საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''
''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''

მომ­ღე­რა­ლი ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში სო­ლო­კონ­ცერტს გეგ­მავს. შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს ეკა ახალ პროგ­რა­მას შეს­თა­ვა­ზებს თა­ვის მსმე­ნელს და თაყ­ვა­ნის­მცე­მელს. მა­ნამ­დე ჩვენ მას ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ვე­სა­უბ­რეთ და კი­დევ ერთხელ გა­ვახ­სე­ნეთ ტკი­ვი­ლი­ა­ნი და ღი­მი­ლი­ა­ნი წარ­სუ­ლი.

- ეკა, მოდი უდარ­დე­ლი წლე­ბი­დან და­ვი­წყოთ, იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, რო­მე­ლიც ოჯა­ხის­გან მი­ი­ღე...

- უდარ­დე­ლი წლე­ბი არას­დროს მქო­ნია. არც დარ­დი­ა­ნი მქონ­და, მაგ­რამ უდარ­დე­ლიც არ ით­ქმის. გა­მუდ­მე­ბით ვმუ­შა­ობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე, ვფიქ­რობ­დი ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე. გა­მომ­ქონ­და დას­კვნე­ბი, მერე უფ­რო­სებს ვე­კი­თხე­ბო­დი აზრს. ძი­რი­თა­დად უფ­რო­სი მე­გობ­რე­ბი მყავ­და. ყვე­ლა­ზე დიდი მე­გო­ბა­რი ჩემ­თვის მა­მა­ჩე­მი ფი­რა­ნი იყო. დედა დი­ა­სახ­ლი­სი გახ­ლდათ. მისი მო­ვა­ლე­ო­ბა ჩემ­თვის რჩე­ვე­ბის მო­ცე­მა იყო, რომ უნდა მე­მე­ცა­დი­ნა, მე­კი­თხა, არ დამ­გვი­ა­ნე­ბო­და სად­მე. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში არ მიშ­ვებ­და, იმი­ტომ, რომ პი­ა­ნის­ტი ვი­ყა­ვი. მა­მა­ჩემ­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი წუთი ძა­ლი­ან თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა. სა­ო­ცა­რი ბე­ბია მყავ­და, მა­მა­ჩე­მის დედა, მარო თარ­ხნიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი, თა­მა­რი. ქალი, რო­მე­ლიც არ და­ბერ­და. მას­თა­ნაც ვმე­გობ­რობ­დი. დიდ­თან დიდი იყო, პა­ტა­რას­თან - პა­ტა­რა... მა­მას შვი­ლებ­თან ასე­თი მიდ­გო­მა ჰქონ­და. მოგ­ცემ­და რჩე­ვას, გაჩ­ვე­ნებ­და გზას და გენ­დო­ბო­და. ძა­ლი­ან თა­ვი­სუ­ფა­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. არა­ფერ­ში მზღუ­დავ­დნენ, რა­მაც დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გა­მო­მი­მუ­შა­ვა. თვით­ცენ­ზუ­რა ჩა­მერ­თო. არას­დროს გა­ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მა­მას არ მო­ე­წო­ნე­ბო­და. მამა არ ყო­ფი­ლა მდი­და­რი ბიზ­ნეს­მე­ნი, არც სა­სახ­ლე­ებ­ში გვი­ცხოვ­რია. პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი იყო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და. ფან­ტას­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. მახ­სოვს, რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ზა­ფხუ­ლი იყო. მის დაკ­რძალ­ვა­ზე უამ­რა­ვი ხალ­ხი მო­ვი­და, აგა­რა­კე­ბი­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ მისი მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბე­ბი. 11 წე­ლია მამა აღარ არის და დღე­საც ძა­ლი­ან მაკ­ლია. არ­სად მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი კოც­ნით გა­მომ­შვი­დო­ბე­ბო­და მიც­ვა­ლე­ბულს. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. მა­მა­ჩე­მი გიჟ­დე­ბო­და დუ­დუ­კებ­ზე. ნამ­დვი­ლი ქა­ლა­ქე­ლი კაცი იყო. წლე­ბის წინ ჰქონ­და ნათ­ქვა­მი, როცა მოვ­კვდე­ბი, სა­ნამ მი­წა­ში ჩა­მიშ­ვე­ბენ, "დი­ლის სა­ა­რი" და­მი­კა­რი­თო და ეს სურ­ვი­ლიც ავუს­რუ­ლეთ. თვი­თონ ქსოვ­რე­ლე­ბიც კი ტი­როდ­ნენ, მა­მა­ჩე­მი მათ­თან მე­გობ­რობ­და. მისი სხვა მე­გობ­რე­ბიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­როდ­ნენ და თვი­თო­ნაც.

- ალ­ბათ ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი სუფ­რე­ბი იშ­ლე­ბო­და თქვენს ოჯახ­ში. ვისი სტუმ­რო­ბა გი­ხა­რო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- კი, ჩვენს ოჯახ­ში სულ სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი. მა­მას ყვე­ლა მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან კარ­გი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო და ყვე­ლა მათ­გა­ნის სტუმ­რო­ბა მი­ხა­რო­და. ხში­რად შუ­ა­ღა­მი­სას მო­სუ­ლა 3-4 ძმა­კა­ცი გი­ტა­რით და ჩქა­რი ტა­შით. ისე­თი ჟრი­ა­მუ­ლი იყო ჩვენ­თან, მე­ზობ­ლე­ბი გვიბ­რა­ხუ­ნებ­დნენ ხოლ­მე, დაგ­ვა­ძი­ნე­თო. ჩემს მე­გობ­რებ­საც უყ­ვარ­დათ მა­მა­ჩემ­თან ქე­ი­ფი. ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლე­ბი და ლა­ღე­ბი ვი­ყა­ვით, ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარ­და. თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის მა­რი­ა­ჟი ქა­ლა­ქი იყო, სა­მა­გა­ლი­თო პოს­ტკო­მუ­ნის­ტურ სივ­რცე­ში ჩაც­მა-და­ხურ­ვით, დროს­ტა­რე­ბით, ფუ­ლის კე­თე­ბით, სი­ლა­მა­ზით.

- დედა - დი­ა­სახ­ლი­სი, მამა - ინ­ჟი­ნე­რი, მა­მის ხელ­ფას­ზე ცხოვ­რობ­დით ალ­ბათ, იყო გა­ჭირ­ვე­ბის პე­რი­ო­დე­ბი?

- რო­გორ არ იყო. მაგ­რამ მე ამას ნაკ­ლე­ბად ვგრძნობ­დი. მა­მის ნე­ბი­ე­რა ვი­ყა­ვი. თან მომ­თხოვ­ნიც არ ვი­ყა­ვი, ნუ­კაც მე მგავს ამ სა­კი­თხში.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''

''ჩემი სამივე ოჯახის დანგრევას ერთი მიზეზი ჰქონდა''

მომღერალი ეკა კვალიაშვილი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში სოლოკონცერტს გეგმავს. შემოდგომის მიწურულს ეკა ახალ პროგრამას შესთავაზებს თავის მსმენელს და თაყვანისმცემელს. მანამდე ჩვენ მას ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე ვესაუბრეთ და კიდევ ერთხელ გავახსენეთ ტკივილიანი და ღიმილიანი წარსული.

- ეკა, მოდი უდარდელი წლებიდან დავიწყოთ, იმ გამოცდილებიდან, რომელიც ოჯახისგან მიიღე...

- უდარდელი წლები არასდროს მქონია. არც დარდიანი მქონდა, მაგრამ უდარდელიც არ ითქმის. გამუდმებით ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვფიქრობდი ჩემს მომავალ პროფესიაზე. გამომქონდა დასკვნები, მერე უფროსებს ვეკითხებოდი აზრს. ძირითადად უფროსი მეგობრები მყავდა. ყველაზე დიდი მეგობარი ჩემთვის მამაჩემი ფირანი იყო. დედა დიასახლისი გახლდათ. მისი მოვალეობა ჩემთვის რჩევების მოცემა იყო, რომ უნდა მემეცადინა, მეკითხა, არ დამგვიანებოდა სადმე. სამზარეულოში არ მიშვებდა, იმიტომ, რომ პიანისტი ვიყავი. მამაჩემთან გატარებული ყოველი წუთი ძალიან თბილად მახსენდება. საოცარი ბებია მყავდა, მამაჩემის დედა, მარო თარხნიშვილის ქალიშვილი, თამარი. ქალი, რომელიც არ დაბერდა. მასთანაც ვმეგობრობდი. დიდთან დიდი იყო, პატარასთან - პატარა... მამას შვილებთან ასეთი მიდგომა ჰქონდა. მოგცემდა რჩევას, გაჩვენებდა გზას და გენდობოდა. ძალიან თავისუფალი ბავშვი ვიყავი. არაფერში მზღუდავდნენ, რამაც დიდი პასუხისმგებლობა გამომიმუშავა. თვითცენზურა ჩამერთო. არასდროს გავაკეთებდი იმას, რაც მამას არ მოეწონებოდა. მამა არ ყოფილა მდიდარი ბიზნესმენი, არც სასახლეებში გვიცხოვრია. პროფესიით ინჟინერი იყო. წლების განმავლობაში უამრავ ადგილას მუშაობდა. ფანტასტიკური ადამიანი გახლდათ. მახსოვს, რომ გარდაიცვალა, ზაფხული იყო. მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოვიდა, აგარაკებიდან ჩამოვიდნენ მისი მეგობრები, ახლობლები, უბრალო ნაცნობები. 11 წელია მამა აღარ არის და დღესაც ძალიან მაკლია. არსად მინახავს ამდენი ადამიანი კოცნით გამომშვიდობებოდა მიცვალებულს. ყველას ძალიან უყვარდა. მამაჩემი გიჟდებოდა დუდუკებზე. ნამდვილი ქალაქელი კაცი იყო. წლების წინ ჰქონდა ნათქვამი, როცა მოვკვდები, სანამ მიწაში ჩამიშვებენ, ''დილის საარი'' დამიკარითო და ეს სურვილიც ავუსრულეთ. თვითონ ქსოვრელებიც კი ტიროდნენ, მამაჩემი მათთან მეგობრობდა. მისი სხვა მეგობრებიც არაჩვეულებრივად მღეროდნენ და თვითონაც.

- ალბათ ტრადიციული ქართული სუფრები იშლებოდა თქვენს ოჯახში. ვისი სტუმრობა გიხაროდა ყველაზე მეტად?

- კი, ჩვენს ოჯახში სულ სუფრა იყო გაშლილი. მამას ყველა მეგობარი ძალიან კარგი და მხიარული ადამიანი იყო და ყველა მათგანის სტუმრობა მიხაროდა. ხშირად შუაღამისას მოსულა 3-4 ძმაკაცი გიტარით და ჩქარი ტაშით. ისეთი ჟრიამული იყო ჩვენთან, მეზობლები გვიბრახუნებდნენ ხოლმე, დაგვაძინეთო. ჩემს მეგობრებსაც უყვარდათ მამაჩემთან ქეიფი. ძალიან თავისუფლები და ლაღები ვიყავით, ერთმანეთი გვიყვარდა. თბილისი ყოველთვის მარიაჟი ქალაქი იყო, სამაგალითო პოსტკომუნისტურ სივრცეში ჩაცმა-დახურვით, დროსტარებით, ფულის კეთებით, სილამაზით.

- დედა - დიასახლისი, მამა - ინჟინერი, მამის ხელფასზე ცხოვრობდით ალბათ, იყო გაჭირვების პერიოდები?

- როგორ არ იყო. მაგრამ მე ამას ნაკლებად ვგრძნობდი. მამის ნებიერა ვიყავი. თან მომთხოვნიც არ ვიყავი, ნუკაც მე მგავს ამ საკითხში.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება