სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?
მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?

უზარ­მა­ზა­რი ტყის მა­სი­ვე­ბის გა­ჩა­ნა­გე­ბის შე­დე­გად გა­ჩე­ნი­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი სარ­ჩო-სა­ბა­დე­ბელს და თავ­შე­სა­ფარს უს­პობს ფა­უ­ნას - ცხო­ვე­ლე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გის გა­რე­მოს ტო­ვე­ბენ და გარ­ბი­ან, თუმ­ცა მძი­მე პი­რო­ბებს გა­დარ­ჩე­ნი­ლე­ბი ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის სი­სას­ტი­კეს ეწი­რე­ბი­ან. პე­რი­ფე­რი­ებ­ში არ­სე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი კვლა­ვაც სავ­სეა ერთი ციდა გა­ლი­ებ­ში გა­მომ­წყვდე­უ­ლი მხე­ცე­ბით. მომ­ვლე­ლებ­მა კი თავი და­ცუ­ლად რომ იგ­რძნონ, ბე­ლებს და მგლის ლეკ­ვებს ად­რე­ულ ასაკ­ში კბი­ლებს აძ­რო­ბენ(!), - თუ აიშ­ვეს, ასე ნაკ­ლე­ბად სა­შიშ­ნი არი­ან, ვერ დაგვგლე­ჯე­ნო. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დე­ნე­ბი დღემ­დე და­უს­ჯელ­ნი არი­ან. არა­და, კა­ნო­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლად კრძა­ლავს ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სას­ტიკ მო­პყრო­ბას!

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი (რო­მე­ლიც მა­ლე­ვე გა­აქ­რეს), სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ მთი­ან სო­ფელ­ში გლე­ხე­ბის მიერ დათ­ვის მოკ­ვლის კად­რე­ბია ასა­ხუ­ლი. კა­ნო­ნი კი დათვზე ნა­დი­რო­ბას კრძა­ლავს!

ასე­ვე გავ­რცელ­და ფოტო, რო­მელ­ზეც ბელს თა­კა­რა სი­ცხე­ში კი­სერ­ზე ჯაჭვმობ­მულს და ალი­კა­პით პი­რაკ­რულს და­ა­ტა­რე­ბენ მას­თან ფო­ტოს გა­და­ღე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ასე­თი ბიზ­ნე­სიც დას­ჯა­დია!

ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში ამის ჩამ­დე­ნი გვა­რი­ან ფუ­ლად ჯა­რი­მას და პა­ტიმ­რო­ბა­საც კი გა­მოჰ­კრავ­და ხელს. ჩვენ­თან კი... სად არი­ან კა­ნო­ნის და სა­მარ­თლის აღ­მას­რუ­ლებ­ლე­ბი? ან სად არის გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო?!

...რამ­დე­ნი­მე წლის წინ, იმე­რე­თი­სა და ქარ­თლის სოფ­ლებ­ში ძრო­ხებს უც­ნა­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა შე­ე­ყა­რათ. იმის გამო, რომ გლე­ხებ­მა ვერ გა­ი­გეს, პი­რუ­ტყვს რა სჭირ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ სა­ქო­ნე­ლი და­ეკ­ლათ. ეს კი მო­მაკ­ვდი­ნებ­ლად მოქ­მე­დებ­და მათ ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. მა­შინ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს მივ­მარ­თე (ბა­კურ კვე­ზე­რე­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს) კი­თხვით, რა ეშ­ვე­ლე­ბათ პი­რუ­ტყვს და გლე­ხებს? ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით, ძრო­ხებს არ მო­უ­მარ­თავ­თო(?!).

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?

მხეცები თვინიერდებიან, ადამიანები მხეცდებიან?

უზარმაზარი ტყის მასივების გაჩანაგების შედეგად გაჩენილი ეკოლოგიური პრობლემები სარჩო-საბადებელს და თავშესაფარს უსპობს ფაუნას - ცხოველები საცხოვრებლად უვარგის გარემოს ტოვებენ და გარბიან, თუმცა მძიმე პირობებს გადარჩენილები ბრაკონიერების სისასტიკეს ეწირებიან. პერიფერიებში არსებული რესტორნები კვლავაც სავსეა ერთი ციდა გალიებში გამომწყვდეული მხეცებით. მომვლელებმა კი თავი დაცულად რომ იგრძნონ, ბელებს და მგლის ლეკვებს ადრეულ ასაკში კბილებს აძრობენ(!), - თუ აიშვეს, ასე ნაკლებად საშიშნი არიან, ვერ დაგვგლეჯენო. სამწუხაროდ, ამ ბოროტების ჩამდენები დღემდე დაუსჯელნი არიან. არადა, კანონი კატეგორიულად კრძალავს ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობას!

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი (რომელიც მალევე გააქრეს), სადაც საქართველოს ერთ-ერთ მთიან სოფელში გლეხების მიერ დათვის მოკვლის კადრებია ასახული. კანონი კი დათვზე ნადირობას კრძალავს!

ასევე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ბელს თაკარა სიცხეში კისერზე ჯაჭვმობმულს და ალიკაპით პირაკრულს დაატარებენ მასთან ფოტოს გადაღების მსურველთათვის. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ბიზნესიც დასჯადია!

ევროპის ქვეყნებში ამის ჩამდენი გვარიან ფულად ჯარიმას და პატიმრობასაც კი გამოჰკრავდა ხელს. ჩვენთან კი... სად არიან კანონის და სამართლის აღმასრულებლები? ან სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო?!

...რამდენიმე წლის წინ, იმერეთისა და ქართლის სოფლებში ძროხებს უცნაური დაავადება შეეყარათ. იმის გამო, რომ გლეხებმა ვერ გაიგეს, პირუტყვს რა სჭირდა, იძულებული გახდნენ საქონელი დაეკლათ. ეს კი მომაკვდინებლად მოქმედებდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მაშინ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართე (ბაკურ კვეზერელის მინისტრობის დროს) კითხვით, რა ეშველებათ პირუტყვს და გლეხებს? ჩვენ არაფერი ვიცით, ძროხებს არ მოუმართავთო(?!).

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია