პარტნიორები:

    გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს

    გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს

    "ქართული ოცნების" დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65%-ის აზრით, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

    კითხვაზე, თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატს 65% ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს - 7%, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს - 4%, კითხვაზე პასუხი არ აქვს რესპონდენტთა 19%-ს.

    რაც შეეხება ნდობას არჩევნების შედეგებისადმი, კითხვაზე, რამდენად სამართლიანად ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები, გამოკითხულთა 21% პასუხობს, რომ არჩევნები სრულიად სამართლიანად ჩატარდება, 39%-ის აზრით - სამართლიანად, 23%-ის აზრით, მეტ-ნაკლებად სამართლიანად, ხოლო 4%-ის აზრით - უსამართლოდ.

    საკვლევ-საკონსულტუციო ცენტრმა "ფსიქოპროექტმა" ინსტიტუტებისადმი ნდობის რეიტინგიც შეადგინა, რომელშიც კვლავ საქართველოს ეკლესია ლიდერობს.

    "ინტერპრესნიუსი"

    LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

    "ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

    უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა