"ნინო ბურჯანაძე კასპში საარჩევნო ხმების 50%-ზე ნაკლებს არ აიღებს", - ასეთ განცხადებას საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ადგილობრივი ხელმძღვანელი გურამ მერებაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან აკეთებს. შტაბის შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ის უახლოეს ხანებში გაიხსნება.
"კასპში ქუჩაში 3 კაცი რომ ლაპარაკობს და მოუსმენთ, ამბობენ, რომ ნინოს ვაძლევთ ხმასო", - აცხადებს გურამ მერებაშვილი, რომელსაც ადგილობრივ პარტია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელთან რამაზ ბერიანიძესთან ნათესაობა აკავშირებს.