2013 წლის 19 აპრილს, თბილისიდან გაუჩინარებული დაღესტნელი მოჯაჰედის, 24 წლის მაგომედ მაგომედოვის დედა ჰარულენ აბდულკადიროვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. "ან გამოაჩინეთ ჩემი შვილი, ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თავს დავიწვავ", - აცხადებს უგზო-უკვლოდ დაკარგული მოჯაჰედის დედა.
დაღესტნელი მოჯაჰედი 24 წლის მაგომედ მაგომედოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის დოკუ უმაროვის ორგანიზაციის "კავკასიის იმირატის" წევრია.
საქართველოში ის 2012 წლის მაისში შემოვიდა უკანონოდ, საქართველო - დაღესტნის საზღვრის ლაფანყურის მონაკვეთის გავლით. მაგომედოვმა საზღვარი რომ უკანონოდ გადმოკვეთა და საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა, ამის შესახებ შს სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრისთვის ცნობილი იყო.