა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში დღემ­დე არ არ­სე­ბობს მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა.

"რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ჩვენ ვართ ტო­ლე­რან­ტი ერი, ეს აღარ უნდა მოხ­დეს XXI სა­უ­კუ­ნე­ში და ყვე­ლა თა­ვის სამ­ლოც­ვე­ლოს პა­ტივს უნდა სცემ­დეს. იმე­დი გვაქვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნივ­რულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ მწუ­ხა­რე­ბას, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მუს­ლი­მე­ბის მი­მართ. მათ თა­ნა­ვუგ­რძნობთ და მათ გვერ­დში ვართ. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ყვე­ლას აქვს რწმე­ნი­სა და აღმსა­რებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა. ოღონდ, ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში დღემ­დე არ არ­სე­ბობს მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ნე­ბარ­თვის გა­ცე­მა. წმინ­და ყუ­რა­ნი გვას­წავ­ლის, რომ კა­ნო­ნის გა­რე­შე არ ვი­მოქ­მე­დოთ. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ხერ­ხდე­ბა ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა. იმე­დი გვაქვს, კა­ნონ­მდებ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ კა­ნონს, რის მი­ხედ­ვი­თაც, შევ­ძლებთ მშე­ნებ­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნა ჯე­მალ პაქ­სა­ძემ.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს მუს­ლიმ­თა სამ­მარ­თვე­ლოს წევ­რე­ბი და მუფ­თი ჯე­მალ პაქ­სა­ძე დღეს დი­ლით ადი­გენ­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ან.

გუ­შინ ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭე­ლა­ში მე­ჩე­თის მი­ნა­რე­თის დე­მონ­ტა­ჟი მოხ­და. დე­მონ­ტა­ჟის დროს მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს შო­რის შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს 20-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

მუსლიმთა კავშირი მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს

"ქართველ მუსლიმთა კავშირი" ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძე მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დადგენას ითხოვს. ტარიელ ნაკაიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა.

"უკიდურეს აღშფოთებას გამოვხატავთ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წლის 26 აგვისტოს განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენელთა ჩარევის შედეგად. საქართველოს მუსლიმი მრევლი გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას და მოვითხოვთ, მინარეთის დემონტაჟის კანონიერების დაუყოვნებლივ დადგენას. ასევე, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ყველაფერი იღონოს ბოლო პერიოდში მუსლიმების მიმართ დაძაბული ვითარების განმუხტვისათვის და უზრუნველყოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლების უპირობო დაცვა. ასევე, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, რამდენად წარმოადგენდა აუცილებლობას მინარეთის ამგვარი უხეში და პროვოკაციული ფორმით დემონტაჟი", - აღნიშნულია "ქართველ მუსლიმთა კავშირის" განცხადებაში.

ტარიელ ნაკაიძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა კანონის ფარგლებში აღდგეს ჭელის მეჩეთის მინარეთი.

ძალიან შეურაცხყოფილი ვართ დღეს ჭელაში მომხდარი ფაქტის გამო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ბათუმის მეჩეთში გუშინ საღამოს სამუფთოს ადმინისტრაციის წევრები შეიკრიბნენ და მომხდართან დაკავშირებით იმსჯელეს. ჯემალ პაქსაძის თქმით, მინარეთის დემონტაჟში მონაწილეებმა ღვთის წინაშე დიდი ცოდვა ჩაიდინეს. მისივე განმარტებით, თუკი სარფის საბაჟოზე უკანონოდ იყო შემოტანილი მასალა, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და მინარეთი მეჩეთს დაუბრუნდება.

"მწუხარებას გამოვთქვამთ დაზარალებული მრევლის გამო. ძალიან აღშფოთებული, ძალიან დამწუხრებულები ვართ. ეს არის მოუხდელი ცოდვა, ვინც შეეხო მინარეთს. შევხვდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, გვქონდა დედაქალაქთან კავშირიც. ხვალ ვაპირებთ ადგილზე ჩასვლას. მრევლს ავუხსნით, რა მოლაპარაკებებიც შედგა ჩვენსა და ხელისუფლებას შორის. თუ მასალა უკანონოდ იყო შემოტანილი საბაჟოზე, მოხდება მისი ხელმეორედ განბაჟება და საბოლოოდ, თავის ადგილს დაიკავებს მინარეთი", - აღნიშნა გუშინ ჯემალ პაქსაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ჯემალ პაქსაძის თქმით, საქართველოს კანონმდებლობაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა.

"როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ტოლერანტი ერი, ეს აღარ უნდა მოხდეს XXI საუკუნეში და ყველა თავის სამლოცველოს პატივს უნდა სცემდეს. იმედი გვაქვს, ხელისუფლება გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას, დაზარალებული ქართველი მუსლიმების მიმართ. მათ თანავუგრძნობთ და მათ გვერდში ვართ. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველას აქვს რწმენისა და აღმსარებლობის უფლება. ოღონდ, ჩვენს კონსტიტუციაში დღემდე არ არსებობს მეჩეთის მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალურად ნებართვის გაცემა. წმინდა ყურანი გვასწავლის, რომ კანონის გარეშე არ ვიმოქმედოთ. წლების განმავლობაში არ ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. იმედი გვაქვს, კანონმდებლები მიიღებენ კანონს, რის მიხედვითაც, შევძლებთ მშენებლობას", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წევრები და მუფთი ჯემალ პაქსაძე დღეს დილით ადიგენში გაემგზავრებიან.

გუშინ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი მოხდა. დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლის დროს 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა