ამბობენ, "ღამის შოუ სტუდიის" პოპულარული სერიალი - "შუა ქალქში" დაიხურაო. ამის გასარკვევად, ცხადია "ამბები.გე"…სტუდიის ხელმძღვანელ დავით გოგიჩაიშვილს დაუკავშირდა:
- სერიალი ისევ იქნება, მაგრამ მას ერქმევა თუ არა ისევ "შუა ქალაქში", ამაზე ჯერჯერობით ვფიქრობთ. ვნახოთ, შეიძლება, სერიალი ამ სახელით დარჩეს, შეიძლება, შეიცვალოს. ისე, მე რომ მკითხოს კაცმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა ერქმევა, მთავარია, კარგი პროდუქცია შევქმნათ და დარწმუნებული ვარ, კარგიც იქნება. რისთვისაც ახლა სერიოზული მუშაობა მიდის: ვანაცვლებთ ისტორიებს, პერსონაჟებს, სიტუაციებს... მაგრამ ფაქტია, რომ 95% სიახლე გვექნება. უკვე მეორე პილოტი ჩავწერეთ.
- სერიალის მსახიობებს შეცვლით?
- ადამიანები, ვინც ჩვენს სტუდიასთან თანამშრომლობს, ჩვენთან არიან, ისინი სხვა პროექტებშიც არიან დაკავებულები. რამდენიმე ახალ პროექტსაც ვიწყებთ და საერთოდ ვხსნით ახალ გასართობ არხს და ცხადია, ბევრი მსახიობი გვჭირდება.
- რა ერქმევა ახალ არხს?
- სხვადასხვა ვერსია გვაქვს. ერთ-ერთია - "ტვ 11", რომელიც "გოგონაში" გვქონდა მოხსენიებული... მოქმედება, ხომ რეალურად "ტვ 11"-ში ხდებოდა...
- როდის გავა ახალი ტელევიზია ეთერში?
- სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს...
- მოკლედ, შემოქმედებითმა ჯგუფმა დაისვენეთ და საქმეებს ახლა ახალი ენერგიით უტევთ?
- არა, რა დაისვენეს, უბრალოდ, მე გამიშვეს დასასვენებლად 10 დღით, რომ არ წახვიდე, გადაიწვებიო, - მითხრეს. თვითონ, იდგნენ და კასტინგებს ატარებდნენ.
ლალი ფაცია